საქმე # 330100120003860919
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №337აპ-22 ქ. თბილისი
თ. ზ., 337აპ-22 20 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილისა და მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ბ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენზე ზ. თ–ს მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ზ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებიდან ამოერიცხოს სქესისა და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა);
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ზ. თ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
ზ. თ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე