ას-1507-1515-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს «ე. ჯ-ა»
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ი-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნივთის გამოთხოვა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ი-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ე. ჯ-ას» მიმართ და მოსარჩელემ მოითხოვა: ა) მოპასუხისათვის სს «ი-ის» კუთვნილ ¹3 ფიდერში ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით 21698.5 ლარის დაკისრება; ბ) მოპასუხისათვის სს «ი-ის» კუთვნილი 6.6 კვტ. 730 მეტრი ელექტროსადენის და 8 ცალი რკინის ბოძის მონტაჟის ღირებულების _ 9817.3 ლარის დაკისრება; გ) სს «ი-ის» კუთვნილი 630 კვტ. ძალოვანი ტრანსფორმატორის დაბრუნება ან მისი ღირებულების _ 17000 ლარის გადახდა; დ) მორალური ზიანის _ 20000 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «ი-ის» სარჩელი ელექტროენერგიის მომსახურებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს «ე. ჯ-ას» სს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის ივლისიდან 2010 წლის მაისის თვის ჩათვლით ¹3 ფიდერში ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის 9412.32 ლარის გადახდაDდღგ-ს გარეშე, სს «ი-ის» სარჩელი 6.6 კვტ 730 მეტრი ელსადენის და მისი მონტაჟის ღირებულების თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს «ე. ჯ-ას» სს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 5037.70 ლარის გადახდა, ხოლო რვა ცალი რკინის ბოძის მონტაჟის ღირებულების დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი; სს «ი-ის» სარჩელი 630 კვტ. ძალოვანი ტრანსფორმატორის დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სს «ი-ის» სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ასევე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, კერძოდ, სს «ე. ჯ-ამ» დასახელებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6.6 კვტ. 730 მეტრი ელსადენის და მისი მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება, მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო სს «ი-ის» სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,ე. ჯ-ას» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს ,,ი-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება 630 კვტ. ძაბვიანი ტრანსფორმატორის დაბრუნების, ან მისი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ი-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ე. ჯ-ას» დაევალა 630 კვტ. ¹53783 ტრანსფორმატორის სს ,,ი-ისათვის» დაბრუნება, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სს ,,ე. ჯ-ას» არ აღმოაჩნდებოდა 630 კვტ. მაღალი ძაბვის ¹53782 ტრანსფორმატორი, სს ,,ე. ჯ-ას» დაეკისრებოდა სს ,,ი-ის» სასარგებლოდ ტრანსფორმატორის ღირებულების _ 17000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით სს «ი-ისა» და სს «ე. ჯ-ას» საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის გამო.
სს ,,ი-ის» დირექტორმა ზ. ხ-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში ნაცვლად შპს ,,ი-ისა» სს ,,ი-ის» მითითება, ასევე სარეზოლუციო ნაწილში ტრანსფორმატორის ¹53783-ის ნაცვლად ¹53782-სა და გადაწყვეტილების ამავე ნაწილში ნივთის დასახელებად კ.ტ.პ. 630 კვა ძალოვანი ტრანსფორმატორის მითითება და არა ისე, როგორც ეს არის გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტებრის განჩინებით სს ,,ი-ის» დირექტორ ზ. ხ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, ¹2/ბ-1146 სამოქალაქო საქმეზე, 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში, ასევე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა შესწორება, კერძოდ, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აპელანტ (მოწინააღმდეგე მხარე) შპს ,,ი-ის» ნაცვლად მიეთითა სს ,,ი-ი», გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად სიტყვებისა: სს ,,ე. ჯ-ას» დაევალოს 630 კვა ¹53783 ტრანსფორმატორის სს ,,ი-ისათვის» დაბრუნება; იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სს ,,ე. ჯ-ას» არ აღმოაჩნდება 630 კვა მაღალი ძაბვის ¹53782 ტრანსფორმატორი, სს ,,ე. ჯ-ას» დაეკისროს სს ,,ი-ის» სასარგებლოდ ტრანსფორმატორის ღირებულების 17 000 ლარის ანაზღაურება, მიეთითა შემდეგი: სს ,,ე. ჯ-ას» დაევალოს კ.ტ.პ. 630 კვა. ¹53782 ტრანსფორმატორის სს ,,ი-ისათვის» დაბრუნება; იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სს ,,ე. ჯ-ას» არ აღმოაჩნდება კ.ტ.პ. 630 კვა. მაღალი ძაბვის ¹53782 ტრანსფორმატორი, სს ,,ე. ჯ-ას» დაეკისროს სს ,,ი-ის» სასარგებლოდ ტრანსფორმატორის ღირებულების 17 000 ლარის ანაზღაურება, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით, მე-7 მუხლის მეორე ნაწილით და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითა და საქმის მასალებით დგინდება შემდეგი: სადავო ტრანსფორმატორის მონაცემებია: ძალოვანი ტრანსფორმატორი კ.ტ.პ. ¹53782, 630 კვა. საპროცესო კანონმდებლობის ზემოთ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე და საქმის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს და, მხარის განცხადების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში ნაცვლად შპს ,,ი-ისა», მიეთითოს სს ,,ი-ი», ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ტრანსფორმატორის ნომერი, ნაცლად ¹53783-ისა, უნდა მიეთითოს ¹53782 და ტრანსფორმატორის დასახელება, ნაცვლად 630 კვა-სი _ კ.ტ.პ. 630 კვა, შესაბამისად, 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს შესწორებები და ამ ცვლილების გათვალისწინებით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «ე. ჯ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სს «ი-ის» სასარგებლოდ კ.ტ.პ. 630 კვა მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის სს «ი-ისათვის» გადაცემის დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში სს «ი-ის» განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაარღვია კანონი, კერძოდ, მან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი, მხარეს ნაცვლად 630 კვა. ტრანსფორმატორისა, მიაკუთვნა კ.ტ.პ. 630 კვა ტრანსფორმატორი, მაშინ, როდესაც სს «ი-ი» სარჩელიდან მოყოლებული დავობდა მხოლოდ ძალოვანი ტრანსფორმატორის მიკუთვნებაზე და არა მასთან ერთად კ.ტ.პ-ს მიკუთვნებაზე. სასამართლო, საკითხის გარკვევისას არ დაინტერესებულა, არ დაუდგენია რას წარმოადგენდა ე.წ «კ.ტ.პ.», უსწორობის გასწორებით, სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც სარჩელით სადავო არ გამხდარა. სს «ი-ის» მიერ მოთხოვნილი ძალოვანი ტრანსფორმატორის აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც ექსპერტის მიერ შეფასდა 17000 ლარად, კ.ტ.პ. 630 კვა-ს შემადგენლობისაგან განსხვავებულია და არ შედის იმ ჩამონათვალში, რომელიც შეფასდა საექსპერტო დასკვნის შედგენისას. ეს ორი ნივთი ერთმანეთისაგან განსხვავებულია ასევე ღირებულებით. სასამართლომ კი ამ საკითხის განხილვისას მხარეებს არ აცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი. ის ფაქტი, რომ სს «ი-ი» არ მოითხოვდა კ.ტ.პ. 630 კვა ძალოვან ტრანსფორმატორს, დასტურდება სასარჩელო განცხადებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 12 აპრილს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით, სადაც ექსპერტმა სადავო საგნის ფასი სწორედ 630 კვა სიმძლავრის ¹53782 ტრანსფორმატორის შეფასების საფუძველზე დაადგინა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ კი სს «ი-მა» სააპელაციო სასამართლოს წინაშე უსაფუძვლოდ გაზარდა მოთხოვნა, თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის უხეში დარღვევით მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის საქმის წარმოების განმავლობაში მოითხოვდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ე. ჯ-ას» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს ,,ე. ჯ-ას» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს ,,ი-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება 630 კვტ. ძაბვიანი ტრანსფორმატორის დაბრუნების, ან მისი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ი-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ე. ჯ-ას» დაევალა 630 კვტ. ¹53783 ტრანსფორმატორის სს ,,ი-ისათვის» დაბრუნება, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სს ,,ე. ჯ-ას» არ აღმოაჩნდებოდა 630 კვტ. მაღალი ძაბვის ¹53783 ტრანსფორმატორი, სს ,,ე. ჯ-ას» დაეკისრებოდა სს ,,ი-ის» სასარგებლოდ ტრანსფორმატორის ღირებულების _ 17000 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასევე დასტურდება, რომ, მართალია, სს «ი-ის» როგორც სასარჩელო, ისე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო 630 კვტ ძალოვანი ტრანსფორმატორის დაბრუნება სრული აღჭურვილობით ან მისი ღირებულების _ 17000 ლარის ანაზღაურება, თუმცა საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება სს «ი-ის» მიერ სწორედ კ.ტ.პ. 630 კვა ტრანსფორმატორის დაბრუნების მოთხოვნის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი «კონსერვაციის რეჟიმზე გადასაყვანი ძირითადი საშუალებების ამონაკრები სიის» თანახმად, კონსერვაციის რეჟიმის გარეშე დატოვებულ იქნა «ელ. გადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორი კ.ტ.პ. ¹53782 630», ამასთანავე, სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» 2010 წლის 12 აპრილის დასკვნის თანახმად, რომლითაც განისაზღვრა სადავო ტრანსფორმატორის ღირებულება, ექსპერტიზის წინაშე წინაშე დასმული შეკითხვების ნაწილში სწორედ კ.ტ.პ. 630 კვა ¹53782 ტრანსფორმატორზეა საუბარი. ის არგუმენტი, რომ სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის საქმის წარმოების განმავლობაში მოითხოვდა და ამით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, უსაფუძვლოა, რადგანაც საქმის მასალებით აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებები დასტურდება. ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო, გარდა ზემოაღნიშნულისა, ამყარებს იმ ფაქტზეც, რომ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით სააპელაციო პალატას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სს «ე. ჯ-ას» პასუხისმგებლობის მატერიალური ფარგლები არ შეუცვლია, რაც თავისთავად გამორიცხავს კერძო საჩივრის იმ არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების დებულებაზე და განმარტავს, რომ მოცემული ნორმებით სასამართლომ საქმის წარმოების ყოველი ეტაპისათვის მხარეთა შორის გაანაწილა მტკიცების ტვირთი და განსაზღვრა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, ყოველი მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს მისი მოთხოვნის მართებულობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს «ი-ის» სადავოდ გამხდარი ინტერესი მიმართული იყო სწორედ კ.ტ.პ. 630 კვა ტრანსფორმატორზე დარღვეული უფლების აღდგენისაკენ, ამის საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ სს «ე. ჯ-ას» ეკისრებოდა, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, ისე, რომ მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხარე სადავოდ ხდის რა საქმის მასალებს (ექსპერტის დასკვნა და სხვა) და უსაფუძვლოდ თვლის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები საქმის მასალებით არაა დადასტურებული, მას საქმეში არსებული მტკიცებულების გამაქარწყლებელი საფუძვლიანი არგუმენტიც კი არ წარუდგენია, ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმით რეგულირებულია საკითხი, როდესაც გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რომელიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების რეალიზაციაზე. სასამართლოს გააჩნია სრული შესაძლებლობა, თავისივე ინიციატივით ან მხარის მიმართვის შემთხვევაში გაასწოროს ეს უსწორობა. სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ქვეყნის სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აღსრულებაუნარიან აქტს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია მცირე უზუსტობა, რაც უტყუარად ირკვევა საქმის მასალებით და გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, ამ უზუსტობის გამო, ილახება მართლმსაჯულების აქტით აღიარებული მხარის დაცვადი ინტერესი, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული სათანადოდ გამოასწოროს უზუსტობანი.
თავის მხრივ, ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა ალტერნატივა უსწორობის გასწორების საკითხი განხილვის ფორმა თავადვე გადაწყვიტოს, გამომდინარეობს პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან და სასამართლო ასეთ დროს ხელმძღვანელობს საკითხის სირთულისა და საქმის მასალების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანახმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას საქმის განხილვის ფორმის თაობაზე და დაუსაბუთებლად თვლის კერძო საჩივრის არგუმენტს სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორებაზე ფაქტობრივი გარემოებათა დაუდგენლობისა და მხარეთათვის საქმის განხილვის დროისა და ადგილის შეუტყობინებლობის თაობაზე.
ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სს «ე. ჯ-ას» კერძო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია ტრანსფორმატორის ნომერსა და გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში «ი-ის» ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი, საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას და თვლის, რომ ამ ნაწილშიც სასამართლომ სწორად გაასწორა დაშვებული უსწორობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ სს «ე. ჯ-ას» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ე. ჯ-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.