Facebook Twitter

ა-3320-შ-60-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ 1. ი. ს-ს ასული გ-ი

(დ-ა);

2. რუსეთის ფედერაციის

ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას

კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო

უბნის მომრიგებელი მოსამართლე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 2-5/08)

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 2-5/08) ი. ს-ს ასული გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ა. გ-ს, საქართველოს მოქალაქეს, პირადი ნომრით ..., პასპორტის ¹..., დაბადებულს 1974 წლის 25 ოქტომბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.თბილისში, ჩ-ის 11-ში, დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის გამომუშავების 1/4 ნაწილის ოდენობით ი. ს-ს ასული გ-ის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დაბადებულის 1978 წლის 3 მარტს, მცხოვრების რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფაში, პ-ის ქუჩის 76-17-ში, სასარგებლოდ, შვილის (ქალიშვილის) _ ან. ა-ს ასული გ-ის, დაბადებულის 2006 წლის 6 აგვისტოს, სარჩენად, ყოველთვიურად, დაწყებული 2007 წლის 1 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუბლის ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს ი. ს-ს ასულმა გ-მა (დ-ამ) და რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლემ. ი. გ-მა მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელ მოსამართლეს, იგი შუამდგომლობით მოითხოვს მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ი. ს-ს ასული გ-ისა (დ-ა) და რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 2-5/08) ი. ს-ს ასული გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ა. გ-ს, საქართველოს მოქალაქეს, პირადი ნომრით ..., პასპორტის ¹ ..., დაბადებულს 1974 წლის 25 ოქტომბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.თბილისში, ჩ-ის 11-ში, დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის გამომუშავების 1/4 ნაწილის ოდენობით ი. ს-ს ასული გ-ის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დაბადებულის 1978 წლის 3 მარტს, მცხოვრების რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფაში, პ-ის ქუჩის 76-17-ში, სასარგებლოდ, შვილის (ქალიშვილის) _ ან. ა-ს ასული გ-ის, დაბადებულის 2006 წლის 6 აგვისტოს, სარჩენად, ყოველთვიურად, დაწყებული 2007 წლის 1 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუბლის ოდენობით.

შუამდგომლობაზე თანდართული რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ცნობებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 16 სექტემბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 2-5/08), რომლითაც ი. ს-ს ასული გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ა. გ-ს, საქართველოს მოქალაქეს, პირადი ნომრით ..., პასპორტის ¹ ..., დაბადებულს 1974 წლის 25 ოქტომბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.თბილისში, ჩ-ის 11-ში, დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის გამომუშავების 1/4 ნაწილის ოდენობით ი. ს-ს ასული გ-ის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დაბადებულის 1978 წლის 3 მარტს, მცხოვრების რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფაში, პ-ის ქუჩის 76-17-ში, სასარგებლოდ, შვილის (ქალიშვილის) _ ან. ა-ს ასული გ-ის, დაბადებულის 2006 წლის 6 აგვისტოს, სარჩენად, ყოველთვიურად, დაწყებული 2007 წლის 1 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე, ა. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუბლის ოდენობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს-ს ასული გ-ისა (დ-ა) და რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 2-5/08) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფას კალინინის რაიონის ¹9 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 2-5/08), რომლითაც ი. ს-ს ასული გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ა. გ-ს, საქართველოს მოქალაქეს, პირადი ნომრით ..., პასპორტის ¹ ..., დაბადებულს 1974 წლის 25 ოქტომბერს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.თბილისში, ჩ-ის 11-ში, დაეკისრა ალიმენტი ყველა სახის გამომუშავების 1/4 ნაწილის ოდენობით ი. ს-ს ასული გ-ის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დაბადებულის 1978 წლის 3 მარტს, მცხოვრების რუსეთის ფედერაციაში, ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქ.უფაში, პ-ის ქუჩის 76-17-ში, სასარგებლოდ, შვილის (ქალიშვილის) _ ან. ა-ს ასული გ-ის, დაბადებულის 2006 წლის 6 აგვისტოს, სარჩენად, ყოველთვიურად, დაწყებული 2007 წლის 1 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე, ა. გ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუბლის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.