საქმე # 330100121005294161
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №598აპ-22 ქ. თბილისი
შ.ზ. 598აპ-22 2 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.5. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ. შ–ი და დ. ზ–ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ის ქუჩა №..-ში. მას შემდეგ, რაც ზ. შ–იის ნების საწინააღმდეგოდ შეეძინათ შვილი, 2020 წლის 12 ივნისიდან, თვეების განმავლობაში იგი ფსიქოლოგიურად, სისტემატურად ძალადობდა დ. ზ–იზე, მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უშვერი სიტყვებით და ამცირებდა. აღნიშნული კი იწვევდა დ. ზ–ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ძალადობისას მოტივს წარმოადგენდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა. კერძოდ, ზ. შ–იი ყოველთვის ცდილობდა მისი, როგორც კაცის როლის უპირატესად წარმოჩინებას. დ. ზ–ის უკრძალავდა იმგვარი სამოსის ჩაცმას, როგორიც მას სურდა, უკონტროლებდა თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. იგი ყოველთვის აგრესიული იყო დ. ზ–იის მიმართ, რადგან მისი ნების საწინააღმდეგოდ გააჩინა ბავშვი.
2.2. 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ. შ–ი და დ. ზ–ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2020 წლის ნოემბერში, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში, ზ. შ–მა დ. ზ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დ. ზ–მა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნულ ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი 5 თვის შვილი ლ–ა ზ–ი, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი. ძალადობისას მოტივს წარმოადგენდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა. კერძოდ, ზ. შ–ი ყოველთვის ცდილობდა მისი, როგორც კაცის როლის უპირატესად წარმოჩინებას. დ. ზ–ის უკრძალავდა იმგვარი სამოსის ჩაცმას, როგორიც მას სურდა, უკონტროლებდა თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. იგი ყოველთვის აგრესიული იყო დ. ზ–ს მიმართ, რადგან მისი ნების საწინააღმდეგოდ გააჩინა ბავშვი.
2.3. 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ. შ–ი და დ. ზ–ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2021 წლის თებერვალში, ღამის საათებში, თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ზ. შ–მა დ. ზ–ის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა. შედეგად, დ. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს კვლავ ესწრებოდა მათი 8 თვის შვილი ლ. ზ–ი, რომელსაც მიადგა მორალური ზიანი. ზ. შ–იი ყოველთვის ცდილობდა მისი, როგორც კაცის როლის უპირატესად წარმოჩინებას. უკრძალავდა იმგვარი სამოსის ჩაცმას დ. ზ–ის, როგორიც მას სურდა, უკონტროლებდა თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. იგი ყოველთვის აგრესიული იყო დ. ზ–ს მიმართ, რადგან მისი ნების საწინააღმდეგოდ გააჩინა ბავშვი.
2.4. 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ. შ–იი და დ. ზ–იი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2021 წლის მარტში, საღამოს საათებში, იმავე მისამართზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ზ. შ–იმა დ. ზ–ის კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. შედეგად, დ. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ძალადობის ფაქტს კვლავ შეესწრო მათი 9 თვის შვილი ლ. ზ–ი, რომელსაც მიადგა მორალური ზიანი. ზ. შ–ი ყოველთვის ცდილობდა მისი, როგორც კაცის როლის უპირატესად წარმოჩინებას. უკრძალავდა იმგვარი სამოსის ჩაცმას დ. ზ–ის, როგორიც მას სურდა, უკონტროლებდა თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. იგი ყოველთვის აგრესიული იყო დ. ზ–ის მიმართ, რადგან მისი ნების საწინააღმდეგოდ გააჩინა ბავშვი.
2.5. 2015 წლიდან 2020 წლის ივნიამდე ზ. შ–ი და დ. ზ–ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2021 წლის 4 ოქტომბერს, თ–ში, .......... სანაპიროზე მდებარე „ვ–ს“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ზ. შ–იმა დ. ზ–ის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, ასევე, ორივე ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი. ზ. შ–იი ყოველთვის ცდილობდა მისი, როგორც კაცის როლის უპირატესად წარმოჩინებას. უკრძალავდა იმგვარი სამოსის ჩაცმას დ. ზ–ის, როგორც მას სურდა, უკონტროლებდა თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. იგი ყოველთვის აგრესიული იყო დ. ზ–ის მიმართ, რადგან მისი ნების საწინააღმდეგოდ გააჩინა ბავშვი.
2.6. 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ. შ–იი და დ. ზ–იი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2021 წლის 4 ოქტომბერს, თ–ში, .......... სანაპიროზე მდებარე „ვ–ს“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ზ. შ–იი დ. ზ–ის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული დ. ზ–იმა აღიქვა რეალურად და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ზ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ზ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. ზ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.4. ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
ზ. შ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ზ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
3.6. ზ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
4.1. სასამართლომ ზ. შ–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის მარტის თვის ეპიზოდი), უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. შ–ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა.
4.2. ზ. შ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლიდან 2020 წლის ივნისამდე ზ. შ–ი და დ. ზ–ი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. მას შემდეგ, რაც მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეძინათ შვილი, 2020 წლის 12 ივნისიდან, თვეების განმავლობაში ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა დ. ზ–ზე, მუდმივად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უშვერი სიტყვებით და ამცირებდა. აღნიშნული კი იწვევდა დ. ზ–იის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
4.3. ზ. შ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლიდან 2020 წლის ივნისის თვემდე ზ. შ–იი და დ. ზ–იი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2021 წლის 4 ოქტომბერს, თ–ში, ......... სანაპიროზე მდებარე „ვ–ს“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, ზ. შ–მა დ. ზ–ის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა, ასევე, ორივე ხელის მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დ. ზ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.4. ზ. შ–იმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლიდან 2020 წლის ივნისის თვემდე ზ. შ–იი და დ. ზ–იი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში. 2011 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ........ სანაპიროზე მდებარე „ვ–ს“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, ზ. შ–იი დ. ზ–ის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული დ. ზ–იმა აღიქვა რეალურად და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ზ. შ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. კერძოდ: ზ. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, დისკრიმინაციულ მოტივზე მითითებით.
5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ზ. შ–ის ადვოკატმა გ. ყ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ითხოვს ზ. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით, დისკრიმინაციულ მოტივზე მითითებით.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ზ. შ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე მითითებით.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის თებერვლის, 2021 წლის მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ზ. შ–ის გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის გარეშე, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის საკმარისი ზ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის თებერვლის, 2021 წლის მარტის ეპიზოდები) ბრალად წარდგენილ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისათვის, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ზ. შ–ის მიერ დანაშაულთა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე არ მიუთითებს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ დ. ზ–იის გამოკითხვის ოქმისა. კასატორი არ უთითებს მტკიცებულების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა, რომ ზ. შ–ის დანაშაულებრივი ქმედებები განპირობებეული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.
12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზ. შ–ს თითოეულ ეპიზოდთან მიმართვებით განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ყველაზე მძიმე სახის სასჯელი და სასჯელის არა მინიმალური, არამედ - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) შუალედური და შუალედურზე მეტი ხანგრძლივობა. რაც შეეხება დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ზ. შ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც აღიარა და მოინანია, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, გამოიყენა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე