საქმე # 140100115003980316
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №336აპ-22 ქ. თბილისი
მ. მ. 336აპ-22 5 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. მ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით (ხუთი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ათი ეპიზოდი); სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი); სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
1.2. ვ. ს–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი); თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით (ექვსი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (ოთხი ეპიზოდი); სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი);
1.3. ა. მ–სს, დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი); თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი);
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
2.1. მ. მ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2014 წლის 3 თებერვალს, მ. მ–სემ, ქეთი მ–სთან ერთად და მისი მეშვეობით, რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა „TOYOTA-ს“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ....... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. ტექნიკური პასპორტის და ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც ავტომობილი ეკუთვნოდა მ. მ–სეს, განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... მ. მ–მ 2014 წლის 5 თებერვალს, ქ. თ–ში მდებარე შპს „ბ–ს“ ოფისში აიღო სესხი - 20 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რის შემდეგაც მ. მ–მ ავტომობილი დაარეგისტრირა შპს „ბ–ზე“ ნომრით - ..... გამოძიებით დაუდგენელ დროს, მ. მ–მ ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ........ გაიყვანა საქართველოდან რ–ს ფედერაციაში.
2. 2014 წლის 9 მარტს, მ. მ–ის თხოვნით, ლ. შ–მ რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა „MERSEDES BENZ-ის“ მარკის ავტომობილი, რ-ი სანომრე ნიშნით: ....... მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ-ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ, მ. მ–სე დაუკავშირდა ა. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა მ. მ–ს. ტექნიკური პასპორტის და მინდობილობის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, ავტომობილი ნ. რ–მა მინდობილობით გადასცა მ. მ–სეს, 2014 წლის 24 მაისს განახორციელა აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია ა. მ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ...... ა. მ–სმა მ. მ–თან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 24 მაისს ქ. თ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე შპს „.........ს“ ოფისში აიღო სესხი - 12 500 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 24 იანვარს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ........ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
3. 2014 წლის 1 ივლისს, მ. მ–მ რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა „TOYOTA-ს“ მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ........ 2014 წლის 7 ივლისს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ..... მ. მ–მ განიზრახა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. 2014 წლის 8 ივლისს და 4 აგვისტოს, ქ. თ–ში მდებარე შპს „........ის“ ფილიალში, მ. მ–მ აიღო სესხი სულ 6000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. 2014 წლის 17 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ......... მ. მ–სემ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
4. 2014 წლის 17 ივლისს, მ. მ–სემ ს–ს ტერიტორიაზე შეიძინა „LEXUS-ის“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... მ. მ–სემ განიზრახა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. 2014 წლის 17 ივლისს ქ. თ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე შპს „...............იას“ ოფისში მ. მ–მ აიღო სესხი 10 700 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. 2014 წლის 30 ივლისს, ქ. თ–ში მდებარე შპს „ბ–ს“ ოფისში, მ. მ–მ აიღო სესხი 6150 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც ასევე გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. 2014 წლის 22 აგვისტოს ავტომობილი ქ–ი სანომრე ნიშნით: ........ მ. მ–მ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
5. 2014 წლის 25 მაისს, ვ. ს–მ ს–ს ტერიტორიაზე შეიძინა „LEXUS-ის“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ......... აღნიშნული ავტომობილი 2014 წლის 27 მაისს ქ-ი სანომრე ნიშნით: ......., ვ. ს–მ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციაში დარეგისტრირებული იქნა დაუდგენელ პირზე, რის შემდეგაც მას მიენიჭა რ–ი სანომრე ნიშანი: ........... 2014 წლის 20 ოქტომბერს ავტომობილი ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სემ მ. მ–სთან ერთად, რ–ი სანომრე ნიშნით: ......... მ. მ–მ და ვ. ს–მ განიზრახეს აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინათ სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანათ რ-ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარათ, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდნენ სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე და მ. მ–სე დაუკავშირდნენ ა. მ–სს და შეუთანხმდნენ მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდნენ მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა ვ. ს–სეს და მ. მ–სეს. 2014 წლის 21 ოქტომბერს, მ. მ–სთან და ვ. ს–სთან შეთანხმებისამებრ, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ..... ამ უკანასკნელმა ასევე ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ა. წ–ს გამზირი №...-ში მდებარე სს „.... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–მა გადასცა ვ. ს–ს და მ. მ–ს, რის შემდეგაც ვ. ს–სე და მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლნენ რა სესხის თანხას, 2014 წლის 24 ოქტომბერს, ავტომობილი რ–ი სანომრე ნიშნით: ..... მ. მ–სემ ვ. ს–თან ერთად გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
6. 2014 წლის 29 ოქტომბერს, მ. მ–სემ ვ. ს–თან ერთად, რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა „TOYOTA-ს“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ....... ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ავტომობილი ს. ვ–მა მიჰყიდა მ. მ–ს, 2014 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–ე დაუკავშირდა ა. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა მ. მ–ს. 2014 წლის 30 ოქტომბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ა. მ–ზე, რომელმაც მ.მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 30 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ა. წ–ს გამზირი №...-ში მდებარე სს „......... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–სმა გადასცა მ. მ–სეს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 31 ოქტომბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ....... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
7. 2014 წლის 2 ნოემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ი–გან“ იქირავა ა. ი–ზე რეგისტრირებული „BMW-ს“ მარკის ავტომობილი, რ-ი სანომრე ნიშნით: ........... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს-ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 5 ნოემბერს. მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე შეუთანხმდა მის ცოლს - ე. ა–ს, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოს და ავტომობილი ა. ი–სგან შეიძინა მ. მ–მ, 2014 წლის 6 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ...... 2014 წლის 7 ნოემბერს განხორციელდა ავტომობილის რეგისტრაცია ე. ა–ზე. ე. ა–მა მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 7 ნოემბერს, ქალაქ თ–ში, მ–ის ქ. N..-ში მდებარე სს „........ის“ ოფისში აიღო სესხი 13000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რის შემდეგაც, მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 7 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ...... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
8. 2014 წლის 2 ნოემბერს ვ. ს–მ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „........სგან“ იქირავა ,,AUDI-ის" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 4 ნოემბერს. 2014 წლის 5 ნოემბერს, მანვე ავტომობილი ისევ გადაიყვანა რ–ს ფედერაციაში, ხოლო 2014 წლის 8 ნოემბერს, ისევ შემოიყვანა ს–ს ტერიტორიაზე. მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–ე დაუკავშირდა ა. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოს და ავტომობილი 2014 წლის 9 ნოემბერს, „.......სგან“ შეიძინა მ. მ–მ, 2014 წლის 11 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .......... ა. მ–სმა მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 12 ნოემბერს, ქალაქ თ–ში მდებარე შპს „......ის“ ფილიალში აიღო სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–მა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 13 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ....... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
9. 2014 წლის 9 ნოემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის -„ი–სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ........... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 17 ნოემბერს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ს. ჩ–სგან შეიძინა მ. მ–სემ, 2014 წლის 18 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .......... მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე შეუთანხმდა მისი ცოლის ძმას - ლ. ა–ს, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად. 2014 წლის 18 ნოემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ლ. ა–ზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ რ–ში მდებარე შპს „......ის“ ფილიალში აიღო სესხი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას. 2014 წლის 19 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
10. 2014 წლის 15 ნოემბერს ვ. ს–სემ, რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „.......სგან“ იქირავა ,,MERSEDES BENZ-ის" მარკის ავტომობილი, რ-ი სანომრე ნიშნით: ............ აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 19 ნოემბერს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი „.......სგან“ შეიძინა მ. მ–მ, 2014 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ..... მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ-ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2014 წლის 25 ნოემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–ზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 26 ნოემბერს ქალაქ თ–ში, პ–ს გამზირი N..-ში მდებარე სს „......... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 11000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–მა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 27 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ......... მ. მ–სის თხოვნით, რ. დ–მა გაიყვანა ს–ნ რ–ს ფედერაციაში.
11. 2014 წლის 6 დეკემბერს ვ. ს–მ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ი–სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ........... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 9 დეკემბერს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ი. შ–მა მიჰყიდა მ. მ–ს, 2014 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ...... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ-ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2015 წლის 15 დეკემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე, რომელმაც ასევე მ. მ–სთან შეთანხმებისამებრ, 2014 წლის 16 დეკემბერს, ქ. თ–ში მდებარე შპს „........ოს“ ოფისში აიღო სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა შპს „..........ოზე“. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა მ. მ–სეს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 16 დეკემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
12. 2014 წლის 17 დეკემბერს ვ. ს–მ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „.........სგან“ იქირავა დ. ტ–ზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ-ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–მ მ. მ–სთან ერთად 2014 წლის 20 დეკემბერს. ყალბი მინდობილობის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი დ. ტ–მა მინდობილობით გადასცა მ. მ–სეს, 2014 წლის 24 დეკემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .......... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2014 წლის 24 დეკემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე, რომელმაც ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 25 დეკემბერს, ქ. თ–ში, პ–ს გამზირზე მდებარე შპს „.........ის“ ფილიალში აიღო სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–მა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 25 დეკემბერს, ავტომობილი ვ. ს–სემ ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ........... გაიყვანა ს–ნ რ–ს ფედერაციაში.
13. 2014 წლის 18 დეკემბერს რ. დ–მა, რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - ,,.....სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ........... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა რ. დ–მა მ. მ–სის თხოვნით 2014 წლის 25 დეკემბერს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი დ–მ მიჰყიდა მ. მ–სეს, 2014 წლის 29 დეკემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2014 წლის 29 დეკემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბერს, ქ. თ–ში მდებარე ი.მ. „.........ის“ ფილიალში აიღო სესხი 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–მა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 29 დეკემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ....... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
14. 2014 წლის 26 დეკემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „........სგან“ იქირავა ბ. კ–ზე რეგისტრირებული ,,TOYOTA-ს" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ....... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ 2014 წლის 30 დეკემბერს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ლ. ტ–მ მიჰყიდა მ. მ–ს, 2014 წლის 30 დეკემბერს მოახდინა მისი რეგისტრაცია თავის სახელზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2015 წლის 30 დეკემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–ზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ.მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბერს ქ. თ–ში, .......–ს გამზირზე მდებარე ი.მ. „..........ის“ ფილიალში აიღო სესხი 11 600 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 3 იანვარს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: .......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
15. 2015 წლის 27 თებერვალს ი. პ–მა რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის „.........სგან“ იქირავა დ. ლ–ზე რეგისტრირებული „TOYOTA-ს“ მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ........ აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ ა. ლ–თან ერთად და მისი მეშვეობით 2015 წლის 3 მარტს, ყალბი მინდობილობის გამოყენებით, რომლის თანახმადაც თითქოსდა დ. ლ–მა ავტომობილი გენერალური მინდობილობის საფუძველზე, გადასცა მ. მ–ს. 2015 წლის 5 მარტს ფიქტიური ხელშეკრულებით მიჰყიდა იგი ა. მ–ს, იმავე დღეს, ა. მ–მა ავტომობილი ფიქტიური ხელშეკრულებით მიჰყიდა ისევ მ. მ–ს, რის შემდეგაც განხორციელდა მისი რეგისტრაცია და ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........... იმავე დღეს, ა. მ–სმა მინდობილობის მეშვეობით მოახდინა აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია მ. მ–სისგან მიხეილ ხაბელოვზე. მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–ე დაუკავშირდა ე. ე–ს და შეუთანხმდა მას, რომ მიანიჭებდა მინდობილობას ზემოაღნიშნული ავტომობილის განკარგვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ე. ე–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2015 წლის 7 მარტს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად ე. ენგიბარიანმა ავტომობილი დაარეგისტრირა ქ. თ–ში, ქ–ს ქ. №..-ში მდებარე შპს „ა–ე“ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ე. ე–ს გადაეცა ავტომობილის ღირებულება - 8 000 აშშ დოლარი, აღნიშნულის შემდეგ კომპანიასთან გააფორმა გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ავტომობილი მფლობელობაში გადაეცა მას, ხოლო 11 450 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ მოახდენდა ისევ მის გამოსყიდვას. ე. ე–მა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „.....გან“ მიღებული თანხა - 8 000 აშშ დოლარი გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, იმავე დღეს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
16. 2015 წლის 9 მარტს ი. პ–მა რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ფ–სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული „BMW-ს“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2015 წლის 11 მარტს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ავტომობილი დ. ლ–მა მიჰყიდა მ. მ–ს, 2015 წლის 16 მარტს მოახდინა მისი რეგისტრაცია თავის სახელზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ 2015 წლის 17 მარტს, ა. მ–მა მინდობილობის მეშვეობით მოახდინა აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია მ. მ–სგან მ. ხ–ზე. მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა გ. ც–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას გ. ც–ე გადასცემდა მ. მ-ს. 2015 წლის 17 მარტს, მ. მ–სთან შეთანხმებისამებრ, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა გ. ც–ზე, რომელმაც მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2015 წლის 18 მარტს, ქ. თ–ში, ........–ს გამზირი №..-ში მდებარე სს „..... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 25 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა გ. ც–მ გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 18 მარტს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ....... გაიყვანა საქართველოდან რ–ს ფედერაციაში.
17. 2015 წლის 3 იანვარს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ი–გან“ იქირავა ამავე იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული „......“ მოდელის ავტომანქანა (..........., გამოშვების წელი: 2013, რ–ს ფედერაციის სანომრე ნიშნით: .........). ვ. ს–ს განზრახული ჰქონდა რა მ. მ–ს დახმარებით მიეთვისებინა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა დიდი ოდენობით - 70 000 ლარად ღირებული „....“ მოდელის ავტომანქანა, მან მ. მ–სის დახმარებით, 2015 წლის 9 იანვარს შემოიყვანა ზემოაღნიშნული ავტომანქანა ს–ში. 2015 წლის 12 იანვარს, მ. მ–სემ ყალბი ტექნიკური პასპორტის (№..........) გამოყენებით „BMW 520I“ მოდელის ავტომანქანა დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე, რის შემდგომაც ავტომანქანას მიენიჭა ს–ს სახელმწიფო სანომრე ნიშანი: .......... 2015 წლის 12 იანვარს ვ. ს–სემ მ. მ–ს დახმარებით აღნიშნული ავტომანქანა ფორმალურად, გადააფორმა ა. მ–სის სახელზე, ხოლო 2015 წლის 15 იანვარს ავტომანქანა გაასხვისა კ. მ–სზე. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად იურიდიულ პირს - „იკარს“ მიადგა 70 000 ათასი ლარის ოდენობის ზიანი.
18. 2015 წლის 15 აპრილს მ. მ–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „.......სგან“ იქირავა „AUDI A4“ მარკის ავტომობილი (.........., გამოშვების წელი: 2014, რ––ი სანომრე ნიშნით: ...........), რომელიც 2015 წლის 20 აპრილს რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სის დახმარებით. მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა რა ვ. ს–სის დახმარებით მიეთვისებინა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა დიდი ოდენობით - 63000 ლარად ღირებული „AUDI A4“ მოდელის ავტომანქანა, მასსა და ა. ს–ს შორის გაფორმდა 2015 წლის 18 აპრილით დათარიღებული ფიქტიური ხელშეკრულება, სადაც მ. მ–სის, როგორც „AUDI A4” მოდელის ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობის განმსაზღვრელ დოკუმენტად გამოყენებული იქნა ყალბი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სერტიფიკატი (№........). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სერტიფიკატის გამოყენებით „AUDI A4” მოდელის ავტომანქანა საკუთრებაში გადაეცა ვ. ს–ს, რის შემდეგაც ავტომანქანას მიენიჭა ს–ს სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ........ 2015 წლის 21 აპრილს მ. მ–სემ ვ. ს–სის დახმარებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა გაასაღა დავით გოგლიძეზე. მოცემული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, იურიდიულ პირს - „რ–ს“ მიადგა 63 000 ლარის ოდენობის ზიანი.
19. 2015 წლის 15 აპრილს, მ. მ–სემ ვ. ს–სის დახმარებით, რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა რ–ს ფედერაციის მოქალაქის - მ. ს–ს კუთვნილი „BMW 320“ მარკის ავტომანქანა (..........., გამოშვების წელი: 2014, რ––ი სანომრე ნიშნით: .........).
მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა რა ვ. ს–ს დახმარებით მიეთვისებინა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა დიდი ოდენობით - 56 000 ლარად ღირებული „BMW 320“ მარკის ავტომანქანა, 2015 წლის 22 აპრილს ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ვ. ს–მ მ. მ–სთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე და ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: –. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მ. ს–ს მიადგა 56 000 ლარის ოდენობის ზიანი.
2.2. ვ. ს–სის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2014 წლის 25 მაისს, ვ. ს–მ ს–ს ტერიტორიაზე შეიძინა „LEXUS-ის“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ აღნიშნული ავტომობილი 2014 წლის 27 მაისს ქ–ი სანომრე ნიშნით: ......, ვ. ს–სემ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციაში დარეგისტრირებული იქნა დაუდგენელ პირზე, რის შემდეგაც მას მიენიჭა რ––ი სანომრე ნიშანი: .......... 2014 წლის 20 ოქტომბერს ავტომობილი ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–მ მ. მ–სთან ერთად, რ–ი სანომრე ნიშნით: .......... მ. მ–სემ და ვ. ს–სემ განიზრახეს აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინათ სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანათ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარათ, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდნენ სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–ე და მ. მ–ე დაუკავშირდნენ ა. მ–სს და შეუთანხმდნენ მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდნენ მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა ვ. ს–სეს და მ. მ–სეს. 2014 წლის 21 ოქტომბერს, მ. მ–სთან და ვ. ს–სთან შეთანხმებისამებრ, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ............ ამ უკანასკნელმა ასევე ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, .........ს გამზირი №...-ში მდებარე სს „......... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–სმა გადასცა ვ. ს–ს და მ. მ–ს, რის შემდეგაც ვ. ს–სე და მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლნენ რა სესხის თანხას, 2014 წლის 24 ოქტომბერს, ავტომობილი რ––ი სანომრე ნიშნით: ......... მ. მ–მ ვ. ს–სთან ერთად გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
2. 2014 წლის 2 ნოემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის -„.......სგან“ იქირავა ,,AUDI-ის" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ....... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 4 ნოემბერს. 2014 წლის 5 ნოემბერს, მანვე ავტომობილი ისევ გადაიყვანა რ–ს ფედერაციაში, ხოლო 2014 წლის 8 ნოემბერს, ისევ შემოიყვანა ს–ს ტერიტორიაზე. მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა ა. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოს და ავტომობილი 2014 წლის 9 ნოემბერს, „.......სგან“ შეიძინა მ. მ–მ, 2014 წლის 11 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ ა. მ–მა მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 12 ნოემბერს, ქალაქ თ–ში მდებარე შპს „......ის“ ფილიალში აიღო სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–სმა გადასცა მ. მ–სეს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 13 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ........... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
3. 2014 წლის 9 ნოემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის -„ი–სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ 2014 წლის 17 ნოემბერს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ს. ჩ–სგან შეიძინა მ. მ–სემ, 2014 წლის 18 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე შეუთანხმდა მისი ცოლის ძმას - ლ. ა–ს, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად. 2014 წლის 18 ნოემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ლ. ა–ზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ რ–ში მდებარე შპს „......ის“ ფილიალში აიღო სესხი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას. 2014 წლის 19 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ........ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
4. 2014 წლის 15 ნოემბერს ვ. ს–სემ, რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „.......სგან“ იქირავა ,,MERSEDES BENZ-ის" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ 2014 წლის 19 ნოემბერს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი „.......სგან“ შეიძინა მ. მ–სემ, 2014 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ-ს. 2014 წლის 25 ნოემბერს, მ.მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 26 ნოემბერს ქალაქ თ–ში, .......ს გამზირი N..-ში მდებარე სს „......... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 11000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 27 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ........... მ. მ–სის თხოვნით, რ. დ–მ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
5. 2014 წლის 20 ნოემბერს, ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის „ი–სგან“ იქირავა ე. ლ–ზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი –ნ–თან ერთად და მისი მეშვეობით 2014 წლის 24 ნოემბერს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ე. ლ–მ მიჰყიდა რ. დ–ს, 2014 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია რ. დ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .......... ვ. ს–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე დაუკავშირდა კ. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა ვ. ს–ს. 2014 წლის 26 ნოემბერს, ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე, რომელმაც ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 27 ნოემბერს, ქ. თ–ში, ........ის გამზირზე მდებარე შპს „...........ის“ ფილიალში აიღო სესხი 12 650 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა ვ. ს–სეს, რის შემდეგაც ვ. ს–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 27 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ......... გაიყვანა საქართველოდან რ–ს ფედერაციაში.
6. 2014 წლის 29 ნოემბერს ვ. ს–მ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „..........გან“ იქირავა ბ. კ–ზე რეგისტრირებული ,,MAZDA-ს" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: .......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სემ 2014 წლის 4 დეკემბერს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ბ. კ–მა მიჰყიდა ვ. ს–ს, 2014 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია ვ. ს–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ......... ვ. ს–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე დაუკავშირდა კ. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა ვ. ს–ს. 2014 წლის 4 დეკემბერს, ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე, რომელმაც ასევე ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 4 დეკემბერს, ქ. თ–ში, ა. .......ის გამზირი N..-ში მდებარე სს „...... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–მა გადასცა ვ. ს–ს, რის შემდეგაც ვ. ს–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 5 დეკემბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: .......... მ. მ–სთან ერთად გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
7. 2014 წლის 6 დეკემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ი–სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ 2014 წლის 9 დეკემბერს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ი. შ–მა მიჰყიდა მ. მ–ს, 2014 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .......... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2015 წლის 15 დეკემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–ზე, რომელმაც ასევე მ. მ–სთან შეთანხმებისამებრ, 2014 წლის 16 დეკემბერს, ქ. თ–ში მდებარე შპს „........ოს“ ოფისში აიღო სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა შპს „ა–ზე“. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 16 დეკემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ........ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
8. 2014 წლის 17 დეკემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ი–გან“ იქირავა დ. ტ–ზე რეგისტრირებული ,,BMW-ს" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ........ აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სემ მ. მ–სესთან ერთად 2014 წლის 20 დეკემბერს. ყალბი მინდობილობის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი დ. ტ–მა მინდობილობით გადასცა მ. მ–სეს, 2014 წლის 24 დეკემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–სეზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ-ს. 2014 წლის 24 დეკემბერს, მ.მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე, რომელმაც ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 25 დეკემბერს, ქ. თ–ში, .....ს გამზირზე მდებარე შპს „.........ის“ ფილიალში აიღო სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა მ. მ–სეს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 25 დეკემბერს, ავტომობილი ვ. ს–სემ ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ...... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
9. 2014 წლის 26 დეკემბერს ვ. ს–მ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „.......გან“ იქირავა ბ. კ–ზე რეგისტრირებული ,,TOYOTA-ს" მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ....... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ 2014 წლის 30 დეკემბერს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი ლ. ტ–მ მიჰყიდა მ. მ–სეს, 2014 წლის 30 დეკემბერს მოახდინა მისი რეგისტრაცია თავის სახელზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა კ. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას კ. მ–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2015 წლის 30 დეკემბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა კ. მ–სზე. ამ უკანასკნელმა ასევე მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბერს ქ. თ–ში, ........ის გამზირზე მდებარე ი.მ. „..........ის“ ფილიალში აიღო სესხი 11 600 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა კ. მ–სმა გადასცა მ. მ–სეს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 3 იანვარს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ........... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
10. 2015 წლის 20 იანვარს, ვ. ს–სემ ს–ს ტერიტორიაზე შეიძინა „PORSCHE-ს“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ......... ვ. ს–მ განიზრახა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. 2015 წლის 22 იანვარს ქ. თ–ში, ა. .........ის გამზირზე მდებარე ი.მ. „.........ეს“ ფილიალში ვ. ს–სემ აიღო სესხი 5 300 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. 2015 წლის 22 იანვარს ავტომობილი ქ–ი სანომრე ნიშნით: ....... ვ. ს–სემ ს. ჩ–სთან ერთად და მისი მეშვეობით გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
11. 2015 წლის 31 მარტს ი. პ–მა რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ფლაი ავტოსგან“ იქირავა დ. ლ–ზე რეგისტრირებული „AUDI-ს“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ........... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სემ ვ. კ–თან ერთად და მისი მეშვეობით 2015 წლის 2 აპრილს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი დ. ლ–გან შეიძინა ვასილ კოლიევმა, 2015 წლის 2 აპრილს ვ. ს–სის თხოვნით განხორციელდა მისი რეგისტრაცია ვ. კ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... ვ. ს–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე დაუკავშირდა გ. პ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას გ. პ–ი გადასცემდა ვ. ს–ს. 2015 წლის 2 აპრილს, ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა გ. პ–ზე, რომელმაც ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2015 წლის 3 აპრილს, ქ. თ–ში მდებარე შპს „........ის“ ოფისში აიღო სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა გ. პ–მა გადასცა ვ. ს–ს, რის შემდეგაც ვ. ს–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 4 აპრილს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ........ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
12. 2014 წლის 12 აპრილს, ვ. ს–სემ ს–ს ტერიტორიაზე შეიძინა „VOLKSWAGEN-ის“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ...... ვ. ს–მ განიზრახა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე დაუკავშირდა გ. ც–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას გ. ც–ე გადასცემდა ვ. ს–ს. 2015 წლის 11 აპრილს, ვ. ს–სთან შეთანხმებისამებრ ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა გ. ც–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... გ. ც–მ ვ. ს–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2015 წლის 14 აპრილს ქ. თ–ში, ..........ის გამზირი №..-ში მდებარე სს „..... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 700 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა გ. ც–მ გადასცა ვ. ს–სეს, რის შემდეგაც ვ. ს–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 16 აპრილს, ავტომობილი ქართული სანომრე ნიშნით: .... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
13. 2015 წლის 6 აპრილს ი. პ–მა რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ევრო ავტო რუსისგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული „MERSEDES BENZ-ის“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ი. პ–მა ვ. ს–სის თხოვნით, 2015 წლის 15 აპრილს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი მინდობილობის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ავტომობილი გ. მ–მა მინდობილობით გადასცა ვ. ს–სეს, 2015 წლის 15 აპრილს განხორციელდა მისი რეგისტრაცია ვ. ს–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ ვ. ს–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე დაუკავშირდა გ. ც–მეს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას გ. ც–ე გადასცემდა ვ. ს–ს. 2015 წლის 15 აპრილს, ვ. ს–სთან შეთანხმებისამებრ ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა გ. ც–ზე, რომელმაც ვ. ს–თან შეთანხმების შესაბამისად, 2015 წლის 16 აპრილს, ქ. თ–ში მდებარე შპს „.......ის“ ოფისში აიღო სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა გ. ც–მემ გადასცა ვ. ს–სეს, რის შემდეგაც ვ. ს–ს მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 16 აპრილს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ....... ვ. ს–ს თხოვნით ი. პ–მა გაიყვანა საქართველოდან რ–ს ფედერაციაში.
14. 2015 წლის 3 იანვარს ვ. ს–მ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „ი–გან“ იქირავა ამავე იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრირებული „BMW 520I“ მოდელის ავტომანქანა (........., გამოშვების წელი: 2013, რ–ს ფედერაციის სანომრე ნიშნით: ..........). ვ. ს–სეს განზრახული ჰქონდა რა მ. მ–სის დახმარებით მიეთვისებინა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა დიდი ოდენობით - 70 000 ლარად ღირებული „BMW 520I“ მოდელის ავტომანქანა, მან მ. მ–სის დახმარებით, 2015 წლის 9 იანვარს შემოიყვანა ზემოაღნიშნული ავტომანქანა ს–ში. 2015 წლის 12 იანვარს, მ. მ–მ ყალბი ტექნიკური პასპორტის (№..........) გამოყენებით „BMW 520I“ მოდელის ავტომანქანა დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე, რის შემდგომაც ავტომანქანას მიენიჭა ს–ს სახელმწიფო სანომრე ნიშანი: .......... წლის 12 იანვარს ვ. ს–მ მ. მ–სის დახმარებით აღნიშნული ავტომანქანა ფორმალურად, გადააფორმა ა. მ–სის სახელზე, ხოლო 2015 წლის 15 იანვარს ავტომანქანა გაასხვისა კ. მ–სზე. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად იურიდიულ პირს - „იკარს“ მიადგა 70 000 ათასი ლარის ოდენობის ზიანი.
15. 2015 წლის 15 აპრილს მ. მ–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „.......სგან“ იქირავა „AUDI A4“ მარკის ავტომობილი (..........., გამოშვების წელი: 2014, რ–ი სანომრე ნიშნით: ..........), რომელიც 2015 წლის 20 აპრილს რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სის დახმარებით. მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა რა ვ. ს–სის დახმარებით მიეთვისებინა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა დიდი ოდენობით - 63000 ლარად ღირებული „AUDI A4“ მოდელის ავტომანქანა, მასსა და ა. ს–ს შორის გაფორმდა 2015 წლის 18 აპრილით დათარიღებული ფიქტიური ხელშეკრულება, სადაც მ. მ–სის, როგორც „AUDI A4” მოდელის ავტომანქანის მესაკუთრის ვინაობის განმსაზღვრელ დოკუმენტად გამოყენებული იქნა ყალბი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სერტიფიკატი (№........). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სერტიფიკატის გამოყენებით „AUDI A4” მოდელის ავტომანქანა საკუთრებაში გადაეცა ვ. ს–ს, რის შემდეგაც ავტომანქანას მიენიჭა ს–ს სახელმწიფო სანომრე ნიშანი: ......... 2015 წლის 21 აპრილს მ. მ–სემ ვ. ს–ს დახმარებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა გაასაღა დ. გ–ზე. მოცემული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, იურიდიულ პირს - „რ–ს“ მიადგა 63 000 ლარის ოდენობის ზიანი.
16. 2015 წლის 15 აპრილს, მ. მ–მ ვ. ს–სის დახმარებით, რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა რ–ს ფედერაციის მოქალაქის - მ. ს–ს კუთვნილი „BMW 320“ მარკის ავტომანქანა (.........., გამოშვების წელი: 2014, რ–ი სანომრე ნიშნით: .....). მ. მ–ს განზრახული ჰქონდა რა ვ. ს–ს დახმარებით მიეთვისებინა და საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა დიდი ოდენობით - 56 000 ლარად ღირებული „BMW 320“ მარკის ავტომანქანა, 2015 წლის 22 აპრილს ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ვ. ს–მ მ. მ–სესთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული ავტომანქანა დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე და ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მაქსიმ სუვერინს მიადგა 56 000 ლარის ოდენობის ზიანი.
2.3. ა. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2014 წლის 9 მარტს, მ. მ–სის თხოვნით, ლ. შ–მემ რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა „MERSEDES BENZ-ის“ მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ........ მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ, მ. მ–სე დაუკავშირდა ა. მ–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა მ. მ–ს. ტექნიკური პასპორტის და მინდობილობის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, ავტომობილი ნ. რ–მა მინდობილობით გადასცა მ. მ–სეს, 2014 წლის 24 მაისს განახორციელა აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... ა. მ–სმა მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 24 მაისს ქ.თ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე შპს „კ–ს“ ოფისში აიღო სესხი 12 500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი, რის შემდეგაც მ. მ–ე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 24 იანვარს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: .......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
2. 2014 წლის 25 მაისს, ვ. ს–მ ს–ს ტერიტორიაზე შეიძინა „LEXUS-ის“ მარკის ავტომობილი, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ..... აღნიშნული ავტომობილი 2014 წლის 27 მაისს ქართული სანომრე ნიშნით: ...., ვ. ს–მ გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციაში დარეგისტრირებული იქნა დაუდგენელ პირზე, რის შემდეგაც მას მიენიჭა რ–ი სანომრე ნიშანი: ....... 2014 წლის 20 ოქტომბერს ავტომობილი ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა ვ. ს–სემ მ. მ–სთან ერთად, რ––ი სანომრე ნიშნით: ...... მ. მ–მ და ვ. ს–მ განიზრახეს აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინათ სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანათ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარათ, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდნენ სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ ვ. ს–სე და მ. მ–სე დაუკავშირდნენ ა. მ–სს და შეუთანხმდნენ მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდნენ მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა ვ. ს–სეს და მ. მ–ს. 2014 წლის 21 ოქტომბერს, მ. მ–სთან და ვ. ს–თან შეთანხმებისამებრ, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ....... ამ უკანასკნელმა ასევე ვ. ს–თან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ......ის გამზირი №..-ში მდებარე სს „........ ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–სმა გადასცა ვ. ს–ს და მ. მ–ს, რის შემდეგაც ვ. ს–ე და მ. მ–ე მოტყუებით დაეუფლნენ რა სესხის თანხას, 2014 წლის 24 ოქტომბერს, ავტომობილი რ–ი სანომრე ნიშნით: ........ მ. მ–მ ვ. ს–სთან ერთად გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
3. 2014 წლის 29 ოქტომბერს, მ. მ–სემ ვ. ს–თან ერთად, რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა „TOYOTA-ს“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ..... ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ავტომობილი ს. ვ–მა მიჰყიდა მ. მ–..ს, 2014 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია მ. მ–ზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .... მ. მ–..ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა ა. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–სი გადასცემდა მ. მ-ს. 2014 წლის 30 ოქტომბერს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა ა. მ–სზე, რომელმაც მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 30 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ........ის გამზირი №..-ში მდებარე სს „....... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 15 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–სმა გადასცა მ. მ–სეს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 31 ოქტომბერს, ავტომობილი ისევ რ––ი სანომრე ნიშნით: ......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
4. 2014 წლის 2 ნოემბერს ვ. ს–სემ რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის -„.......სგან“ იქირავა ,,AUDI-ის" მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ........ აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–მ 2014 წლის 4 ნოემბერს. 2014 წლის 5 ნოემბერს, მანვე ავტომობილი ისევ გადაიყვანა რ–ს ფედერაციაში, ხოლო 2014 წლის 8 ნოემბერს, ისევ შემოიყვანა ს–ს ტერიტორიაზე. მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–სე დაუკავშირდა ა. მ–სს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ა. მ–ნი გადასცემდა მ. მ–ს. ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც თითქოს და ავტომობილი 2014 წლის 9 ნოემბერს, „.......სგან“ შეიძინა მ. მ–სემ, 2014 წლის 11 ნოემბერს განხორციელდა მისი რეგისტრაცია ა. მ–სზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ..... ა. მ–მა მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2014 წლის 12 ნოემბერს, ქალაქ თ–ში მდებარე შპს „......ის“ ფილიალში აიღო სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა ა. მ–სმა გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2014 წლის 13 ნოემბერს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ........... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
5. 2015 წლის 27 თებერვალს ი. პ–მა რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის „..........სგან“ იქირავა დ. ლ–ზე რეგისტრირებული „TOYOTA-ს“ მარკის ავტომობილი, რ––ი სანომრე ნიშნით: ......... აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ ა. ლ–თან ერთად და მისი მეშვეობით 2015 წლის 3 მარტს, ყალბი მინდობილობის გამოყენებით, რომლის თანახმადაც თითქოსდა დ. ლ–მა ავტომობილი გენერალური მინდობილობის საფუძველზე, გადასცა მ. მ–სეს. 2015 წლის 5 მარტს ფიქტიური ხელშეკრულებით მიჰყიდა იგი ა. მ–ს, იმავე დღეს, ა. მ–მა ავტომობილი ფიქტიური ხელშეკრულებით მიჰყიდა ისევ მ. მ–სეს, რის შემდეგაც განხორციელდა მისი რეგისტრაცია და ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: .......... იმავე დღეს, ა. მ–სმა მინდობილობის მეშვეობით მოახდინა აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია მ. მ–სისგან მ. ხ–ზე. მ. მ–ს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–ე დაუკავშირდა ე. ე–ს და შეუთანხმდა მას, რომ მიანიჭებდა მინდობილობას ზემოაღნიშნული ავტომობილის განკარგვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას ე. ე–ი გადასცემდა მ. მ–ს. 2015 წლის 7 მარტს, მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად ე. ე–მა ავტომობილი დაარეგისტრირა ქ. თ–ში, ქ–ს ქ. №..-ში მდებარე შპს „.....ზე“ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ე. ე–ს გადაეცა ავტომობილის ღირებულება - 8 000 აშშ დოლარი, აღნიშნულის შემდეგ კომპანიასთან გააფორმა გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ავტომობილი მფლობელობაში გადაეცა მას, ხოლო 11 450 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ მოახდენდა ისევ მის გამოსყიდვას. ე. ე–მა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „ა–გან“ მიღებული თანხა - 8 000 აშშ დოლარი გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, იმავე დღეს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ....... გაიყვანა საქართველოდან რ–ს ფედერაციაში.
6. 2015 წლის 9 მარტს ი. პ–მა რ–ს ფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „........სგან“ იქირავა ამავე იურიდიულ პირზე რეგისტრირებული „BMW-ის“ მარკის ავტომობილი, რ–ი სანომრე ნიშნით: ........ აღნიშნული ავტომობილი რ–ს ფედერაციიდან ს–ს ტერიტორიაზე შემოიყვანა მ. მ–სემ 2015 წლის 11 მარტს. ყალბი ტექნიკური პასპორტის და ყალბი ხელშეკრულების გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ავტომობილი დმიტრი ლეუხინმა მიჰყიდა მ. მ–ს, 2015 წლის 16 მარტს მოახდინა მისი რეგისტრაცია თავის სახელზე, რის შემდეგაც ავტომობილს მიენიჭა სანომრე ნიშანი: ........... 2015 წლის 17 მარტს, ა. მ–მა მინდობილობის მეშვეობით მოახდინა აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია მ. მ–სგან მ. ხ–ზე. მ. მ–სეს განზრახული ჰქონდა აღნიშნული ავტომობილი გამოეყენებინა სესხის უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც ავტომობილი გაეყვანა ისევ რ–ს ფედერაციაში, ხოლო აღებული სესხი არ დაეფარა, რითაც მოტყუებით დაეუფლებოდა სესხის თანხას. აღნიშნულის შემდეგ მ. მ–ს დაუკავშირდა გ. ც–ს და შეუთანხმდა მას, რომ ზემოაღნიშნულ ავტომობილს დაარეგისტრირებდა მასზე, რის შემდეგაც ავტომობილს გამოიყენებდნენ სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიღებული სესხის თანხას გ. ც–ე გადასცემდა მ. მ-ს. 2015 წლის 17 მარტს, მ. მ–სთან შეთანხმებისამებრ, ზემოაღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა გ. ც–მეზე, რომელმაც მ. მ–სთან შეთანხმების შესაბამისად, 2015 წლის 18 მარტს, ქ. თ–ში, ........ას გამზირი №..-ში მდებარე სს „.... ბანკის“ ფილიალში აიღო სესხი 25 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული ავტომობილი. აღნიშნული თანხა გ. ც–მ გადასცა მ. მ–ს, რის შემდეგაც მ. მ–სე მოტყუებით დაეუფლა რა სესხის თანხას, 2015 წლის 18 მარტს, ავტომობილი ისევ რ–ი სანომრე ნიშნით: ......... გაიყვანა ს–დან რ–ს ფედერაციაში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ა. მ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
ა. მ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის №12/32-15 განჩინებით დაყადაღებულ, ი. მ–ს (პირადი №...........) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თ–ი, დ–ს დასახლება, ...........ის ქ. №..-ში, საკადასტრო კოდით: ..............;
3.2. მ. მ–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეათე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ- ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთერთმეტე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთორმეტე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცამეტე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთოთხმეტე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთხუთმეტე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეჩვიდმეტე ეპიზოდი);
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
3.3. ვ. ს–სე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეოთხე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეხუთე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეექვსე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეშვიდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მერვე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცხრე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთოთხმეტე ეპიზოდი);
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
3.4. მ. მ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეოთხე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეხუთე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეექვსე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეშვიდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა7 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეშვიდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მერვე ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მერვე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცხრე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცხრე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთექვსმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთექვსმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთვრამეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთვრამეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცხრამეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცხრამეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მ. მ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
3.5. ვ. ს–სე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეათე ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთერთმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთერთმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთორმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცამეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეცამეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთხუთმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთხუთმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთექვსმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეთექვსმეტე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ ვ. ს–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე 2 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობისა და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
3.6. მ. მ–ს და ვ. ს–სეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან;
3.7. მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 8 იანვრის ჩათვლით;
3.8. ვ. ს–სეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 23 აპრილიდან 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კერძოდ:
4.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ წერეთელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა: მსჯავრდებულებისა და გამართლებულის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მათთვის მკაცრი სასჯელების - მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის - განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ მ. მ–სის ადვოკატმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ. მ–სის უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ალტერნატივის სახით კი მოითხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მ. მ–სეს სრულად არ გაამართლებს, მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე - ზურაბ წერეთელმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების - მ. მ–სისა და ვ. ს–სის, ასევე გამართლებულის - ა. მ–სის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში, ამასთან, მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას - 8 წელზე მეტი ხანგრძლივობით.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების - მ. მ–სა და ვ. ს–ს, ასევე გამართლებულის - ა. მ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ თითოეულ ქმედებაში, ამასთან, მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას - 8 წელზე მეტი ხანგრძლივობით. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გახადოს მ. მ–სა და ვ. ს–ის მსჯავრდება, სასამართლო არ იმსჯელებს განაჩენის ამ ნაწილზე (მ. მ–სა და ვ. ს–ის მსჯავრდების ნაწილზე).
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს, რომელშიც მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. მ–ს სრულად, ხოლო მ. მ–სა და ვ. ს–ის ნაწილობრივ გამართლება, ასევე მ. მ–სა და ვ. ს–ს მიმართ შესაბამისი სასჯელი - კონკრეტული ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთა განაპირობა.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გამართლებულ ა. მ–სის სრულად, ხოლო მსჯავრდებულების - მ. მ–სა და ვ. ს–ს ნაწილობრივ გამართლება; ასევე, მ. მ–სისა და ვ. ს–სის წარდგენილი ბრალდების ნაწილში მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, კერძოდ, ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ა. მ–ის - საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამართლებას, ასევე მ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამართლებას; ასევე მ. მ–სის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ. ს–სის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ასევე კასატორის მტკიცებას, რომ დანაშაულის ყველა დეტალთან დაკავშირებით მტკიცებულების წარმოდგენა არ არის ბრალდების მხარის ვალდებულება, რადგან თაღლითობა, მითვისება და ყალბი დოკუმენტის გამოყენება არის სპეციფიკური დანაშაული და თავისთავშივე გულისხმობს გარკვეული ფაქტების შენიღბვას, ამასთან, ამ კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირები, მათ შორის, მოცემულ საქმეზე გამართლებული და მსჯავრდებულები, გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, რაც საშუალებას აძლევთ შენიღბონ ჩადენილი დანაშაული. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას, მათ შორის, არც განსახილველ კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.
10.1. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. გარდა ამისა კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. მ–სისა და ვ. ს–სის ზოგ ეპიზოდებში გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ვერ მოხდა თაღლითური სქემის განსახორციელებლად გამოყენებული პირების - კ. მ–სა და ე. ე–ს გამოკითხვა სასამართლო სხდომაზე (ობიექტური გარემოების გამო), რაც ბრალდების მხარის პოზიციით წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას და საჭიროებს განმარტებას. იმავდროულად კასატორი უთითებს, რომ იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებთან მიმართებითაც დაიკითხნენ თაღლითობის კონკრეტული ეპიზოდის ჩასადენად გამოყენებული პირები, დადასტურდა თაღლითობის კონკრეტული ფაქტები და სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმის მასალებით ცალსახად დადასტურდა, რომ ყველა ეპიზოდში მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ანალოგიური სქემით და მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ თაღლითური სქემის განხორციელებაში მონაწილე რომელიმე პირი ვერ დაიკითხა, არ უნდა მომხდარიყო დანაშაულის ჩამდენი პირების გამართლება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების ნაწილობრივ გამართლებას საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული მოწმეები ვერ დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე - სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა, რომ ვ. ს–სე და მ. მ–სე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი წარდგენილი ბრალდების გარკვეულ ნაწილში, რადგან არ არსებობს მტკიცებულებითი საფუძველი იმისა, რომ მ. მ–სის და ვ. ს–ს მიმართ ბრალდების მოცემულ ეპიზოდებში დადგენილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. იმავდროულად სასამართლომ მიუთითა - ,,აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოს წინაშე დასაკითხად არ წარმოუდგენია მოწმეები - კ. მ–სი და ე. ე–ნი, რომელთა მიერაც ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მათ სახელზე სადავო ავტომანქანების დარეგისტრირების შემდეგ გამოტანილი სესხის თანხები გადაცემული იქნა მსჯავრდებულებზე და რომელთა ჩვენებებიც უტყუარად დაადასტურებდა ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში მ. მ–ის და ვ. ს–ის ბრალეულობას - მათ მიერ სესხის სახით აღებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. პალატის შეფასებით, აღნიშნული პირების ჩვენებებს შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ არ მომხდარა“.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. მ–ის ქმედებაში განზრახვის არსებობა, კერძოდ, ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ავტომობილების საკუთარ სახელზე გადაფორმებითა და სესხის გამოტანით სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ა. მ–სის ბრალად წარდგენილ ქმედებებში დამნაშავედ ცნობის, ხოლო მ. მ–სისა და ვ. ს–სის მიმართ დამდგარი განაჩენის გამამართლებელი ნაწილის შეცვლისა და მათი წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.
14. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და მათ განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის არა მინიმალური, არამედ - მინიმალურთან ახლოს მყოფი ხანგრძლივობა. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე