ას-1584-1583-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილის, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ა.ღ-ის კერძო საჩიბვარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნა, რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, ა. ღ-ის სარჩელის გამო სს «თ-ის» მიმართ, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდევინების შესახებ, დატოვებულ იქნებოდა რეაგირების გარეშე.
2011 წლის 16 აგვისტოს ა.ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გაეოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ა.ღ-ის კერძო საჩიბვარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) მოცემულ სამოქალაქო საქმეზე, ა. ღ-ის სარჩელის გამო სს «თ-ის» მიმართ, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპენსაციის გადახდევინების შესახებ, დარჩა რეაგირების გარეშე.
2011 წლის 16 აგვისტოს ა.ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გაეოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.ღ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ღრუბელშვილი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, რის შესახებაც მას უკვე ეცნობა საკასაციო პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა.ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს რეაგირების გარეშე..
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.