საქმე N 010100120003983856
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №90აპ.-22 29 ივნისი, 2022 წელი
გ–ე გ., №90აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელისა და მსჯავრდებულ კ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. რ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2020 წლის 20 აგვისტოს გ. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.2. 2020 წლის 22 სექტემბერს კ. ს–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
1.3. 2020 წლის 20 აგვისტოს გ. გ–ე (პირადი ნომერი: ............ ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.4. 2020 წლის 20 აგვისტოს გ. ქ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.5. 2020 წლის 20 აგვისტოს ა. მ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.6. ბრალდებულებისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, გ. გ–მ, კ. ს–მ, გ. გ–მ, გ. ქ–მ და ა. მ–მ წინასწარი შეთანხმებით, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, იძულებით, დანით ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ქ. თ–ში, ყ–ს ქუჩა N..........-ში, ბინა N..-ში დროებით მცხოვრები ო. კ–ე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გამოიყვანეს ბინიდან, ჩასვეს „ტოიოტა აქუას“ ფირმის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით - ......, რომელსაც მართავდა ა. მ–ე და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა პირებთან კომუნიკაციის უფლება. ამის შემდეგ, ზემოაღნიშნულმა პირებმა ო. კ–ე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ქ. თ–დან ქ. ქ–ში, სადაც გადასვეს „BMW-X5“ მოდელის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით - ......., რომელსაც მართავდა გ. ქ–ე და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში.
გ. გ.ს, კ. ს–ს, გ. გ.ს, ა. მ–სა და გ. ქ–ს დანაშაულებრივი ქმდების აღკვეთა შეძლეს საქართველოს შსს-ის ა-ს ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლებმაც 2020 წლის 19 აგვისტოს ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში შეაჩერეს „BMW-X5“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ..........., რომელსაც გ. ქ–ე მართავდა.
2020 წლის 19 აგვისტოს, დილით, კ. ს–ე ქ. თ–ში, ყ–ს ქუჩა №........-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ზ. ყ–ს ჩაუჯდა კუთვნილ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით - ........... და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ზ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
ა. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
კ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
კ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
კ. ს–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
გ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
2.3. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო გ. გ–ს, გ. გ–ს, ა. მ–სა და გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თოთოეულისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
2.4. მსჯავრდებულების გ. გ–სა და გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ს–მ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. გ–სა და გ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.5. მსჯავრდებულ კ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ლ. რ–მ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
2.6. მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. დ–ე შესაგებლით არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს.
2.7. გ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. ქ–მ შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გ. ქ–ს მიმართ უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულების: გ. გ–სა და გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ კ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. რ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
კ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
კ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ს–ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
ა. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
გ. ქ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა და მსჯავრდებულ კ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ლ. რ–მ.
3.4. ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო გ. გ–ს, გ. გ–ს, ა. მ–სა და გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
3.5. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, კ. ს–ს, გ. გ–ს, გ. გ–ს, ა. მ–სა და გ. ქ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებებით, კერძოდ: თვითმხილველი მოწმეების - ზ. ყ–ს, ლ. ბ–სა და მ. ბ–ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, მათ შორის - დაზარალებულის მიერ ბრალდებულების ამოცნობით, რა დროსაც ო. კ–მ განმარტა, რომ აღნიშნულმა პირებმა აღუკვეთეს თავისუფლება და წაიყვანეს ქ–ში. პროკურორის განმარტებით, პირდაპირი მტკიცებულებაა ასევე პოლიციელების ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, სადაც მოწმეები აღწერენ, თუ რა ვითარებაში ნახეს დაზარალებული და რას ამბობდა იგი ბრალდებულების შესახებ.
4.2. კასატორის განმარტებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია მისი დაწყების მომენტიდან, კერძოდ, ო. კ–ს საცხოვრებელ ბინაში ჩადენილი ქმედებიდან, რაც შემდგომ გაგრძელდა და აღიკვეთა ქ–ს მუნიციპალიტეტში. დაზარალებულისათვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ასევე ადასტურებს ო. კ–ს ყოფნა ავტომობილის უკანა სალონის შუა ნაწილში - ბრალდებულებს შორის, აგრეთვე, ავტომობილიდან გადმოსვლისას, ბრალდებულების მიერ დაზარალებულის გადაადგილების ახლო მანძილიდან კონტროლი, რაც დადასტურებულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით.
4.3. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი კ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უკანონოა, რადგან არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ო. კ–ს ჩვენებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ დაზარალებულს არ ჰქონია შეზღუდული მიმოსვლის თავისუფლება და არც მისი ნების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დასტურდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ს–ს, ა. მ–ს, გ. გ–სა და გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ო. კ–ს ჩვენებით, მოწმეების: მ. ბ–ს, ლ. ბ–ს, ზ. ყ–სა და ს. გ–ს ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ბენზინგასამართი სადგურებიდან გამოთხოვილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მიერ ო. კ–ს მიმართ ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტი.
5.3. დაზარალებულ ო. კ–ს განმარტებით, 2020 წლის 19 აგვისტოს ქ. თ–ში, ყ–ს ქუჩა N....-ში მდებარე N.. ნაქირავებ ბინაში, მასთან მივიდა გ. გ–ე ორ უცნობ პირთან ერთად. გააღვიძეს დარტყმით, თუმცა, არ იცის, ვინ გააღვიძა ძალის გამოყენებით. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ბინიდან მათ გაჰყვა მისივე შეთავაზებით და ნებით, ასევე, თავისი ნებით გაჰყვა ქ–ში. გზაში მას გადაადგილება შეზღუდული არ ჰქონია. გზაში რამდენჯერმე გაჩერდნენ და ჰქონდა შესაძლებლობა, ვინმესთვის ენიშნებინა, თუ დახმარება სჭირდებოდა. თვითმხილველი მოწმეების: ლ. ბ–ს, მ. ბ–სა და ზ. ყ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულები, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდნენ ბინაში და მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ო. კ–ეს აღენიშნებოდა დაზიანება და სახეზე სდიოდა სისხლი. დაზარალებული, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაიყვანეს სახლიდან. ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ მოწმეებმა ამოიცნეს მსჯავრდებულები. მოწმე ს. გ–ს ჩვენებით, ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა „ტოიოტა აქვას“ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანაში უკან იჯდა სამი მგზავრი, ჩვეულებრივად ისხდნენ, რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია.
5.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 სექტემბრის N........ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ო. კ–ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლივად და ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა ლ. ფ–მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა დასკვნის სისწორე.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებისაგან განასხვავებს სწორედ გადაადგილების თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულისათვის გადაადგილების შეზღუდვის ფაქტი, კერძოდ: როგორც არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, მსჯავრდებულების ქმედებები შემოიფარგლა დაზარალებულის ნებაზე მხოლოდ ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებით, რამაც აიძულა იგი, ემოქმედა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და ბინიდან გაჰყოლოდა მსჯავრდებულებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება იძულების ხერხით დაზარალებულისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რაც გამორიცხავს ქმედების თავისუფლების უკანონო აღკვეთად კვალიფიკაციას.
5.6. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას იმ პოლიციელების ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებზე, რომლებიც აღწერენ, თუ რა ვითარებაში ნახეს დაზარალებული და რას ამბობდა იგი ბრალდებულების შესახებ, აღნიშნული წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, ცალკე აღებული ის გარემოება, რომ დაზარალებული იჯდა ავტომობილის უკანა სავარძელზე, თავისთავად ვერ ადასტურებს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს.
5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისა და გ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება დაზარალებულ ზ. ყ–ს ჩვენებით, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 19 აგვისტოს იგი იმყოფებოდა ქ. თ–ში, ყ–ს ქუჩაზე. ეზოში, სადარბაზოსთან, ეყენა ავტომანქანა, სადაც ჩაუჯდა სამი პირი - ორი უკან და ერთი - წინ. უკან მჯდომმა პირმა ჰკითხა ო. კ–ს შესახებ. ამის შემდეგ, უკანა სავარძელზე მყოფმა პირმა გადაუჭირა ყელზე ღვედი და დაემუქრა, მის გვერდით მყოფს კი გაშლილი დანა ეჭირა ხელში. ამ დროს მან განიცადა შიში და უთხრა, რომ ო. კ–ე იმყოფებოდა ბინაში. ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულმა ამოიცნო კ. ს–ე, პირი, რომელიც ავტომანქანაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - უკანა მხრიდან კისერზე მოახვია ღვედი და უთხრა, რომ მოახრჩობდა, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კ. ს–ს დაზარალებულის ავტომანქანაში ყოფნის ფაქტი დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 12 ოქტომბრის N......... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. ქ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ბრალდების მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების - ო. კ–ს, გ. გ–ს, ს. ქ–ს, მ. ქ–ს და თავად გ. ქ–ს ურთიერთთანხვდენილი და დამაჯარებელი ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. ქ–ე გ. გ–ს თხოვნით დახვდა მათ ქ–ს შესასვლელთან და მისთვის უცნობი იყო მათი გადაადგილების, ქმედებებისა და ო. კ–სა და გ. გ–ეს შორის არსებული ვალდებულების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას გ. ქ–ს გამართლების ნაწილშიც.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელისა და მსჯავრდებულ კ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. რ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე