Facebook Twitter

ა-3218-შ-54-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულება და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ს, შვილის _ 1990 წლის 14 ივნისს დაბადებული მ. კ-ას სარჩენად, დაეკისრა ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულების ანგარიშზე ერთდროულად 12836060 რუბლის გადახდა. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ პირველი საბაზო სიდიდის სახელმწიფო ბაჟის _ 35000 რუბლისა სასამართლო ხარჯების _ 12700 რუბლის გადახდა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 7 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულებამ და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულებისა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნეს წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულებისა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ას შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ს, შვილის _ 1990 წლის 14 ივნისს დაბადებული მ. კ-ას სარჩენად, დაეკისრა ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულების ანგარიშზე ერთდროულად 12836060 რუბლის გადახდა. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ პირველი საბაზო სიდიდის სახელმწიფო ბაჟის _ 35000 რუბლისა სასამართლო ხარჯების _ 12700 რუბლის გადახდა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 7 ივნისს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულებისა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ს, შვილის _ 1990 წლის 14 ივნისს დაბადებული მ. კ-ას სარჩენად, დაეკისრა ვ.ზ.ხორუჟეის სახელობის პოლიგრაფიის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნიკური კოლეჯის განათლების დაწესებულების ანგარიშზე ერთდროულად 12836060 რუბლის გადახდა. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ პირველი საბაზო სიდიდის სახელმწიფო ბაჟის _ 35000 რუბლისა სასამართლო ხარჯების _ 12700 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.