Facebook Twitter

საქმე N 330100121004861799

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №439აპ.-22 4 ივლისი, 2022 წელი

ბ–ი ნ., №439აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ბ–ი (პასპორტის ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, 2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, 2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, ქ–ს მე-. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ–ს ფედერაციიდან ს–ში ეთნიკურ დღესასწაულზე მოწვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ნ. ბ–მმა თავის ოჯახის წევრს, ძმას - ნ. ბ–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამის შემდეგ, ნ. ბ–მა ნ. ბ–ს სახეზე აფარებულ მარცხენა ხელის მტევანზე დაარტყა სკამი, რის შედეგადაც ნუგზარ ბემალიანმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

1.3. 2021 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ქ–ს მე-.. ჩიხი, №:..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი საბაბის გარეშე, ნ. ბ–მა თავის ოჯახის წევრს - ძმას, ნ. ბ–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელის მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, რის გამოც, ნ. ბ–ს წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2021 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, ქ–ს მე-.. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ–ს ფედერაციიდან ს–ში ეთნიკურ დღესასწაულზე მოწვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ნ. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ძმას - ნ. ბ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

1.5. 2021 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ქ–ს მე-.. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი საბაბის გარეშე, ნ. ბ–ი

სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ძმას - ნ. ბ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვიანი შიში გაუჩნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ნ. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ. ბ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 2 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ნ. ბ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ნ. ბ–ის ბრალეულობას. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე ა. ა–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის მეზობელს, ნ. ბ–ს 2021 წლის 18 ივნისს რ–ს ფედერაციიდან სტუმრად ეწვია ძმა - ნ. ბ–ი. 2021 წლის 19 ივნისს, ღამით, გაიგო სასწრაფო დახმარების ხმა, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ სასწრაფოს მანქანა იდგა ნ. ბ–ს ეზოსთან, ნ–ს კი სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები, თვალი ჰქონდა დასიებული, ყურიდან მოსდიოდა სისხლი და სისხლიანი ჰქონდა სახეც. როგორც გაიგო, მას სცემა ძმამ - ნ. ბ–მმა. მოწმე ლ. კ–ს გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 20 ივნისს გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა მისამართზე, სადაც დახვდათ პაციენტი ნ. ბ–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 19 ივნისს, ღამით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ. პაციენტს აღენიშნებოდა დაზიანებები და ჰქონდა ჩივილები.

4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, სამედიცინო ბარათი და მისი დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები ადასტურებს ნ. ბ–ს ბრალეულობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ბ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულმა ნ. ბ–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ნ. ბ–მა კი წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და ისარგებლა დუმილის უფლებით. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ნ. ბ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.4. მოწმეების: ლ. კ–ს, კ. თ–ს, გ. ხ–ს, ა. ა–ს გამოკითხვის ოქმები, შეტყობინებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ბარათი და მისი დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი და

სხვა მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ და ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნ. ბ–ს შეტყობინება, რომ 2021 წლის 19 ივნისს სცემა ძმამ და ითხოვდა დახმარებას.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა. ა–ის გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ მის მეზობელს, ნ. ბ–ს 2021 წლის 18 ივნისს რ-ს ფედერაციიდან ესტუმრა ძმა - ნ. ბ–ი. 2021 წლის 19 ივნისს, ღამით, გაიგო სასწრაფო დახმარების ხმა, გარეთ გასვლისას კი დაინახა, რომ სასწრაფოს მანქანა იდგა ნ. ბ–ს ეზოსთან. ნ–ს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლეები, თვალი ჰქონდა დასიებული და ყურიდან მოსდიოდა სისხლი, ასევე, სისხლიანი ჰქონდა სახე. როგორც მისთვისაა ცნობილი, მას სცემა ძმამ - ნ. ბ–მმა. მოწმე ლ. კ–ს გამოკითხვის ოქმით კი დგინდება, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე 2021 წლის 20 ივნისს გამოცხადდა თ–ში, ....–ს ქუჩა N..-ში, სადაც დახვდა პაციენტი ნ. ბ–ი, რომელიც ამბობდა, რომ 2021 წლის 19 ივნისს, დაახლოებით ღამის 23:00 საათზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ. პაციენტს ჰქონდა შემდეგი ჩივილები: ტკივილი, შეშუპება, ჰიპერემია მარჯვენა თვალბუდის არეში, ცხვირის არეში, ჰემატომა შუბლის არეში, სისხლდენა - ჰემატომა, ტკივილი მარჯვენა ყურის არეში და ტკივილი მარცხენა, წინა მხრის არეში, რომელიც მიაყენა ძმამ. მისი ჩვენება თანხვდენილია პაციენტის სამედიცინო ბარათთან, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ნ. ბ–ს ჩივილები.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეების - ლ. კ–სა და ა. ა–ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც მიუთითეს რომ ნ. ბ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები და ჰქონდა ჩივილები, წარმოადგენს პირდაპირს, თუმცა, მათი ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ნ. ბ–ს სცემა ძმამ, არის ირიბი, ვინაიდან თვითონ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და გადმოსცემენ ნ. ბ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. თავად ნ. ბ–მა კი სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებისას ამოიღეს სკამი და ნატეხი, რომელიც, ნ. ბ–ს განმარტებით, 2021 წლის 18 ივნისს დაარტყა ძმამ - ნ. ბ–მმა, თუმცა მითითებული არ არის, სად მოხვდა აღნიშნული სკამი და მისი დარტყმის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი. გარდა ამისა, ამოღებულია ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, თუმცა, ოქმში აღნიშნული არ არის, რომ ნ. ბ–მა საწოლში სცემა ძმას და რომ ეს ლაქები წარმოადგენს დაზარალებულის სისხლს. ამასთან, არც მასში მონაწილე პირი დაკითხულა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული მცირე ინფორმაცია არ წარმოადგენს საკმარისს იმის დასადასტურებლად, რომ 2021 წლის 18 ივნისსა და 2021 წლის 19 ივნისს ნ. ბ–მა ფიზიკურად იძალადა ძმაზე და ამ ძალადობის შედეგად ნ. ბ–მა განიცადა ტკივილი. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ნ. ბ–ის მიერ 2021 წლის 18 ივნისსა და 2021 წლის 19 ივნისს ნ. ბ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. ბ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე