საქმე # 330100121004821800
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№763აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი
ნ-ა ნ, 763აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ის განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განაჩენით:
1.1. ნ. ნ-ა, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმა 1000 ლარი.
1.3. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ნ. ნ-ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
1.4. ნ. ნ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 16 მარტიდან, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა - ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან. ამასთან, ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.
1.5. ნ. ნ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით:
2.1. მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ტ-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
4. 2022 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ტ-მ წარმოდგენილი განცხადებით იშუამდგომლა - არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი და ითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.
6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული მის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე