Facebook Twitter

ა-3171-შ-50-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ჰ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (საქმე ¹თ772-11)

დავის საგანი _ განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹თ772-11) შეწყდა მხარეებს, კერძოდ, ლ. ხ-სა და ფ. ჰ. მ-ის შორის 2009 წელს რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. ხ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹თ772-11) შეწყდა მხარეებს, კერძოდ, ლ. ხ-სა და ფ. ჰ. მ-ის შორის 2009 წელს რეგისტრირებული ქორწინება.

შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია ძალაშია.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (საქმე ¹თ772-11), რომლითაც შეწყდა მხარეებს, კერძოდ, ლ. ხ-სა და ფ. ჰ. მ-ის შორის 2009 წელს რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის შუამდგომლობა შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების (საქმე ¹თ772-11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად შვედეთის ქ.კარლსკრონას ბლეკინჯის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება (საქმე ¹თ772-11), რომლითაც შეწყდა მხარეებს, კერძოდ, ლ. ხ-სა და ფ. ჰ. მ-ის შორის 2009 წელს რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.