Facebook Twitter

საქმე # 190100121005121940

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№580აპ-22 ქ. თბილისი

მ. ი., 580აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, ი. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა ი. მ-ს 2021 წლის 23 და 24 სექტემბრის მუქარის ეპიზოდებში უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, რადგან სასამართლომ, ერთი მხრივ, გაიზიარა დაზარალებულ თ. მ-სა და მოწმეების - მ. მ-სა და თ. მ-ს ჩვენებები და დაუდო ისინი საფუძვლად 2021 წლის 25 სექტემბრის მუქარის ეპიზოდში ი. მ-ს მსჯავრდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნია, რომ 2021 წლის 23 და 24 სექტემბრის დანაშაულებრივ ეპიზოდებთან მიმართებით იგივე სამხილები ვერ ქმნიდნენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულს ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. მ-ს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი); განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) ნასამართლევმა ი. მ-მ 2021 წლის 23 სექტემბერს, საღამოს საათებში, .. მობილური ტელეფონის ნომრიდან - დაურეკა შვილს - თ. მ-ს ნომერზე - და უთხრა: ვინაიდან მისმა ყოფილმა მეუღლემ - თ. მ-მა 2021 წლის იანვარში პოლიციაში განაცხადა ი. მ-ს მუქარის თაობაზე, რის გამოც იგი იხდიდა სასჯელს, შურისძიების მიზნით უნდა მოეკლა თ. მ., კერძოდ, მივიდოდა მის სახლში და ყელს გამოჭრიდა. თ. მ-სთან მამის საუბარი მოისმინა თ. მ-მა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) ნასამართლევმა ი. მ-მ 2021 წლის 24 სექტემბერს, საღამოს საათებში, .. მობილური ტელეფონის ნომრიდან - დაურეკა შვილს - თ. მ-ს ნომერზე - და უთხრა: ვინაიდან მისმა ყოფილმა მეუღლემ - თ. მ-მა 2021 წლის იანვარში პოლიციაში განაცხადა ი. მ-ს მუქარის თაობაზე, რის გამოც იგი იხდიდა სასჯელს, შურისძიების მიზნით უნდა მოეკლა თ. მ., კერძოდ, მივიდოდა მის სახლში და ყელს გამოჭრიდა. თ. მ-სთან მამის საუბარი მოისმინა თ. მ-მა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) ნასამართლევი ი. მ. 2021 წლის 25 სექტემბერს, საღამოს საათებში, მივიდა თ. მ-ის საცხოვრებელ სახლთან - .. კორპუსთან, მობილური ტელეფონის ნომრიდან დაურეკა შვილს - თ. მ-ს ნომერზე – და უთხრა: „აქ ვარ, დედაშენს ველოდები, უნდა აგისრულოთ, რასაც დაგპირდით, უნდა მოვკლა დედაშენი“. თ. მ-სთან მამის საუბარი მოისმინა თ. მ-მა და ასევე - აივნიდან დაინახა კორპუსთან დანით შეიარაღებული ი. მ., რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) ნასამართლევი ი. მ. 2021 წლის 25 სექტემბერს .. შარვლის მარჯვენა ჯიბით ქუჩაში ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

3. ი. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით ი. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელც აეთვალა 2021 წლის 25 სექტემბრიდან.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-მა, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება; ი. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 23 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2021 წლის 25 სექტემბრიდან.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი. მ. 2021 წლის 25 სექტემბერს სიცოცხლის მოსპობით, არაერთგზის დაემუქრა ოჯახის წევრს - თ. მ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე - იყო რა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 2021 წლის 25 სექტემბერს ატარებდა ცივ იარაღს, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა, რომ ი. მ. 2021 წლის 23 და 24 სექტემბერს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. მ-ს.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. მ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 23 და 24 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ, ერთი მხრივ, გაიზიარა დაზარალებულ თ. მ-სა და მოწმეების - მ. მ-სა და თ. მ-ს ჩვენებები და დაუდო ისინი საფუძვლად 2021 წლის 25 სექტემბრის მუქარის ეპიზოდში ი. მ-ს მსჯავრდებას, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია 2021 წლის 23 და 24 სექტემბრის დანაშაულებრივ ეპიზოდებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმად: ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ი. მ-ს ედავებოდა, რომ 2021 წლის 23 და 24 სექტემბერს, სატელეფონო საუბრისას, ქალიშვილს - თ. მ-ს დაემუქრა დედის - თ. მ-ს მოკვლით, რაც მოისმინა დაზარალებულმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაგრამ თ. მ-მ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ 2021 წლის 23 და 24 სექტემბრის მუქარებთან დაკავშირებით დედას მხოლოდ მოგვიანებით უამბო, ამდენად, სარწმუნოდ დადგენილია, რომ დაზარალებული თ. მ. 2021 წლის 23 და 24 სექტემბერს ი. მ-ს მხრიდან მუქარის ფაქტს არც პირადად შესწრებია, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული და არც ქალიშვილს მოუყოლია მისთვის მაშინვე მომხდარის თაობაზე, რაც მას მუქარის განხორციელების რეალურ შიშს გაუჩენდა, რისი მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ს ბრალად ედებოდა 2021 წლის 23 და 24 სექტემბერს არა ქალიშვილის, არამედ - ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარა, რომელიც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 23 და 24 სექტემბრის ეპიზოდებთან მიმართებით მსჯავრდებულის ქმედებაში არ არის გამოკვეთილი მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარის - შემადგენლობა.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი