Facebook Twitter

¹ 3კ-1411-02 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: მეზობელ ნაკვეთზე არსებული ნაგებობის გადატანა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 აგვისტოს ჯ. ჯ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “თ.-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლის კედელთან მიდგმული ელექტროგამანაწილებელი ჯიხურის გადატანა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ჯიხური არის ტექნიკურად გამართული და მისგან არ შეიძლება გამომდინარეობდეს საფრთხე, ხოლო თუ მოსარჩელე დაინტერესებულია გადაიტანოს ჯიხური, მაშინ, ეს მან უნდა საკუთარი ხარჯებით მოახდინოს.

2000წ. 2 ოქტომბრის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ჯ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა სს “თ.-ს” გადაიტანოს თავისი ხარჯებით ... მდებარე სახლზე მიდგმული ¹... ელექტროგამანაწილებელი ჯიხური, ქვესადგური, სახლიდან მოშორებით უსაფრთხო ადგილას.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

2003წ. 23 ივლისს მხარეებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. სს “თ.-ი” უზრუნველყოფს ქ. თბილისში ... მდებარე სატრანსფორმატორო ჯიხურს ¹... კაპიტალურ შეკეთებას, მხარეებზე განჩინების ჩაბარებიდან 3 კალენდარული თვის განმავლობაში.

2. სს “თ.-ი” ამავე სატრანსფორმატორო ჯიხურში არსებულ ტრანსფორმატორს შეცვლის ე.წ. მშრალი-უზეთო ტრანსფორმატორით, იმგვარად, რომ დაცული იქნა ხმაურისა და ელექტრომაგნიტური ველის დასაშვები ნორმები.

3. სს “თ.-ი” უზრუნველყოფს, რომ ამავე სატრანსფორმატორო ჯიხურში მუდმივად არსებობდეს ე.წ. მშრალი-უზეთო ტრანსფორმატორი და დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

4. ჯ. ჯ.-ს უფლება აქვს, რომ სს “თ.-ის” საკუთარ, მიწის ნაკვეთზე არსებულ სატრანსფორმატორო ჯიხურს ¹..., მდებარე ..., საკუთარი ხარჯებით დააშენოს ან მიაშენოს ნებისმიერი ფორმის შენობა-ნაგებობა, სამშენებლო წესებისა და ნორმების და ელ. დანადგართა მოწყობის წესების დაცვით იმგვარად, რომ არ გამოირიცხოს ან შეიზღუდოს აღნიშნულ სატრანსფორმატორო ჯიხურთან მისვლა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.

მხარეებმა მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მხარეთა მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

პალატა თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც იგი უნდა დამტკიცდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. სს “თ.-ი” უზრუნველყოფს ქ. თბილისში ... მდებარე სატრანსფორმატორო ჯიხურს ¹... კაპიტალურ შეკეთებას, მხარეებზე განჩინების ჩაბარებიდან 3 კალენდარული თვის განმავლობაში.

2. სს “თ.-ი” ამავე სატრანსფორმატორო ჯიხურში არსებულ ტრანსფორმატორს შეცვლის ე.წ. მშრალი-უზეთო ტრანსფორმატორით, იმგვარად, რომ დაცული იქნა ხმაურისა და ელექტრომაგნიტური ველის დასაშვები ნორმები.

3. სს “თ.-ი” უზრუნველყოფს, რომ ამავე სატრანსფორმატორო ჯიხურში მუდმივად არსებობდეს ე.წ. მშრალი-უზეთო ტრანსფორმატორი და დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

4. ჯ. ჯ.-ს უფლება აქვს, რომ სს “თ.-ის” საკუთარ, მიწის ნაკვეთზე არსებულ სატრანსფორმატორო ჯიხურს ¹7459, მდებარე ..., საკუთარი ხარჯებით დააშენოს ან მიაშენოს ნებისმიერი ფორმის შენობა-ნაგებობა, სამშენებლო წესებისა და ნორმების და ელ. დანადგართა მოწყობის წესების დაცვით იმგვარად, რომ არ გამოირიცხოს ან შეიზღუდოს აღნიშნულ სატრანსფორმატორო ჯიხურთან მისვლა და დანიშნულებისამებრ გამოყენება.

მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განჩინება მიექცეს იძულებით აღსასრულებლად.

მხარეებს განემარტოთ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.