Facebook Twitter

ას-1242-1262-2011 4 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. დ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. და ხ. მ-ები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადავო წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ა. და ხ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე სამკვიდრო სახლიდან ა. მ-ს გამოეყო იდეალური წილი 1/4; ხ. მ-ს ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე სამკვიდრო სახლიდან გამოეყო იდეალური წილი 1/4; ჯ. გ-ს ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე სამკვიდრო სახლიდან გამოეყო იდეალური წილი 1/2; კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში დი. გ-ის მიმართ შევიდა ცვლილება. აღნიშნულ ჩანაწერში დი. გ-ი ჩაითვალა ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე სამკვიდრო სახლის 1/2-ის კანონისნიერ მემკვიდრედ, ხოლო სამკვიდრო წილის 1/2-ის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ ა. და ხ. მ-ები, რეგისტრირებული რეესტრში ¹864 1991 წლის 17 სექტემბერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. გ-მა, რ. დევნისაძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. და ხ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ.ლეკიშვილი მიერ 1991 წლის 17 სექტემბერს დი. გ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ¹864) 1/2-ის ნაწილში; ა. მ-ს სადავო სამკვიდროდან _ ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე უძრავი ქონებიდან _ მიეკუთვნოს 1/4 წილი; ხ. მ-ს სადავო სამკვიდროდან _ ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე უძრავი ქონებიდან _ მიეკუთვნოს 1/4 წილი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დევნისაძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით რ. დ-ის წარმომადგენელ დ. თ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.ახალციხეში, კ-ის ქ. ¹20-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2) ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარიის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა.

2011 წლის 5 ოქტომბერს რ. დ-ის წარმომადგენელმა დ. თ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით.

საკასაციო პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით რ. დ-ის წარმომადგენელ დ. თ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა რ. დ-ის წარმომადგენელ დ. თ-ს 2011 წლის 17 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ის წარმომადგენელ დ. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ რ. დ-ის წარმომადგენელ დ. თ-ს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 17 ოქტომბერს, მის მიერ საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 108).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. დ-ის წარმომადგენელ დ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.