Facebook Twitter

ას-1291-1311-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ჩ-ას კერძო საჩივრის და განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “საქართველოს ... კორპორაციამ” ბ. ჩ-ას, გ. მ-ისა და ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვა აუცილებელი გზის სახით საგურამო-ნავთლუღის მონაკვეთზე გაზსადენის მშენებლობის განსახორციელებლად ბ. ჩ-ას კუთვნილი 5396 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...), გ. მ-ის კუთვნილი 1330 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი ...) და ლ. კ-ის კუთვნილი 1694 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) გამოყენების უფლების მინიჭება.

შპს “საქართველოს ... კორპორაციის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით ნება დაერთო ბ. ჩ-ას კუთვნილი 5396 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...), გ. მ-ის კუთვნილი 1330 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი ...) და ლ. კ-ის კუთვნილი 1694 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) გამოყენებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით ბ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელეად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ბ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით და განცხადებით გაასაჩივრა ბ. ჩ-ამ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი და განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, ბ. ჩ-ა კერძო საჩივრით და განცხადებით ასაჩივრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის წლის 26 სექტემბრის განჩინებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ბ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი და განცხადება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ჩ-ას კერძო საჩივარი და განცხადება, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.