საქმე N010142221700367486
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №6აგ-22 22 ივნისი, 2022 წელი
ჭ–ე გ., 6აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ. ჭ–ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
3. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ნაწილობრივ შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და გ. ჭ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 23 წლით თავისუფლების აღკვეთა;
10. გ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2002 წლის 22 მაისიდან.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 4 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენი.
12. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ. ჭ–ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში გამართლდა.
13. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-59-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და გ. ჭ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა;
20. გ. ჭ–სეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2002 წლის 22 მაისიდან.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გ. ჭ–ს მიმართ.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
23. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ჭ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 25 წლით თავისუფლების აღკვეთა;
32. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ჭ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა;
33. გ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 8 თებერვლიდან.
34. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 25 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ჭ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 26 წლით, 1 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.
35. გ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 18 აპრილიდან.
36. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 10 თებერვალს მოქმედი რედაქცია, 2006 წლის 28 აპრილის კანონი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 30 წლით თავისუფლების აღკვეთის და ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილები - 30 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
37. გ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
38. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ. ჭ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ჯ–სის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
40. 2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ჭ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
41. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ჭ–ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა - 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო - 2007 წლის 27 ნოემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
43. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით გ. ჭ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. ჭ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
44. 2021 წლის 23 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ–მ და ითხოვა გ. ჭ–ს მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.
45. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
46. 2022 წლის 13 იანვარს მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. დ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 განჩინება და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შუამდგომლობის განსახილველად დაშვება. კასატორის განმარტებით, გ. ჭ–ე დააკავეს 2002 წლის 22 მაისს, რის შემდეგაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. 2003 წლის 24 ივლისს მის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, მითითებული განაჩენის გამოტანამდე, მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რის გამოც იგი გაასამართლეს 2004 წლის 14 დეკემბერს და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2002 წლის 22 მაისიდან, შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა იმ დროს მოქმედი კანონი, რომლის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო დაკავების დღიდან. იმის გამო, რომ გ. ჭ–სემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს კვლავ ჩაიდინა ახლი დანაშაული, მის მიმართ 2007 წლის 8 თებერვალს, 18 აპრილსა და 27 ნოემბერს გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები, თუმცა, ყველა ახლად მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ეწყებოდა თავიდან, რაც არ იყო კანონიერი და სამართლიანი. გარდა ამისა, გ. ჭ–ს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული აქვს - 24 წლით, 10 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, მას სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ვადა, რადგან თუ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება 2007 წლის 27 ნოემბრიდან, ის სასჯელის სახით მოიხდის არა 24 წელს, 10 თვეს და 23 დღეს, არამედ - 30 წელზე მეტს, რადგან დაკავებულია 2002 წლის 22 მაისს და მას შემდეგ სასჯელს იხდის შესაბამის დაწესებულებაში. 2003 წლის 24 ივლისის განაჩენის გამოტანისას, ასევე, მის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას ჩადენილი დანაშაულების დროს მოქმედი კანონმდებლობით, გ. ჭ–ს განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელების მოხდის ვადა უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გ. ჭ–მ 2013 წელს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვა, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 2013 წლის 19 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იმსჯელა მხოლოდ 2013 წლის 17 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების ფარგლებში და არ გადაამოწმა, სწორად ჰქონდა თუ არა სასამართლოს დათვლილი სასჯელი, ან მისი ათვლის პერიოდი და განმარტა, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში არსებულ გარემოებებზე, რაც არის არასწორი, რადგან ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა გადაისინჯოს იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული გამოიწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. გ. ჭ–ე სასჯელს იხდის 2002 წლის 22 მაისიდან და მიუხედავად იმისა, რომ მას საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული აქვს - 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ გათავისუფლდება 2032 წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული სასჯელის ვადა აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული, ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა უნდა აითვალოს პირის დაკავების დღიდან.
47. 2022 წლის 17 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მ. დ–მ და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა.
48. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. დ–ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ და აღუდგა გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამარლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
5. მოცემულ შემთხვევაში, გ. ჭ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ, მე-4 ნაწილში მიეთითა, რომ ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში განხორციოელებული ცვლილებების გათვალისწინებით გადაისინჯა გ. ჭ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენები, თუმცა მსჯელობის მიღმა იქნა დატოვებული ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება საბოლოო სასჯელში იმ სასჯელის ჩათვლის შესახებ რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გ. ჭ–სის მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს;
3. მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ გ. ჭ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე