Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №691აპ-22 თბილისი

ლ-ი ი-ბ, 691აპ-22 25 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ლ-ს ბრალი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ლ. ლ-ის ეპიზოდი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი);

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები);

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის 2 ივნისის 18:00 საათის ეპიზოდი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2020 წლის 14 აპრილიდან იმავე წლის 2 ივნისამდე პერიოდში, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში, საკუთარ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ი. ლ-ი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - ლ. ლ-ს ყოველდღე ურტყამდა ხელს ლოყასა და საჯდომზე, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს;

o 2020 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში, საკუთარ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ი. ლ-მა, არასრულწლოვანი შვილის - ლ. ლ-ის თანდასწრებით, კისერში სამჯერ დაარტყა ხელი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ა-ს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა, ხოლო წაქცეულს გვერდებში სამჯერ დაარტყა ფეხი. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში, საკუთარი სახლის ეზოში, ალკოჰოლით მთვრალმა ი. ლ-მა, არასრულწლოვანი შვილის - ლ. ლ-ის თანდასწრებით, ხელი ერთხელ დაარტყა კისერში წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ა-ს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა, ხოლო წაქცეულს გვერდებში სამჯერ დაარტყა ფეხი. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:

· ი. ლ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ლ. ლ-ის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი - 2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათისა და იმავე დღის 18:00 საათის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში;

· ი. ლ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორ - 2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათისა და იმავე დღის 18:00 საათის ეპიზოდებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400-400 საათით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ლ-ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის დროის (2020 წლის 2 ივნისიდან იმავე წლის 10 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად და მთლიანად გათავისუფლდა შეფარდებული სასჯელის მოხდისგან.

4. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:

o 2020 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში, საკუთარ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ი. ლ-მა კისერში სამჯერ დაარტყა ხელი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ა-ს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა, ხოლო წაქცეულს გვერდებში სამჯერ დაარტყა ფეხი. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-ში, საკუთარი სახლის ეზოში, ალკოჰოლით მთვრალმა ი. ლ-მა ხელი ერთხელ დაარტყა კისერში წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. ა-ს, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა, ხოლო წაქცეულს გვერდებში სამჯერ დაარტყა ფეხი. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა: ი. ლ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ორ ეპიზოდში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას: ი. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ორ ეპიზოდში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. ლ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ლ. ლ-ის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი - 2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათისა და იმავე დღის 18:00 საათის ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. ამასთან, ი. ლ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორ - 2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათისა და იმავე დღის 18:00 საათის ეპიზოდებში განსაზღვრული სასჯელების სამართლიანობასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. ლ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

12. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება ი. ლ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორ - 2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათისა და იმავე დღის 18:00 საათის ეპიზოდებში მსჯავრდების, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ლ. ლ-ის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი - 2020 წლის 2 ივნისის 09:00 საათისა და იმავე დღის 18:00 საათის ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე