Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №491აპ-22 თბილისი

გ-ე ი-ი, 491აპ-22 29 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ-ის ადვოკატ ტ. კ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. გ-ეს ბრალი დაედო:

ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში;

ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში;

ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o ი. გ-ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - 1,47825 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები, აბის ნატეხები, ფხვნილი და 0,79536 გრამი „მეთადონის“ (მარილი) შემცველი კაფსულები, ფხვნილი, ნივთიერებები. ამ ნარკოტიკული საშუალებებიდან:

o 2018 წლის 22 აგვისტოს, თ-ში, -ის №--ში მდებარე - მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. გ-ემ ო. ი-ზე უკანონოდ გაასაღა 0,0318 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი და აბის ოთხი ნატეხი, რაც იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, ო. ი-ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა;

o 1,2749 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 153 აბი (საიდანაც ორი აბი დაზიანებული იყო) ი. გ-ემ უკანონოდ გაასაღა გ. შ-ზე, რომელმაც თ-ში, ლ. გ-ას ქუჩის №--ში მდებარე ბინა №--ში შეინახა მითითებული ნარკოტიკული საშუალება, რაც 2018 წლის 22 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს გ. შ-ის ბინის ჩხრეკისას;

o 0,13017 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 16 აბი და აბის 2 ნატეხი ი. გ-ემ უკანონოდ შეინახა თავისი შარვლის ჯიბეში, რაც 2018 წლის 22 აგვისტოს, თ-ში, -ის №--ში მდებარე - მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას;

o 0,04138 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ხუთი აბი, აბის ნატეხი, ფხვნილი; 0,79536 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 19 კაფსული, ფხვნილი და ნივთიერებები ი. გ-ემ უკანონოდ შეინახა „ფოლკსვაგენის“ მარკის, თავის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით - -. მითითებული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 22 აგვისტოს, თ-ში, - №--ში მდებარე - მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენით:

· ი. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში;

· ი. გ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 22 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო;

· ი. გ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

− მსჯავრდებულ ი. გ-ის ადვოკატმა ო. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. გ-ის სრულად გამართლება;

− პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ი. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით - ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ორ ეპიზოდში და კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· ი. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ეპიზოდში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გ. შ-ზე უკანონოდ გასაღების ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

· ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. შ-ის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ეპიზოდში) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 22 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო;

· ი. გ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

− მსჯავრდებულ ი. გ-ის ადვოკატმა ტ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. გ-ის გამართლებას;

− პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ი. გ-ის დამნაშავედ ცნობას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ო. ი-ზე 0.0318 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონოდ გასაღების ეპიზოდში); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ. შ-ზე 1.2749 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონოდ გასაღების ეპიზოდში); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (0.17155 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინისა“ და 0.79536 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) უკანონო შეძენა, შენახვის ეპიზოდში) და კანონით გათვალისწინებული სასჯელების განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. გ-ის ადვოკატ ტ. კ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე