Facebook Twitter

ას-1426-1441-2011 22 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

კასატორები _ გ. გ-ე, მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ისა და მ. გ-ის მიმართ ბინის წილზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და მ. გ-ეებმა. მოცემულ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი, რაც სასამართლოს მიერ განსზაღვრულ ვადაში გასწორდა.

2011 წლის 28 ოქტომბერს თ. გ-ემ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ საფუძვლით რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება.

2011 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა სასამართლო სხდომა მორიგების პირობების დამტკიცების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის, მ. და გ. გ-ეების შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს მორიგება თ. გ-ესა და გ. და მ. გ-ეებს შორის შემდეგი პირობებით:

გ. და მ. გ-ეებმა თ. გ-ეს გადაუხადეს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ქ.თბილისში, ... კორ.24, ბინა ¹58-ის, 1/4¼ წილის სანაცვლოდ.

მ. და გ. გ-ეები იღებენ ვალდებულებას მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ თ. გ-ეს გადასცენ 300 ლარის ღირებულების პიანინო გამა, რომელიც ამჟამად მათ საცხოვრებელ ბინაშია.

შეწყდეს საქმის წარმოება თ. გ-ის სარჩელისა გამო გ. და მ. გ-ეების მიმართ უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებები.

მ. და გ. გ-ეებს დაუბრუნდეს მ. გ-ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 380 ლარი

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.