Facebook Twitter

ას-1466-1479-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი –თ. ქ-ა, მ. ქ-ი, ნ. გ-ე, თ. ჭ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ნ. მ-ე, ლ. ა-ა, დ. თ-ა, გ. შ-ა

მესამე პირი _ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: თ. ქ-ას, ნ. ქ-ას და ნ. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹35 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

ა. გ-ის სარჩელი მოპასუხეების: მ. დ-ის, შ. დ-ის, ლ. დ-ისა და ლამარა თვალჭრელიძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹39, გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ლ. დ-ას სარჩელი მოპასუხეების: რ., ა. და ი. ჩ-ეების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹28 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მ. ლ-ის სარჩელი მოპასუხეების: თ. მ-ის, ნ. ქ-ის და ზ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹29 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

ლ. ა-ას სარჩელი მოპასუხეების: ნ. გ-ის, მარიამ და ლ. გ-ების მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹30 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

გ. შ-ას სარჩელი მოპასუხეების: მ. ქ-ის, ეთერ, ედუარდ და ვ. თ-ების მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹31 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

დ. თ-ას სარჩელი მოპასუხეების: თეიმურაზ, თეა და ა. ჭ-ების მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹42 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ქ-ამ, ნ. გ-მა, ნ. ქ-ამ, ნ. გ-ემ, მ. გ-მა, ლ. გ-მა, რ. ჩ-ე, ა. ჩ-ემ, ი. ჩ-ემ, თ. მ-მა, ნ. ქ-მა, ზ. მ-მა, მ. თ-მა, ვ. თ-მა, ე. თ-მა, თ. ჭ-მა, თე. ჭ-მა და ა. ჭ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით თ. ქ-ას, ნ. გ-ის, ნ. ქ-ას, ნ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. გ-ის, რ. ჩ-ის, ა. ჩ-ის, ი. ჩ-ის, თ. მ-ის, ნ. ქ-ის, ზ. მ-ის, მ. თ-ის, ვ. თ-ის, ე. თ-ის, თ. ჭ-ის, თე. ჭ-ის, ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 11 იანვრის ¹3 ბრძანებით განისაზღვრა საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობებისათვის კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსის მინიჭების წესი, რომელს პირველი პუნქტით ამგვარი სტატუსის მინიჭება ხდება უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობით. (ს.ფ. 337)

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 18 თებერვლის ¹19 ბრძანებით ქ. თბილისში, ... მე-4 მიკრორაიონის ¹11 კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ფართობს მიენიჭა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი, საფუძველი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 14 დეკემბრის ¹4971, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2007 წლის 27 ივლისის ¹6671, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 19 მარტის ¹357-06/5; 218-06/6 წერილები და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2008 წლის 18 თებერვლის მოხსენებითი ბარათი. ზემოაღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით დევნილთა საკითხების დეპარტამენტს დაევალა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განცხადებების საფუძველზე მათი დარეგისტრირება შესაბამის მისამართებზე. (ს.ფ. 200-201)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული სიის მიხედვით ქ. თბილისში, ... მე-4 მიკრორაიონის ¹11 კორპუსში ჩასახლებული არიან დევნილები, ამ სიაში მოსარჩელეთაგან მითითებულია ნ. მ-ე, ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ლ. ა-ა, გ. შ-ა, დ. თ-ა (ექვსი პირი), ერთი მოსარჩელის ა. გ-ის გამოკლებით. (ს.ფ. 192-193)

ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსში მოსარჩელეების, როგორც დევნილების კუთვნილ საცხოვრებელ ფართში არადევნილი მოსახლეობის ყოფნის ფაქტს ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები საქართველოს შსს ქ. თბილისის სამმართველოს მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა დახმარებას დევნილთა პრობლემის მოგვარებისათვის, რაც უკავშირდება სადავო ბინებში მოპასუხეთა შეჭრას. (ს.ფ. 16-17, 48, 51)

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილის თანახმად მოქ. ჩაჩანიძეს (მოპასუხეს) ეცნობა, რომ ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსში 2005 წლიდან ცხოვრობენ დევნილები და მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით მათი დამისამართება. (ს.ფ. 191)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობის თანახმად სამინისტრო ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსში ჩასახლებული დევნილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯებს რიცხავს ყოველთვიურად ცენტრალიზებული წესით სახელმწიფი ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთ სულზე 13.48 ლარს, 2010 წლის აგვისტოს თვეში 51 დევნილზე გადარიცხულია 687.48 ლარი სს «თელასის» ანგარიშზე, რაც ადასტურებს სადავო ბინაში დევნილთა კომპაქტურად განსახლების ფაქტს. (ს.ფ. 293)

მოპასუხეები 2006 წლიდან საკუთარი გადაწყვეტილებით, რაიმე საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ სადავო ბინებში, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით და სასამართლო პროცესზე მიცემული ახსანა-განმარტებებით. (ს.ფ. 130 _ 138)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინებზე ¹29, ¹30, ¹48, ¹41, ¹31, ¹28, ¹35, ¹39 მითითებულია, რომ «დაკავებულია არადევნილი პიროვნებების მიერ», რაც ადასტურებს სადავო ბინებში მოპასუხეთა განთავსების ფაქტს. (ს.ფ. 139-144)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. (ს.ფ. 182)

ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 19 მარტის წერილით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი ირიცხება, როგორც დაუმთავრებელი Mმშენებლობა მათ ბალანსზე, იგი არ წარმოადგენს კოოპერატიულ საცხოვრებელ სახლს. (ს.ფ. 221)

ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2007 წლის 27 ივლისის წერილის თანახმად, ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი საკუთრების უფლებით არ არის აღრიცხული და მერია არაა წინააღმდეგი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს მისი განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. (ს.ფ. 212)

მოსარჩელე ნ. მ-ე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით იგი სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹35. (ს.ფ. 28, 32, 54)

მოსარჩელე ლ. დ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით იგი სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹28. (ს.ფ. 23-25, 31, 61, 191).

მოსარჩელე მ. ლ-ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით იგი სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹29. (ს.ფ. 19, 34, 195)

მოსარჩელე დ. თ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით იგი სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹42. (ს.ფ. 29, 197)

მოსარჩელე გ. შ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით იგი სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო ბინა ¹31-ზე მისი უფლება დგინდება აზომვითი ნახაზების მიხედვით. (ს.ფ. 21, 53, 196, 294)

მოსარჩელე ლ. ა-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით იგი სამოქალაქო რეესტრის იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹30. (ს.ფ. 59)

მოსარჩელე ა. გ-ე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც დასტურდება დევნილის – იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობით, სადაც მის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ქ-ის შეს. 3, ავტოსატრ/საწ/ს/ს (ს.ფ. 312)

მოპასუხეთა მხრიდან სადავოდ გამხდარი პოზიცია დევნილთა (მოსარჩელეთა) კონკრეტულ ბინებზე მართლზომიერი მფლობელობის შესახებ სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან მოსარჩელეთა სახელზე გაცემული დევნილის მოწმობების, სადავო კორპუსში განსახლებულ დევნილთა სიის მიხედვით და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით დასტურდება მათი მფლობელობის უფლება ¹35, ¹ 28, ¹ 29, ¹ 30, ¹ 31 და ¹ 42 ბინებზე, ერთი მოსარჩელის ა. გ-ის გამოკლებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე, 160-ე მუხლები.

სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, აპელანტთა მტკიცება მასზე, რომ მოსარჩელეები: ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ნ. მ-ე, ლ. ა-ა, დ. თ-ა და გ. შ-ა არ წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელებს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა და სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 159-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, ამასთან, მფლობელი მართლზომიერია, მანამ სანამ მას აქვს ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის 11 მუხლის «ვ» ქვეპუნქტზე, იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, ასევე, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რომ მოსარჩელეები: ნ. მ-ე, ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ლ. ა-ა, დ. თ-ა და გ. შ-ა წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კოპაქტურად განსახლებულნი არიან ქ. თბილისში, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსში, ¹35, ¹28, ¹29, ¹30, ¹31 და ¹42 ბინებში, რაც დადასტურებულია დევნილთა – იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობებით, სადავო კორპუსში განსახლებულ დევნილთა სიით და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირების რეგისტრაცია სადავო უძრავ ქონებაში განხორციელდა სახელმწიფოს ნებით და მისივე საკუთრებაში.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ქონებაში სახელმწიფოს მიერ მოსარჩელეთა რეგისტრაცია, საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ აღნიშნულ მისამართზე დევნილების განსახლება მიჩნეულიყო კანონიერად.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ განხორციელდა საგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში მოსარჩელეთა რეგისტრაციის გაუქმება ქ.თბილისში, ..., მე-4 მ/რ, კორპუსი ¹11-ში, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები: ნ. მ-ე, ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ლ. ა-ა, დ. თ-ა და გ. შ-ა წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის დებულებიდან გამომდინარე, ხანდაზმულია, ვინაინდა განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერი საფუძველი წარმოეშვათ 2008 წლის 18 თებერვლიდან. კერძოდ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 18 თებერვლის ¹19 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, ... მე-4 მიკრორაიონის ¹11 კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ფართობს მიენიჭა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი, ზემოაღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით დევნილთა საკითხების დეპარტამენტს დაევალა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განცხადებების საფუძველზე მათი დარეგისტრირება შესაბამის მისამართებზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ მისამართებზე რეგისტრირებული არიან სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელეებმა კეთილსინდისიერი მფლობელობა სადავო უძრავ ნივთზე მოიპოვეს 2008 წლის 18 თებერვლიდან. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ნ. მ-ის, ლ. დ-ას, მ. ლ-ის, ლ. ა-ას, დ. თ-ას და გ. შ-ას მიერ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, სარჩელი აღძრული იქნა 2010 წლის 28 მაისს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მიერ დაცული იყო ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამწლიანი ვადა და მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მოპასუხეთა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად აპელანტთა მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზები და ვიდეო ჩანაწერი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს შეადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მათ გააჩნიათ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლება, თუმცა მათ სათანადო მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება ვერ დაამტკიცეს. რაც შეეხება აპელანტთა მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზებს და ვიდეო ჩანაწერს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდებოდა სანივთო უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი.

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეები: ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ნ. მ-ე, ლ. ა-ა, დ. თ-ა, გ. შ-ა წარმოადგენდნენ რა, სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელებს, ხოლო აპელანტები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ აღნიშნულ ნივთს, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. დ-ამ, მ. ლ-მა, ნ. მ-ემ, ლ. ა-ამ, დ. თ-ამ და გ. შ-ამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემედგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მათ მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან იმის შესახებ, რომ მოსარჩელეების ამ მისამართზე სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი;

კასატორთა მითითებით, მათ არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მათი კონკრეტული ბინიდან გამოსახლების შესახებ უკანონო იყო, რადგან მოსარჩელეების განმარტებით, მათ შექმნეს აღნიშნულ მისამართზე ამხანაგობა, რომელმაც თვითნებურად დანომრა კორპუსის საცხოვრებელი სახლები. კასატორების განმარტებით, მათ სააპელაციო სასამართლოს მიუთითეს თვითმართველობის ორგანოების შესახებ, რომლის თანახმადაც კორპუსის ფართების დანომვრის პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოადგინეს ცნობა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობიდან, რომ მოსარჩელეებს არ განუხორციელებიათ კორპუსის დანომვრა და გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს ამხანაგობის შექმნისა და მათ მიერ კორპუსის დანომვრის დოკუმენტები, სასამართლომ აღნიშნულ გარემოებას არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება.

კასატორთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში დაობდნენ მოწინააღმდეგე მხარის მართლზომიერ მფლობელობაზე, მათი პოზიცია ამ შემთხვევაშიც დარჩა სათანადო შეფასების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით თ. ქ-ას, მ. ქ-ის, ნ. გ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ას, მ. ქ-ის, ნ. გ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ქ-ას, მ. ქ-ის, ნ. გ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ქ-ას, მ. ქ-ის, ნ. გ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ნანა მოდებაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.