Facebook Twitter

საქმე N 190141122005766498

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №391-22 28 ივლისი, 2022 წელი

გ–ე ი., N391-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ–ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2022 წლის 10 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ი. გ–მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენება.

2. პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის 1/39 განაჩენით ი. გ–ე (დაბადებული 1... წელს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაო 1 წლით;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, გადასახლების გარეშე, ქონების კონფისკაციით;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით;

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ი. გ–ეს მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1993 წლის 26 აპრილიდან.

ი. გ–ე 1995 წლის 3 მარტს გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით ი. გ–ს მიმართ შეწყდა სისიხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქცია);

ი. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,2091-ე მუხლზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქცია);

ი. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,2091-ე მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ი. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 6 აპრილიდან 2010 წლის 20 მარტამდე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით ი. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის ცვლილების შესაბამისად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შესაბამისად) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (საქართველოს სსკ-ის 1960 წლის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 1999 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ–ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2009 წლის 6 აპრილიდან 2010 წლის 20 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.

7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და 27 მაისის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით ი. გ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს - 15 წლით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც მოხდილი აქვს 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩენილი აქვს - 14 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, დაემატა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად) და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 23 წლითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დაემატა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. გ–ეს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 30 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 3 წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 30 მარტიდან.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ–ეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის უზუსტობის განჩინების გათვალისწინებით) განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 22 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 30 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ი. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ნ. ქ–ს შუამდგომლობა ი. ნ–ს ძე გ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის N 88-II რს-Xმპ კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

13. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების მსჯავრდებულის, ი. გ–ს შუამდგომლობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის 1484-VIIIმს-Xმპ კანონის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულ ი. გ–ეს ჩაჰბარდა 2022 წლის 1 ივლისს.

14. 2022 წლის 7 ივლისს მსჯავრდებულმა ი. გ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება იმ საფუძლით, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების გარდა, იგი მსჯავრდებულია სხვა დანაშაულების ჩადენისთვისაც, რომლებზეც ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონი, რაც არ გაითვალისწინა რუსთავის საქალაქო სასამართლომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა (კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−144​3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე−224-ე, 236-ე−239-ე, 253-ე−255​2, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებით, XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულები).

3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით ი. გ–ე უნდა გათავისუფლდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისგან და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს) დანიშნული სასჯელის - 1 წლით გამასწორებელი სამუშაოსგან. რაც შეეხება ზემოაღნიშნული განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, ისინი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ზემოაღნიშნული განაჩენით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელიც, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელები და ხსენებული განაჩენით ი. გ–ეს მოსახდელად უნდა განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და 27 მაისის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ–ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. გ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. გ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებით, ი. გ–ე გათავისუფლდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისგან და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით (რაც შეესაბამება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს) დანიშნული სასჯელის - 1 წლით გამასწორებელი სამუშაოსგან;

4. ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენში;

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელები და ხსენებული განაჩენით ი. გ–ეს მოსახდელად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტისა (განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ) და 27 მაისის (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ) განჩინებებით, ასევე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ–ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად;

8. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე