Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №638აპ-22 თბილისი

ხ-ა დ-თ, 638აპ-22 18 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის ადვოკატ მ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, დ. ხ-ასა და ნ. ბ-ეს ბრალი დაედოთ ქურდული სამყაროს წევრობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ჩადენილი ჯგუფურად.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o დ. ხ-ა და ნ. ბ-ე აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებსა და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავიანთი ქმედებებით გამოხატავდნენ მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს მიზნების შესასრულებლად;

o დ. ხ-ამ და ნ. ბ-ემ ქურდული სამყაროს მიზნების შესასრულებლად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ქარხნული წესით დამზადებული „FEG 37M“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №-, 7,65 მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 საბრძოლო ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ და ინახავდნენ თ-ში, ე. ჩ-ის ქუჩა №--ის №--ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში;

o 2020 წლის 24 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის შემდეგ, დ. ხ-ა და ნ. ბ-ე მივიდნენ თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში მდებარე კ. მ-ას საცხოვრებელ სახლში. ამ სოფელში იგი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. მათ კ. მ-ას მოუწყვეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“, კერძოდ: უთხრეს, რომ იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ქურდული სამყაროს წევრები, მოქმედებდნენ კანონიერი ქურდების დავალებით და დაშინებითა და მუქარით, როგორც ბიზნესმენს, მოსთხოვეს, მათთვის, როგორც ქურდული სამყაროს წევრებისათვის გადაეხადა 10000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას იძულებით გადაიყვანდნენ თ-ის რესპუბლიკაში, სადაც პასუხს აგებდა კანონიერი ქურდების წინაშე. მას შემდეგ, რაც კ. მ-ამ დ. ხ-ასა და ნ. ბ-ეს უარი განუცხადა თანხის გადახდაზე, დ. ხ-ამ და ნ. ბ-ემ ამოიღეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები, დადეს მაგიდაზე და კ. მ-ასკენ მიმართეს, რითაც დაარწმუნეს იგი მუქარის სერიოზულობაში. კ. მ-ამ მუქარა აღიქვა რეალურად და ვინაიდან ამ დროს მისი ოჯახის წევრებიც სახლში იმყოფებოდნენ, დასთანხმდა თანხის გადახდაზე. დ. ხ-ამ და ნ. ბ-ემ კანონიერ ქურდებთან სატელეფონო კომუნიკაციისა და მათთან შეთანხმების შემდეგ, კ. მ-ას თანხის გადახდის ვადად განუსაზღვრეს 2020 წლის 27 ოქტომბერი;

o 2020 წლის 28 ოქტომბერს კ. მ-ა, რომელიც თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან, ნ. ბ-ეს შეხვდა თ-ში, ს-ის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც იგი წაიყვანეს თ-ში, ე. ჩ-ის ქუჩა №--ის №-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც კ. მ-ამ დ. ხ-ასა და ნ. ბ-ეს გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 5000 აშშ დოლარი;

o 2020 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დ. ხ-ა და ნ. ბ-ე დააკავეს თ-ში, ჩ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ. ბ-ის მფლობელობაში მყოფი „ბიემდაბლიუს“ (BMW) მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული ნომრით - -) ჩხრეკისას ამოიღეს კ. მ-ას მიერ დ. ხ-ასა და ნ. ბ-ისათვის გადაცემული 5000 აშშ დოლარი, ხოლო თ-ში, ე. ჩ-ის ქუჩა №--ის №-ში მდებარე მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ქარხნული წესით დამზადებული „FEG 37M“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №-, 7,65 მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 საბრძოლო ვაზნა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით:

· დ. ხ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან - ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე;

· დ. ხ-ა, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ხ-ას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 28 ოქტომბრიდან.

· ნ. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან - ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე;

· ნ. ბ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 28 ოქტომბრიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

o დ. ხ-ამ და ნ. ბ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ქარხნული წესით დამზადებული „FEG 37M“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №-, 7,65 მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 საბრძოლო ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ და ინახავდნენ თ-ში, ე. ჩ-ს ქუჩა №-ის №--ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში;

o 2020 წლის 24 ოქტომბერს დ. ხ-ა და ნ. ბ-ე მივიდნენ თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში მდებარე კ. მ-ას საცხოვრებელ სახლში. ამ სოფელში იგი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. დ. ხ-ამ და ნ. ბ-ემ, თითქოს იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები და თითქოს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, კ. მ-ას დაშინებით, მუქარითა და იარაღის დემონსტრირებით მოსთხოვეს, მათთვის 10000 აშშ დოლარის გადახდა. კ. მ-ამ მუქარა აღიქვა რეალურად და დასთანხმდა თანხის გადახდაზე. მათ დაზარალებულს თანხის გადახდის ვადად განუსაზღვრეს 2020 წლის 27 ოქტომბერი;

o 2020 წლის 28 ოქტომბერს კ. მ-ა, რომელიც თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან, ნ. ბ-ეს შეხვდა თ-ში, ს-ის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც იგი წაიყვანეს თ-ში, ე. ჩ-ის ქუჩა №--ის №-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც კ. მ-ამ დ. ხ-ასა და ნ. ბ-ეს გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 5000 აშშ დოლარი;

o 2020 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დ. ხ-ა და ნ. ბ-ე დააკავეს თ-ში, ჩ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ. ბ-ის მფლობელობაში მყოფი „ბიემდაბლიუს“ (BMW) მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული ნომრით - -) ჩხრეკისას ამოიღეს კ. მ-ას მიერ დ. ხ-ასა და ნ. ბ-ისათვის გადაცემული 5000 აშშ დოლარი, ხოლო თ-ში, ე. ჩ-ის ქუჩა №--ის №--ში მდებარე მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ქარხნული წესით დამზადებული „FEG 37M“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №-, 7,65 მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 13 საბრძოლო ვაზნა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

− საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

− მსჯავრდებულების - დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის ადვოკატმა მ. ს-ამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და მსჯავრდებულთათვის სასჯელების შემსუბუქება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულთა ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· დ. ხ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე;

· დ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ხ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ხ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 28 ოქტომბრიდან.

· ნ. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე;

· ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ-ეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2020 წლის 28 ოქტომბრიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის ადვოკატმა მ. ს-ამ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას; დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირებასა და მსჯავრდებულთა მიმართ კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელებაზე თანხმობის შესახებ დაზარალებულის განცხადებების გათვალისწინებით, მათთვის მსუბუქი სასჯელების განსაზღვრას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც დ. ხ-ა და ნ. ბ-ე დამნაშავეებად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის - დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

11. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - დ. ხ-ასა და ნ. ბ-ის ადვოკატ მ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე