საქმე N 330100120004216131
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №448აპ.-22 5 აგვისტო, 2022 წელი
გ–ე ბ., №448აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის, ასევე მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–სა და მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–სის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, შვიდი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ლ. ჯ–ე (პირადი ნომერი ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის დეკემბერში ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ წინასწარი შეთანხმებით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ს. კ–გან იქირავეს თ–ში, ......., მე-.. მ/რ-ნი, დ-ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა თვეში 750 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნულის შემდეგ მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ ბ. გ–სთან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ და 2019 წლის 24 დეკემბერს, .......ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე ქ. ძ–ს სანოტარო ბიუროში, მოქალაქე გ. ხ–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, ასევე, ამ უკანასკნელს დაუწერა ხელწერილი, რომლის მიხედვითაც 10000 დოლარის ექვივალენტი - 28760 ლარის სანაცვლოდ, ხ–ების ოჯახს ორი წლის ვადით მიანიჭა უფლება ეცხოვრათ სინამდვილეში ს. კ–სგან საკუთრებაში არსებულ ბინაში, თუმცა მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში ბინის მესაკუთრისა და ფაქტობრივი იპოთეკარისთვის ცნობილი გახდა ლ. ჯ–ს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, ამ უკანასკნელმა შეწყვიტა ს. კ–სგანთვის ქირის გადახდა, გ. ხ–ს კი დაუბრუნდა ფულადი თანხის მხოლოდ ნაწილი, 1700 დოლარის ექვივალენტი - 5185 ლარი, რის შედეგადაც ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ დაზარალებულს მიაყენეს 23575 ლარის ღირებულების დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.3. 2019 წლის 25 ოქტომბერს, ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თ. ა–საგან იქირავეს თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, თვეში 1000 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნულის შემდეგ, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ, ბ. გ–თან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ და 2019 წლის 29 ოქტომბერს, ........ ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე ქ. ძ–ს სანოტარო ბიუროში, მოქალაქე გ. ქ–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, ასევე, ამ უკანასკნელს დაუწერა ხელწერილი, რომლის მიხედვით, 9000 დოლარის ექვივალენტის - 26514 ლარის სანაცვლოდ, ქ–ების ოჯახს ორი წლით მიანიჭა უფლება ეცხოვრათ სინამდვილეში თ. ა–ს საკუთრებაში არსებულ ბინაში, თუმცა მას შემდეგ რაც 2020 წლის მაისში ბინის მესაკუთრისა და ფაქტობრივი იპოთეკარისთვის ცნობილი გახდა ლ. ჯ–ს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, ამ უკანასკნელმა შეწყვიტა თ. ა–სთვის ქირის გადახდა. ამასთან, გ. ქ–ს არ დაუბრუნა მისი ფულადი თანხა, რითაც ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ გ. ქ–ს მიაყენეს 26514 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.4. 2020 წლის იანვარში, ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნ. ზ–გან იქირავეს თ–ში, .......ის გამზირი, კორპუსი N.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა თვეში 900 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნულის შემდეგ, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ, ბ. გ–თან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ და 2020 წლის 14 თებერვალს, თ–ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე ქ. ძ–ს სანოტარო ბიუროში, ნ. მ–თან გააფორმა სესხის ხელშეკრულება და 10000 აშშ დოლარის ექვივალენტის - 28741 ლარის სანაცვლოდ, ორი წლით მიანიჭა უფლება გამსესხებელს ეცხოვრა სინამდვილეში ნ. ზ–ს საკუთრებაში არსებულ ბინაში, რითაც ლ. ჯ–ე და ბ. გ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ. მ–ს თანხას და დაზარალებულს მიაყენეს 28741 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.5. 2020 წლის იანვარში, ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ი. გ–ისგან იქირავეს თ–ში, ო. მ–ს ... შესახვევი (ყოფილი წ–ს პირველი შესახვევი) კორპუსი №..-ში მდებარე ბინა №.., თვეში 500 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნულის შემდეგ, მოქმედებდნენ რა ისინი დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ, ბ. გ–თან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ და 2020 წლის 23 იანვარს .........ის ქუჩა .., ბინა №..-ში მდებარე ქ. ძ–ს სანოტარო ბიუროში, მოქალაქე ი. ბ–სთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, თუმცა უთხრა, რომ იყო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 8000 დოლარის ექვივალენტის - 23116 ლარის სანაცვლოდ, ი. ბ–ს ორი წლის ვადით მიანიჭა უფლება ეცხოვრა სინამდვილეში ი. გ–ს საკუთრებაში არსებულ ბინაში. 2020 წლის თებერვალში ბინის მესაკუთრისა და ფაქტობრივი იპოთეკარისთვის ცნობილი გახდა ლ. ჯ–ს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ და ამ უკანასკნელმა შეწყვიტა ი. გ–სთვის ქირის გადახდა. ლ. ჯ–სა და ბ. გ–ს ქმედებით ი. ბ–ს მიადგა 8000 დოლარის ექვივალენტის - 23116 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.6. 2020 წლის თებერვალში ლ. ჯ–სემ და ბ. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნ. ჟ–საგან იქირავეს თ–ი, გ–ს მე-.. მ/რ-ნი, კორპუსი N..-ში მდებარე ბინა №.., თვეში 500 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნულის შემდეგ, მოქმედებდნენ რა ისინი დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ, ბ. გ–სთან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ და ინტერნეტ-საიტზე განთავსებული განცხადების საფუძველზე, 2020 წლის მარტის დასაწყისში, აღნიშნულ ბინაში შეხვდა ზ. კ–ს, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ ზ. კ–ა ბინაში იცხოვრებდა ორი წლით, რის სანაცვლოდაც ლ. ჯ–ს გადაუხდიდა 11000 აშშ დოლარს. 2020 წლის 14 მარტს, ქ.თ–ში, ..........ს ქუჩა №7, ბინა №..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ლ. ჯ–სა და ზ. კ–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სარგებლის გარეშე. სანოტარო ბიუროშივე, შეთანხმებისამებრ, ზ. კ–მ ლ. ჯ–ს გადასცა 11000 აშშ დოლარი, ვალუტის კურსის გათვალისწინებით 32890 ლარი. შედეგად, ზ. კ–ს ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ მიაყენეს 32890 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.7. 2020 წლის ივნისში ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნ. თ–სგან იქირავეს თ–ში, ხ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №.., თვეში 800 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნულის შემდეგ, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ, ბ. გ–სთან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოხსენებული ბინის მესაკუთრედ და 2020 წლის 01 ივლისს, ინტერნეტ-საიტზე განთავსებული განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ბინაში გ. ს–ი და ლ. ჯ–ე შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ გ. ს–ი ბინაში იცხოვრებდა ორი წლით, რის სანაცვლოდაც პირველ ეტაპზე ლ. ჯ–ს გადაუხდიდა 6000 აშშ დოლარს, ხოლო შემდეგ - 8000 აშშ დოლარს. 2020 წლის 2 ივლისს, თ–ში, .....–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ლ. ჯ–სა და გ. ს–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სარგებლის გარეშე. ხელშეკრულების თანახმად, გ. ს–ს ლ. ჯ–თვის პირველ ეტაპზე უნდა გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, 2020 წლის 30 სექტემბრამდე კი დარჩენილი თანხა - 8000 აშშ დოლარის ოდენობით. 2020 წლის 2 ივლისს, თ–ში, ....ის ქუჩა №..-ის მიმდებარედ, შეთანხმებისამებრ, გ. ს–მა ლ. ჯ–ს გადასცა 6000 აშშ დოლარი, ვალუტის კურსის გათვალისწინებით 18340 ლარი. შედეგად, გ. ს–ს ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ მიაყენეს 18340 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
1.8. 2019 წლის ზაფხულში, ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კ. ს–სგან იქირავეს თ–ში, .........ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, თვეში 400 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნულის შემდეგ, მოქმედებდნენ რა ისინი დანაშაულებრივი განზრახვით და სურდათ მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის ქონებას, ლ. ჯ–მ, ბ. გ–სთან წინასწარი შეთანხმებით, თავი გაასაღა ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრედ და 2019 წლის 9 სექტემბერს, თ–ში, ........ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ა. მ–ს სანოტარო ბიუროში, მოქალაქე ა. ს–სთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომელსაც დაპირდა, რომ 10000 აშშ დოლარის ექვივალენტის - 29636 ლარის სანაცვლოდ, ორი წლის ვადით აცხოვრებდა კ. ს–ს საკუთრებაში არსებულ ბინაში. თანხის დაუფლების შემდეგ ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ შეწყვიტეს კ. ს–სთვის ქირის გადახდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ა. ს–ს მოსთხოვა დაეტოვებინა კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. ლ. ჯ–სისა და ბ. გ–ს ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ა. ს–ს მიადგა 29636 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის განაჩენით ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ხ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ლ. ჯ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ბ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ზ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.6. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.7. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ლ. ჯ–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. ლ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 აგვისტოდან.
2.10. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ხ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.11. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ქ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.12. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.13. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ბ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.14. ბ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ზ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.15. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.16. ბ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ბ. გ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.18. ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 4 დეკემბრიდან.
2.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ჯ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ქ–მ, რომლებმაც წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ლ. ჯ–სისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
2.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. მ–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. ს–ს ეპიზოდში ბ. გ–თვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო სხვა ეპიზოდებში მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ლ. ჯ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ხ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ქ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ბ–სას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ზ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. ლ. ჯ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. ლ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ლ. ჯ–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. ლ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 აგვისტოდან.
3.11. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ხ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.12. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.13. ბ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.14. ბ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. ბ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.15. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ზ. კ–სას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.16. ბ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ს–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.17. ბ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს–ს ეპიზოდი) და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ბ. გ–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.19. ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 4 დეკემბრიდან.
3.20. 2022 წლის 11 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა. ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ლ. ჯ–სა და ბ. გ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის, თითოეულისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.21. 2022 წლის 12 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ლ. ჯ–სთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრა.
3.22. 2022 წლის 15 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქების მიზნით, დაზარალებულების: გ. ხ–ს, გ. ქ–ს, ნ. მ–ს, ი. ბ–ს, ზ. კ–ს და გ. ს–ს ეპიზოდებში, ბ. გ––ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.23. 2022 წლის 13 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ჯ–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მისთვის ჯარიმის განსაზღვრა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის პოზიციით, მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება ბ. გ–ს და ლ. ჯ–ს პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ამასთან, იქნება წამახალისებელი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ბ. გ–მ და ლ. ჯ–მ ერთგვაროვანი ქმედებები ჩაიდინეს დროის მოკლე ინტერვალში, რაც მეტყველებს ამგვარი დანაშაულების ჩადენისკენ მათ მიდრეკილებაზე, რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ დანაშაულებრივ საქმიანობას. ბრალად წარდგენილი ყველა ეპიზოდი ჩადენილია წინასწარ შემუშავებული, ორგანიზებული გეგმის მიხედვით, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ჩამოყალიბებულ „პროფესიას“ და ისინი დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით ქირავნობაზე უთანხმდებოდნენ ბინის მეპატრონეებს, წინასწარ უხდიდნენ რამდენიმე თვის თანხას, შემდეგ კი თავს ასაღებდნენ აღნიშნული ბინების მესაკუთრედ, პოულობდნენ ე.წ. „დამგირავებელს“ და წარმოშობილი ნდობის საფუძველზე, მოტყუებით ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რითაც ზიანს აყენებდნენ დაზარალებულებს, რაც არ აუნაზღაურებიათ.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–სის, პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ლ. ჯ–სისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ლ. ჯ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისი თანაშრომლობით დააკავეს ბ. გ–ე და მოიპოვეს მთელი რიგი მტკიცებულებები. გარდა ამისა, რა თანხის საშუალებაც ჰქონდა უხდიდა დაზარალებულებს და არ ემალებოდა მათ. აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიტანა ინსულტი.
4.3. კასატორის, მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს პოზიციით, მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, იგი შეცდომაში შეიყვანა და თაღლითური სქემის მონაწილე გახადა ბ. გ–სემ და ითხოვს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრას.
4.4. კასატორის, მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი გარდა ა. ს–ს ეპიზოდისა არის უკანონო, რადგან ემყარება მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებს და ლ. ჯ–ს ჩვენებას, რომელიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით აბრალებს მას დანაშაულის ჩადენას. სხვა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ბ. გ–ს ბრალეულობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბ. გ–ს მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს გასაჩივრებულ განაჩენზე ლ. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ იმსჯელებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
5.2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას შეამოწმებს თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით ცალ-ცალკე, საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, იმსჯელებს რამდენად საკმარისია საქმეში არსებული მტკიცებულებები ბ. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ასევე, შეაფასებს ბ. გ–სა და ლ. ჯ–სთვის დანიშნული სასჯელების სამართლიანობას.
5.4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ჯ–ის და ბ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (შვიდი ეპიზოდი) მსჯავრდების შესახებ.
5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.6. დაზარალებულ გ. ხ–სა და მოწმეების - მ. ხ–სისა და დ. ხ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წელს მ. ხ–სმა გაყიდა ბინა და სურდა სხვა ეგირავებინა. მათ ინტერნეტ საიტზე ნახეს განცხადება, რომ ....... ..-ში გირავდებოდა ბინა. მ–მა დარეკა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე .......... და გაესაუბრა ვინმე ბ–ს, რომელსაც არ შეხვედრიან. ისინი ბ–მ გადაამისამართა დასთან - ლ. ჯ––თან, რომელსაც დაურეკეს და გაესაუბრნენ. ამის შემდეგ გ–ი და მ. ხ–ები წავიდნენ ბინის სანახავად, სადაც დახვდათ ლ. ჯ–სე, რომელმაც უთხრა, რომ ბინა იყო მისი ქალიშვილის, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ა–ში და ბინას მისი ჩამოსვლის შემდეგ გადაუფორმებდნენ. ისინი ლ. ჯ–სეს შეუთანხმდნენ, რომ გააფორმებდნენ გირავნობის (იპოთეკის) ხელშეკრულებას 10000 აშშ დოლარზე, ორი წლით. თუმცა ნოტარიუსთან მისვლისას გაირკვა, რომ უნდა გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებები აღარ იდებოდა. მათ ლ. ჯ–ს დააწერინეს სხვა ხელშეკრულებაც, რომლითაც მათ ეძლეოდათ ბინაში ორი წლით ცხოვრების უფლება, რაც ასევე დაამოწმა ნოტარიუსმა. ამის შემდეგ გ. ხ–მა ლ. ჯ–ს გადასცა 10000 აშშ დოლარი. ამ დროს ნოტარიუსის მდივანთან იჯდა უცნობი ქალბატონი, რომელიც არ ჰგავდა თანამშრომელს. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული ბინა იყო სხვისი საკუთრება და ნაქირავები ჰქონდა ლ. ჯ–ეს. ლ. ჯ–მ გ. ხ–ს დაუბრუნა თანხის მხოლოდ ნაწილი - 1700 აშშ დოლარი.
5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების - ე. კ–სა და ს. კ–სგან ჩვენებებს, რომლებითაც დგინდება, რომ ე. კ–მ ლ. ჯ–სეს მიაქირავა თავისი ბინა მდებარე მისამართზე: თ–ი, ....... .., მე-.. მ/რ-ნი, დვალის ქუჩა N.., ბინა N.., რომელშიც ლ. ჯ–ის განმარტებით უნდა ეცხოვრა მის შვილს. მას ლ. ჯ–მ გადაუხადა ორი თვის ქირა. ერთ დღეს ს. კ–ე მივიდა აღნიშნულ ბინაში, სადაც დახვდა მ. ხ–ი, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული ბინა მათ აგირავებინათ ლ. ჯ–მ, რის შემდეგაც მიმართეს პოლიციას, მ. ხ–სს კი დააცლევინეს ბინა. მოწმე ს. კ–მ ასევე განმარტა, რომ ლ. ჯ–ს ტელეფონის ნომერს ერია ციფრები ...
5.8. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ გ. ქ–სა და მოწმე მ. ქ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 2019 წელს მათ ინტერნეტით ნახეს განცხადება, რომ .........ის ქუჩაზე გირავდებოდა ბინა და დარეკეს განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მაკლერთან. მათ უპასუხა ვინმე ბ–მ, რომელმაც გადაამისამართა ლ. ჯ–სთან. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ ბინის სანახავად, სადაც დახვდათ ლ. ჯ–სე, რომელმაც განუმარტათ, რომ ბინის მეპატრონე იყო თავად და მალე გადაუფორმებდათ. შეთანხმდნენ, რომ ბინაში იცხოვრებდნენ 2 წლით და გირავნობის თანხა შეადგენდა 9000 აშშ დოლარს. ბინიდან ჩამოსვლისას ლ–ა იქვე შეხვდა მათთვის უცნობ ქალბატონს, რომელიც ახლოდან არ დაუნახავთ, თუმცა ორივე იყვნენ დაახლოებით ერთი ტანის. იგი ლ–ს ეკონტაქტებოდა ტელეფონის ნომერზე ,,.......“. მათ ლ–ს მიერ შერჩეულ ნოტარიუსში გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რადგან როგორც უთხრეს იპოთეკის ხელშეკრულებები აღარ კეთდებოდა. აღნიშნული ესმოდა ნოტარიუსსაც. გ. ქ–სმა ლ. ჯ–სეს დააწერინა ცალკე ხელშეკრულება, სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნულ ბინაში იცხოვრებდა 2 წლით, რაც დაამოწმა ნოტარიუსმა. დაზარალებულმა ლ. ჯ–ს ნოტარიუსშივე გადასცა 9000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გ. ქ–სი ოჯხთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ.თ–ში, ..........ის ქუჩა N.., ბინა N..-ში, სადაც იცხოვრეს დაახლოებით 5-6 თვე, შემდეგ კი გაირკვა, რომ აღნიშნული ბინა იყო სხვისი და არა ლ. ჯ–სის საკუთრება. ბინის მესაკუთრე იყო - თ–ა, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა ლ. ჯ–ზე. მოწმე მ. ქ–ს განმარტებით, მან ბინის მახლობლად მდებარე მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა ლ. ჯ–სე უცნობ ქალბატონთან ერთად, რომელიც იყო დაახლოებით ლ–ს წლოვანების და ჰქონდა ყავისფერი თმა. მან მიუთითა დარბაზში მყოფ ბრალდებულზე და განმარტა, რომ ჰქონდა მისნაირი ტანი, თუმცა დანამდვილებით არ იცის ლ. ჯ–სთან ერთად მყოფი ქალბატონი, იყო თუ არა ბ. გ–სე.
5.9. დაზარალებულ ნ. მ–ს და მოწმე ც. ბ–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წელს ნახა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ...........ის ქუჩაზე გირავდებოდა ბინა. განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ............. დარეკა ც. ბ–მ, რომელიც მაკლერმა ქალბატონმა გადაამისამართა ლ. ჯ–სთან, რომლის ტელეფონის ნომერი იყო 5........ ის და ც. ბ–ე მივიდნენ ბინის სანახავად. მათ ლ. ჯ–მ უთხრა, რომ ბინის მეპატრონე იყო თავად. მათ ბინაში უნდა ეცხოვრათ 2 წლით, გადასახდელი თანხა კი იყო 10000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მივიდნენ ლ. ჯ–ს მიერ შერჩეულ ნოტარიუსში, სადაც გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგაც 10000 აშშ დოლარი ნოტარიუსის ეზოში გადასცა ლ. ჯ–ს, რომელიც ძალიან ჩქარობდა და შეშინებული იყურებოდა. ნოტარიუსში ლ–ს განუწყვეტლივ ურეკავდა ვიღაც, რაზეც ამბობდა რომ იყო მისი შვილიშვილი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ქ.თ–ში, .......... გამზირი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, სადაც იცხოვრეს ორი თვე. შემდეგ კი გაირკვა, რომ აღნიშნული ბინა იყო ც. ვ.ს საკუთრება, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა ლ. ჯ–ზე. ბინის მეპატრონე აღმოჩნდა. ასევე გაირკვა, რომ მეპატრონეს ბინა გაქირავებული ჰქონდა ლ. ჯ–ზე.
5.10. მოწმე ნ. ზ–მა დაადასტურა, რომ ლ. ჯ–ს მიაქირავა ....ის ქუჩაზე მდებარე კუთვნილი ბინა. მას ლ–მ გადაუხადა ორი თვის ქირა. იგი ლ–მ და უცნობმა ქალბატონმა ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს მ–ს გამზირზე მდებარე მის ბინაში. საჭესთან მჯდომი ქალბატონი იყო ლ–ს ასაკის და ეწეოდა სიგარეტს, თუმცა თმის და სათვალის ფერს ვერ იხსენებს. მოგვიანებით, ბინაში მისულმა ნახა ნ. მ–ა და მისი მეუღლე, რომლებმაც უთხრეს, რომ ეს ბინა მათ აგირავებინა ლ. ჯ–სემ. იგი ბ. გ–სეს არ იცნობს.
5.11. დაზარალებულმა ი. ბ–სამ განმარტა, რომ 2020 წელს ინტერნეტში ნახა განცხადება, რომ გირავდებოდა წ–ს ქუჩაზე მდებარე ბინა. მან დარეკა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე 5.......... მაკლერმა ქალბატონმა იგი გადაამისამართა ლ. ჯ–თან, რომლის ტელეფონის ნომერი იყო 5........ იგი ბინის სანახავად მივიდა ლ. ჯ–სესთან ერთად. შემდეგ კი ამ უკანასკნელის მიერ შერჩეულ ნოტარიუსში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მას ლ–მ უთხრა რომ ეს იყო გირაოს ხელშეკრულება, თუმცა შემდეგ გაირკვა რომ იყო სესხის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიუსში არ წააკითხეს, რადგან ლ–ა ძალიან ჩქარობდა. მან ლ. ჯ–სეს გადასცა 8000 აშშ დოლარი, საიდანაც დაუბრუნა მხოლოდ 400 აშშ დოლარი. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული ბინა იყო ი. გ–სის საკუთრება და არა ლ. ჯ–სის.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ზ. კ–სა და მოწმე დ. კ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2020 წელს ინტერნეტში ნახეს განცხადება. ზ. კ–სა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მაკლერ ქალბატონს, რომელმაც გადაამისამართა ლ. ჯ–თან. იგი ბინის სანახავად მივიდა ლ. ჯ–თან ერთად. მას ლ–მ უთხრა, რომ იყო ბინის მეპატრონე, მაგრამ ბინას ვერ გადაუფორმებდა რადგან იყო დედის სახელზე. ამის შემდეგ ზ. და დ. კ–ები მივიდნენ ლ. ჯ–ის მიერ შერჩეულ ნოტარიუსში, სადაც სურდათ გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც ლ–მ უთხრა დაედოთ სესხის ხელშეკრულება, რადგან ბინას ვერ აფორმებდა. ნოტარიუსში ყოფნისას, ლ. ჯ–სე სხვა ოთახში საუბრობდა ტელეფონზე. სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ ზ. კ–სამ ნოტარიუსში 11000 აშშ დოლარი გადასცა ლ. ჯ–სეს. ამის შემდეგ ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ თ–ში, გ–ს მე-... მ/რ-ნი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, სადაც იცხოვრეს დაახლოებით 3 თვე, შემდეგ კი გაირკვა, რომ ბინა იყო ნ. ჟ–ს საკუთრება და ნაქირავები ჰქონდა ლ. ჯ–სეს.
5.13. დაზარალებულ გ. ს–სა და მოწმე ჯ. ს–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წელს ინტერნეტით ნახეს განცხადება, რომ ხ–ს ქუჩაზე გირავდებოდა ბინა. გ. ს–მა დარეკა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გაესაუბრა მაკლერ ქალბატონს, რომელმაც გადაამისამართა ლ. ჯ–სთან, რომელმაც უთხრა, რომ იყო ბინის მეპატრონე. იგი ბინის სანახავად მივიდა ლ–სთან და ჯ. ს–თან ერთად, შემდეგ კი მივიდნენ ლ. ჯ–ის მიერ შერჩეულ ნოტარიუსში. მას ლ. ჯ–მ უთხრა, რომ ნოტარიუსთან ბინა არ ეხსენებინა. ნოტარიუსში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მან ლ. ჯ–ეს 6000 აშშ დოლარი გადასცა ავტომანქანაში. მან ხ–ს ქუჩა N.., ბინა N.. იგირავა ორი წლით, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბინის მესაკუთრე იყო ვინმე ნათელა, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა ლ. ჯ–სეზე.
5.14. დაზარალებულ ა. ს–სა და მოწმე ნ. გ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წელს ინტერნეტში ნახეს განცხადება, რომ .........ის ქუჩაზე 2 წლით გირავდებოდა ბინა. ა. ს–მ დარეკა განცხადებაში მითითებულ ტელეფონზე და გაესაუბრა მაკლერ ქალბატონს, რომელმაც გადაამისამართა ლ. ჯ–სთან. ამის შემდეგ ა. ს–ე ლ. ჯ–სა და ბ. გ–სთან ერთად მივიდა ბინის სანახავად. ლ–მ უთხრა, რომ იყო ბინის მეპატრონე. ბ. გ–სემ კი უთხრა, რომ ბინა იყო ლ–ს მეუღლის სახელზე. ამის შემდეგ ა. ს–ე მივიდა ლ. ჯ–სის მიერ შერჩეულ ნოტარიუსში. მას ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ უთხრეს, რომ ფორმდებოდა სესხის და არა გირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, ლ–მ უთხრა, რომ ბინას მალე გადაუფორმებდა. ბ. გ–მ ასევე უთხრა „მე ვარ მაკლერი და სულ ასე ვაკეთებ“. ამის შემდეგ ბ. გ–მ ნოტარიუსს მისცა 200 ლარი, რაზეც ნოტარიუსმა უთხრა ,,რა საჭიროა“. სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნოტარიუსიდან გამოსვლისას, მან ლ. ჯ–ს ავტომანქანაში გადასცა 10000 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდა ბ. გ–სეც. მათ .........ის ქუჩა N.....-ში მდებარე ბინაში იცხოვრეს დაახლოებით 3 თვე. შემდეგ კი გაირკვა, რომ აღნიშნული ბინა იყო კ. ს–ის საკუთრება და არა ლ. ჯ–სის. ამის შემდეგ ლ. ჯ–მ ისინი გადაიყვანა იმავე ქუჩაზე მდებარე სხვა ბინაში, სადაც იგივე განმეორდა, ბინის მეპატრონე აღმოჩნდა გ. ს–ი. დაზარალებულის განმარტებით ლ–ს ტელეფონის ნომერს ერია ციფრები 99, ბ-ას - 01. მან ლ. ჯ–ე და ბ. გ–ე ერთად დაინახა მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მათ სადარბაზოში სავარაუდოდ ბინის სანახავად აჰყავდათ ქალბატონები. დაზარალებულისთვის ასევე ცნობილია, რომ მეპატრონეებს ბინა გაქირავებული ჰქონდათ ლ–ა ჯ–ზე.
5.15. მოწმეებმა კ. ს–მა და გ. ს–მა დაადასტურეს, რომ მათ თავისი ბინები მიაქირავეს ლ. ჯ–ს, თუმცა როგორც შემდეგ გაარკვიეს აღნიშნული ბინები ლ. ჯ–მ მიაგირავა ა. ს–ს ოჯახს.
5.16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ზ. ა–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა ბ. გ–ს სახლის ჩხრეკა, რომლის კარსაც იგი დაახლოებით ნახევარი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში არ უღებდათ. ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები და გადახეული ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა ლ. ჯ–სეს. მოწმე თ. ბ–მა კი დაადასტურა, რომ ლ. ჯ–მ მათ უამბო დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომლის სულისჩამდგმელი მისი განმარტებით იყო ბ. გ–ე და დაასახელა მისი ტელეფონის ნომრებიც.
5.17. 2020 წლის 11 და 21 ნოემბრის დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ ბ. გ–სე სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5........ და 5....... ასევე როგორც მაკლერი იყენებდა შემდეგ ნომრებს 5......., 5........ და 5....... ლ. ჯ–სე კი სარგებლობდა ტელეფონის ნომრებით 5........., 5......... და 5.......... ნოტარიუსი ქ. ძ–ი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5........ ბ. გ–სის ბინის ჩხრეკის ოქმით კი დადგენილია, რომ ჩხრეკისას ნაპოვნი იქნა სესხის დახეული ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ლ. ჯ–სა და ხ. ღ–ს შორის.
5.18. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბ. გ–სის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღებული ხუთი ტელეფონიდან მისი არის ერთი და იგი სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5.......... იგი დიდი ხანია საქმიანობს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში და მისი მოვალეობა იყო მხარეების ერთმანეთთან შეხვედრა. ლ. ჯ–სს იცნობს 2019 წლიდან და იცოდა რომ მუშაობდა მერიაში. მას ბინის თაობაზე მიმართა თვითონ ლ–მ, რის შემდეგაც ინტერნეტ საიტზე განათავსა განცხადება. ამის შემდეგ მოხდა ა. ს–თან დაკავშირება, რომელსაც ანახეს ........ზე მდებარე ბინა, სადაც იმყოფებოდა ლ. ჯ–ც, რომელმაც უთხრა, რომ ამირანს არ ჰქონდა სრული თანხა, რაზეც უპასუხა რომ აღნიშნული იყო მისი გადასაწყვეტი. ბ. გ–ის განმარტებით, მან ა. ს–თან გააკეთა ე.წ. ,,ბეს“ ხელშეკრულება. როდესაც იგი მივიდა ნოტარიუსში ა. ს–ეე და ლ. ჯ–სე უკვე გამოდიოდნენ შენობიდან. მან აღნიშნული პირები კუთვნილი ავტომანქანით მიიყვანა მეტრომდე. მას ლ. ჯ–მ გადაუხადა სამაკლერო მომსახურების საფასური, 300 აშშ დოლარი. ა. ს–ს საქმის შემდეგ მას ლ. ჯ–სთან საქმიანი ურთიერთობა აღარ ჰქონია, თუმცა მისგან ყიდულობდა ყველს და რძეს. იგი ლ. ჯ–მ გამოიყენა და ატყუებდა ყველაფერს. ბ. გ–სის განმარტებით, მისი სახლიდან ამოღებული დახეული ხელშეკრულება იყო გირაოს ხელშეკრულება, რომელიც მალევე დაიხა, რადგან ვერ მოხერხდა შეთანხმება. მას ა. ს–ს გარდა სხვა დაზარალებულები ნანახი არ ჰყავს.
5.19. ლ. ჯ–სემ განმარტა, რომ იგი მოქმედებდა ბ. გ–სთან შეთანხმებით, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მაკლერობა. მან იცოდა, რომ ბ. გ–სე აქირავებდა ბინებს. ბ. გ–სე ამბობდა, რომ ბ–ში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით 20000 აშშ დოლარად და სურდა ამ იპოთეკის მოხსნა, რის შემდეგაც გააკეთებდა სასტუმროს, სადაც მას დაასაქმებდა. ბ. გ–სეს სურდა თანხის სესხად აღება, რომელსაც შემდეგ დააბრუნებდა. მათ დაგეგმეს როგორ ემოქმედათ. პირველი ხელშეკრულების ხელის მოწერაზე მან უარი უთხრა, პირველი ბინა იყო კ. ჯ–ს. შემდეგ ბ. გ–მ უთხრა, რომ ჰყავდა ახლობელი ნოტარიუსი და პრობლემა არ იქნებოდა. იმ პირებს ვისთანაც სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო არჩევდა ბ. გ–ე, მათ შორის ბინის მფლობელებსაც, თვითონ უთანხმდებოდა დეტალებზეც და შემდეგ აკავშირებდა მას. ბ. აღნიშნულ პირებს ეუბნებოდა, რომ ლ. ჯ–სე იყო მისი ნათესავი. ამის შემდეგ კლიენტები ლ. ჯ–სთან ერთად მიდიოდნენ ბინის სანახავად. ბ. გ–სე კი ამ საკითხებთან დაკავშირებით მას ინტენსიურად ეკონტაქტებოდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან. იგი პირადად სარგებლობდა ორი ნომრით 5........ და 5........ იყო შემთხვევები, როდესაც კლიენტები, გაიგეს თუ რა სახის ხელშეკრულება იდებოდა, გაიქცნენ ნოტარიუსიდან, ამიტომ მას ბ. გ–სთან შეთანხმებით ბინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნოტარიუსთან ხმა არ უნდა ამოეღო. თავიდან ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ა. მ–სთან, ვისთანაც ბ. გ–ს ხელშეკრულების არ გაფორმების გამო მოუვიდა კონფლიქტი. შედეგ გაფორმდა ნოტარიუს ქ. ძ–სთან. ნოტარიუსებთან ყოველთვის ბ. გ–ე კონტაქტობდა. ბ–ა წინასწარ ურეკავდა ნოტარიუსებს და ამზადებინებდა ხელშეკრულებებს. იგი კლიენტებისგან აღებული ფულიდან რაღაცას უხდიდა ნოტარიუსებს. ნოტარიუსებმა კარგად იცოდნენ თუ რა კეთდებოდა კლიენტებთან. თავდაპირველად ორ შემთხვევაში თანხის გადაცემას ბ. გ–სეც ესწრებოდა და იღებდა თანხებს, შემდეგ შეთანხმდნენ, რომ კლიენტებისგან თანხას მხოლოდ ლ. ჯ–სე აიღებდა. აღებული თანხიდან მას ბ. გ–ე აძლევდა თანხის ნაწილს, რომელსაც ქირის სახით უხდიდნენ ბინის მესაკუთრეებს, ადრესატამდე მიტანას კი აკონტროლებდა ბ. გ–ე. ის და ბ. გ–ე გადაადგილდებოდნენ ამ უკანასკნელის მუქი მწვანე ფერის ავტომანქანით. ა. ს–ს პირადად ბ. გ–მ უთხრა რომ ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება. ბ. გ–სე პირადად შევიდა ნოტარიუს ა. მ–სთან და გაამზადებინა დოკუმენტები. ა. ს–სგან თანხის აღებისას ის და ბ. გ–სე იყვნენ ერთად. ა. ს–მ ის და ბ. გ–ე ერთად რომ დაინახა, მაგ დროს ცდილობდნენ სესხის ხელშეკრულება გაეფორმებინათ ვინმე ღ–თან, რომელსაც თვითონ ურჩია გადაემოწმებინა რამდენად გამართული ხელშეკრულება იყო, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირმა აღმოაჩინა, რომ ლ. ჯ–სეს არ ჰქონდა ქონება და უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. სწორედ ეს ხელშეკრულება ამოიღეს ბ. გ–ის სახლიდან გადახეული, რომელიც თვითონ ბ–მ წაიღო სახლში. ბ. გ–ე ანალოგიური სქემით მუშაობდა სხვა პირებთანაც. ლ. ჯ–სის განმარტებით, მან ა. ს–ს 2000 აშშ დოლარი დაუბრუნა პირადი დანაზოგიდან. დაზარალებული ი. ბ–სას მონაცემები მას მიაწოდა ბ. გ–მ. მან ი. ბ–სას გამოართვა 8000 აშშ დოლარი, საიდანაც 3 თვის ქირა გადაუხადეს ბინის მეპატრონეს, დარჩენილი თანხა კი გადასცა ბ. გ–ს. მან და ბ. გ–მ ამ უკანასკნელის ავტომანქანით ნ. ზ–ი წაიყვანეს ბინის სანახავად. ბ–ა საუბარში არ ჩარეულა, მანქანაში ეწეოდა სიგარეტს. შემდეგ კი ხელშეკრულება გააფორმეს ნოტარიუს ქ. ძ–სთან. ლ. ჯ–მ ასევე განმარტა, რომ მან ნ. მ–ს გამოართვა 10000 აშშ დოლარი, საიდანაც წინა შემთხვევის მსგავსად თანხის ნაწილით ბინის მესაკუთრეს გადაუხადეს ქირა, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცა ბ. გ–ს. მას გ. ქ–სიც ბ. გ–მ დააკავშირა. გ. ქ–სის მიერ სასამართლოზე ნახსენები ადამიანი, ვისაც ბინის ნახვის შემდეგ შეხვდა ლ. ჯ–სე იყო ბ. გ–სე. გ. ქ–ს მისვლამდე ის და ბ. გ–სე ბინაში იმყოფებოდნენ ერთად. გ–ის მოსვლამდე კი ბ. გ–სე გავიდა, რათა იგი არ დაენახათ ბინაში. მას გ. ქ–მა უთხრა რომ არ ჰქონდა 12000 აშშ დოლარი, ჰქონდა მხოლოდ 6000 აშშ დოლარი. ამ საკითხის გასაკრვევად იგი დაუკავშირდა ბ. გ–ეს და შეათანხმა აღნიშნული. წინა შემთხვევების მსგავსად მან გ–სი ქ–ს გამოართვა თანხა, რომელიც შემდეგ გადასცა ბ. გ–ს. გ. ხ–ს ეპიზოდთან დაკავშირებით მას დაურეკა მაკლერმა მამაკაცმა, რომელსაც მისი აზრით, ბ–თან ჰქონდა კავშირი. ინტერნეტში განცხადებებს ანთავსებდა ბ. გ–ე. ამ შემთხვევაშიც 10000 აშშ დოლარი იყო ზიანი, საიდანაც მას ბ–მ გადასცა სამი თვის ქირის ფული - 1700 აშშ დოლარი. კ–ს ეპიზოდთან დაკავშირებით მას ნ. ჟ–ს მონაცემები მიაწოდა ბ. გ–მ. ამ შემთხვევაში ზიანი იყო 11000 აშშ დოლარი, საიდანაც ბ. გ–მ მას გადასცა 4 თვის ქირის ფული. გ. ს–ს ეპიზოდთან დაკავშირებით, ნ. თ–სთან დარეკა ბ. გ–მ, შემდეგ კი ლ. ჯ–ე წავიდა შეხვედრაზე. ის საკითხიც, რომ სანამიანები იხდიდნენ არასრულ თანხას შეათანხმა ბ. გ–სთან. ამ შემთხვევაში ბ. გ–მ მას დაუტოვა ერთი თვის ქირა. ლ. ჯ–სის განმარტებით ნოტარიუსში ყოფნისას, მას გამუდმებით ურეკავდა ბ. გ–სე. ეს უკანასკნელი ამ თანხებს აგროვებდა ი–სთვის. ბ. გ–სე მასზე ახდენდა ზემოქმედებას და ემუქრებოდა რომ ჩაედინა აღნიშნული ქმედებები. მან იცოდა, რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ ეგონა რომ ბ. გ–სე ამ თანხებს დააბრუნებდა. მას არანაირი ქონება არ გააჩნია, ცხოველების ფერმა ჰქონდა ნაქირავები.
5.20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. გ–ის ჩვენება, რომ მას ა. ს–ს გარდა, სხვა ეპიზოდებთან კავშირი არ აქვს და ამ დანაშაულების ჩადენას აბრალებს ლ. ჯ–სე, მოკლებულია დამაჯერებლობას და ეწინააღმდეგება წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, ლ. ჯ–სა და ბ. გ–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წელს ბ. გ–მ ინტერნეტში განათავსა განცხადება, რის შემდეგაც მას დაუკავშირდა ა. ს–ე, რომელსაც მან და ლ. ჯ–მ აჩვენეს .......ზე მდებარე ბინა. ამის შემდეგ ა. ს–სთან გაფორმდა სესხის და არა გირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული თანხვდენილია დაზარალებულ ა. ს–სა და მოწმე ნ. გ–ს ჩვენებებთან, რომლებითაც დადასტურდა, რომ ა. ს–ე ზემოხსენებული ბინის სანახავად, ასევე ნოტარუსთან იმყოფებოდა ლ. ჯ–სა და ბ. გ–სთან ერთად. გარდა ამისა, მას ორივე ქალბატონმა უთხრა, რომ ფორმდებოდა სესხის და არა გირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, ბ. გ–მ, რომელმაც ნოტარიუსს მისცა 200 ლარი, უთხრა, რომ იყო მაკლერი და სულ ასე აკეთებდა. ბ. გ–სე ასევე ესწრებოდა ნოტარიუსიდან გამოსვლისას ავტომანქანაში ლ. ჯ–სისთვის 10000 აშშ დოლარის გადაცემას. აღნიშნული გარემოებები კი უტყუარად ადასტურებს, ა. ს–ს ეპიზოდში ლ. ჯ–სა და ბ. გ–ს შეთანხმებულ მოქმედებას. რაც შეეხება ლ. ჯ–სის ჩვენებას, რომ იგი ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში მოქმედებდა ბ. გ–სთან წინასწარი შეთანხმებით, კერძოდ, ისინი ბინის მესაკუთრეებისგან ქირაობდნენ ბინებს, რომლებსაც შემდეგ აგირავებდნენ, გამყარებულია იმ გარემოებით, რომ დაზარალებულ ა. ს–ს ეპიზოდის მსგავსად, ყველა სხვა ეპიზოდში დანაშაულის ჩადენის ხერხი იყო ანალოგიური, კერძოდ, დაზარალებულები ინტერნეტში გაკეთებული განცხადების საფუძველზე, მასში მითითებულ ტელეფონის ნომერზე უკავშირდებოდნენ ქალბატონს, ვინმე ბ–ს, რომელიც მათ ამისამართებდა ლ. ჯ–სთან, რომელიც მათ აჩვენებედა თითქოსდა მის საკუთრებაში არსებულ ბინებს, ითანხმებდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბინის გირავნობაზე, თუმცა ნოტარიუსთან მისვლის შემდეგ გირავნობის ხელშეკრულების ნაცვლად მათთან ფორმებდა სესხის ხელშეკრულებები. ის ფაქტი, რომ ა. ს–ს გარდა, სხვა არცერთი დაზარალებული არ იცნობს ბ. გ–ს, ამასთან, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონის ნომრების უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული მის სახელზე არ გამორიცხავს ბ. გ–ს ბრალეულობას, რადგან მას მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, თავისუფლად შეეძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას გამოეყენებინა სხვის სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრები, ამასთან, მართალია იგი უშუალოდ არ ხვდებოდა დაზარალებულებს, თუმცა დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, რომ ნოტარიუსთან ყოფნის პერიოდში, ლ. ჯ–სეს მუდმივად ურეკავდა ვიღაც, რომელთან სასაუბროდ იგი გადიოდა მათგან მოშორებით, რაც თანხვედრაშია ლ. ჯ–სის ჩვენებასთან, რომ ბ. გ–სე მას უკავშირდებოდა სხვადასხვა ტელეფონის ნომრიდან და არკვევდა ყველა დეტალს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დაზარალებულმა ლ. ჯ–ე ნახა ქალბატონთან ერთად, რომლის მონაცემებიც დეტალურად არ ახსოვთ, თუმცა ისინი იყვნენ ერთი აღნაგობის და უცნობი ქალბატონი წააგავდა ბ. გ–სეს. გარდა ამისა, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გამოქვეყნებულ განცხადებებში განმცხადებლის სახელად მითითებული იყო - ბ–ა, შესაბამისად ჯერ მას ესაუბრებოდნენ დაზარალებულები, შემდეგ კი მისი მითითებით უკავშირდებოდნენ ლ. ჯ–ს, აღნიშნული კი მეტად ამყარებს ლ. ჯ–სის ჩვენებას.
5.21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბ. გ–ს ლ. ჯ–სთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან, როგორც დათვალიერების ოქმებით ირკვევა, ბ. გ–სეს ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც ლ. ჯ–სესთან, ასევე ნოტარიუს ქ. ძ–თან. ამასთან, ბ. გ–სის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გადახეული სესხის ხელშეკრულება, რომელშიც მხარედ მითითებულია ლ. ჯ–სე. აღნიშნული ხელშეკრულება კი ადასტურებს, რომ ბ. გ–სის და ლ. ჯ–სის ურთიერთობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული საკითხებით და ისინი ერთობლივი მოქმედებებით, როლების გადანაწილებით, მოტყუებით, ეუფლებოდნენ სხვის კუთვნილ ქონებას, რითიც დაზარალებულებს აყენებდნენ დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანს. ამასთან, თუ მათი ურთიერთობა მხოლოდ საკვები პროდუქტების შეძენით შემოიფარგლებოდა, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ლ. ჯ–ს დანაშაულის ჩადენაში ემხილა ბ. გ–ე და ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში დადანაშაულებით დაემძიმებინა თავისი ბრალდება. გარდა ამისა, ლ. ჯ–სის ჩვენება, რომ ნოტარიუსებთან კონტაქტობდა ბ. გ–სე, სატელეფონო ზარების გარდა, გამყარებულია ა. ს–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას ბ. გ–მ ნოტარიუსს მისცა 200 ლარი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ს–ს ეპიზოდი, რომლის ჩადენასაც ბ. გ–სე აღიარებს, დროში წინ უსწრებს სხვა დაზარალებულების ეპიზოდებს. ყველა შემდგომი ეპიზოდი, კი ჩადენილია ანალოგიური სქემის გამოყენებით, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მსჯავრდებულ ლ. ჯ–სის ჩვენებას, რომ მან და ბ. გ–სემ ერთობლივად მოიპოვეს დაზარალებულების: გ. ხ–ს, ნ. მ–ს, ი. ბ–სას, ზ. კ–სას, გ. ს–ს, ა. ს–ს და გ. ქ–სის ნდობა, მოატყუეს ისინი, ბინის რეალურ მესაკუთრეებთან დაკავშირებით არ მიაწოდეს სრული ინფომრაცია და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად გაუფორმეს სესხის ხელშეკრულებები, ასევე უმალავდნენ რომ ბინის მესაკუთრეები არ იყვნენ თავად და არ ჰქონდათ უფლება იპოთეკით დაეტვირთათ სხვისი ქონება.
5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ჯ–სა და ბ. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.3. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
6.5. საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. კერძოდ, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ ლ. ჯ–მ და ბ. გ–მ ჩაიდინეს განზრახი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, მძიმე კატეგორიის დანაშაულის 7 ეპიზოდი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ჯ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დანაშაულის ჩადენის დროს პრეზიდენტის განკარგულებით მოხსნილი ჰქონდა ნასამართლობა, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ამასთან, ცდილობდა შესაძლებლობების ფარგლებში აენაზღაურებინა დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი, რაც გამოიხატა გ. ხ–სთვის თანხის ნაწილის - 1700 აშშ დოლარის დაბრუნებაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით საპატიმრო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბ. გ–ის წარსული ცხოვრების, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულების ჩადენის დროს მას წინა განაჩენით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 6 ოქტომბრის N..... წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2020 წლის 9 იანვარს), ასევე მხედველობაში იღებს ყოფაქცევას ქმედების შემდეგ - ბ. გ–სე ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, არ აუნაზღაურებია დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი, რაც მართალია არ წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა ხაზს უსვამს მსჯავრდებულის პიროვნებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. გ–ს თითოეული ეპიზოდის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ჯ–სისთვის და ბ. გ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი. გარდა ამისა, ვინაიდან ლ. ჯ–ს და ბ. გ–ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, მათ მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი, რადგან იგი არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
6.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენში სრულყოფილად არ არის ნამსჯელი სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებულ საქმეზე დართულ საგნებსა და ნივთებზე, განაჩენში ამ ნაწილშიც უნდა შევიდეს ცვლილება და ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ჯ–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ–სის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ბ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
5. ლ. ჯ–სე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ხ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ქ–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. მ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ბ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. კ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ს–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ს–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ხ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ქ–სის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. მ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ბ–სას ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. კ–სას ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ს–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ს–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და ლ. ჯ–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
14. ლ. ჯ–სის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2020 წლის 12 აგვისტოდან.
15. ბ. გ–სე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ხ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ქ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. მ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ბ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. კ–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ს–ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ს–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ხ–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ქ–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. მ–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ბ–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. კ–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ს–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ს–ს ეპიზოდი) - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და ბ. გ–სეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
24. ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2020 წლის 4 დეკემბრიდან;
25. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:
ბ. გ–ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები ყუთებთან, აქსესუარებთან და დოკუმენტებთან ერთად, ასევე სიმბარათები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
სანოტარო აქტი და ლაზერული დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
26. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
27. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე