Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№375აპ.-22 ქ. თბილისი

ა-ი ზ., №375აპ.-22 28 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილისა და მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ა-ს ბრალად დაედო: საწარმოსა და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ორგანიზება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადებისა და გამოყენების ორგანიზება; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ-ს ბრალად დაედო: საწარმოსა და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

3. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ზ. ა-ისა და ნ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 6 თებერვლის ბრძანებით ზ. ა-ი დაინიშნა -----------------დ და დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს.

· საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით ნ. მ- დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ------- თავმჯდომარის თანამდებობაზე და დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მოხელეს.

· სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-სთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნისა და მისი ხელოვნური გაკოტრების მიზნით, რიგი საზოგადოებების ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების გზით, საქართველოს ი-ის მ-მა ზ. ა-მა 2011 წლის ოქტომბერში დაგეგმა და შემდგომ რიგი თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მონაწილეობით შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები წინასწარი შეთანხმებით, ერთიანი მიზნით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით, თვალთმაქცური გარიგებებით ახდენდნენ სს ,,ბ. ქ-ს“ საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების გადამალვას – გასხვისებას, რითიც დაირღვა ბანკის უფლებები, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესები.

· ზ. ა-მა გეგმის განხორციელების ფორმალურ საფუძვლად გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და ,,საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი, 2011 წლის 11 ნოემბერს ძალაში შესული ცვლილებები, რომლის თანახმად, ,,თუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება კომერციული ბანკის გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ კომერციული ბანკების მოთხოვნა“. მისი გეგმა ეყრდნობოდა განზრახვას, რომ ხელოვნურად შეექმნა კანონის ზემოაღნიშნული ნორმის ამოქმედების ფორმალური გამოყენების საფუძველი და, შესაბამისად, ამ პროცესში ჩართულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამდებობის პირთა და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ერთობლივი მოქმედებები შეენიღბა ვითომდა ,,კანონიერი“ საფუძვლით. ამისათვის ზ. ა-ს, გეგმის განხორციელებაში მონაწილე სხვა საჯარო მოხელეების ჩართულობით, კერძო სამართლის სუბიექტების მონაწილეობითა და თანხმობით, სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალე კერძო სამართლის სუბიექტებისათვის უნდა შეექმნა გამოგონილი საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა ვითომდა წარმოშობის დრო გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის/გირავნობის რეგისტრაციის თარიღს. ამის საფუძველზე მოხდებოდა საწარმოთა იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების აუქციონზე გატანა და აუქციონის ხელოვნურად მართვის გზით – ქონების პირდაპირ ნატურით სახელმწიფოსთვის გადაცემა, შემდგომ კი პირდაპირი მიყიდვის წესით ქონება უნდა დაბრუნებოდა იმ საზოგადოებებს, რომლებსაც სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალე ორგანიზაციები პირდაპირ ან ირიბად ფლობდნენ. გეგმის თანახმად, ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულებები მცირდებოდა საზოგადოებების ხელმძღვანელთა შეხედულებისამებრ – საგადასახადო შეთანხმებით შემცირების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის გზით.

· ზ. ა-მა აღნიშნული განზრახვა გაანდო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს – ჯ. ე-ეს, რომელსაც გადასცა სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალეების სია და დაავალა სამსახურებრივად დაქვემდებარებული, გამოცდილი და სანდო მოხელეების დახმარებით, კონკრეტული იურიდიული პირების საგადასახადო დოკუმენტებში სახელმწიფოს წინაშე ფიქციური საგადასახადო დავალიანებების დაფიქსირება, რითიც შეიქმნებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შეტანილი ზემოთ მითითებული ცვლილების გამოყენების შესაძლებლობა, ე.ი. ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების დაყადაღებისა და აღსრულების გზით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ფორმალური საფუძველი. ჯ. ე-ეს ასევე დაავალა ყალბად დაფიქსირებული ზემოაღნიშნული საგადასახადო დავალიანებების საგადასახადო შეთანხმების გზით შემცირების საკითხების მოგვარება.

· გეგმის შესაბამისად, ჯ. ე-ემ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართო შემოსავლების სამსახურის ა-ის დ-ის უ-ი რ. ჩ-ი, ა-ის დ-ის ს-ოს უ-ის მ. მ. ლ., მ-ი ს-ოს უ-ი ო. ა. და მათ დაავალა, წარემართათ მოლაპარაკება ზ. ა-ის მიერ გადაცემულ სიაში შეყვანილი საზოგადოებების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან, ბანკის სასარგებლოდ გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცური გარიგებით სახელმწიფო საკუთრებაში დროებით მიქცევის მიზნით, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაუბრუნდებოდა იმავე იურიდიული პირის ინტერესით მოქმედ და მათ მიერ მითითებულ სუბიექტებს. დავალების შესრულებაზე კონტროლი დაევალა რ. ჩ-ს.

· ზ. ა-მა იძულებითი აუქციონების ჩატარების ორგანიზება დაავალა - – ნ. მ-ს. დავალების თანახმად, მას აუქციონები ისე უნდა გაემართა, რომ ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონება ყველა შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულიყო.

· ზ. ა-მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო -- – დ. გ-ეს, რომელსაც დაავალა, რომ აუქციონების გამართვისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, უმოკლეს ვადებში მოემზადებინა დოკუმენტები ქონების წინასწარ შეთანხმებული ფასით პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ იმავე მოვალე საზოგადოებების ინტერესების სფეროში არსებული ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის და მოეხდინა მათზე ქონების რეალიზაცია, ანუ ფაქტობრივად, შემოვლითი გზით ქონება უკან უნდა დაებრუნებინა.

· გეგმის შესაბამისად, დ. გ-ემ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშნულის შესრულება დაავალა ---- – გ. ხ-ს და მისი მეშვეობით – იმავე --- მოვალეობის შემსრულებელს – ი. შ-სა და იმავე დეპარტამენტის ---- სპეციალისტს – გ. მ-ეს.

· ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-ი“.

· 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2007 წლის 7 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ი-ს“ სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-ს“ ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ჰქონდა ს. დ. ლ-ში მდებარე, საზოგადოების კუთვნილი, 55 800 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 000 000 ამერიკულ დოლარად.

· 2011 წლის დეკემბერში შპს ,,ი-ის“ დირექტორმა ნ. ყ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ამავე კომპანიის დამფუძნებლებთან – ც. ჩ-თან, დ. ო-სა და ამავე კომპანიის წილის რეალურ მესაკუთრე ლ. კ-სთან შეთანხმებით, მ. ლ.სა და ო. ა-ის მითითებით, მოჩვენებითი გარიგებებით, გაასხვისა საზოგადოების ქონების ნაწილი, რომელიც არ იყო იპოთეკით დატვირთული და დაყადაღებული. ამის შემდეგ, რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ, ო. ა.მ და საზოგადოების დირექტორმა ნ. ყ-მა, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დამფუძნებლების – ც. ჩ-ის, დ. ო-ისა და ამავე კომპანიის წილის რეალური მესაკუთრის – ლ. კ-ის მითითებითა და ნებართვით, საზოგადოების 2007 წლის იანვარ-თებერვლის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 34 162 979,96 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ, 55 800 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ი-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 30 იანვარს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონი, რომელზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ი-ის“ ქონების რეალიზაცია. ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს “ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია “ჯ. ს. ფ-იმ“. მიუხედავად იმისა, რომ “ჯ. ს. ფ-იმ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 301 950 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს “ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება შეასრულა აღმასრულებელმა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს “ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის 23 თებერვალს მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 2 496 527 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,ი-ის“ დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,ტ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,ი-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა. ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ი-ის“ დირექტორმა ნ. ყ-მა მიმართა შ-ის ს-ს ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების საგადასახადო შეთანხმების გზით შემცირების მიზნით, თუმცა აღნიშნული გარიგების სამართლებრივი გაფორმება ვერ შეძლო.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თ-ი ფ. გ-ი“.

· 2009 წლის 9 ოქტომბერს შპს ,,თ. ფ. გ-მა“ სს ,,ბ. ქ-დან“ აღებული კრედიტით 2 500 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. თ-ში, გ-ას გამზირის №--ში მდებარე, 2 677 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რაც სესხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიტვირთა იპოთეკით. იმის გამო, რომ საზოგადოებას არ გაუწევია სამეწარმეო საქმიანობა, შეუძლებელი გახდა მასზე საგადასახადო დავალიანების ყალბად დარიცხვა. ამისათვის 2012 წლის 24 იანვარს საზოგადოების დირექტორმა ი. ც-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, იპოთეკით დატვირთული ქონება მ. ლ.სა და იმავე საზოგადოების დამფუძნებლის, ,,ს. ეკ-ის კ.ის“ წარმომადგენლის – ა. გ-ას მოთხოვნით, მოჩვენებითი გარიგებით, ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულებით გადააფორმა შპს ,,პ-ზე“, რომლის დირექტორი იყო იგივე ა. გ-ა. ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ, ა. გ-ას თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, შპს ,,პ-ის“ 2009 წლის აგვისტო-სექტემბრის ელექტრონულ დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 9 063 834.16 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,პ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 10 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონი, რომელზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,პ-ის“ ქონების რეალიზაცია. ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,ჯ. ს. ფ-იმ“. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჯ. ს. ფ-იმ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 288 200 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება შეასრულა აღმასრულებელმა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის აპრილში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 155 470 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “თ-ი ფ. გ-ის“ დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს “ს. რ. ი-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების განხორციელების პარალელურად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თ-ი ფ. გ-მა“ ასევე შეწყვიტა სს “ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,პ-ის“ დირექტორმა ა. გ-ამ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,პ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 35 600 ლარამდე შემცირების შესახებ. ამ თანხაზე ჯ. ე-ესა და ა. გ-ას შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “პ-ი“.

· 2006 წლის 13 დეკემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს “პ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: ნ. მ-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ჭ-ის გამზირზე მდებარე, 1 353 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები; ქ. თ-ში, ო-ს დასახლებაში, ა-ის ქუჩა №--ში მდებარე, 2 312 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები; ქ. თ-ში, ო-ს დასახლებაში, ა-ის ქუჩა №--ში მდებარე, 4 393 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები; ასევე – ქ. თ-ში, მ-ის მ. ს-ზე, მ-ის გამზირის გადაკვეთასთან მდებარე, 37 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; შპს ,,პ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, მ-ის მ. ს-ზე, მ-ის გამზირის გადაკვეთასთან მდებარე, 85 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; ქ. თ-ში, გ. კ-ას ქუჩა №--ში მდებარე, შპს ,,ფ--ის“ კუთვნილი 313,32 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი; ასევე გირავნობით დაიტვირთა შპს ,,პ-ის“ კუთვნილი ლუდსახარშის ინვენტარი, შპს ,,პ-ის“ კუთვნილი სავენტილაციო სისტემა და ნ. მ-ის მეუღლის – ი. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა „ჰიუნდაი სონატა“ (სახელმწიფო №--). ზემოაღნიშნული ქონებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 1 848 500 აშშ დოლარად.

· რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით, საზოგადოების დირექტორმა და მფლობელმა ნ. მ-ემ, რომლისათვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, საზოგადოების 2006 წლის იანვარ-ოქტომბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 9 332 021,28 ლარის საგადასახადო დავალიანება; ასევე მისი მითითებით, ი. მ-მა 2009 წლის მარტ-ივლისის დეკლარაციების დაზუსტებით აღიარა არარსებული ვალი. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,პ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 9 და 12 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,პ-ის“ ქონების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 373 950 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება შეასრულა აღმასრულებელმა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის ივლისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 374 753 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ,,პ-ის“ დამფუძნებელმა შეარჩია შპს ,,ზ--“ და ფიზიკური პირი – მ. ჩ., რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, ნ. მ-ემ შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,პ-ის“ დირექტორმა ნ. მ-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,პ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 149 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თ.“.

· 2007 წლის 20 სექტემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,თ.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: რ. ჯ-ის კუთვნილი, ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩა №--ში მდებარე, 446 კვ. მეტრი უძრავი ქონება; შპს ,,თ.ს“ კუთვნილი, ქ. ბ-ში, -. ა. ა-ის ქუჩა №--ში მდებარე, 1401 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; ქ. ბ-ში, ჯ-ის ქუჩა №--80-ში მდებარე, ორი უძრავი ქონება – 68,4 და 68,4 კვ. მეტრი. ზემოაღნიშნული ქონებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 259 000 აშშ დოლარად.

· 2012 წლის 6 თებერვალს რ. ჯ-ის ქონება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნით მოჩვენებითი გარიგებით გადაფორმდა შპს ,,თ.ზე“. ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ, საზოგადოების დირექტორისა და მფლობელის –ა. ჯ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, საზოგადოების 2007 წლის თებერვალ-აგვისტოს ელექტრონულ დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 1 521 467,06 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 9 თებერვალს დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,თ.ს“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 17 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ.ს“ ქონების რეალიზაცია. ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 16 250 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება შეასრულა აღმასრულებელმა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა და მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის მარტში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 26 023 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,თ.ს“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ, შპს ,,დ-სა“ და ფიზიკურ პირ ნ. გ-ეზე, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,თ.მ“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,თ.ს“ დირექტორმა ა. ჯ-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,თ.სათვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 74 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება „ე.“.

· 2011 წლის 3 აგვისტოს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,ე.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზირის №--ში მდებარე, 2 579 კვ. მეტრი უძრავი ქონება, რომელიც, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეფასებული იყო 1 000 000 აშშ დოლარად.

· რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ საზოგადოების რეალური მფლობელის – ი. შ-ისა და ფიქციური მფლობელის – გ. ბ-ის თანხმობითა და დახმარებით, საზოგადოების 2010 წლისა და 2011 წლის აპრილ-მაის-ივნისის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 4 092 838,30 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა სს ,,ე.ს“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 14 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,ე.ს“ ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა და მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 67 309 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,ე.ს“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,კ--ზე“, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, შპს ,,ე.მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ე.ს“ დირექტორმა რ. წ-ამ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,ე.ს“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 307 300,72 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება „ო-ი“.

· 2006 წლის 14 სექტემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,ო-ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: საზოგადოების კუთვნილი, კ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით; შპს ,,ვ---ის“ კუთვნილი, მ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე 7 მიწის ნაკვეთი; მ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით; კ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე 11 მიწის ნაკვეთი; ასევე გირავნობით დაიტვირთა სს ,,ო-ის“ კუთვნილი მანქანა-მოწყობილობები, 2 016 277,00 ლიტრი ღვინის მასალა და სს ,,ო-ის“ აქციები. ზემოაღნიშნული ქონება, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 6 009 945 აშშ დოლარად და 1 500 000 ლარად.

· რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით საზოგადოების დირექტორმა გ. ც-ემ, რომლისათვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ამავე კომპანიის მესაკუთრეებთან – ვ. ჩ-ესა და ა. თ-სთან შეთანხმებითა და მათივე დავალებით, სს ,,ო-ის“ 2006 წლის იანვარ-აგვისტოს და შპს ,,ვ---ის“ 2007 წლის იანვარ-ივლისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ, თითქოსდა, საზოგადოებებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდა 15 960 282,95 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 24 თებერვალსა და 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობები სს ,,ო-ისა“ და შპს ,,ვ---ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით 2012 წლის 6 და 10 მარტს დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,ო-ისა“ და შპს ,,ვ-ის“ ქონების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 190 318 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა და მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის აპრილში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 499 372 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სს ,,ო-ისა“ და შპს ,,ვ-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა----ზე“, რომლის დირექტორი იყო ასევე გ. ც-ე, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოაღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად სს ,,ო-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება “თ-ის უ-ი ს. ბ-“.

· 2007 წლის 28 ნოემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და ფიზიკურ პირებს: მ. ჯ-ს, რ. ჭ-ეს, გ. ძ-ესა და ი. ნ-ს შორის გაფორმდა გენერალური სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,თ-ის“ 100-პროცენტიანი წილი და იმავე საზოგადოების კუთვნილი, ქ. თ-ში, ჭ-ას ქ. №--ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით. ურთიერთშეთანხმებით ქონება ჯამურად შეფასდა 7 000 000 აშშ დოლარად. 2011 წლის 10 მარტს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,თ-ის უ. ს. ბ-ას“ შორის გაფორმდა გენერალური სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების კუთვნილი, ქ. თ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით. ქონება ჯამურად შეფასდა 6 000 000 აშშ დოლარად.

· 2012 წლის 10 თებერვალს ქ. თ-ში, ჭ-ას ქ. №--ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული ქონება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და მ. ჯ-ის დავალებით, ვ. ჯ-ისა და ზ. ჩ-ის მონაწილეობით, ფორმალურად გადაფორმდა სს ,,თ-ის უ. ს. ბ-აზე“.

· ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დირექტორ ზ. ჩ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა საზოგადოების დამფუძნებლების – მ. ჯ-ისა და ვ. ჯ-ის ნებართვით, რომლებისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, დააზუსტეს საზოგადოების 2007 წლის იანვარ-სექტემბრის დეკლარაციები და მათში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 46 268 311,33 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით 2012 წლის 23 თებერვალს დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ ქონების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 612 400 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა და მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის მარტში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 1 195 282 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დამფუძნებლების მიერ განსაზღვრულ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ-ეს თ-ისა“ და ,,ე. ს. თ-სთვის“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოაღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, სს ,,თ-ის უ-მა ს. ბ-ამ“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დირექტორმა ზ. ჩ-მა მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 25 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა შეარჩია ასევე სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება “ს-ოს ღ-ი“.

· 2007 წლის 28 სექტემბერს სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-სა“ და შპს “ს-ოს ღ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების კუთვნილი: ყ-ში, ქ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი; ქ. ყ-ში, მეურნეობის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი; ქ. თ-ში, გ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება; ასევე გირავნობით დაიტვირთა შპს ,,ს-ოს ღ-ის“ კუთვნილი, 16 დასახელების საწარმოო დანიშნულების ნივთი, 1 095 000 ლიტრი ღვინის მასალა, დისტილაციის აპარატის სრული კომპლექტი, მანქანა-დანადგარები და ელექტრომოწყობილობები, 1 000 000 ლიტრი ღვინო, საკონიაკე სპირტის სახდელი კომპლექტი, მანქანა-დანადგარები და ელექტრომოწყობილობები, რომელთა საერთო ღირებულება, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად განისაზღვრა 3 385 000 აშშ დოლარითა და 150 420 ლარით.

· ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ საზოგადოების კონსულტანტ ზ. ზ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის – ნ. ს-ას დავალებით და რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, დააზუსტეს საზოგადოების 2007 წლის იანვარ-სექტემბრის ელექტრონული დეკლარაციები, მათში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 12 298 634,91 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობები შპს ,,ს-ოს ღ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით 2012 წლის 27 დეკემბერს დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონი, რომელზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,ს-ოს ღ-ის“ ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 295 575 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,ს-ოს ღ-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,გ-ს თ-ისა“ და შპს “ა-ი ს-ო კ-ა ღ-ის ს-სთვის“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,ს-ოს ღ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ს-ოს ღ-ის“ დირექტორმა ნ. ს-ამ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,ს-ოს ღ-ის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 10 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ-დ ჯ-ა“.

· 2010 წლის 30 დეკემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს “გ. ჯ-ას“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, მ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 50 კვ. მეტრი, 45 კვ. მეტრი, 66 კვ. მეტრი, 10,10 კვ. მეტრი, 7,8 კვ. მეტრი, 4,9 კვ. მეტრი, 26 კვ. მეტრი ფართები მათ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 195 000 აშშ დოლარად; შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება: 142,80 კვ. მეტრი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 180 000 აშშ დოლარად; შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: საოფისე ფართი – 335,40 კვ. მეტრი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, კომერციული ფართი – 185,80 კვ. მეტრი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად და ანტრესოლი – 39.6 კვ. მეტრი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 700 000 აშშ დოლარად.

· რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ საზოგადოების დირექტორ ი. ა-ის თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, რომელიც მოქმედებდა კომპანიის რეალურ მესაკუთრე გ. მ-ესთან შეთანხმებითა და მისივე დავალებით, საზოგადოების 2010 წლის იანვარ-ნოემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს “გ. ჯ-ას“ წარმოეშვა 1 573 414,86 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს “გ. ჯ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 10 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს “გ. ჯ-ის“ ქონების რეალიზაცია.

· ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 341 247 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “გ. ჯ-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,რ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, შპს “გ. ჯ-ამ“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს “გ. ჯ-ის“ დირექტორმა ი. ა-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს “გ. ჯ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 20 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მ. ჯ-ი“.

· 2011 წლის 1 სექტემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს “მ. ჯ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს “მ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 856 კვ. მეტრი, 223,10 კვ. მეტრი, 334,4 კვ. მეტრი, 424,81 კვ. მეტრი, 308,55 კვ. მეტრი ფართები მათ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 863 010 აშშ დოლარად; ასევე – მ. ა-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება – 31,9 კვ. მეტრი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 39 600 აშშ დოლარად; გ. გ-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება – 16,45 კვ. მეტრი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 10 000 აშშ დოლარად; შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 828,51 კვ. მეტრი, 16,28 კვ. მეტრი, 28,31 კვ. მეტრი, 42,82 კვ. მეტრი ფართები მათ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 180 000 აშშ დოლარად; შპს ,,ე-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 256,94 კვ. მეტრი, 49,22 კვ. მეტრი, 131,37 კვ. მეტრი, 88,28 კვ. მეტრი, 198,56 კვ. მეტრი, 84,63 კვ. მეტრი ფართები მათ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 238 700 აშშ დოლარად; შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება – 16,92 კვ. მეტრი ფართი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 5 000 აშშ დოლარად.

· მ. ა-ისა და გ. გ-ის იპოთეკით დატვირთული ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და ი. ა-ის ორგანიზებით, მოჩვენებითი გარიგებებით 2011 წლის 4 და 7 ნოემბერს ფორმალურად გადაფორმდა შპს “მ. ჯ-ზე“.

· ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დირექტორის – ი. ა-ის თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა და რომელიც მოქმედებდა კომპანიების დამფუძნებლებთან – გ. მ-ესთან, გ. ლ-ესა და ა. ი-ასთან შეთანხმებითა და მათივე დავალებით, შპს “მ. ჯ-ის“ 2011 წლის იანვარ-ივლისის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს “მ. ჯ-ს“ წარმოეშვა 3 802 125,84 ლარის საგადასახადო დავალიანება; შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ 2011 წლის მარტ-ოქტომბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ას“ წარმოეშვა 62 576,32 ლარის საგადასახადო დავალიანება; შპს ,,ე-ის“ 2011 წლის მარტ-ოქტომბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ე-ს“ წარმოეშვა 742 719,3 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 28-29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს.

· აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით 2011 წლის 8-10 დეკემბერს დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აუქციონებში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 341 247 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,რ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს “მ. ჯ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დირექტორმა ი. ა-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანებების შემცირების შესახებ. შპს ,,ე-სა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-აზე“ გაფორმდა საგადასახადო შეთანხმებები, ხოლო შპს “მ. ჯ-ზე“ შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ-ი“.

· 2006 წლის 11 დეკემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ბ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“ კუთვნილი, 3 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თ-ში, დ-ის ს. მ-აში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 640 000 ლარად; შპს ,,მ. ტ-ის“ კუთვნილი, 34 630 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ა-ში, სოფ. ს-ისში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 000 000 აშშ დოლარად. 2011 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა შპს ,,მ. ფ. კ.ი“, რომლის საწესდებო კაპიტალში შეიყვანეს ზემოაღნიშნული ქონება. შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი, 9 768 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, თ. ე-ის №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 000 000 აშშ დოლარად. ქონება გადაფორმდა შპს ,,ე--ზე“, შემდგომ – შპს ,,პ. პ-ზე“; შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი, 54 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 24 955,1 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ბ-ში, ნ-ის №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 500 000 აშშ დოლარად; შპს ,,ხ-ის“ კუთვნილი, 25 267 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 400 000 აშშ დოლარად; შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი (დაუზუსტებელი ფართობით 94 329 კვ. მეტრი) 16 192,7 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე გ-ში, სოფ. ა-ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 500 000 აშშ დოლარად; შპს ,,ვ-ას“ კუთვნილი, 753 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1188 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. ა-ში, პ. ნ-ის №-, ს/დ №-, შენობა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 150 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --) დაიტვირთა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 4 000 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --) დაიტვირთა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 826 700 ლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --) დაიტვირთა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 5 123 264 ლარად. 2011 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ბ-ის“ ქონებები შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნით, კომპანიის დირექტორ პ. დ-ის მიერ მოჩვენებითი გარიგების დადების გზით, ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,ა-ის მ-ის კ-ზე“. 2011 წლის 10 ნოემბერს შპს ,,პ. პ-ისა“ და შპს ,,მ. ფ. კ.ის“ იპოთეკით დატვირთული ქონებები შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნით ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,ქ-ს ს. კ-იზე“.

· ამის შემდეგ რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით, შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“ დირექტორმა ს. კ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, კომპანიის 2006 წლის აპრილ-სექტემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“ წარმოეშვა 19 467 248,18 ლარის საგადასახადო დავალიანება.

· შპს ,,ხ-ის“ დირექტორმა თ. კ-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, კომპანიის 2005 წლის აგვისტო-ოქტომბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ხ-ს“ წარმოეშვა 1 433 817,50 ლარის საგადასახადო დავალიანება.

· შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ დირექტორმა გ. თ-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, კომპანიის 2005 წლის დეკემბრის, 2006 წლის იანვარ-სექტემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ა-ის მ-ის კ-ს“ წარმოეშვა 33 005 738,03 ლარის საგადასახადო დავალიანება.

· შპს ,,ვ-ას“ დირექტორმა გ. კ-ემ კომპანიის 2005 წლის ნოემბერ-დეკემბრის, 2006 წლის იანვარ-მაისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ვ-ას“ წარმოეშვა 1 784 618 ლარის საგადასახადო დავალიანება.

· ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ისა“ და შპს ,,ვ-ას“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს.

· აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით 2011 წლის 2, 5 და 6 დეკემბერს დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ისა“ და შპს ,,ვ-ას“ ქონების რეალიზაცია.

· ვინაიდან აუქციონებში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა: ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ,,ქ-ს ს. კ-ის“ ქონების 625 534 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,ტ. ი-ზე“; ,,ქ-ს ს. კ-ისა“ და ,,ა-ის მ-ის კ-ის“ ქონების 326 966 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,პ. ბ-ზე“; ,,ქ-ს ს. კ-ის“ ქონების 81 105 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,უ. ი-ზე“; ,,ა-ის მ-ის კ-ის“ ქონების 341 834 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,მ. ი-ზე“; ,,ვ-ასა“ და შპს ,,ხ-ის“ ქონების 163 449 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,შ. თ. ი.ზე“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,ბ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან დაზუსტებულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ და შპს ,,ვ-ას“ დირექტორებმა მიმართეს შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანებების შემცირების შესახებ, შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ მიმართ გაფორმდა საგადასახადო შეთანხმებები, ხოლო შპს ,,ვ-აზე“ შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სს „პ.“.

· 2007 წლის 26 ოქტომბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,პ.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: ლ. ღ-ას კუთვნილი, 1279,16 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ვ-ას ქუჩა №-, მე-- და მე-- სართულები, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 500 000 აშშ დოლარად; სს ,,პ-ის“ კუთვნილი, 2205,84 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ვ-ს ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 500 000 აშშ დოლარად; ლ. ღ-ასა და სს ,,პ-ის“ საერთო საკუთრებაში არსებული, 941 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 7268,31 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ვ-ს ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 8 000 000 აშშ დოლარად; შპს ,,----ის“ კუთვნილი 341,73 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ა-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 200 000 აშშ დოლარად.

· 2010 წლის 29 ნოემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,პ.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ს. გ-ის“ (შემდგომში შპს ,,ს.ფ. ---ა“) კუთვნილი, 74 025 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ჭ-ის -- შესახვევი №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 000 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების ---) დაიტვირთა შპს ,,ს. ს. ---ას“ (შემდგომში შეერწყა შპს ,,ს.ფ. ---ას“) კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 900 500 ლარად. 2010 წლის 25 ივნისს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,კ-ის უ. ქ-ის ჯ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,კ-ის უ. ქ-ის ჯ-ის“ კუთვნილი, 2 028 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ჭ-ის გამზირი №-; 1 556 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ჭ-ის გამზირი №-; 3 274 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ჭ-ის გამზირი №-; 1 587 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის გამზირი №-; 2 153 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის გამზირი №-; 326,54 კვ. მეტრი ფართი და 79,84 კვ. მეტრი სარდაფი, მდებარე ქ. თ-ი, გ-ს გამზირი №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 14 900 000 აშშ დოლარად. 2011 წლის 17 იანვარს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ს. კ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ს. კ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება – შენობა №1,2,3,4,5,6-დან – 10 512 კვ. მეტრი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად და შენობა №7,8,9,10,11,12,13 თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 6 177 000 აშშ დოლარად; შპს ,,ა--ის“ კუთვნილი უძრავი ქონება შენობა №6-ში, მე-5 სართული – 1,413 კვ. მეტრი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 200 000 აშშ დოლარად; შპს ,,პ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება – შენობა №1,2,3,4,5,6-დან მე-3 სართულზე – 201,42 კვ. მეტრი და სარდაფი 68,58 კვ. მეტრი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 150 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --------) დაიტვირთა შპს ,,ს. კ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 93 272 ლარად. 2011 წლის 24 ნოემბერს შპს ,,კ-ის უ. ქ-ის ჯ-ის“ ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და ლ. ღ-ას დავალებით, ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,პ.ზე“, ასევე შპს ,,----ის“ იპოთეკით დატვირთული ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და დ. კ-ს დავალებით, ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,პ.ზე“.

· ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ, შპს ,,პ-ის“ მფლობელის – ლ. ღ-ას თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2007 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,პ-ს“ წარმოეშვა 4 169 769,04 ლარის საგადასახადო დავალიანება; შპს ,,ს. კ-ის“ დირექტორის – დ. კ-ს თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2005 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ს. კ-ს“ წარმოეშვა 45 110 184,57 ლარის საგადასახადო დავალიანება; შპს ,,პ-ის“ დირექტორის – ც. გ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დამფუძნებლის – ლ. ჭ-ას ნებართვით, 2005 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,პ.ს“ წარმოეშვა 106 879 452,19 ლარის საგადასახადო დავალიანება; შპს ,,ა--ის“ დირექტორის – დ. კ-ს თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2009 წლის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ა--ს“ წარმოეშვა 521 283,43 ლარის საგადასახადო დავალიანება; შპს ,,ს.ფ. ---ას“ დირექტორის – ლ. ღ-ას თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2009 წლის და 2010 წლის ივლის-ნოემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ს.ფ. ---ას“ წარმოეშვა 25 044 862,50 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,პ-ის“, შპს ,,ს. კ-ის“, შპს ,,პ-ის“, შპს ,,ა--ის“, შპს ,,ს.ფ. ---ას“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 10 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,პ-ის“, შპს ,,ს. კ-ის“, შპს ,,პ-ის“, შპს ,,ა--ის“, შპს ,,ს.ფ. ---ას“ ქონებების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „S----მ“. მიუხედავად იმისა, რომ „S----მ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 497 500 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების ნაწილის 3 391 979 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ლ. ღ-ასა და დ. კ-ს მიერ შერჩეულ შპს ,,პ--“ და შპს ,,დ--ზე“, ასევე ქონების ნაწილის 365 530 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ლ. ღ-ასა და დ. კ-ს მიერ შერჩეულ შპს ,,პ. დ-ზე“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, მითითებულმა კომპანიებმა ასევე შეწყვიტეს სს “ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჯ. მ-ი“.

· 2007 წლის 26 თებერვალს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ჯ. მ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: სს ,,უ. ს-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ა-ის ქუჩა №--ში მდებარე, 6 303 კვ. მეტრი უძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 100 000 აშშ დოლარად.

· რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ სს ,,უ. ს-ის“ დირექტორის – მ. მ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დამფუძნებლის – დ. კ-ის დავალებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, საზოგადოების 2005 წლის იანვარ-დეკემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,უ. ს-ს“ წარმოეშვა 14 024 876,45 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,უ. ს-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 2011 წლის 27 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,უ. ს-ის“ ქონების რეალიზაცია.

· ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 172 284 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სს ,,უ. ს-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,უ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების თანმიმდევრულად, შპს ,,ჯ. მ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, სს ,,უ. ს-ის“ დირექტორმა მ. მ-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი სს ,,უ. ს-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 2 000 ლარამდე შემცირების შესახებ. ამ თანხაზე ჯ. ე-ესა და მ. მ-ეს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლ-“ და ამხანაგობა “თ. ს-ი“.

· 2010 წლის 25 მარტს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ლ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი.ჭ-ის გამზ. №-/, ქ. -ში, ა-ის ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი: --; შემდეგ ქონებას შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა: ----------------------------------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 100 000 აშშ დოლარად; შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი-ას ქუჩა №--ში; უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თ-ში, ი-ას ქ. №-; ქ. თ-ში, ლ-ის ქ. (ყოფ. კ.) №-, საკადასტრო კოდებით: --------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 60 000 აშშ დოლარად; ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი.ჭ-ის გამზ. №--/; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: ------------------------------ (აღნიშნული საკადასტრო კოდი დაიყო 64 საკადასტრო კოდად), ---------------(აღნიშნული საკადასტრო კოდი დაიყო 48 საკადასტრო კოდად), რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 200 000 აშშ დოლარად; შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი-ას ქ. №-; ქ. თ-ში, ლ-ის ქ. №-, საკადასტრო კოდებით: ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 60 000 აშშ დოლარად; შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 215 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 300 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: ---და ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 240 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--, ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: -------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 553 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: -------, აღნიშნული ქონება დაიყო საკადასტრო კოდებად: -------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 700 000 აშშ დოლარად.

· რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ შპს ,,ლ-ს“ დამფუძნებლისა და ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ თავმჯდომარის – გ. ი-ის თანხმობითა და დახმარებით, შპს ,,ლ-ს“ 2007 წლის თებერვალ-ივლისის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,ლ-ს“ წარმოეშვა 4 510 634.98 ლარის საგადასახადო დავალიანება, ხოლო ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ 2007 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც ამხანაგობა ,,თ. ს-ს“ წარმოეშვა 7 297 984,16 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2011 წლის 3 და 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ლ-სა“ და ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 13 და 28 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ლ-სა“ და ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ ქონების რეალიზაცია.

· ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „J--მ“. მიუხედავად იმისა, რომ „J--მ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 211 140 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

· ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის მაისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონებების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ წევრებზე, რომლებმაც ერთ ლარად შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,ლ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ი. ჯ-ი“ .

· 2007 წლის 25 იანვარს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ი. ჯ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: თ. ც-ის კუთვნილი 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით, მდებარე გ-ის რაიონის სოფ. ტ-ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 200 000 აშშ დოლარად; თ. ც-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ნ-ის - ჩიხის №--ში მდებარე 146,59 კვ. მეტრი, 43,69 კვ. მეტრი ფართი და 30 კვ. მეტრი ავტოსადგომი, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 450 000 აშშ დოლარად; თ. ც-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ნ-ის - ჩიხის №--ში მდებარე 118,25 კვ. მეტრი ფართი, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 300 000 აშშ დოლარად; თ. ც-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ნ-ის - ჩიხის №--ში მდებარე 111,73 კვ. მეტრი ფართი და 30 კვ. მეტრი ავტოსადგომი, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 237 000 აშშ დოლარად; შპს ,,ი. ჯ-ის“ კუთვნილი 943 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ნ-ის - ჩიხის №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 200 000 აშშ დოლარად; შპს ,,ს-ს“ კუთვნილი 1 862 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1 799 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, დ-ის მასივის მე-- კვარტალში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 700 000 აშშ დოლარად; ი. კ-ას კუთვნილი 148,79 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 350 000 აშშ დოლარად; თ. რ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი – 38/616 წილი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 80 000 აშშ დოლარად; შპს ,,ე. კ-ის“ კუთვნილი ფართი – 65/616 ნაწილი, 5,4 კვ. მეტრი სარდაფი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 100 000 აშშ დოლარად; ო. ო-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი – 19/616 წილი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 45 000 აშშ დოლარად; შპს ,,ე. კ-ის“ კუთვნილი ფართი – -- და -- ნაწილი, 43,68 კვ. მეტრი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 220 000 აშშ დოლარად; პ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი – - წილი, სარდაფი 15 კვ. მეტრი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 200 000 აშშ დოლარად; დ. ჯ-ის კუთვნილი 37 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 70 000 აშშ დოლარად. 2012 წლის 13 და 16 იანვარს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები: 943 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ნ-ის - ჩიხის №--ში (მესაკუთრე შპს ,,ე. ბ-ი“), 1 862 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1 799 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, დ-ის მასივის მე-- კვარტალში (მესაკუთრე ი.მ.ა. ,,დ----“) და ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩაზე, ფართის -- და -- ნაწილები – 43,68 კვ. მეტრი (მესაკუთრე ი.მ.ა. ,,ე. კ--ყ-“), შპს ,,ე. ბ-ის“ დირექტორმა, ,,ე. კ--ყ-სა“ და ი.მ.ა. ,,დ-----ის“ თავმჯდომარემ – ი. გ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ფორმალურად გადააფორმა შპს “ე. კ-ზე“, ასევე 2012 წლის 13-16 იანვარს იპოთეკით დატვირთული დანარჩენი ყველა ქონება ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,ე. კ-ზე“.

· რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით, შპს ,,ე. კ-ის“ დირექტორმა ლ. ს-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ი. გ-ის დახმარებით, საზოგადოების 2006 წლის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ე. კ-ს“ წარმოეშვა 30 572 007,81 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

· 2012 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ე. კ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 1 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ე. კ-ის“ ქონების რეალიზაცია.

· ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,ჯ. ს. ფ-იმ“. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჯ. ს. ფ-იმ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

4. ზ. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. ნ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით:

7. ზ. ა-ი, – დაბადებული -- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეფარდებული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ა-ს 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ა-ს 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 25 000 ლარი; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 25 000 ლარი; ზ. ა-ს 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

8. ნ. მ-, – დაბადებული ---- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ნ. მ- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 25 000 ლარი; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მიესაჯა ჯარიმა – 25 000 ლარი და 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-მა ჩაიდინა: საწარმოსა და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ორგანიზება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადებისა და გამოყენების ორგანიზება; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-მ ჩაიდინა: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, მაგრამ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა მის მიერ საწარმოსა და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

11. ზ. ა-ისა და ნ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-სთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნისა და მისი ხელოვნური გაკოტრების მიზნით, რიგი საზოგადოებების ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების გზით, საქართველოს ი-ის მ-მა ზ. ა-მა 2011 წლის ოქტომბერში დაგეგმა და შემდეგ რიგი თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობით შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები წინასწარი შეთანხმებით, ერთიანი მიზნით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით, თვალთმაქცური გარიგებებით ახდენდნენ სს ,,ბ. ქ-ს“ საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების გადამალვას – გასხვისებას, რითიც დაირღვა ბანკის უფლებები, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესები.

· ზ. ა-მა გეგმის განხორციელების ფორმალურ საფუძვლად გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შეტანილი, 2011 წლის 11 ნოემბერს ძალაში შესული ცვლილებები, რომელთა თანახმად, ,,თუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება კომერციული ბანკის გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ კომერციული ბანკების მოთხოვნა“. მისი გეგმა ეყრდნობოდა განზრახვას, რომ ხელოვნურად შეექმნა კანონის ზემოაღნიშნული ნორმის ამოქმედების ფორმალური გამოყენების საფუძველი და, შესაბამისად, ამ პროცესში ჩართული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამდებობის პირთა და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ერთობლივი მოქმედებები შეენიღბა ვითომდა ,,კანონიერი“ საფუძვლით. ამისათვის ზ. ა-ს, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალე კერძო სამართლის სუბიექტებისათვის უნდა შეექმნა გამოგონილი საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა ვითომდა წარმოშობის დრო გაუსწრებდა ბანკის იპოთეკის/გირავნობის რეგისტრაციის თარიღს. ამის საფუძველზე მოხდებოდა საწარმოთა იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების აუქციონზე გატანა და აუქციონის ხელოვნურად მართვის გზით ქონების პირდაპირ ნატურით სახელმწიფოსთვის გადაცემა, შემდგომ კი, პირდაპირი მიყიდვის წესით, ქონება უნდა დაბრუნებოდა იმ საზოგადოებებს, რომლებსაც სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალე ორგანიზაციები პირდაპირ ან ირიბად ფლობდნენ. გეგმის თანახმად, ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდებოდა საზოგადოებების ხელმძღვანელთა შეხედულებისამებრ – საგადასახადო შეთანხმებით შემცირების ან გაკოტრების რეჟიმში გადასვლის გზით.

· ზ. ა-მა აღნიშნული განზრახვა გაანდო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს – ჯ. ე-ეს, რომელსაც გადასცა სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალეების სია და დაავალა სამსახურებრივად დაქვემდებარებული, გამოცდილი და სანდო მოხელეების დახმარებით კონკრეტული იურიდიული პირების საგადასახადო დოკუმენტებში სახელმწიფოს წინაშე ფიქციური საგადასახადო დავალიანებების დაფიქსირება, რითიც შეიქმნებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და საგადასახადო კოდექსში შეტანილი ზემოაღნიშნული ცვლილების გამოყენების შესაძლებლობა, ე.ი. ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ან დაგირავებული ქონების დაყადაღებისა და აღსრულების გზით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ფორმალური საფუძველი. ჯ. ე-ეს ასევე დაავალა ყალბად დაფიქსირებული ზემოაღნიშნული საგადასახადო დავალიანებების საგადასახადო შეთანხმების გზით შემცირების საკითხების მოგვარება.

· გეგმის შესაბამისად, ჯ. ე-ემ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართო შემოსავლების სამსახურის ა-ის დ-ის უ-ი რ. ჩ-ი, ა-ის დ-ის ს-ოს უ-ის მ. მ. ლ., მ-ი ს-ოს უ-ი ო. ა. და მათ დაავალა, გაემართათ მოლაპარაკება ზ. ა-ის მიერ გადაცემულ სიაში დაფიქსირებული საზოგადოებების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებთან, ბანკის სასარგებლოდ გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცური გარიგებით სახელმწიფო საკუთრებაში დროებით მიქცევის მიზნით, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაუბრუნდებოდა იმავე იურიდიული პირის ინტერესში მოქმედ და მათ მიერ მითითებულ სუბიექტებს. დავალების შესრულებაზე კონტროლი დაევალა რ. ჩ-ს.

· ზ. ა-მა იძულებითი აუქციონების ჩატარების ორგანიზება დაავალა - – ნ. მ-ს. დავალების თანახმად, მას აუქციონები ისე უნდა ჩაეტარებინა, რომ ბანკის სასარგებლოდ დატვირთული ქონება ყველა შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულიყო.

· ზ. ა-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს – დ. გ-ეს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და დაავალა, რომ აუქციონების გამართვისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, უმოკლეს ვადებში მოემზადებინა დოკუმენტები ქონების წინასწარ შეთანხმებული ფასით პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ იმავე მოვალე საზოგადოებების ინტერესების სფეროში არსებული ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის და მოეხდინა მათზე ქონების რეალიზაცია, ანუ, ფაქტობრივად, შემოვლითი გზით ქონება უკან უნდა დაებრუნებინა.

· გეგმის შესაბამისად, დ. გ-ემ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშნულის შესრულება დაავალა ---- – გ. ხ-ს და მისი მეშვეობით – ამავე --- მოვალეობის შემსრულებელ ი. შ-სა და ამავე დეპარტამენტის ---- სპეციალისტ გ. მ-ეს.

· ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი-ი“.

- 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ი-ს“ 2007 წლის 7 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-ს“ ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ჰქონდა ს. დ. ლ-ში მდებარე, საზოგადოების კუთვნილი 55 800 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 000 000 ამერიკულ დოლარად.

- 2011 წლის დეკემბერში შპს ,,ი-ის“ დირექტორმა ნ. ყ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, იმავე კომპანიის დამფუძნებლებთან – ც. ჩ-თან, დ. ო-სა და იმავე კომპანიის წილის რეალურ მესაკუთრე ლ. კ-სთან შეთანხმებით, მ. ლ.სა და ო. ა-ის მითითებით, მოჩვენებითი გარიგებებით გაასხვისა საზოგადოების ქონების ნაწილი, რომელიც არ იყო იპოთეკით დატვირთული და დაყადაღებული. ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ, ო. ა.მ და საზოგადოების დირექტორმა ნ. ყ-მა, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დამფუძნებლების – ც. ჩ-ის, დ. ო-ისა და იმავე კომპანიის წილის რეალური მესაკუთრის – ლ. კ-ის მითითებითა და ნებართვით, საზოგადოების 2007 წლის იანვარ-თებერვლის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 34 162 979,96 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ 55 800 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ი-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 30 იანვარს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონი, რომელზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ი-ის“ ქონების რეალიზაცია. ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს “ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,ჯ. ს. ფ-იმ“. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჯ. ს. ფ-იმ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 301 950 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, ამ უკანასკნელის თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის 23 თებერვალს მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 2 496 527 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,ი-ის“ დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,ტ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,ი-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა. ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ი-ის“ დირექტორმა ნ. ყ-მა მიმართა შ-ის ს-ს ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების საგადასახადო შეთანხმების გზით შემცირების მიზნით, თუმცა აღნიშნული გარიგების სამართლებრივი გაფორმება ვერ შეძლო.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თ-ი ფ. გ-ი“.

- 2009 წლის 9 ოქტომბერს შპს ,,თ. ფ. გ-მა“ სს ,,ბ. ქ-დან“ აღებული კრედიტით შეიძინა 2 500 000 აშშ დოლარად ღირებული, ქ. თ-ში, გ-ას გამზირის №--ში მდებარე 2 677 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რაც სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთა იპოთეკით. იმის გამო, რომ საზოგადოებას არ უწარმოებია სამეწარმეო საქმიანობა, შეუძლებელი შეიქნა მასზე საგადასახადო დავალიანების ყალბად დარიცხვა. ამიტომ 2012 წლის 24 იანვარს საზოგადოების დირექტორმა ი. ც-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, იპოთეკით დატვირთული ქონება მ. ლ.სა და იმავე საზოგადოების დამფუძნებლის, ,,ს. ეკ-ის კ.ის“ წარმომადგენლის – ა. გ-ას მოთხოვნით, მოჩვენებითი გარიგებით, ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულებით გადააფორმა შპს ,,პ-ზე“, რომლის დირექტორი იყო იგივე ა. გ-ა. ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ, ა. გ-ას თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, შპს ,,პ-ის“ 2009 წლის აგვისტო-სექტემბრის ელექტრონულ დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 9 063 834.16 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგ ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,პ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 10 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონი, რომელზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,პ-ის“ ქონების რეალიზაცია. ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,ჯ. ს. ფ-იმ“. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჯ. ს. ფ-იმ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 288 200 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. დ. გ-ის დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის აპრილში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 155 470 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,თ. ფ. გ-ის“ დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,ს. რ. ი-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების განხორციელების პარალელურად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ. ფ. გ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,პ-ის“ დირექტორმა ა. გ-ამ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,პ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 35 600 ლარამდე შემცირების შესახებ. ამ თანხაზე ჯ. ე-ესა და ა. გ-ას შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “პ-ი“.

- 2006 წლის 13 დეკემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს “პ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: ნ. მ-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ჭ-ის გამზირზე მდებარე 1 353 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები; ქ. თ-ში, ო-ს დასახლებაში, ა-ის ქუჩა №--ში მდებარე 2 312 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები; ქ. თ-ში, ო-ს დასახლებაში, ა-ის ქუჩა №--ში მდებარე 4 393 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები; ასევე ქ. თ-ში, მ-ის მ. ს-ზე, მ-ის გამზირის გადაკვეთასთან მდებარე 37 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; შპს ,,პ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, მ-ის მ. ს-ზე, მ-ის გამზირის გადაკვეთასთან მდებარე 85 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; შპს ,,ფ--ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, გ. კ-ას ქ. №--ში მდებარე 313,32 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი; ასევე გირავნობით დაიტვირთა შპს ,,პ-ის“ კუთვნილი ლუდსახარშის ინვენტარი, შპს ,,პ-ის“ კუთვნილი სავენტილაციო სისტემა და ნ. მ-ის მეუღლის – ი. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა „ჰიუნდაი სონატა“, სახელმწიფო №--. ზემოაღნიშნული ქონებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 1 848 500 აშშ დოლარად.

- რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით საზოგადოების დირექტორმა და მფლობელმა ნ. მ-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, საზოგადოების 2006 წლის იანვარ-ოქტომბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 9 332 021,28 ლარის საგადასახადო დავალიანება. ასევე მისი მითითებით, ი. მ-მა 2009 წლის მარტ-ივლისის დეკლარაციების დაზუსტებით აღიარა არარსებული ვალი. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,პ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 9 და 12 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომელებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,პ-ის“ ქონების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 373 950 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის ივლისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 374 753 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ,,პ-ის“ დამფუძნებელმა შეარჩია შპს ,,ზ--“ და ფიზიკური პირი – მ. ჩ., რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, ნ. მ-ემ შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,პ-ის“ დირექტორმა ნ. მ-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,პ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 149 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თ.“.

- 2007 წლის 20 სექტემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,თ.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ. ჯ-ის კუთვნილი, ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩა №--ში მდებარე 446 კვ. მეტრი უძრავი ქონება და შპს ,,თ.ს“ კუთვნილი, ქ. ბ-ში, -. ა. ა-ის ქუჩა №--ში მდებარე 1 401 კვ. მეტრი უძრავი ქონება, ქ. ბ-ში, ჯ-ის ქუჩა №---ში მდებარე ორი – 68,4 და 68,4 კვ. მეტრი უძრავი ქონება. ზემოაღნიშნული ქონებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 259 000 აშშ დოლარად.

- 2012 წლის 6 თებერვალს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნით რ. ჯ-ის ქონება მოჩვენებითი გარიგებით გადაფორმდა შპს ,,თ-ზე“. ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ საზოგადოების დირექტორისა და მფლობელის – ა. ჯ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, საზოგადოების 2007 წლის თებერვალ-აგვისტოს ელექტრონულ დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 1 521 467,06 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,თ-ს“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 17 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ-ს“ ქონების რეალიზაცია. ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 16 250 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის მარტში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 26 023 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,თ-ს“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,დ-სა“ და ფიზიკურ პირ ნ. გ-ეზე, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,თ-მ“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,თ-ს“ დირექტორმა ა. ჯ-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,თ-სთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 74 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება „ე.“.

- 2011 წლის 3 აგვისტოს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,ე.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №-- ში მდებარე 2 579 კვ. მეტრი უძრავი ქონება, რომელიც, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შეფასებული იყო 1 000 000 აშშ დოლარად.

- რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ საზოგადოების რეალური მფლობელის – ი. შ-ისა და ფიქციური მფლობელის – გ. ბ-ის თანხმობითა და დახმარებით, საზოგადოების 2010 წლის და 2011 წლის აპრილ-მაის-ივნისის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 4 092 838,30 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა სს ,,ე-ს“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 14 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,ე-ს“ ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 67 309 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,ე-ს“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,კ--ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს ,,ე-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ე-ს“ დირექტორმა რ. წ-ამ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,ე-ს“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 307 300,72 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება „ო-ი“.

- 2006 წლის 14 სექტემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,ო-ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: საზოგადოების კუთვნილი, კ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით; შპს ,,ვ---ის“ კუთვნილი, მ-ის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე 7 მიწის ნაკვეთი; მ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით; კ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე 11 მიწის ნაკვეთი; ასევე გირავნობით დაიტვირთა სს ,,ო-ის“ კუთვნილი მანქანა-მოწყობილობები, 2 016 277,00 ლიტრი ღვინის მასალა, სს ,,ო-ის“ აქციები. ზემოაღნიშნული ქონება, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 6 009 945 აშშ დოლარად და 1 500 000 ლარად.

- რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით საზოგადოების დირექტორმა გ. ც-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ამავე კომპანიის მესაკუთრეებთან – ვ. ჩ-ესა და ა. თ-სთან შეთანხმებითა და მათივე დავალებით, სს,,ო-ის“ 2006 წლის იანვარ-აგვისტოსა და შპს ,,ვ---ის“ 2007 წლის იანვარ-ივლისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ, თითქოს, საზოგადოებებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდა 15 960 282,95 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 24 თებერვალს და 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობები სს ,,ო-ისა“ და შპს ,,ვ---ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 2012 წლის 6 და 10 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,ო-ისა“ და შპს ,,ვ-ის“ ქონების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 190 318 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის აპრილში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 499 372 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სს ,,ო-ისა“ და შპს ,,ვ-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა----ზე“, რომლის დირექტორი იყო ასევე გ. ც-ე, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოაღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, სს ,,ო-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება “თ-ის უ-ი ს. ბ-“.

- 2007 წლის 28 ნოემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და ფიზიკურ პირებს – მ. ჯ-ს, რ. ჭ-ეს, გ. ძ-ესა და ი. ნ-ს შორის გაფორმდა გენერალური სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,თ-ის“ 100-პროცენტიანი წილი და ამავე საზოგადოების კუთვნილი, ქ. თ-ში, ჭ-ას ქ. №--ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. ქონება ჯამურად ურთიერთშეთანხმებით შეფასდა 7 000 000 აშშ დოლარად. 2011 წლის 10 მარტს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,თ-ის უ. ს. ბ-ას“ შორის გაფორმდა გენერალური სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების კუთვნილი, ქ. თ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით. ქონება ჯამურად შეფასდა 6 000 000 აშშ დოლარად.

- 2012 წლის 10 თებერვალს ქ. თ-ში, ჭ-ას ქ. №--ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული ქონება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და მ. ჯ-ის დავალებით, ვ. ჯ-ისა და ზ. ჩ-ის მონაწილეობით, ფორმალურად გადაფორმდა სს ,,თ-ის უ. ს. ბ-აზე“.

- ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ სს “თ-ის უ-ი ს-ო ბ-ის“ დირექტორის – ზ. ჩ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა დამფუძნებლების – მ. ჯ-ისა და ვ. ჯ-ის ნებართვით, რომლებისათვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, დააზუსტეს საზოგადოების 2007 წლის იანვარ-სექტემბრის დეკლარაციები, მასში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 46 268 311,33 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო სს “თ-ის უ-ი ს-ო ბ-ის“ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 2012 წლის 23 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ ქონების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონებში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,კ---მა“. მიუხედავად იმისა, რომ ,,კ---მა“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 612 400 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდგომ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის მარტში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 1 195 282 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დამფუძნებლების მიერ განსაზღვრულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,თ-ეს თ-ისა“ და ,,ე. ს. თ-სთვის“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოაღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, სს ,,თ-ის უ-მა ს. ბ-ამ“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ დირექტორმა ზ. ჩ-მა მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 25 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

· გეგმის განხორციელებისთვის ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სააქციო საზოგადოება “ს-ოს ღ-ი“.

- 2007 წლის 28 სექტემბერს სააქციო საზოგადოება ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ს-ოს ღ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების კუთვნილი: ყ-ში, ქ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი; ქ. ყ-ში, მეურნეობის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი; ქ. თ-ში, გ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება; ასევე გირავნობით დაიტვირთა შპს ,,ს-ოს ღ-ის“ კუთვნილი 16 დასახელების საწარმოო დანიშნულების ნივთი; 1 095 000 ლიტრი ღვინის მასალა; დისტილაციის აპარატის სრული კომპლექტი; მანქანა-დანადგარები და ელექტრომოწყობილობები; 1 000 000 ლიტრი ღვინო; საკონიაკე სპირტის სახდელი კომპლექტი; მანქანა-დანადგარები და ელექტრომოწყობილობები, რომელთა ღირებულება, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად განისაზღვრა 3 385 000 აშშ დოლარითა და 150 420 ლარით.

- ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ-მ და ო. ა-მ საზოგადოების კონსულტანტის – ზ. ზ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლის – ნ. ს-ას დავალებით და რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, დააზუსტეს საზოგადოების 2007 წლის იანვარ-სექტემბრის ელექტრონული დეკლარაციები, მათში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა 12 298 634,91 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობები შპს ,,ს-ოს ღ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცლები, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 2012 წლის 27 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონი, რომელზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო სს ,,ს-ოს ღ-ის“ ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 295 575 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ,,ს-ოს ღ-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,გ-ს თ-ისა“ და შპს ,,ა-ი ს-ო კ. ღ-ის ს-სთვის“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, შპს ,,ს-ოს ღ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ს-ოს ღ-ის“ დირექტორმა ნ. ს-ამ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს ,,ს-ოს ღ-ის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 10 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ-დ ჯ-ა“ .

- 2010 წლის 30 დეკემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს “გ. ჯ-ას“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, მ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 50 კვ. მეტრი, 45 კვ. მეტრი, 66 კვ. მეტრი, 10,10 კვ. მეტრი, 7,8 კვ. მეტრი, 4,9 კვ. მეტრი, 26 კვ. მეტრი ფართები მათ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 195 000 აშშ დოლარად; შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება: 142,80 კვ. მეტრი ფართი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 180 000 აშშ დოლარად; შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 335,40 კვ. მეტრი საოფისე ფართი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, 185,80 კვ. მეტრი კომერციული ფართი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად და 39,6 კვ. მეტრი ანტრესოლი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 700 000 აშშ დოლარად.

- რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ საზოგადოების დირექტორის – ი. ა-ის თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა და რომელიც მოქმედებდა კომპანიის რეალურ მესაკუთრე გ. მ-ესთან შეთანხმებითა და მისივე დავალებით, საზოგადოების 2010 წლის იანვარ-ნოემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს “გ. ჯ-ას“ წარმოეშვა 1 573 414,86 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს “გ. ჯ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 10 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს “გ. ჯ-ის“ ქონების რეალიზაცია.

- ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 341 247 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ “გ. ჯ-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,რ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს “გ. ჯ-ამ“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს “გ. ჯ-ის“ დირექტორმა, ი. ა-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს “გ. ჯ-ისთვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 20 000 ლარამდე შემცირების შესახებ, თუმცა შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მ. ჯ-ი“.

- 2011 წლის 1 სექტემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს “მ. ჯ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს “მ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 856 კვ. მეტრი, 223,10 კვ. მეტრი, 334,4 კვ. მეტრი, 424,81 კვ. მეტრი, 308,55 კვ. მეტრი ფართები თავიანთ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 863 010 აშშ დოლარად; მ. ა-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება – 31,9 კვ. მეტრი ფართი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 39 600 აშშ დოლარად; გ. გ-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება – 16,45 კვ. მეტრი ფართი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 10 000 აშშ დოლარად; შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 828,51 კვ. მეტრი, 16,28 კვ. მეტრი, 28,31 კვ. მეტრი, 42,82 კვ. მეტრი ფართები თავიანთ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 180 000 აშშ დოლარად; შპს ,,ე-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონებები: 256,94 კვ. მეტრი, 49,22 კვ. მეტრი, 131, 37 კვ. მეტრი, 88,28 კვ. მეტრი, 198,56 კვ. მეტრი, 84,63 კვ. მეტრი ფართები თავიანთ წილ მიწის ნაკვეთებთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 238 700 აშშ დოლარად; შპს “გ. ჯ-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ბ-ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონება – 16,92 კვ. მეტრი ფართი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 5 000 აშშ დოლარად.

- 2011 წლის 4 და 7 ნოემბერს მ. ა-ისა და გ. გ-ის იპოთეკით დატვირთული ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და ი. ა-ის ორგანიზებით, მოჩვენებითი გარიგებებით, ფორმალურად გადაფორმდა შპს “მ. ჯ-ზე“.

- ამის შემდეგ, რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დირექტორ ი. ა-ის თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, რომელიც მოქმედებდა კომპანიების დამფუძნებლებთან – გ. მ-ეს, გ. ლ-ესა და ა. ი-ასთან შეთანხმებითა და მათივე დავალებით, შპს “მ. ჯ-ის“ 2011 წლის იანვარ-ივლისის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,მ. ჯ-ს“ წარმოეშვა

3 802 125,84 ლარის საგადასახადო დავალიანება, შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ 2011 წლის მარტ-ოქტომბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ას“ წარმოეშვა 62 576,32 ლარის საგადასახადო დავალიანება, შპს ,,ე-ის“ 2011 წლის მარტ-ოქტომბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ე-ს“ წარმოეშვა 742 719,3 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 28-29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს.

- 2011 წლის 8-10 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ ქონების რეალიზაცია. ვინაიდან აუქციონებში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 341 247 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,რ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, შპს “მ. ჯ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ დირექტორმა ი. ა-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი შპს “მ. ჯ-ის“, შპს ,,ე-ისა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-ის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანებების შემცირების შესახებ, შპს ,,ე-სა“ და შპს ,,ქ-ის მ-ის კ-აზე“ გაფორმდა საგადასახადო შეთანხმებები, ხოლო შპს “მ. ჯ-ზე“ შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ-ი“.

- 2006 წლის 11 დეკემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ბ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“ კუთვნილი 3 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თ-ში, დ-ის ს. მ-აში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 640 000 ლარად; შპს ,,მ. ტ-ის“ კუთვნილი 34 630 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ა-ში, სოფ. ს-ისში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 000 000 აშშ დოლარად. 2011 წლის 16 მაისს დარეგისტრირდა შპს ,,მ. ფ. კ.ი“, რომლის საწესდებო კაპიტალში შევიდა ზემოაღნიშნული ქონება; შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი 9 768 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, თ. ე-ის №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 000 000 აშშ დოლარად. ქონება გადაფორმდა შპს ,,ე--ზე“, შემდგომ – შპს ,,პ. პ-ზე“; შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი 54 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 24 955,1 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ბ-ში, ნ-ის №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 500 000 აშშ დოლარად; შპს ,,ხ-ის“ კუთვნილი 25 267 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 400 000 აშშ დოლარად; შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი 94 329 კვ. მეტრი, 16 192,7 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე გ-ში, სოფ. ა-ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 500 000 აშშ დოლარად; შპს ,,ვ-ას“ კუთვნილი 753 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, 1 188 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. ა-ში, პ. ნ-ის №-, ს/დ №-, შენობა №2, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 150 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --) დაიტვირთა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 4 000 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --) დაიტვირთა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 826 700 ლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --) დაიტვირთა შპს ,,ბ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 5 123 264 ლარად. 2011 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ბ-ის“ ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნით, კომპანიის დირექტორის – პ. დ-ის მიერ მოჩვენებითი გარიგების დადების გზით ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,ა-ის მ-ის კ-ზე“. 2011 წლის 10 ნოემბერს შპს ,,პ. პ-ისა“ და შპს ,,მ. ფ. კ.ის“ იპოთეკით დატვირთული ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნით, ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,ქ-ს ს. კ-იზე“.

- ამის შემდგომ რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით, შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“ დირექტორმა ს. კ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, კომპანიის 2006 წლის აპრილ-სექტემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“ წარმოეშვა 19 467 248,18 ლარის საგადასახადო დავალიანება.

- შპს ,,ხ-ის“ დირექტორმა თ. კ-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, კომპანიის 2005 წლის აგვისტო-ოქტომბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ხ-ს“ წარმოეშვა 1 433 817,50 ლარის საგადასახადო დავალიანება.

- შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ დირექტორმა გ. თ-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, კომპანიის 2005 წლის დეკემბრის, 2006 წლის იანვარ-სექტემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ა-ის მ-ის კ-ს“ წარმოეშვა

33 005 738,03 ლარის საგადასახადო დავალიანება.

- შპს ,,ვ-ას“ დირექტორმა გ. კ-ემ კომპანიის 2005 წლის ნოემბერ-დეკემბრის, 2006 წლის იანვარ-მაისის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ვ-ას“ წარმოეშვა 1 784 618 ლარის საგადასახადო დავალიანება.

- ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებებს, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ და შპს ,,ვ-ას“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს.

- 2011 წლის 2, 5 და 6 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ისა“ და შპს ,,ვ-ას“ ქონების რეალიზაცია.

- ვინაიდან აუქციონებში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ,,ქ-ს ს. კ-ის“ ქონების 625 534 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,ტ. ი-ზე“; ,,ქ-ს ს. კ-ისა“ და ,,ა-ის მ-ის კ-ის“ ქონების 326 966 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,პ. ბ-ზე“; ,,ქ-ს ს. კ-ის“ ქონების 81 105 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,უ. ი-ზე“; ,,ა-ის მ-ის კ-ის“ ქონების 341 834 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,მ. ი-ზე“; ,,ვ-ასა“ და შპს ,,ხ-ის“ ქონების 163 449 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების მიერ შერჩეულ შპს ,,შ. თ. ი.ზე“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, შპს „ბ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან დაზუსტებულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ისა“ და შპს ,,ვ-ას“ დირექტორებმა მიმართეს შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანებების შემცირების შესახებ, შპს ,,ქ-ს ს. კ-ის“, შპს ,,ხ-ის“, შპს ,,ა-ის მ-ის კ-ის“ მიმართ გაფორმდა საგადასახადო შეთანხმებები, ხოლო შპს ,,ვ-აზე“ შეთანხმება აღარ შემდგარა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, სს „პ.“.

- 2007 წლის 26 ოქტომბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,პ.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: ლ. ღ-ას კუთვნილი 1279,16 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ვ-ას ქუჩა №-, მე-- და მე-- სართულები, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 500 000 აშშ დოლარად; სს ,,პ-ის“ კუთვნილი 2 205,84 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ვ-ს ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 500 000 აშშ დოლარად; ლ. ღ-ასა და სს ,,პ-ის“ საერთო საკუთრებაში არსებული 941 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 7 268,31 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ვ-ს ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 8 000 000 აშშ დოლარად; შპს ,,----ის“ კუთვნილი 341,73 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ა-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 200 000 აშშ დოლარად.

- 2010 წლის 29 ნოემბერს სს ,,ბ. ქ-სა“ და სს ,,პ.ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ს. გ-ის“ (შემდგომში შპს ,,ს.ფ. ---ა“) კუთვნილი მიწის ნაკვეთი 74 025 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ჭ-ის - შესახვევის №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 000 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების ---) დაიტვირთა შპს ,,ს. ს. ---ას“ (შემდგომში შეერწყა შპს ,,ს.ფ. ---ას“) კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 900 500 ლარად. 2010 წლის 25 ივნისს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,კ-ის უ. ქ-ის ჯ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,კ-ის უ. ქ-ის ჯ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი 2 028 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №-; მიწის ნაკვეთი 1 556 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №-; მიწის ნაკვეთი 3 274 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №-; მიწის ნაკვეთი 1587 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის გამზ. №-; მიწის ნაკვეთი 2 153 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის გამზ. №-; 326,54 კვ. მეტრი ფართი და 79,84 კვ. მეტრი სარდაფი, მდებარე ქ. თ-ში, გ-ას გამზ. №-, რაც მხარეთა შეთანხმებით შეფასებული იყო 14 900 000 აშშ დოლარად. 2011 წლის 17 იანვარს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ს. კ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ს. კ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება –შენობა №1,2,3,4,5,6-დან – 10 512 კვ. მეტრი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად და შენობა №7,8,9,10,11,12,13 თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 6 177 000 აშშ დოლარად; შპს ,,ა--ის“ კუთვნილი უძრავი ქონება შენობა №6-ში, მე-5 სართული, 1,413 კვ. მეტრი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 200 000 აშშ დოლარად; შპს ,,პ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება – შენობა №1,2,3,4,5,6-დან მე-3 სართულზე – 201,42 კვ. მეტრი და სარდაფი 68,58 კვ. მეტრი თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩა №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 150 000 აშშ დოლარად. გირავნობით (ხელშეკრულების --------) დაიტვირთა შპს ,,ს. კ-ის“ კუთვნილი მოძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, ჯამურად შეფასდა 93 272 ლარად. 2011 წლის 24 ნოემბერს შპს ,,კ-ის უ. ქ-ის ჯ-ის“ ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და ლ. ღ-ას დავალებით, ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,პ.ზე“, ასევე შპს ,,----ის“ იპოთეკით დატვირთული ქონებები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნითა და დ. კ-ს დავალებით, ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,პ.ზე“.

- ამის შემდეგ რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ შპს ,,პ-ის“ მფლობელის – ლ. ღ-ას თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2007 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,პ-ს“ წარმოეშვა 4 169 769,04 ლარის საგადასახადო დავალიანება, შპს ,,ს. კ-ის“ დირექტორის – დ. კ-ს თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2005 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ს. კ-ს“ წარმოეშვა 45 110 184,57 ლარის საგადასახადო დავალიანება. შპს ,,პ-ის“ დირექტორის – ც. გ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დამფუძნებლის – ლ. ჭ-ას ნებართვით, 2005 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შპს ,,პ.ს“ წარმოეშვა 106 879 452,19 ლარის საგადასახადო დავალიანება. შპს ,,ა--ის“ დირექტორის – დ. კ-ს თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2009 წლის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ა--ს“ წარმოეშვა 521 283,43 ლარის საგადასახადო დავალიანება. შპს ,,ს.ფ. ---ას“ დირექტორ ლ. ღ-ას თანხმობითა და დახმარებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, 2009 წლისა და 2010 წლის ივლის-ნოემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ს.ფ. ---ას“ წარმოეშვა 25 044 862,50 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა: შპს ,,პ-ის“, შპს ,,ს. კ-ის“, შპს ,,პ-ის“, შპს ,,ა--ის“, შპს ,,ს.ფ. ---ას“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 10 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,პ-ის“, შპს ,,ს. კ-ის“, შპს ,,პ-ის“, შპს ,,ა--ის“, შპს ,,ს.ფ. ---ას“ ქონებების რეალიზაცია. ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „S----მ“. მიუხედავად იმისა, რომ „S----მ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 497 500 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების ნაწილის 3 391 979 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ლ. ღ-ასა და დ. კ-ს მიერ შერჩეულ შპს ,,პ--“ და შპს ,,დ--ზე“, ასევე ქონების ნაწილის 365 530 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ლ. ღ-ასა და დ. კ-ს მიერ შერჩეულ შპს ,,პ. დ-ზე“, რომლებმაც შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების თანმიმდევრულად, ზემოაღნიშნულმა კომპანიებმა ასევე შეწყვიტეს სს “ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯ. მ-ი“.

- 2007 წლის 26 თებერვალს სს “ბ. ქ-სა“ და შპს “ჯ. მ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სს ,,უ. ს-ის“ კუთვნილი, ქ. თ-ში, ა-ის ქუჩა №--ში მდებარე 6 303 კვ. მეტრი უძრავი ქონება, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 100 000 აშშ დოლარად.

- რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ სს “უ. ს-ის“ დირექტორის – მ. მ-ის თანხმობითა და დახმარებით, რომელიც მოქმედებდა კომპანიის დამფუძნებლის – დ. კ-ის დავალებით, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, საზოგადოების 2005 წლის იანვარ-დეკემბრის დაზუსტებულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს “უ. ს-ს“ წარმოეშვა 14 024 876,45 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,უ. ს-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 2011 წლის 27 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,უ. ს-ის“ ქონების რეალიზაცია.

- ვინაიდან აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ავტომატურად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ამ გზით სს ,,ბ. ქ-სთვის“ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის თებერვალში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონების 172 284 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სს ,,უ. ს-ის“ დამფუძნებლის მიერ შერჩეულ შპს ,,უ-ზე“, რომელმაც შეიძინა ქონება. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების თანმიმდევრულად, შპს ,,ჯ. მ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

- ვინაიდან ელექტრონულ დეკლარაციებში ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა პრობლემას, სს ,,უ. ს-ის“ დირექტორმა მ. მ-ემ მიმართა შ-ის ს-ს, სადაც წინასწარ დაგეგმილი პირობებით მომზადდა საგადასახადო შეთანხმების პროექტი სს ,,უ. ს-ისათვის“ ყალბად დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების 2 000 ლარამდე შემცირების შესახებ. ამ თანხაზე ჯ. ე-ესა და მ. მ-ეს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლ-“ და ამხანაგობა “თ. ს-ი“.

- 2010 წლის 25 მარტს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ლ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება და მის ფარგლებში – საკრედიტო ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--, ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდები: --, შემდგომ ქონებას შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა: ----------------------------------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 100 000 აშშ დოლარად; შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი-ას ქუჩა №--ში; უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ-ში, ი-ას ქ. №-; ქ. თ-ში, ლ-ის ქ. (ყოფ. კ.) №-, საკადასტრო კოდებით: --------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 60 000 აშშ დოლარად; ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: ------------------------------ (აღნიშნული საკადასტრო კოდი დაიყო 64 საკადასტრო კოდად), ---------------(აღნიშნული საკადასტრო კოდი დაიყო 48 საკადასტრო კოდად), რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 3 200 000 აშშ დოლარად; შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი-ას ქ. №-; ქ. თ-ში, ლ-ის ქ. №-, საკადასტრო კოდებით: ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 60 000 აშშ დოლარად; შპს ,,ლ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი – ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 215 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა “თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით – ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 300 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: ---და ---, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 240 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ.თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: -------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 553 000 აშშ დოლარად; ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ-ში, ი. ჭ-ის გამზ. №--; ქ. თ-ში, ა-ს ქ. №--ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდებით: -------, აღნიშნული ქონება დაიყო საკადასტრო კოდებად: -------, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 2 700 000 აშშ დოლარად.

- რ. ჩ-ის ხელმძღვანელობით, მ. ლ.მ და ო. ა.მ შპს ,,ლ-ს“ დამფუძნებლისა და ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ თავმჯდომარის –გ. ი-ის თანხმობითა და დახმარებით, შპს ,,ლ-ს“ 2007 წლის თებერვალ-ივლისის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს „ლ-ს“ წარმოეშვა 4 510 634,98 ლარის საგადასახადო დავალიანება, ხოლო ამხანაგობა “თ. ს-ის“ 2007 წლის იანვარ-დეკემბრის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც ამხანაგობა “თ. ს-ს“ წარმოეშვა 7 297 984,16 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2011 წლის 3 და 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ლ-სა“ და ამხანაგობა ,,თ. ს-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 13 და 28 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს „ლ-სა“ და ამხანაგობა “თ. ს-ის“ ქონების რეალიზაცია.

- ქონების ნაწილის შესყიდვაზე მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს, ხოლო ნაწილზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია „J--მ“. მიუხედავად იმისა, რომ „J--მ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა – 211 140 ლარი, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

- ამის შემდეგ გეგმის განხორციელება განაგრძო --ს მოადგილემ, დ. გ-ემ. მისი დავალებით, ს-ს პ-ის დ-ის უ-მა გ. ხ-მა, მისმა თანამშრომლებმა – ი. შ-მ და გ. მ-ემ 2012 წლის მაისში მოამზადეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ქონებების 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ამხანაგობა “თ. ს-ის“ წევრებზე, რომლებმაც ერთ ლარად შეიძინეს ქონებები. ზემოთ აღწერილი თვალთმაქცური გარიგებების პარალელურად, შპს „ლ-მა“ ასევე შეწყვიტა სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის გადახდა.

· ზემოაღნიშნული სქემის მიხედვით, ორგანიზებულმა ჯგუფმა ასევე შეარჩია სააქციო საზოგადოება “ბ. ქ-ს“ მოვალე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ი. ჯ-ი“.

- 2007 წლის 25 იანვარს სს ,,ბ. ქ-სა“ და შპს ,,ი. ჯ-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა: თ. ც-ის კუთვნილი 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე გ-ის რაიონის სოფ. ტ-ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 200 000 აშშ დოლარად; თ. ც-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ნ-ის - ჩიხის №--ში მდებარე 146,59 კვ. მეტრი, 43,69 კვ. მეტრი ფართი და 30 კვ. მეტრი ავტოსადგომი, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 450 000 აშშ დოლარად; თ. ც-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ნ-ის - ჩიხის №--ში მდებარე 118,25 კვ. მეტრი ფართი, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 300 000 აშშ დოლარად; თ. ც-ის კუთვნილი, ქ. თ-ში, ი. ნ-ის - ჩიხის №--ში მდებარე 111,73 კვ. მეტრი ფართი და 30 კვ. მეტრი ავტოსადგომი, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 237 000 აშშ დოლარად; შპს ,,ი. ჯ-ის“ კუთვნილი 943 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ნ-ის - ჩიხის №-, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 1 200 000 აშშ დოლარად; შპს ,,ს-ს“ კუთვნილი 1862 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1799 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, დ-ის მასივის მე-- კვარტალში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 700 000 აშშ დოლარად; ი. კ-ას კუთვნილი 148,79 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, მ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 350 000 აშშ დოლარად; თ. რ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი – - წილი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 80 000 აშშ დოლარად; შპს ,,ე. კ-ის“ კუთვნილი ფართი – - ნაწილი, 5,4 კვ. მეტრი სარდაფი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 100 000 აშშ დოლარად; ო. ო-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი – -წილი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 45 000 აშშ დოლარად; შპს ,,ე. კ-ის“ კუთვნილი ფართი – - და - ნაწილი – 43,68 კვ. მეტრი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 220 000 აშშ დოლარად; პ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი – - წილი, 15 კვ. მეტრი სარდაფი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 200 000 აშშ დოლარად; დ. ჯ-ის კუთვნილი 37 კვ. მეტრი ფართი, მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში, რაც, მხარეთა შეთანხმებით, შეფასებული იყო 70 000 აშშ დოლარად. 2012 წლის 13 და 16 იანვარს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები: 943 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, ნ-ის - ჩიხის №--ში (მესაკუთრე შპს ,,ე. ბ-ი“), 1 862 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 1 799 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, მდებარე ქ. თ-ში, დ-ის მასივის მე-- კვარტალში (მესაკუთრე ი.მ.ა. ,,დ----“) და ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩაზე, ფართის – 34/616 და - ნაწილი – 43,68 კვ. მეტრი (მესაკუთრე ი.მ.ა. ,,ე. კ-ი-ყ-“), შპს ,,ე. ბ-ის“ დირექტორმა, ,,ე. კ--ყ-სა“ და ი.მ.ა. ,,დ-----ის“ თავმჯდომარემ – ი. გ-მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ფორმალურად გადააფორმა შპს “ე. კ-ზე“; ასევე 2012 წლის 13-16 იანვარს იპოთეკით დატვირთული ყველა დანარჩენი ქონება ფორმალურად გადაფორმდა შპს ,,ე. კ-ზე“.

- რ. ჩ-ის, მ. ლ.სა და ო. ა-ის ხელმძღვანელობით, შპს ,,ე. კ-ის“ დირექტორმა ლ. ს-ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვა, ი. გ-ის დახმარებით საზოგადოების 2006 წლის ელექტრონულ დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც შპს ,,ე. კ-ს“ წარმოეშვა 30 572 007,81 ლარის საგადასახადო დავალიანება. ყალბი საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფისათვის ყადაღა დაედო ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ქონებას, რის შემდეგაც ს-ო -მა ს. ბ-ოს მიმართა ქონების აუქციონზე გატანა-რეალიზაციის პროცედურების დაწყების შესახებ.

- 2012 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ა-ის ე-ი ბ-ოს შუამდგომლობა შპს ,,ე. კ-ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ და სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების მიზნით, გადაეგზავნა იმავე ბიუროს. 1 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნ. მ-ს თაოსნობით დანიშნა თვალთმაქცური ინტერნეტაუქციონები, რომლებზეც, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო შპს ,,ე. კ-ის“ ქონების რეალიზაცია.

- ქონების ნაწილის შესყიდვაზე ინტერნეტაუქციონში ავტორიზაცია გაიარა სს ,,ბ. ქ-ს“ წარმომადგენელმა, ასევე – უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანია ,,ჯ. ს. ფ-იმ“. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჯ. ს. ფ-იმ“ არ გადაიხადა აუქციონში მონაწილეობისთვის სავალდებულო საგარანტიო თანხა, ნ. მ-ს დაქვემდებარებულმა სამსახურებმა იგი დაუშვეს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. მითითებულმა კომპანიამ ფორმალურად კონკურენცია გაუწია სს ,,ბ. ქ-ს“ და მოიგო აუქციონი. მან შეგნებულად არ გადაიხადა ინტერნეტაუქციონში დაფიქსირებული ქონების შესყიდვის ფასი. ნ. მ-მ აღმასრულებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ და მისცა მითითება ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე. ნ. მ-ს მითითება აღმასრულებელმა შეასრულა და ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ამ გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სს ,,ბ. ქ-სთვის“ ხელოვნურად და უკანონოდ შექმნეს იპოთეკის საგნის გამოცლის, აუქციონში დამარცხებისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის გარემოებები.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და ზ. ა-ისათვის სასჯელის გამკაცრებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-ემ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობას.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა და მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-ემ.

15. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. მ-ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის დასაშვებად ცნობას, გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და, ერთი მხრივ, ნ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო, მეორე მხრივ, ზ. ა-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

16. ბრალდების მხარის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ, თითქოსდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ორგანიზებულ ჯგუფში ნ. მ- წინასწარი შეთანხმებით იყო ჩართული, რადგან მოწმეები: ჯ. ე-ე და დ. გ-ე, ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბანკის მოვალე კომპანიების თანამშრომლები არ მიუთითებენ ნ. მ-ზე, რაც ვერ გამოდგება იმის მტკიცების უპირობო საფუძვლად, რომ ნ. მ- არ მონაწილეობდა ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ სქემაში, რადგან, განსხვავებით სქემის სხვა სუბიექტებისაგან, რომლებსაც კოორდინირებულად უნდა ემოქმედათ, ა-ის ე-ი ბ-ო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნ. მ-, გეგმაში მონაწილეობდა დამოუკიდებლად და, შესაბამისად, ობიექტურად არ არსებობდა იმის არანაირი საჭიროება, რომ ზ. ა-ს ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებისათვის გაენდო დანაშაულში ნ. მ-ს მონაწილეობის შესახებ; სს ,,ბ. ქ-ს“ გაკოტრების სქემაში ა-ის ე-ი ბ-ოს ჩართულობას ცხადყოფს ის დაპირებები, რომლებსაც, ზ. ა-ის დავალებით, იღებდნენ დანაშაულში ჩართული კომპანიები, რომ ისინი ყველა შემთხვევაში დაბალ ფასად დაიბრუნებდნენ ქონებებს, რისთვისაც აუცილებელი იყო აუქციონების ხელოვნურად მართვა, კერძოდ: ნ. მ-ს დავალება – რომ, თუკი პირველად ვაჭრობაში მონაწილეობის სურვილს არავინ გამოთქვამდა, აღმასრულებლებს არ გამოეცხადებინათ განმეორებითი ან ხელახალი აუქციონი, რისი უფლებაც მათ საკუთარი დისკრეციის ფარგლებში კანონით ჰქონდათ მინიჭებული და გასაყიდი ქონებები ნატურით გადაეცათ სახელმწიფოსათვის – მიუთითებს დანაშაულებრივ ჯგუფში მის ფუნქციაზე – დახმარებოდა ზ. ა-ს სს ,,ბ. ქ-ს“ იპოთეკა/გირავნობით დატვირთული ქონებების გადამალვაში; მეორე მხრივ, ნ. მ-ს ორგანიზებით დაიგეგმა შემდეგი სქემა: თუ აუქციონზე გატანილ ქონებას გამოუჩნდებოდა შეძენის მსურველი, უნდა გამოჩენილიყო მისი კონკურენტი – ფიქციური შემძენი პირი, რომელიც ფასის ხელოვნური მატებით მოიგებდა აუქციონს, თუმცა ფასს მოგვიანებით არ გადაიხდიდა და ქონება აღმასრულებლის განკარგულებით გადაეცემოდა სახელმწიფოს. საგარანტიო თანხა (შეფასებული ქონების 10%) უნდა შეეტანათ პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან საბანკო გარანტიითა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენით. პირველ შემთხვევაში მომხმარებლის გააქტიურება ხდებოდა ავტომატურად, მეორე შემთხვევაში კი – ხელით, მექანიკური ჩარევის შედეგად. ხელით აქტივაციის უფლება ჰქონდათ ტ. გ-ას, დ. გ-ას, ს. ი-სა და პ. პ-ს. იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიდნენ შეძენილი ქონების საფასურს, საგარანტიო თანხა სანქციის სახით უნდა ჩამორთმეოდა შემძენს და დარიცხულიყო ა-ის ე-ი ბ-ოს ანგარიშზე. სქემის შესასრულებლად უცხოურ კომპანიებს დაუბრკოლებლად უნდა შეძლებოდათ საჭიროების დროს აუქციონში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც აუცილებელი იყო საგარანტიოს გარეშე მათი გააქტიურება. იმის მხედველობაში მიღებით, რომ ნ. მ-ს დავალების შესაბამისად, ტ. გ-ამ და დ. გ-ამ, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ საგარანტიო თანხები არ იყო გადახდილი, აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად, მექანიკური აქტივაციით დაუშვეს უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიები და მიუხედავად იმისა, რომ ქონებების ფიქციურად შემძენმა კომპანიებმა არ გადაიხადეს სათანადო ფასი, მათი საგარანტიო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადარიცხულა; ასევე დადგენილია, რომ აღმასრულებლებმა: რ. გ-მა, რომელიც აწარმოებდა შპს ,,ი-ის“, შპს ,,თ.ს“, შპს ,,პ-ისა“ და შპს ,,ე. კ-ის“ სააღსრულებო საქმეებს, ი. ქ-მა, რომელიც აწარმოებდა შპს ,,ლ-სა“ და შპს ,,ო-ის“ სააღსრულებო საქმეებს, ვ. გ-ემ, რომელიც აწარმოებდა შპს ,,პ-ის“, შპს ,,პ-ისა“ და სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“ სააღსრულებო საქმეებს, აუქციონების დასრულების შემდეგ აცნობეს ნ. მ-ს, რომ გამარჯვებულ კომპანიებს არ ჰქონდათ გადახდილი საგარანტიო თანხები, ნ. მ-მ იცრუა, რომ საგარანტიო თანხები იყო ჩარიცხული სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე და ქონება გადაეცათ სახელმწიფოსათვის; სს ,,ბ. ქ-ს“ იპოთეკით დატვირთულ ქონებებზე სადავო პერიოდში სულ ჩატარდა 99 აუქციონი, საიდანაც 66 ლოტს მყიდველი არ გამოუჩნდა და ქონებები ნატურით გადაეცა სახელმწიფოს, ხოლო 33 ლოტზე, სადაც ვაჭრობაში მონაწილეობდა სს ,,ქ. ბ-ის“ წარმომადგენელი, ყველა შემთხვევაში, ნ. მ-ს დავალებით, დაშვება მოხდა ხელით აქტივაციით და გაიმარჯვეს ზემოაღნიშნულმა უცხოურმა კომპანიებმა; ამდენად, ყველა მითითებული აუქციონი იყო მოჩვენებითი და ემსახურებოდა ორგანიზებული ჯგუფის განზრახვას – სს ,,ბ. ქ-ს“ იპოთეკით დატვირთული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, რაც ცხადყოფს, რომ ნ. მ-მ იცოდა ორგანიზებული ჯგუფის განზრახვის შესახებ და მოქმედებდა ამ განზრახვის შესაბამისად; თუნდაც ერთი სტრუქტურის გამორიცხვა ავტომატურად გამოიწვევდა სქემის განხორციელების ჩაშლას. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის ჩანაწერი, როდესაც მიუთითა, რომ ორგანიზებულ ჯგუფში დახმარება, ამსრულებელთან წინასწარ, დანაშაულის ჩადენამდე უნდა იყოს შეთანხმებული და შეპირებული, ხოლო წინასწარ შეუპირებლად დახმარება არ განიხილა თანამონაწილეობად და ქმედება შეაფასა დანაშაულის იმ მატერიალური შემადგენლობის კვალდაკვალ, რომელიც დამნაშავემ ფაქტობრივად ჩაიდინა, რაც, ბრალდების მხარის მოსაზრებით, არასწორია, რადგან თუნდაც, დანაშაულის მიმდინარეობისას რომ დაკავშირებოდა ზ. ა-ი ნ. მ-ს და მიეცა მისთვის უკანონო დავალება, რაც სასამართლომაც დადასტურებულად მიიჩნია, გამოკვეთილი იქნებოდა დანაშაულის ორგანიზატორის – ზ. ა-ის წინასწარ შეკავშირება ნ. მ-სთან.

17. ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლომ ზ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდებისას გამოიყენა მინიმალური სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეიცვალოს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რაც სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა და თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ზ. ა-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნია მის ქმედებაში გამოკვეთილ დანაშაულებრივ ეპიზოდთა სიმრავლე, მასშტაბი და მისი ფუნქცია-როლი ჩადენილ დანაშაულში. ხაზგასასმ-, რომ, როდესაც საჯარო მოხელე თავისი თანამდებობის გამოყენებით სჩადის დანაშაულს, ლმობიერი სასჯელის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მას, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრად შერაცხული ქმედება მომეტებული საფრთხის შემცველია, რომელიც პრევენციას საჭიროებს და სასურველია, ზ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 7 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

18. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე საჩივრის დასაშვებად ცნობას, ნ. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს და რაც მათ დაუშვეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს; კასატორის მტკიცებით, ნ. მ-სათვის წარდგენილი ბრალდების ფორმულირება ცხადყოფს, რომ მსჯავრად შერაცხული დანაშაული – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – გამოიხატებოდა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვისას ორგანიზებული ჯგუფის დახმარებაში და იმის მხედველობაში მიღებით, რომ, ერთი მხრივ, ბრალად წარდგენილ დანაშაულებს ჰქონდა ერთიანი მოტივი, მიზანი და შინაარსობრივად წარმოადგენდა ერთ ქმედებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ნ. მ-ს კავშირი ორგანიზებულ ჯგუფთან, შეუძლებელია, იგივე სამხილები დაედოს საფუძვლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მის დამნაშავედ ცნობას; სასამართლომ ბრალდების ფორმულირება შეცვალა ბრალდებულის საუარესოდ, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა. ასევე – ნ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისად მიიჩნია ა-ის ე-ი ბ-ოს თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. მ- გასცემდა დავალებებს აუქციონის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა არ გაითვალისწინა ბრალდების საერთო კონტექსტი, კერძოდ, მოწმეების – რ. გ-ის, ი. ქ-ისა და ვ. გ-ის განმარტებები, რომ ნ. მ-საგან მიიღეს მითითება, ძვირად ღირებულ ქონებაზე არ ჩაეტარებინათ განმეორებითი და ხელახალი აუქციონი და ქონება ნატურით გადაეცათ სახელმწიფოსთვის, რაც თავისთავად არ ადასტურებს ნ. მ-ს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული აღმასრულებლებს – ტ. გ-ას, დ. გ-ას, ს. ი-ს, პ. პ-სა და გ. ო-ს აძლევდა იმგვარ დავალებებს, რომლებიც მათ საეჭვოდ არ მიაჩნდათ; ბრალდების მხარის დაუდასტურებელი ვარაუდი, თითქოსდა, ნ. მ- ცრუ ინფორმაციას აწვდიდა აღმასრულებლებს, ნაწილობრივ გაიზიარა სასამართლომაც და საფუძვლად დაუდო ნ. მ-ს მსჯავრდებას ისე, რომ საერთოდ არ უმსჯელია მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებზე – დანაშაულის მოტივსა და მიზანზე.

19. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი – ელიზბარ გოზალიშვილი საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, რადგან მიიჩნევს, რომ ნ. მ-ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების შემადგენლობა, კერძოდ, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარება გამოიხატა იმაში, რომ ნ. მ-მ შეასრულა ზ. ა-ის დავალება და მოჩვენებითი აუქციონების ჩატარებით ქონებები გადასცა სახელმწიფოს, ხოლო დავალების შესრულების დროს ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და უზრუნველყო აუქციონების კანონის დარღვევით ჩატარება, რა დროსაც უცხოურ კომპანიებს მიანიჭა უპირატესობა და შექმნა სადავო ქონებების სახელმწიფოსათვის გადაცემის უპირობო საფუძველი, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტში არ აისახა 3364088 ლარი, რომელიც, აუქციონის კანონიერად ჩატარების შემთხვევაში, უნდა ასახულიყო, როგორც ჩამორთმეული საგარანტიო თანხა და, შესაბამისად, ნ. მ-ს ქმედებებმა გამოიწვია სს ,,ბ. ქ-სა“ და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრების დაშვების წინაპირობებად კასატორები უთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ასევე – განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: №523აპ-18; №229აპ-21), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

23. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მხარეთა მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულ ნ. მ-ს ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ. მ-ს მონაწილეობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების თვალთმაქცურად გადამალვაში. მოწმეები – ჯ. ე-ე და დ. გ-ე, ისევე, როგორც შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბანკის მოვალე კომპანიების თანამშრომლები არ მიუთითებენ ნ. მ-ზე, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრზე, რომელიც არც ზ. ა-ს უხსენებია მათთან კომუნ.ციის დროს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ბრალდების მხარის ეჭვები და ვარაუდები, რომ ნ. მ-ს, მისი ქმედებების გათვალისწინებით, უნდა სცოდნოდა დანაშაულებრივ სქემაში მისი მნიშვნელოვანი როლის თაობაზე, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, in dubio pro reo-ს პრინციპის საფუძველზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ, მაგრამ, ამავდროულად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დადგინდა ნ. მ-ს მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობიდან: მოწმეების – გ. ო-ის, რ. გ-ის, ი. ქ-ის, ვ. გ-ის, ს. ი-ის, პ. პ-ის, ტ. გ-ასა და დ. გ-ას ჩვენებებიდან, სააღსრულებო ბიუროდან ამოღებული სააღსრულებო წარმოებებიდან, ელექტრონული აუქციონების მასალებიდან, ფ-ა ს-ს მ-ის ს-ოს წერილებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას, რომლის თანახმად, აღმასრულებლების: რ. გ-ის, ვ. გ-ისა და ი. ქ-ის ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს ,,ბ. ქ-ს“ მოვალე კომპანიების – შპს-ების: ,,ი-ის“, ,,თ.ს“, ,,პ-ის“, ,,ე. კ-ის“, ,,პ-ის“, სს ,,თ-ის უ-ი ს. ბ-ის“, შპს-ების: ,,პ-ის“, ,,ლ-სა“ და სს ,,ო-ის“ შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონებში გაიმარჯვეს უცხოეთში რეგისტრირებულმა კომპანიებმა – სს ,,J--მა“, ,,c----მა“ და სს ,,S----მ“, თუმცა მათი გამარჯვება იყო ფიქცია, ვინაიდან არცერთ ამ კომპანიას კანონით იმპერატიულად გათვალისწინებული საგარანტიო თანხა, რომელიც იყო აუქციონზე დაშვების ერთადერთი კანონისმიერი საფუძველი, არ გადაუხდია. ა-ის ე-ი ბ-ოს ხელმძღვანელმა ნ. მ-მ, კანონის გვერდის ავლით, დ. გ-ასა და ტ. გ-ას მისცა უკანონო დავალება და ხელით აქტივაციით დააშვებინა აღნიშნული კომპანიები აუქციონზე. ამით არ დასრულებულა ნ. მ-ს დანაშაული, რომელმაც აღმასრულებლებს: რ. გ-ს, ვ. გ-ესა და ი. ქ-ს დაავალა, გამოეცათ განკარგულებები და ფიქციური აუქციონის შედეგების მიუხედავად, ქონებები ნატურით გადაეცათ სახელმწიფოსთვის. აღმასრულებლებმა შეასრულეს ნ. მ-ს დავალება და სს ,,ბ. ქ-ს“ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მოვალე კომპანიების ქონებები გადასცეს სახელმწიფოს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია ნ. მ-ს განზრახი ქმედებების მიზეზობრივი კავშირი სს ,,ბ. ქ-ს“ ხელოვნურად გაკოტრების შედეგთან, რისი მხედველობაში მიღებითაც, მის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია დანაშაულის – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – შემადგენლობა.

25. ბრალდების მხარის მიერ ზ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (მსჯავრდებულის წარსული – არ არის ნასამართლევი, მისი როლი დანაშაულის ჩადენისას, დანაშაულთა მასშტაბი, სიმრავლე, მიყენებული ზიანი) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ა-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, საჯარო მოხელის დამატებითი ვალდებულებების მხედველობაში მიღებით, დამატებითი სასჯელის სახით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, 2 წლითა და 3 თვით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება, რომელიც ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახით გათვალისწინებული არ ყოფილა და, ამდენად, საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით ზ. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრება სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე – ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებენ მხარეები და კასატორებს გასცა დასაბუთებული პასუხები. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი და მისი გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.

27. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილისა და მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე