ას-1520-1527-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი. ჟ-ე
მოწინააღმდეგე მხარე –კ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი. ჟ-ის მიმართ და მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კ. გ-ე ცნობილ იქნა ი. ჟ-ის სახელზე რიცხული თბილისში, გ-ას გამზირ, ¹3-ში, მე-4 სართულზე მდებარე, ¹12 ბინის, ბილისში, გ-ას გამზირ ¹3-ში, ¹12 ბინის თავზე არსებული 171,46 კვ.მ. სხვენისა და თბილისში, გ-ას გამზირზე მდებარე 13.96 კვ. მ. სარდაფის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. გ-ემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ. გ-ე ცნობილი იქნა საჯარო რეესტრში ი. ჟ-ის სახელზე რიცხული თბილისში, გ-ას გამზირ ¹3-ში, მე-4 სართულზე მდებარე, ¹12 ბინის, ბილისში, გ-ას გამზირ ¹3-ში, ¹12 ბინი თავზე არსებული 171,46 კვ.მ. სხვენისა და თბილისში, გ-ას გამზირზე მდებარე 13.96 კვ. მ. სარდაფის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შესულია კანონიერ ძალაში. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2011 წლის 29 ივნისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2011 წლის 7 ივლისს განცხადებით მომართა კ. გ-ის წარმომადგენელმა მ. მ-მა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა კ. გ-ის განცხადება და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი. ჟ-ემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სურს ბინის გასხვისება, რათა შვილი ქონების გარეშე დატოვოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, მოცემულ საქმეზე დავა მხარეებს შორის არსებითად დასრულებულია. შესაბამისად, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჟ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის დანაწესი, რადგან განსახილველ შემთხვევაში არსებობდა კ. გ-ის განცხადების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს. მოცემულ საქმეზე დავა მხარეებს შორის არსებითად დასრულებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, ი. ჟ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავის დებულებებით, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ჟ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.