საქმე # 160100121004394313
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №542აპ-22 ქ. თბილისი
ა. გ. 542აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2018 წლის 11 ივნისს, 15:00 საათზე და 12 ივნისს, 17:00 საათზე, გ. ა–ი, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ქ.მ–ში, ........–ს ..-ში მდებარე სასადილო ,,ს–დან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა. ო–ს კუთვნილ - 220 ლიტრი მოცულობის ალუმინის ავზს, ხელსაბანს, ხის კარადას, გაზქურას, გაზის ბალონს, ელექტროსასწორს, პლასტმასის მაგიდას და სამ სკამს, რითაც დაზარალებულ ა. ო–ს მიადგა 512 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.2. 2021 წლის 5 თებერვლიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე, ქ.მ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე რ. ჯ–ს ნაქირავებ ბინაში, გ. ა–ი ყოველ მეორე დღეს სატელეფონო საუბრისას, ფულის მოთხოვნისას უარის მიღებით გაღიზიანებული, სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავის ყოფილ მეუღლეზე - რ. ჯ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2.3 2021 წლის 5 თებერვლიდან 2021 წლის 17 თებერვლამდე, ქ.მ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე რ. ჯ–ს ნაქირავებ ბინაში, გ. ა–ი სატელეფონო საუბრისას მოთხოვნილი ფულადი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სიტყვიერი მუქარით ,,ძვლებს დაგიმტვრევ და მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა განქორწინებულ მეუღლეს - რ. ჯ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
3.1. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;
3.2. გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით;
3.3. გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით;
3.4. გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით;
3.5 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ - 4 წლით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და გ. ა–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით;
3.6. გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 17 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. გ–მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, გ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენით:
5.1. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. გ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.2. ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენში;
5.3. გ. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5.4. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;
5.5. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით;
5.6. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით;
5.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 წლით შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და გ. ა–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით;
5.8. გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 17 თებერვლიდან.
6. 2022 წლის 6 აპრილს N.. დაწესებულებიდან კლინიკა „ვ–ში“ გადაყვანილი გ. ა–ი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2022 წლის 11 აპრილის დასკვნით(ავადმყოფობის საფუძველზე) გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას და გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი, მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ გ. ა–სთვის შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში და ითხოვს გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; შესაბამისი, მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, ვინაიდან გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
11. დაზარალებულმა ა. ო–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ 2018 წლის ივნისიდან გ. ა–თან ერთად ჰქონდა გახსნილი კაფე და მუშაობდნენ ერთად, კაფეს გასაღებიც მხოლოდ მათ ჰქონდათ. კაფე დროებით დაკეტეს, თავად გავიდა ქალაქიდან, კაფე კი ჩააბარა გ. ა–ს, რომელიც მასთან მუშაობდა. დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ გ. ა–ს მასთან შეუთანხმებლად კაფედან წაღებული ჰქონდა ნივთები. ა. ო–სა და გ. ა–ს კაფეში ერთად მუშაობის ფაქტი დაადასტურა მოწმე ა. ა–მა, რომელმაც ასევე მიუთითა, რომ ერთ დღეს კაფეში მისულს გ. ა–მა შესთავაზა ეყიდა პლასტმასის მაგიდა სამი სკამით, გაზქურა, გაზის ბალონი. მოწმემ მითითებული ნივთები შეიძინა 55 ლარად, რომლებიც სახლში წაიღო, არ უკითხავს რატომ ყიდდა ნივთებს.
12. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები იმყოფებოდა გ. ა–ს მართლზომიერ მფლობელობაში, რომელიც მინდობილ ქონებას დაეუფლა და გამოიყენა თავის სასარგებლოდ, ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური ნიშნის არ არსებობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არსებით სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ა. ო–ს გამოკითხვის ოქმი და მოწმემ დაადასტურა როგორც ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე, ასევე ის გარემოება რომ გამოკითხვის ოქმის ხელმოწერამდე მას განუმარტეს (უთარგმნეს) ოქმის შინაარსი (00:15-23-00:24:34); სადავოდ არ გაუხდია ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე და დამატებით აღნიშნა, რომ განხილვის მომენტისთვის შერიგებულია გ. ა–თან და პრეტენზია მის მიმართ აღარ აქვს. სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნულ გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას მათ შორის იმ ნაწილში, რომ დაზარალებული ა. ო–ს განმარტებით, სასადილოში მასთან ერთად მუშაობდა გ. ა–ი, ა. ო–ი გ. ა–ს ხელფასის სახით დღიურად უხდიდა 20 ლარს ( იხ. ტ.1.ს.ფ.107). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ა–ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით.
13. კასატორი ასევე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია; დაზარალებული ა. ო–ი შერიგებულია გ. ა–თან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია; ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე