Facebook Twitter

ა-3225-შ-55-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ შპს «პ-ი» (წარმომადგენელი პ. ი-ე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ბ-ი»

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე Aჩ ¹281 г/2010) (აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით)

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე Aჩ ¹281 г/2010) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ბ-ს» (B- LთD), საქართველოს რესპუბლიკა, ქ.ბათუმი, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაეკისრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «პ-, ლტდ-სთვის» (უკრაინა, ქ.ხერსონი) მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა 875 141.88 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 175 028.38 აშშ დოლარი საურავის საქონლის საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის, 122 531.65 აშშ დოლარი პროცენტების სასაქონლო კრედიტით სარგებლობისთვის, 3 734.37 აშშ დოლარი ელევატორზე საქონლის შენახვისთვის, 21 082.18 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ანაზღაურების მიზნით, მთლიანობაში 1 197 518 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას თვრამეტი) აშშ დოლარი და 46 ცენტი.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველ გვერდზე სიტყვები და ციფრები: «2010 წლის 22 თებერვალი» შეიცვალა სიტყვებით და ციფრებით: «2011 წლის 22 თებერვალი».

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს «პ-ის» წარმომადგენელმა პ. ი-ემ, რომელმაც მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე Aჩ ¹281 г/2010) (აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შპს «პ-ის» შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს _ შპს «ბ-ს» განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა 5 დღის ვადაში წარმოედგინა თავისი მოსაზრება შპს «პ-ის» შუამდგომლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განჩინება, შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლებთან ერთად გადაეგზავნა შპს «ბ-ს» და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2011 წლის 28 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს «პ-ის» შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე Aჩ ¹281 г/2010) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ბ-ს» (B- LთD), საქართველოს რესპუბლიკა, ქ.ბათუმი, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაეკისრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «პ-, ლტდ-სთვის» (უკრაინა, ქ.ხერსონი) მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა 875 141.88 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 175 028.38 აშშ დოლარი საურავის საქონლის საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის, 122 531.65 აშშ დოლარი პროცენტების სასაქონლო კრედიტით სარგებლობისთვის, 3 734.37 აშშ დოლარი ელევატორზე საქონლის შენახვისთვის, 21 082.18 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ანაზღაურების მიზნით, მთლიანობაში 1 197 518 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას თვრამეტი) აშშ დოლარი და 46 ცენტი.

ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან _ 2011 წლის 22 თებერვლიდან და იგი უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. საყურადღებოა ასევე, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე არც მოწინააღმდეგე მხარეს – შპს «ბ-ს» მიუთითებია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შპს «პ-ის» შუამდგომლობის დაკმაყოფილების და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «პ-ის» შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე Aჩ ¹281 г/2010) (აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე Aჩ ¹281 г/2010), რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ბ-ს» (B- LთD), საქართველოს რესპუბლიკა, ქ.ბათუმი, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაეკისრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «პ-, ლტდ-სთვის» (უკრაინა, ქ.ხერსონი) მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა 875 141.88 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 175 028.38 აშშ დოლარი საურავის საქონლის საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის, 122 531.65 აშშ დოლარი პროცენტების სასაქონლო კრედიტით სარგებლობისთვის, 3 734.37 აშშ დოლარი ელევატორზე საქონლის შენახვისთვის, 21 082.18 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ანაზღაურების მიზნით, მთლიანობაში 1 197 518 (ერთი მილიონ ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას თვრამეტი) აშშ დოლარი და 46 ცენტი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.