Facebook Twitter

საქმე # 330100120004096005

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№430აპ-22 ქ. თბილისი

ფ-ა გ, 430აპ-22 23 ივნისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - იოსებ ხუციშვილის

ადვოკატ - მ. ჩ-ს

მსჯავრდებულ - გ. ფ-ას

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენზე და ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ფ-ა, - დაბადებული 1--- წლის 2- მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

გ. ფ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 6 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ-ამ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით; კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

გ. ფ-ამ, ინტერნეტბანკის პროგრამის გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ნ. რ-ს სს ,,ს-ს“ ელექტრონულ ანგარიშზე, გაააქტიურა და შეცვალა ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები და 2020 წლის 13 აპრილიდან - 24 აგვისტოს ჩათვლით, ერთიანი განზრახვით, 26-ჯერ, ნ. რ-ს ელექტრონული ანგარიშიდან (N-----) სხვადასხვა ოდენობის თანხა გადარიცხა საკუთარ ანგარიშზე (N---), რითაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. რ-ს კუთვნილ - 149 852 ლარსა და 13 თეთრს და მას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა.

გ. ფ-ამ 2020 წლის 13 აპრილიდან - 24 აგვისტოს ჩათვლით, ინტერნეტბანკის პროგრამის გამოყენებით, უნებართვოდ, 26-ჯერ შეაღწია ნ. რ--ს სს ,,ს-ს“ ანგარიშზე, საიდანაც უნებართვოდ დაეუფლა მის კუთვნილ თანხას, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

გ. ფ-ამ 2020 წლის 13 აპრილიდან - 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ინტერნეტბანკის პროგრამის გამოყენებით, უნებართვოდ, 26-ჯერ შეაღწია ნ. რ--ს სს ,,ს--ს“ ანგარიშზე, გაააქტიურა და შეცვალა ინტერნეტბანკის პროგრამის მონაცემები და უნებართვოდ დაეუფლა მის კუთვნილ თანხას, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჩ--ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. ფ-ას უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.

5. ადვოკატის საჩივარზე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ გ. ფ--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ჩ--ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

6. 2022 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

7. 2022 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. ფ--ას შორის 2022 წლის 21 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ გ. ფ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გაუნახევრდეს და მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 5 წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 5 წელი;

პროკურორის მიერ წარმოდგენილ მასალებს თან ერთვის დაზარალებულ ნ. რ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმაა, გ. ფ--ას მიმართ როგორც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ასევე ამნისტიის კანონის გავრცელებაზე. ამასთან, იგი უთითებს, რომ ზარალი ანაზღაურებულია იმ პირობებით, რაზეც შეთანხმდნენ და მის მიმართ სასჯელის თაობაზე არ გააჩნია არავითარი პრეტენზია.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ, მიუთითა, რომ გ. ფ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გაუნახევრდეს და მიესაჯოს - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 5 წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ. ფ--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 5 წელი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების (დაზუსტებული პირობით) დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - იოსებ ხუციშვილმა, მსჯავრდებულმა - გ. ფ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ჩ-ემ.

10. ამასთან, დაცვის მხარემ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ-ას მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება (დაზუსტებული პირობით) პროკურორ ხათუნა კუსრაშვილსა და მსჯავრდებულ გ. ფ-ას შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას გ. ფ-ას მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულებს, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელთა ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ გ. ფ--ა სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, სრულად აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.

5. საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ასათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. გ. ფ-ა და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. გ. ფ--ა ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

6. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ნ. რ-ს, მოწმეების - გ. გ-ს, დ. კ-ს, ზ. ტ--ა და ქ. დ--ს ჩვენებებით, სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის - სს ,,ს-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით - დადასტურებულია გ. ფ-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიც, რომელთა თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

9. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პროკურორის მიერ წარმოდგენილ მასალებს თან ერთვის დაზარალებულ ნ. რ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმაა, გ. ფ-ას მიმართ გავრცელდეს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, იგი უთითებს, რომ ზარალი ანაზღაურებულია იმ პირობებით, რაზეც შეთანხმდნენ და მის მიმართ სასჯელის თაობაზე არ გააჩნია არავითარი პრეტენზია.

10. ამდენად, ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ფ-ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე (დაზუსტებული პირობით) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

11. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორ - მსჯავრდებულ გ. ფ--ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ხათუნა კუსრაშვილსა და მსჯავრდებულ გ. ფ--ას შორის, დაზუსტებული პირობით და გ. ფ--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გაუნახევრდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 5 (ხუთი) წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით, საბოლოოდ გ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 5 (ხუთი) წელი;

5. მსჯავრდებულ გ. ფ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 2022 წლის 23 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. ნივთიერი მტკიცებულება: გ. ფ-ასგან ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში).

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი