ა-474-შ-8-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 2-53-2010г.)
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 2-53-2010г.) ნ. ვ-ის ასული ბ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ა. ას-ის ძე ბ-ას, დაბადებულს 1967 წლის 4 მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.სენაკში, ნ. ვ-ის ასული ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის (ვაჟის) დიმიტრი ა.ის ძე ბ-ას, დაბადებულის 1997 წლის 27 ნოემბერს, სარჩენად, გამომუშავების და/ან სხვა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2010 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. ას-ის ძე ბ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 9 ნოემბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლემ. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც ა. ას-ის ძე ბ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) რუბლის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 2-53-2010г.) ა. ას-ის ძე ბ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) რუბლის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 9 ნოემბერს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 2-53-2010г.) იმ ნაწილში, რომლითაც ა. ას-ის ძე ბ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) რუბლის ოდენობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹ 2-53-2010г.) (მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის სერპუხოვის სასამართლო რაიონის 238-ე სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2010 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 2-53-2010г.) იმ ნაწილში, რომლითაც ა. ას-ის ძე ბ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) რუბლის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.