საქმე # 050100121005109854
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №796აპ-22 ქ. თბილისი
შ. ა. 796აპ-22 23 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. შ–ს,- დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით ა. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით დაკისრებული სასჯელის მოხდამდე ა. შ–სემ კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. კერძოდ, ა. შ–ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. შ–სთან და მასთან ერთად, ასევე, შვილებთან - 1... წელს დაბადებულ მ. შ–სთან, 2001 წელს დაბადებულ ფ. შა–სთან, 2004 წელს დაბადებულ რ. შ–სთან და 2007 წელს დაბადებულ ს. შ–სთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქ. ო–ში, .....ას ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ა. შ–ს მიაჩნდა, რომ მის მეუღლეს არ აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება, იგი უნდა დაკავებულიყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლით, რადგან ამგვარი სამუშაოს შესრულება ქალის მოვალეობად მიაჩნდა. ცოლ-ქმრული მოვალეობების ამგვარი განაწილებით ა. შ–ე გენდერის ნიშნით არათანასწორ მდგომარეობაში აყენებდა მის მეუღლეს ნ. შ–ს. 2020 წლის 8 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნ. შ–მ ოჯახში კარგი განწყობის შესაქმნელად კომპიუტერში ჩართო სიმღერა, რის გამოც გაღიზიანდა ა. შ–ე და ნ. შ–სეს უთხრა, რომ დაუყოვნებლივ გამოერთო კომპიუტერი. ნ. შ–მ ჰკითხა თავის მეუღლეს, რატომ უნდა გამოერთო კომპიუტერი, რაზეც, ყოველგვარი პასუხის გარეშე, მოულოდნელად, ა. შ–მ ნ. შ–ს რამდენჯერმე თავის, ზურგისა და მხრის არეში დაარტყა ხელჯოხი, რის გამოც ნ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ა. შ–სე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. შ–სთან და მასთან ერთად, ასევე, შვილებთან - 1... წელს დაბადებულ მ. შ–სთან, 2001 წელს დაბადებულ ფ. შ–სთან, 2004 წელს დაბადებულ რ. შ–სთან და 2007 წელს დაბადებულ ს. შ–სთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქ. ო–ში, ლ. მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ა. შ–ს მიაჩნდა, რომ მის მეუღლეს არ აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება, იგი უნდა დაკავებულიყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლით, რადგან ამგვარი სამუშაოს შესრულება ქალის მოვალეობად მიაჩნდა. ცოლ-ქმრული მოვალეობების ამგვარი განაწილებით ა. შ–სე გენდერის ნიშნით არათანასწორ მდგომარეობაში აყენებდა მის მეუღლეს ნ. შ–ს. 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნ. შ–სთვის ცნობილი გახდა, რომ იმყოფებოდა ფეხმძიმედ, რის შესახებაც ასევე ცნობილი გახდა ა. შ–სთვის. 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც ა. შ–სე, ნ. შ–სე, მ. შ–ე, რ. შ–ე და ს. შ–ე იმყოფებოდნენ ქ. ო–ი, მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ნ. შ–მ ა. შ–ს უთხრი, რომ ოპერაციის გასაკეთებლად სჭირდებოდა ფული, რაზეც მოულოდნელად გაღიზიანდა ა. შ–ე დაიწყო ჩხუბი და ყვირილი, რომ მას არ ჰქონდა ექიმებთან დასახარჯი ფული და უმჯობესი იქნებოდა მას გამოეყენებინა მათთვის მისაცემი თანხა, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს განზრახ ერთხელ დაარტყა ძლიერად ხელი მუცლის მიდამოში, რა დროსაც ნ. შ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. ა. შ–ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. შ–სთან და მასთან ერთად, ასევე, შვილებთან - 1.. წელს დაბადებულ მ. შ–სთან, 2001 წელს დაბადებულ ფ. შ–სთან, 2004 წელს დაბადებულ რ. შ–სთან და 2007 წელს დაბადებულ ს. შ–სთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქ. ო-ში, ლ. მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ა. შ–ს მიაჩნდა, რომ მის მეუღლეს არ აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლება, იგი უნდა დაკავებულიყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლით, რადგან ამგვარი სამუშაოს შესრულება ქალის მოვალეობად მიაჩნდა. ცოლ-ქმრული მოვალეობების ამგვარი განაწილებით ა. შ–ე გენდერის ნიშნით არათანასწორ მდგომარეობაში აყენებდა მის მეუღლეს ნ. შ–სეს. 2021 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ო–ში მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. შ–ე, იმის გამო, რომ არ მოსწონდა მეუღლის, ნ. შ–სის სამუშაო ადგილი, ასევე, ეჭვიანობდა მასზე, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს, ნ. შ–სეს მოსთხოვა სამუშაოსთვის თავის დანებება და იმ შემთხვევაში, თუკი არ გაითვალისწინებდა მის თხოვნას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარის გამო ნ. შ–ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ა. შ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. შ–ს სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი; მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 11 თვითა და 25 დღით შთანთქა ახლადდანიშნულმა, დანაშაულთა ერთობლიობისათვის დადგენილმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. შ–ს სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.6. ა. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი - 2021 წლის 29 აგვისტოდან 2021 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით;
3.7. განაჩენის აღსრულების მიზნით ა. შ–სე დაკავებულ იქნა სხდომის დარბაზში.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
4.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით ა. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით დაკისრებული სასჯელის მოხდამდე ა. შ–მ კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. კერძოდ, ა. შ–სე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. შ–სთან და მასთან ერთად, ასევე, შვილებთან - 1... წელს დაბადებულ მ. შ–სთან, 2001 წელს დაბადებულ ფ. შ–სთან, 2004 წელს დაბადებულ რ. შ–სთან და 2007 წელს დაბადებულ ს. შ–სთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქ. ო–ში, ლ. მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2020 წლის 8 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ნ. შ–მ ოჯახში კარგი განწყობის შესაქმენლად კომპიუტერში ჩართო სიმღერა, რის გამოც გაღიზიანდა ა. შ–სე და ნ. შ–ს უთხრა, რომ დაუყოვნებლივ გამოერთო კომპიუტერი. როცა ნ. შ–მ ჰკითხა მეუღლეს, თუ რატომ უნდა გამოერთო კომპიუტერი, ამ უკანასკნელმა, ყოველგვარი პასუხის გარეშე, მოულოდნელად, ნ. შ–ს ორჯერ - თავის, ზურგისა და მხრის არეში დაარტყა ხელჯოხი, რის გამოც ნ. შ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
4.2. ა. შ–სე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. შ–სთან და მასთან ერთად, ასევე, შვილებთან - 1... წელს დაბადებულ მ. შ–სთან, 2001 წელს დაბადებულ ფ. შ–სთან, 2004 წელს დაბადებულ რ. შ–სთან და 2007 წელს დაბადებულ ს. შ–სთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქ. ო–ში, ლ. მ–ს ქუჩა N.-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნ. შ–სთვის ცნობილი გახდა, რომ იმყოფებოდა ფეხმძიმედ, რის შესახებაც ასევე ცნობილი გახდა ა. შ–სთვის. 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც ა. შ–ე, ნ. შ–სე, მ. შ–ე, რ. შ–ე და ს. შ–ე იმყოფებოდნენ საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ნ. შ–სემ ა. შ–ს უთხრა, რომ ოპერაციის გასაკეთებლად სჭირდებოდა ფული, რაზეც ა. შ–ე მოულოდნელად გაღიზიანდა, დაიწყო ჩხუბი და ყვირილი, რომ არ ჰქონდა ექიმებთან დასახარჯი ფული და უმჯობესი იქნებოდა მათთვის მისაცემი თანხა მას გამოეყენებინა, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს, განზრახ დაარტყა ძლიერად ხელი მუცლის მიდამოში, რა დროსაც ნ. შ–სემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.3. ა. შ–სე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. შ–სთან და მასთან ერთად, ასევე, შვილებთან - 1.. წელს დაბადებულ მ. შ–სთან, 2001 წელს დაბადებულ ფ. შ–სთან, 2004 წელს დაბადებულ რ. შ–სთან და 2007 წელს დაბადებულ ს. შ–სთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ქ. ო–ში, ......–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. 2021 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში, ა. შ–სე, იმის გამო, რომ არ მოსწონდა მეუღლის, ნ. შ–ს სამუშაო ადგილი, ასევე, ეჭვიანობდა მასზე, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს, ნ. შ–ს, მოსთხოვა სამუშაოსთვის თავი დაენებებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარის გამო ნ. შ–ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის №1/343-21 განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და მისი სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,1.1. ა. შ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და სსკ 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 11,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბართაგან ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. შ–ს სასჯელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი; მოუხდელი სასჯელი - 11 (თერთმეტი) თვით და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა შთანთქოს ახლადდანიშნულმა, დანაშაულთა ერთობლიობისათვის დადგენილმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. შ–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ა. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი - 2021 წლის 29 აგვისტოდან 2021 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით.
განაჩენის აღსრულების მიზნით ა. შ–ე დაკავებული იქნეს სხდომის დარბაზშივე.
გაუქმდეს ა. შ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 07 სექტემბრის N12-426-21 განჩინებით დაყადაღებულ ქონებას, მდებარეს ქ. ო–ში, მ–ს ქ. N..-ში, საკადასტრო კოდით ..........
ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკი (ინახება ო–ს რაიონულ სამმართველოში) - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით“.
6. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. კერძოდ, მსჯავრდებულმა ა. შ–მ და მისი ადვოკატმა რ. კ–მა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით - პირობითად ჩათვლა, ხოლო პროკურორმა ლევან კლდიაშვილი მოითხოვა მსჯავრდებულ ა. შ–სათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ა. შ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ა. შ–სისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე მითითებით.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ა. შ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის გარეშე, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არც ერთი არ მიუთითებს/ არ ადასტურებს ა. შ–სის მიერ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ნ. შ–ს გამოკითხვის 2021 წლის 29 აგვისტოს ოქმს, რომლის თანახმად, დაზარალებულმა განმარტა, რომ მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ დატოვა საპატიმრო (სასჯელის მოხდის შემდეგ) და საცხოვრებლად დაბრუნდა სახლში, მალევე დაუბრუნდა აგრესიული ცხოვრების სტილს, იგი ყოველგვარი მიზეზის გარეშე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფიდან გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. დაზარალებულმა კითხვაზე - რა არის თქვენს მიმართ განხორციელებული კონფლიქტის მოტივი, უპასუხა, რომ მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის მოტივი არის ეჭვიანობა და მსჯავრდებულის არაადეკვატურობა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა შესაძლებელია, უკავშირდებოდეს ეჭვიანობას, თუმცა, ცალკე აღებული, ეჭვიანობა per se დიფერენცირებული მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ თვითკმარ საფუძველს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის №337აპ-22 განაჩენი). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული მართალია სააპელაციო სასამართლოში დაეთანხმა გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს, თუმცა იმავდროულად განმარტა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი არ ჰქონდა. ამდენად, ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია არცერთი - არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიც კი, რომელიც დაადასტურებდა ა. შ–ს მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობისა და მუქარის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას; კასატორი არ უთითებს მტკიცებულებზე, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ა. შ–ს დანაშაულებრივი ქმედებები განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ და ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე