ბს-1477-1198-კ-04 20 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214- ე მუხლის შესაბამისად აღძრა სარჩელი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე დ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაში იმყოფება სისხლის სამართლის საქმე დ. ბ.-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “ზ" და “თ" ქვეპუნქტებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოძალვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ თანამდებობის პირის, დ. ბ.-ის, მისი ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში იმყოფება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საფუძველს.
პროკურორმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად აღძრა სარჩელი და მოითხოვა, მოპასუხეების სახელზე რიცხული, სარჩელში აღნიშნული ქონების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუსაბუთებლად და უკანონოდ გამოცხადება, ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
მოსარჩელე თვლიდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მოპასუხეებს უნდა ჩამორთმეოდათ შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ბინა 11-12, შეფასებული 96 000 ლარად;
2. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავტოფარეხით ქ. ბათუმში, ..., შეფასებული 60 000 ლარად;
3. არასაცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმში, ..., შეფასებული 78 500 ლარად;
4. საცხოვრებელი სახლი სოფ. ...;
5. საკარმიდამო ნაკვეთი, საერთო ფართით _ 0,5 ჰა, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., შეფასებული 10000 ლარად;
6. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., შეფასებული 45000 ლარად;
7. ავტომანქანა “თOYOთA LANDჩღUIძEღ 100”, ღირებულებით 30000 ლარი;
8. ავტომანქანა “მერსედესი 500”, ღირებულებით 15000 ლარი;
9. წილი შპს “ბ.-ში", შპს “ბ.-ის", საკუთრებაში არსებული შემდეგი სადავო ქონება ... დასახლებაში, სპორტული სკოლის უკან არსებული გორა, საერთო ფართით 1,4 ჰა, ღირებულებით 53000 ლარი;
10. წილი შპს “ტ.-ში", შპს “ტ.-ის" საკუთრებაში არსებული შემდეგი სადავო ქონება; მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმში, ..., საერთო ფართით 620 კვ.მ, ავტოპარკის ასაშენებლად, ღირებულებით 35 000 ლარი;
11. წილი შპს “ნ.-ში" (ოფისი ...);
12. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ... (მშენებარე);
13. ... ქუჩაზე, საბილიარდოს პირდაპირ ავტოფარეხის კომპლექსი;
14. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...;
15. საცხოვრებელი სახლი ორთაბათუმში;
16. სოფ. ... ზემოთ საქონლის ფერმა;
17. მიწის ნაკვეთი გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე;
II ბ. ბ.-ს:
1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 162 000 ლარი;
2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 20 000 ლარი;
3. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 18 000 ლარი;
4. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 20000 ლარი;
5. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 30000 ლარი;
6. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 52 000 ლარი;
7. არასაცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 110 000 ლარი;
8. სახელოსნო ქ. ბათუმში, ... ღირებულებით 35000 ლარი;
9. ავტომანქანა “რენო”, ღირებულებით 5000 ლარი;
10. ავტომანქანა “BMჭ 730”, ღირებულებით 12000 ლარი;
11. ავტომანქანა “მერსედეს ბენცი ML320”, ღირებულებით 20000 ლარი.
III ო. ბ.-ს:
1.არასაცხოვრებელი ფართი, კერძოდ, “საბილიარდე" ქ. ბათუმში, ..., შეფასებული 350000 ლარად;
2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 28 000 ლარი;
3. ავტომანქანა “მიცუბიში პაჯერო”, ღირებულებით 20000 ლარი;
4. ავტომანქანა “GAძ 66”, , ღირებულებით 2000 ლარი.
IV ი. ბ.-ს:
1.U საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 190 000 ლარი;
2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 30 000 ლარი;
3. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 40 000 ლარი;
V გ. ბ.-ს:
1. სახლთმფლობელობა ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 50 000 ლარი.
VI მ. ბ.-ს
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 20 000 ლარი;
VII ს. ბ.-ს:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 32 000 ლარი;
2. ავტომანქანა MAძ _ 500, ღირებულება 3000 ლარი;
3. ავტომანქანა “მაზდა”, ღირებულება 13000 ლარი;
4. მიკროავტობუსი “ფორდ ტრანზიტი”, ღირებულება 7000 ლარი;
VIII დ. ხ.-ს:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... ღირებულება 25000 ლარი;
2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღურებულება 46778 ლარი;
3. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., ღირებულება 46778 ლარი;
4. ავტომანქანა “კრაისლერი”, ღირებულება 50000 ლარი;
5. ავტომანქანა “მერსედეს _ ბენცი”, ღირებულება 30000 ლარი.
IX ს. ბ.-ს:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., საერთო ფართით 103, 65 კვ/მ, ღირებულება 68000 ლარი;
2. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში ....
X თ. ბ.-ე:
1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...., ღირებულება 25000 ლარი.
XI მ. ნ.-ს და მ. მ.-ის
1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 80000 ლარი.
XII გ. ა.-ს
1. ნავთობგასამართი სადგური ქ. ბათუმში, ....-ში.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოძახებულმა მოპასუხეებმა და მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ ხელთ არსებული ქონება შეძენილი იყო კანონიერი გზით, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1. აჭარის ა/რ პროკურორს უარი ეთქვა მოპასუხე დ. ბ.-ის სახელზე რიცხული, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ში 0,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე.
უარი ეთქვა მოსარჩელე აჭარის ა/რ პროკურორს შპს “ბ.-ის" სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., ჩამორთმევაზე.
2. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე ბ. ბ.-ის სახელზე რიცხული ქ. ბათუმი, ... ჩამორთმევაზე.
3. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე ბ. ბ.-ის სახელზე რიცხული ქონების, მდებარე ქ. ბათუმში, ...-ში, ბინის ჩამორთმევაზე და დაკისრებულ იქნა აღნიშნული ბინის დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის კომპენსაცია 15000 ლარის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ;
4. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე ბ. ბ.-ის სახელზე რიცხული, ქ. ბათუმში ...-ში არსებული არასაცხოვრებელი ფართის ჩამორთმევაზე და დაეკისრა კომპენსაცია აღნიშნული ქონების დაუსაბუთებელი შემოსავლებით გაუმჯობესებისათვის 50000 ლარის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ;
5. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე ო. ბ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევაზე, მდებარე ქ. ბათუმში, ...-ში ბინა 34-35. ასევე, ავტომანქანა “გაზ 66-ის”, ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე;
6. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე ი. ბ.-ს სახელზე რიცხული, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა II ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე;
7 უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე მ. ბ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, ..., ¹9 ბინის ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე;
8. უარი ეთქვა მოსარჩელეს _ მოპასუხე ს. ბ.-ის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, ... ბინა 25-ის ჩამორთმევაზე, უარი ეთქვას ასევე ავტომანქანა “MAძ -500-ის” და მიკროავტობუსის “ფორდ ტრანზიტის" ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე;
9. უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე თ. ბ.-ის, მ. ნ.-ისა და მ. მ.-ის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე უსაფუძვლობის გამო.
აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილდა მთლიანად, კერძოდ:
მოპასუხე დ. ბ.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...;
2. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ავტოფარეხით ქ. ბათუმში, ...;
3. არასაცხოვრებელი ფთართი ქ. ბათუმში, ...;
4. საცხოვრებელი სახლი სოფ. ...;
5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...;
6. ავტომანქაა “ტოიოტა”;
7. ავტომანქანა “მერსედეს ბენცი 500”;
8. წილი შპს “ბ.-ში", რომელსაც ეკუთვნის შემდეგი ქონება:
ა. გენერალ ა. ა.-ის დასახლებაში, სპორტული სკოლის უკან არსებული გორა, მიწის ნაკვეთი 1,4 ჰექტარი;
ბ. წილი შპს “ტ.-ში";
გ. მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, ..., 620 კვ.მ;
დ. წილი შპს “ნ."-ში (... ¹4);
ე. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...
ვ. ... ქუჩაზე მდებარე საბილიარდეს პირდაპირ ავტოფარეხის კომპლექსი;
ზ. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ... ;
თ. ...-ის ზემოთ საქონლის ფერმა;
ი. მიწის ნაკვეთი გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე;
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე ბ. ბ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...;
2. საცხოვრებელი სახლი ...;
3. საცხოვრებელი ბინა ...; საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...
4. სახელოსნო, მდებარე ქ. ბათუმში, ...;
5. ავტომანქანა “რენო”;
6. ავტომანქანა “BMV 730”;
7. ავტომანქანა “მერსედეს ბენცი ML 320”;
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე ო. ბ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საბილიარდე ქ. ბათუმში, ...;
2. ავტომანქანა “მიცუბიში პაჯერო".
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე ი. ბ.-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე გ. ბ.-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა, მდებარე ქ. ბათუმში, ...
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე ს. ბ.-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა “მაზდა”.
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე დ. ხ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...;
2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...;
3. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...;
4. ავტომანქანა “კრაისლერი";
5. ავტომანქანა “მერსედეს ბენცი";
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე ს. ბ.-ის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში ...;
2. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...
ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა მოპასუხე გ. ა.-ის სახელზე რიცხული ნავთობგასამართი სადგური, მდებარე ქ. ბათუმში, ...
სასამართლომ სასარჩელო განცხადებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ.-ე 1993წ. ოქტომბრიდან 2004წ. მარტის ჩათვლით მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რომელსაც ხელფასის სახით აღებული ჰქონდა 15838 ლარის ოდენობით. “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, იგი ითვლებოდა თანადებობის პირად.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება, შეესრულებინა რაიმე ანაზღაურებადი სამუშაო, გარდა სამეცნიერო პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.
მითითებულის საფუძველზე სასამართლო კლეგიამ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხე დ. ბ.-ეს, მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ კანონიერი გზით მოპოვებული ის შემოსავლები, რომლითაც შეიძინეს სადავო ქონება. საქმის განხილვის დროს კი, სასამართლოს მითითებით, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს და ვერ მიუთითეს აღნიშნული შემოსავლების მიღების კანონიერ წყაროზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ.-ის, მისი ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების სარჩელში მითითებული ქონების ნაწილი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, გარდა იმ ქონებისა, რომელიც მათ მიიღეს მემკვიდრეობით, ხელფასის სახით და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ დ. ბ.-ს, მის ახლო ნათესავებს და მასთან დაკავშირებულ პირებს უნდა ჩამორთმეოდათ და სახელმწიფოს გადასცემოდა სარჩელში აღნიშნული მხოლოდ დაუსაბუთებელი და უკანონო ქონება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აჭარის ა/რ პროკურორს უარი უნდა თქმოდა მოპასუხე დ. ბ.-ის სახელზე რიცხული, შემდეგი ქონების ჩამორთმევაზე: დ. ბ.-ის სახელზე რიცხული ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 0,5 ჰა მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., რადგან საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქონება შეძენილი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურორის სარჩელი სხვა ნაწილში მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
დ. ბ.-ის ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 216-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ქონებას მოსამართლე ცნობს უკანონოდ, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ გამოიკვლია, რომ ამ ქონების შეძენისათვის საჭირო თანხა მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ.-ის, მისი ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შეძენილი ქონება იყო უკანონო შემოსავლებით შეძენილი, რადგანაც მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტირებული მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ სარჩელში მითითებული ქონება მათ მიერ შეძენილი იყო კანონიერი გზით მოპოვებული ფინანსური სახსრებით.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ.-ე იყო დ. ბ.-ის ახლო ნათესავი (ძმა). სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული ქონების ნაწილი ბ. ბ.-ეს შეძენილი ჰქონდა უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით, რადგანაც მან სასამართლოს არ წარმოუდგინა სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსების მოპოვების კანონიერი გზების დამადასტურებელი დოკუმენტები. სასამართლო გადაწყვეტილებით ბ. ბ.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, ...;
2. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...;
3. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...
4. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ...;
5. სახელოსნო ქ. ბათუმში, ...;
6. ავტომანქანა “რენო”;
7. ავტომანქანა “BMჭ 730”;
8. ავტომანქანა “მერსედეც ბენცი ML 320”.
კოლეგიამ არ გაიზიარა ბ. ბ.-ის წარმომადგენლის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბ. ბ.-ს გააჩნდა შემოსავლები, რომლითაც შეიძლებოდა აღნიშნული სადავო ქონების შეძენა. კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოწმე თ. ბ.-ის ჩვენებები იმის თაობაზე, რომ მან ქ. ბათუმში, ... 2003 წელს შეიძინა და აჩუქა თავის _ სიძეს ბ. ბ.-ს და მიუთითა, რომ აღნიშნული ჩვენება არ ეყრდნობოდა შესაბამის მტკიცებულებებს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ბ. ბ.-ისათვის, სარჩელის დანარჩენ ნაწილში მითითებული ქონების ჩამორთმევაზე, ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.
აქვე სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს უნდა შენარჩუნებოდა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ბ.8 და დაკისრებოდა აღნიშნული ბინის დაუსაბუთებელი ქონებით გაუმჯობესებისათვის კომპენსაცია 15000 ლარის ოდენობით. არ უნდა დაკმაყოფილებულიყო აჭარის პროკურორის სარჩელი ბ. ბ.-ისათვის არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. ბათუმში, ..., ჩამორთმევის ნაწილში და უნდა დაკისრებოდა კომპენსაცია დაუსაბუთებელი სახსრებით გაუმჯობესებისათვის 50000 ლარის ოდენობით, ვინაიდან მითითებული ქონება ბ. ბ.-ეს შეძენილი ჰქონდა მანამდე, სანამ გახდებოდა თანამდებობის პირი.
ოთარ ბ.-ის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ მიუთითა, რომოთარ ბ.-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მიხედვით, იყო დ. ბ.-ის ახლო ნათესავი (მამა). მოსარჩელე მას ედავებოდა არასაცხოვრებელ ფართს ...-ში, ბინას ..., ავტომანქანა “მიცუბიშ-პაჯეროს” და “გაზ-66" მარკის ავტომანქანას.
საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ... მიღებული ჰქონდა პრივატიზაციის წესით და მას აღნიშნული ბინის შეძენაზე დიდი თანხები არ გადაუხდია, ამიტომ მოსარჩელეს სარჩელის ამ ნაწილში უთხრა უარი.
მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა “გაზ-66" მარკის ავტომანქანის ჩამორთმევის ნაწილშიც, რადგანაც ავტომანქანა იყო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, სატვირთო და ოჯახს ავტომანქანის ჩამორთმევით ხელი შეეშლებოდა სოფლად სამეურნეო საქმიანობის შესრულებაში. რაც შეეხება არასაცხოვრებელ ფართს, კერძოდ, საბილიარდეს, მდებარე ..., რომლის ღირებულებაც შეადგენდა 350000 ლარს და ავტომანქანა “მიცუბიში პაჯერო”, სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად და ჩათვალა, რომ მითითებული ქონება ექვემდებარებოდა სახელმწიფოსათვის გადაცემას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ი. ბ.-ა, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად და სარჩელიდან გამომდინარე, იყო დ. ბ.-სთან დაკავშირებული პირი, მაგრამ დადგენილად მიიჩნია, რომ ... მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹3 და ... ბინა ¹11 წარმოადგენდა მოპასუხე ი. ბ.-ს საკუთრებას და შეძენილი იყო მისი და მისი ოჯახის დანაზოგებით. ამიტომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე სარჩელის ამ ნაწილში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურორის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ...-ის ქ. ¹84-86-ში საცხოვრებელი სახლის ჩამორთლევის ნაწილში, ვინაიდან მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სახლის შეძენისათვის საჭირო სახსრების მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სასამართლომ, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ გაიზიარა ი. ბ.-ს წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სახლის შესაძენად საჭირო სახსრები გამოგზავნილი იყო მისი ნათესავების მიერ რუსეთიდან.
მოპასუხე გ. ბ.-ესთან მიმართებაში სასამართლომ მიუთითა, რომ იგი იყო დ. ბ.-ის ახლო ნათესავი (ძმა) და იმ მოტივით, რომ მისი მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, სარჩელი მასთან მიმართებაში მიიჩნია საფუძვლიანად.
მოპასუხე მ. ბ.-ესთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იგი იყო არასრულწლოვანი, არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი ბინა, ამასთან, ბინა იყო მამისეული და უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს. ბ.-ესთან მიმართებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მხარემ წარმოადგინა კანონიერი შემოსავლების დამადასტურებელი გარკვეული სახის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა მასთან მიმართებაში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. თუმცა, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელიავტომანქანა “მაზდის” ჩამორთმევის ნაწილში და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.
მოპასუხე დ. ხ.-სთან მიმართებაში სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
სასამართლომ მიუთითა, რომ ს. ბ.-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა დ. ბ.-ის ახლო ნათესავს. მას სსკ-ის 70-78-ე მუხლების თანახმად, ეცნობა სასამართლო სხდომის დანიშვნის დრო, მაგრამ იგი სხდომაზე 2 ჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის საკუთრებაში არსებული ქონების კანონიერების შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. ბ.-ს გააჩნდა ქონება, რომლის შეძანისათვის საჭირო სახსრები მოპოვებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და საქმეში სხვა მტკიცებულებების არარსებობის გამო ამავე კოდექსის 218-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ბ.-ს, როგორც დ. ბ.-ის ახლო ნათესავს, უნდა ჩამორთმეოდა და სახელმწიფოს გადასცემოდა მის სახელზე რიცხული შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..., საერთო ფართით 103,65 კვ.მ, ღირებული 68000 ლარად;
2. საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში ...
გ. ა.-ესთან მიმართებაში სასამართლომ მოპასუხის მხრიდან მტკიცებულებათა წარმოუდგენლობაზე მითითებით ჩათვალა, რომ სადავო ქონება იყო დაუსაბუთებელი და ექვემდებარებოდა ჩამორთმევას.
რაც შეეხება თ. ბ.-ის სახელზე რიცხულ ქონებას, საცხოვრებელი სახლს, მდებარე ქ. ბათუმში, ..., სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი მტკიცებულება, რომ იგი თ. ბ.-ის მიერ შეძენილი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
მ. ნ.-ისა და მ. მ.-თან მიმართებაში მიმართებაში სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ დ. ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ.-მ, დ. ხ.-მ, ო. ბ.-მ, ბ. ბ.-მ, გ. ა.-მ, გ. ბ.-მ და ს. ბ.-მ.
ი. ბ.-ა საკასაციო საჩივრის საფუძვლად უთითებდა შემდეგ გარემოებას: სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი და კასატორი არამართებულად მიიჩნია დ. ბ.-სთან დაკავშირებულ პირად. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისი მამა და ძმა წლების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთში, ხელმძღვანელობდნენ რესტორნების ქსელს, რაც მათ აძლევდა საშუალებას, დახმარებოდნენ კასატორს.
კასატორი დ. ხ.-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹1 შეძენილი იყო მის გათხოვებამდე, რასაც ადასტურებდა ის გარემოება, რომ ბინა შეძენილი იყო დ. ხ.-ის და არა დ. ხ.-ის სახელით.
ხოლო, რაც შეეხება ¹9 ეს ბინას, შეძენილი იყო ბებიის მიერ, ჩოხატაურის რაიონის სოფ. ...-ში გასხვისებული მიწის ნაკვეთით მიღებული თანხის საფუძველზე.
კასატორი ო. ბ.-ე საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მისი შემოსავლების არსებობის ფაქტს, კერძოდ, ცნობა 1992-98 წლებში მანდარინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.
ბ. ბ.-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ყველა ის ქონება, რომელიც შეძენილი იყო დ. ბ.-ის მიერ, ამ უკანასკნელმა თავადვე მიუთითა სასამართლოს, ხოლო, რაც შეხება ... მდებარე ¹4 ბინას, მითითებული შეძენილი იყო მისი მეუღლის _ მამის თ. ბ.-ის მიერ, კანონიერი შემოსავლების საფუძველზე. კასატორი ასევე სადავოდ ხდიდა დაკისრებულ საკომპენსაციო თანხებს.
კასატორი გ. ა.-ე საკასაციო საჩივარს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლო პროცესზე არ მომხდარა მისი დაბარება სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მას წაერთვა სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, უხეშად შეილახა მისი უფლებები, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, ... განთავსებული ნავთობგასამართი სადგური შეძენილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ზ.-XXI-ისაგან" და მისივე მითითებით არ გააჩნდა კავშირი დ. ბ.-ესთან, კასატორის მხრიდან წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორი გ. ბ.-ე არასწორად მიიჩნევდა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ ის წარმოადგენდა დ. ბ.-ის ძმას, რაზეც წარმოადგენდა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს. კასატორი ასევე სადავოდ ხდიდა სასამართლოს მითითებას მისთვის უწყების ჩაბარებისა და პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე.
კასატორი ს. ბ.-ე საკასაციო საჩივარში ასევე სადავოდ ხდიდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასა და დ. ბ.-ს შორის ნათესაური კავშირის არსებობის თაობაზე და განმარტავდა, რომ შეუძლებელი იყო მათ შორის რაიმე სახის ნათესაური კავშირის დადგენა, რის გამოც ის არასწორად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის სუბიექტად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მათ ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მათ მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ.-ს, დ. ხ.-ის, ო. ბ.-ისა და ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება გ. ა.-ის, გ. ბ.-ისა და ს. ბ.-ის საკასაციო საჩივრებს, მითითებული საკასაციო საჩივრები ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორები: ი. ბ.-ა, დ. ხ.-ე, ო. ბ.-ე და ბ. ბ.-ე წარმოადგენენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ბG" და “გ" პუნქტებით განსაზღვრულ პირებს, რომელთაც თანამდებობის პირთან _ დ. ბ.-ესთან გააჩნიათ ახლო ნათესაური კავშირი.
დადგენილია, რომ დ. ბ.-ე აჭარის ა/რ პროკურატურის 2004წ. 25 აგვისტოს დადგენილებით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა", “ბ" და “გ" პუნქტების, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “ზ" და “თ" პუნქტებისა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ" და “გ" პუნქტების საფუძველზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, იძლევა საფუძველს, აღიძრას სარჩელი სასამართლოში მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით.
დადგენილია, რომ კასატორი დ. ხ.-ე წარმოადგენს დ. ბ.-ის ოჯახის წევრს, კერძოდ, მის მეუღლეს, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულია, წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებული ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინები ¹1 და ¹39 შეძენილია მისი ბებიის, ანა ვ.-ის, სახსრებით და წარმოადგენს ბებიის “საჩუქარს". საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ბინა შეძენილია დ. ხ.-ის სახელით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დადგინდეს იმყოფებოდა თუ არა დ. ხ.-ე ამ პერიოდისთვის არ დ. ბ.-ესთან საქორწინო ურთიერთობაში. საქმეში წარმოდგენილი არ არის ქორწინების მოწმობა და სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კასატორი დ. ბ.-ესთან საქორწინო ურთიერთობაში შევიდა მხოლოდ 1998წ. სექტემბერში, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს პროცესუალურ შესაძლებლობას, არასწორად მიიჩნიოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნული შემდგომი გამოკვლევის მიზნით, დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ი. ბ.-ს საკასაციო პრეტენზიას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი გამოკვლევისა და შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო: კერძოდ, საქმეში მართლაც, წარმოდგენილია მ. ბ.-ს (კასატორის მამის) სახელზე გაცემული ცნობა, რომელიც მიუთითებს ამ უკანასკნელის მიერ 1997-2002 წლებში მიღებულ შემოსავალზე, მაგრამ მითითებული ცნობა არ შეიცავს ოფიციალური დოკუმენტისთვის სავალდებულო არც ერთ მახასიათებელს, არ არის გაცემული სატიტულო ფურცელზე, გაურკვეველია, რომელი ორგანოს ან საწარმოს მიერაა გაცემული და ამასთან, დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის დედნის სახით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება სსკ-ის 135-ე მუხლით, წერილობითი მტკიცებულებების წარდგენისათვის დადგენილ წესს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დ. ბ.-ის მამის _ ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლოს დასაბუთებულად მიეჩნია ... მდებარე საბილიარდე ფართის შეძენისთვის საჭირო სახსრების წარმომავლობა და თვლის, რომ ჩვეულებრივი მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიღებული სახსრები არ იძლევა 350000 ლარად შეფასებული შენობისა და 20000 ლარის ღირებულების ავტომანქანის შეძენის შესაძლებლობას.
რაც შეეხება კასატორ ბ. ბ.-ის საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ...-ის ქ. ¹16.18-ში განთავსებული ბინა ¹4 შეძენილია მისი მეუღლის მამის _ თ. ბ.-ის მიერ, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნებააღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო რაც შეეხება დაკისრებული საკომპენსაციო თანხების ოდენობას, კასატორის მიერ აღნიშნულთან მიმართებაში ასევე წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია მითითებულის შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას.
გ. ა.-ის, გ. ბ.-ისა და ს. ბ.-ის საკასაციო საჩივრებთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეტენზიები მოტივირებულია, რაც იძლევა ამ პირებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით ვერ გაიზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ გ. ა.-ე სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებულ იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მიიჩნევს, რომ გ. ა.-ე სასამართლო სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რამაც მხარეს მოუსპო სსკ-ის 83-ე მუხლით გარანტირებული საპროცესო უფლებები, რაც ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “გ" პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს კასაციის აბსოლუტურ საფუძველს.
გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლისა, საკასაციო სასამართლო ქვემდგომი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს კასატორის მიერ წარმოდგენილ დასაბუთებულ პრეტენზიაზე და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებს შესაბამის შესწავლასა და გამოკვლევას, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ავტოგასამართი შენობა, მდებარე ქ. ბათუმში, ..., მოპოვებულია დ. ბ.-ის მიერ და რომ ეს უკანასკნელი ფლობდა ან განკარგავდა მას, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მითითებულ ნაწილში არსებითი გამოკვლევის მიზნით, საქმე დაუბრუნოს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
კასატორ გ. ბ.-სთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო გ. ბ.-ის საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას _ გ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის ნათესაური კავშირის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე აჭარის ა/რ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ე წარმოადგენს დ. ბ.-ის ძმას. საქმეში წარმოდგენილია გ. ბ.-ის დაბადების მოწმობა და ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ ორ პირს შორის მსგავსი ნათესაური კავშირის არსებობის შესაძლებლობას და რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ეჭვქვეშ დააყენოს გ. ბ.-ესთან მიმართებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “გ" პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა და მითითებული მოტივით სადავო ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა.
საკასაციო სასამართლო ასევე საფუძვლიანად მიიჩნევს კასატორ ს. ბ.-ის საკასაციო პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმე ამ უკანასკნელთან მიმართებაში ასევე ხელმეორედ განსახილველად უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს. ბ.-ე მიჩნეულია დ. ბ.-ის ახლო ნათესავად და მას ჩამოერთვა ავტომანქანა “მაზდა".
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “გ" პუნქტის საფუძველზე ახლო ნათესავია თანამდებობის პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი, აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე, მშობლის და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობლები. აღმავალი და დაღმავალი ნათესავების ცნებას განსაზღვრავს სკ-ის 1336-ე მუხლი. კასატორის საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ შემოწმებულ იქნა ს. ბ.-ის ნათესაური კავშირი, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ უკანასკნელის დ. ბ.-ესთან ნათესაური კავშირის არსებობას, რის გამოც ს. ბ.-ესთან მიმართებაში საქმე განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის III ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ბ.-ს, დ. ხ.-ის, ო. ბ.-ისა და ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გ. ა.-ის, გ. ბ.-ის და ს. ბ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს გ. ა.-ისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე ნათვობგასამართი სადგურის, გ. ბ.-ისათვის ქ. ბათუმში, ... განთავსებული სახლთმფლობელობისა და ს. ბ.-ისათვის ავტომანქანა “მაზდა”, ჩამორთმევის ნაწილში და საქმე მითითებულ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. ი. ბ.-ს, დ. ხ.-ს, ო. ბ.-სა და ბ. ბ.-ს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.