საქმე N 080100121005051077
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N792აპ-22 3 აგვისტო, 2022 წელი
ბ–ე ჯ., 792აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა–ს განცხადება, რომლითაც ის ითხოვს არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ჯ. ბ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 21 აგვისტოს დაახლოებით 09:00 საათზე, ტ–ს რაიონის სოფელ ბ–ში არსებულ ლ. ბ–სა და ჯ. ბ–სის საძმო სახლში, ჯ. ბ–მ არასრულწლოვანი ბავშვების გ. და ა. გ–ების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრებ პირებს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას - ძმისშვილს ე. ბ–ს და ძმის ცოლს ნ. ბ–ს, კერძოდ: ე. ბ–ს ხელი სამჯერ დაარტყა სახეში, ხოლო ნ. ბ–ს ხელი მაგრად მოჰკიდა მარჯვენა ხელის არეში და ჰკრა ხელი. ძალადობის შედეგად ე. ბ–მ და ნ. ბ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, თ. ა–ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ჯ. ბ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ბ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა–მა.
5. 2022 წლის 5 ივლისს მსჯავრდებულ ჯ. ბ–სის ადვოკატმა თ. ა–მა წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
6. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ადვოკატ თ. ა–ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ,,კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს ადვოკატ თ. ა–ს განცხადება აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განაჩენზე დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე