ას-1488-1497-2011 11 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. კ-ე, ბ. მ. ამხანაგობა «ძ. ე-ო»
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. დ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბმა-ის გადაწყვეტილებისა და კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ბ.მ. ამხანაგობა «ძ. ზოს» და თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ბმა «ძ. ე-ოს» 2008 წლის 03 აპრილის ¹5 კრების ოქმი თ. კ-ისათვის ქ. თბილისში, ი-ის ქ. ¹60-ში, მე-2 სადარბაზოში მდებარე 138,13 კვ.მ. სხვენის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და აღნიშნულ ფართზე აღდგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ძ. ე-ოს» 2008 წლის 03 აპრილის კრების (¹5 ოქმით) გადაწყვეტამდე არსებული მოსარჩელე თ. დ-ის უფლებრივი მდგომარეობა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ბ.მ. ამხანაგობა «ძ. ე-ომ» და თ. კ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინათ ქ.თბილისში, ი-ის ქ. ¹60-ში, მე-2 სადარბაზოში მდებარე 138,13 კვ.მ. სადავო სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კასატორთა მიერ გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით. 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
2011 წლის 07 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ძ. ე-ოს» საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედინათ ქ.თბილისში, ი-ის ქ. ¹60-ში, მე-2 სადარბაზოში მდებარე 138,13 კვ.მ. სადავო სხვენის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულეისა (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კასატორთა მიერ გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით. ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ, მაგრამ წარმოადგინეს განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მსგავსი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კასატორებს უკვე ეთქვათ უარი და გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის თაობაზე და არც ახალი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც კასატორების გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ-ის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ძ. ე-ოს» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. თ. კ-ის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ძ. ე-ოს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. თ. კ-ეს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ძ. ე-ოს» დაუბრუნდეთ ნუგზარ კვარაცხელიას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.