Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №807აპ-22 ქ. თბილისი

ა-ა ა-ა, 807აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განაჩენით ა. ა-ა, – - ნასამართლობის არმქონე; ნ. კ-ა, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 25 მარტის, იმავე წლის 1 აპრილისა და 17 აპრილის ეპიზოდები), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 9 აპრილის, იმავე წლის 13 აპრილის 2 ეპიზოდი, იმავე წლის 15 აპრილისა და 16 აპრილის ეპიზოდები) და მიესაჯათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ა. ა-ასა და ნ. კ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ დაკავების დღიდან – 2021 წლის 27 აპრილიდან.

2. ამავე განაჩენით ნ. გ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 25 მარტის, იმავე წლის 1 აპრილისა და 17 აპრილის ეპიზოდები), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 9 აპრილის, იმავე წლის 13 აპრილის 2 ეპიზოდი, იმავე წლის 15 აპრილისა და 16 აპრილის ეპიზოდები) და მიესაჯა 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ნ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 27 აპრილიდან.

მსჯავრდებულებს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განაჩენით ა. ა-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-ამ ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (3 ეპიზოდი); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (5 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა. ა-ა, ნ. კ-ა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ნ. გ-ი წინასწარ შეკავშირდნენ და შეთანხმდნენ, რომ მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, გაესაღებინათ ნარკოტიკული საშუალებები. მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. ნარკოტიკული საშუალებების სისტემატურად და ორგანიზებულად გასაღების მიზნით, ა. ა-ა უზრუნველყოფდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას და შეთანხმებას, თუ რა ფასად და რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება უნდოდა მყიდველს, ნ. გ-ი და ნ. კ-ა კი უზრუნველყოფდნენ მყიდველისათვის დათქმულ დროსა და ადგილზე ნარკოტიკული საშუალების მიწოდებასა და ფულადი თანხის მიღებას. 2021 წლის 25 მარტს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 1,3343 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 1 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 1,23 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 9 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,4843 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 13 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,409 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 13 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,403 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 15 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,8036 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 16 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,754 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, მცირეწლოვან მალვინა გუსეინოვას გამოყენებით, უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2021 წლის 17 აპრილს თ-ში, ს. ფ-ში, გ-ის ქ. №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა: ა. ა-ამ, ნ. გ-მა და ნ. კ-ამ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 1,9177 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღეს ზ. ც-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

5. მსჯავრდებულ ა. ა-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ზემოჩამოთვლილი მუხლებით ა. ა-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით იმ მოტივით, რომ ის, როგორც ქართული ენის მცოდნე, გამოიყენეს ბრმა იარაღად და მან ჩაიდინა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა. კასატორი ასევე ითხოვს, სასამართლომ გაითვალისწინოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მიაწოდა სერიოზული ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავე პირების მიერ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის, დასაწყობებისა და გასაღების შესახებ, რაც უნდა ასახულიყო სასჯელზე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის: ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, სატელეფონო საუბრები (კრებსები), ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე ზ. ც-ის გამოკითხვის ოქმები, ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულთა აღიარებები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ა-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ა. ა-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მოიცავდა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დადგენილ ელემენტებს, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ა. ა-ა შეცდომაში შეიყვანეს და მხოლოდ ქართული ენის ცოდნის გამო გამოიყენეს ბრმა იარაღად, კერძოდ: მოწმე ზ. ც-მა გამოკითხვის ოქმებში დეტალურად აღწერა, რომ თითოეულ ეპიზოდში იგი უკავშირდებოდა ა. ა-ას, უთანხმდებოდა ნარკოტიკული საშუალებისა და გადასახდელი თანხის ოდენობასა და ადგილზე, მისი მითითებით იღებდა ნარკოტიკს და თანხასაც იმავე ადგილზე ტოვებდა. აღნიშნული დასტურდება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითაც და არც დაცვის მხარე უარყოფს. შესაბამისად, ა. ა-ა იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრი და მას ევალებოდა მოლაპარაკების წარმართვა ნარკოტიკული ნივთიერების შემძენ პირებთან.

10. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ სუსგ №25აპ-21, №141აპ-08 განაჩენი), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

12. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულია საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე