საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№440აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი
გ-ი რ-ნ, 440აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 17 ივნისს მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისს მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების აღწერილობით ნაწილში რ. გ-ის დაბადების თარიღად მითითებულია „19- წელი“, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და განჩინების აღწერილობით ნაწილში დაბადების თარიღად მიეთითოს 19- წელი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ბ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების აღწერილობით ნაწილში მსჯავრდებულ რ. გ-ის დაბადების თარიღად მიეთითოს 19- წელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე