საქმე # 190100119003234819
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
(ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №384აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი ლ, 384აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი