Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

(სარეზოლუციო ნაწილი)

საქმე №571აპ-22 ქ. თბილისი

ჩ-ი მ-ა, 571აპ-22 13 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ლევან ქუთათელაძის, ასევე – მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ-ის, ლ. ც-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ლევან ქუთათელაძის, ასევე – მსჯავრდებულ მ. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ-ის, ლ. ც-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე