Facebook Twitter

ას-802-751-2010 21 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი_ ლ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი _ მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ი-ისა და ლ. ს-ას მიმართ გარდაცვლილ კ. ი-ის მემკვიდრეების, კ. ი-ისა და ლ. ს-ასათვის, ზიანის - 40000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, ლ. ს-ასა და კ. ი-ს, მოსარჩელე ა. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 40 000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ი-მა და ლ. ს-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით კ. ი-ისა და ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ი-მა და ლ. ს-ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ა. ი-ი უარს იტყვის სარჩელზე, ლ. ს-ა და კ. ი-ი ვალდებულებას იღებენ, ნაწილ-ნაწილ, 10 თვის განმავლობაში, ანუ 2011 წლის 31 დეკემბრამდე, გადაუხადონ მოსარჩელს 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი შემდეგი თანმიმდევრობით:

- 2011 წლის 15 სექტემბრამდე 10 000 აშშ დოლარი;

- 2011 წლის 31 დეკემბრამდე 15 000 აშშ დოლარი;

ამასთან, ა. ი-ი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს, არ იდავოს მომავალში ქ.თბილისში, რ-ის ქ. ¹36-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამომდინარე ყველანაირი სახის ზიანზე, მათ შორის სარდაფზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა რჩება ძალაში ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ლ. ს-ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. გამცხადებლის განმარტებით, მორიგების პირობით ნაკისრი ვალდებულება მის მიერ შესრულებულია, რაც დასტურდება 2011 წლის 15 სექტემბერს და 31 ოქტომბერს სს «... ბანკის» მიერ განხორციელებული გადარიცხვის ქვითრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ა. ი-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქობულეთში, ... 1/2½ მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს მთლიანად 160 კვ.მ (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ¹...), რომლის მესაკუთრეა ლ. ს-ა (პირადი ნომერი ...) უძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთს, (საკადასტრო კოდით ...დაუზუსტებული ფართობი 0,15ჰა), რომელიც გარდაბნის სარეგისტაციო სამსახურში ირიცხება კ. ი-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრებად.

აღნიშნული დავის საკასაციო წესით განხილვისას 2011 წლის 22 თებერვალს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ. მხარეთა აღნიშნული შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამდე ლ. ს-ას მიერ მხარეთა შორის მორიგების აქტით შეთანხმებული თანხის გადახდა.

საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ლ. ს-ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. გამცხადებლის განმარტებით, მორიგების პირობით ნაკისრი ვალდებულება მის მიერ შესრულებულია, ა. ი-ს გადაურიცხა 25 000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება სს ,,... ბანკის” მიერ განხორციელებული გადარიცხვის ქვითრებით.

საქმეში წარმოდგენილია ლ.ს-ას მიერ ა. ი-ის სახელზე 25000 აშშ დოლარის გადახდის ქვითრები. სატელეფონო შეტყობინებიტ ა. ი-ს ეცნობა ლ. ს-ას განცხადების თაობაზე. სატელეფონო შეტყობინებისას ა. ი-მა საკასაციო პალატის 2010 წლის 22 თებერვლის მორიგების განჩინებით განსაზღვრული თანხის მიღების ფაქტი დაადასტურა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ს-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა ქობულეთში, ... 1/2 მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე მთლიანად 160 კვ.მ (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ¹...), რომლის მესაკუთრეა ლ. ს-ა (პირადი ნომერი ...) უძრავ ქონებაზე _ მიწის ნაკვეთზე, (საკადასტრო კოდით ...დაუზუსტებული ფართობი 0,15ჰა), რომელიც გარდაბნის სარეგისტაციო სამსახურში ირიცხება კ. ი-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრებად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.