¹ბს-1481-1056(კ-05) 11 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 7 სექტემბერს დ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1983 წლიდან მუშაობდა საფინანსო სისტემაში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 21-წლიანი მუშაობის პერიოდში არ ჰქონია არც ერთი დისციპლინური სახდელი, მიღებული აქვს არაერთი მადლობა და სიგელი.
ბოლო პერიოდში, 2004წ. 23 აგვისტომდე, მუშაობდა აჭარის ა/რფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო სამსახურის .......... სექტორის მთ. ეკონომისტად.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ადმინისტრაციის მიერგაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ერთი თვით ადრე.
2004წ. 23 აგვისტოს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი _ «შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირება».
მოსარჩელის განმარტებით, შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება გამოწვეული იყო ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციით, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. შესაბამისად, დამტკიცდა სამინისტროს ახალი სტრუქტურული ერთეულები და ახალი შტატები. «საბიუჯეტო სამსახური» გადაკეთდა «საბიუჯეტო სამმართველოდ, სადაც აქამდე არსებული «კულტურისა და სპორტის სექტორში» მას მთავარი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა, სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა «სოციალური სფეროს დაფინანსების» განყოფილება, განყოფილებაში შენარჩუნდა მთავარი სპეციალისტის (ეკონომისტის) ორი შტატი.
მოსარჩელის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, «მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოსსხვა თანამდებობაზე». ადმინისტრაცია ვალდებული იყო, შეეთავაზებინა რეორგანიზაციის შემდეგ ახალშექმნილ განყოფილებაში არსებული მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რაც მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან არ მომხდარა.
მოსარჩელის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, «საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით», ადმინისტრაციას უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონს და ამავე დროს აწესრიგებს ამ კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებს. მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლები.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკთა რიცხვის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება აქვთ პირებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. ხსენებული ფაქტობრივი გარემოება კი, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციას უნდადაედგინა შრომის წიგნაკითა და მისი პირადი საქმის მასალებით.
მოსარჩელის მტკიცებით, ადმინისტრაციას ბრძანების გამოცემისას ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ოჯახში არიყო დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეითხოვდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების, მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას, ასევე 2004წ. 26 აგვისტოს ¹87 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და წარმომადგენლის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების _ 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
მოპასუხე _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებისას არ დარღვეულა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან, მართალია, მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან გაფრთხილებიდან 3 თვის ვადაში, მაგრამ მას მიეცა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისთვის, ამასთან, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სამინისტროში მოხდარეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება, დანარჩენი ვაკანტური ადგილები თავისთავად აღმოჩნდა მნიშვნელოვნად ნაკლები. მოპასუხის განმარტებით, სამინისტროს თანამშრომლები, გარდა მინისტრისა და მისი მოადგილეებისა, იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 29-30-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტროში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება მოხდება კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობისუფლება ექნება ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის, მოსარჩელესაც.
მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2004წ. 26 აგვისტოს ¹87 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილშიც, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება ეხება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საჯარო მოხელეების მოსამსახურეების დანიშვნას საკონკურსო წესით,რომელიც განსაზღვრულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნის მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდანაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს2004წ. 13 აგვისტოს ¹პ-27 ბრძანება და დ. ნ-ი აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოში ............. განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო სარჩელი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 26 აგვისტოს ¹87 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობისთაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საფინანსო სამსახური რეორგანიზაციამდე დაყოფილი იყო სხვადასხვა სექტორად დარგების მიხედვით და შესაბამისად, საჯარო მოხელეებს შორის განაწილებული იყო მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის მითითებით, რაიონულ სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია სამმართველოს მოწყობის სრულიად სხვა სტრუქტურაზე, რომელთა თანამშრომლებმაც უნდა შეასრულონ რამდენიმე სექტორისა და დამატებით სხვა განთავისუფლებულების მიერ ადრე შესრულებული სამუშაოც. აქედან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, ის თანამდებობა, რომელსაც დ. ნ-ი ასრულებდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, აღარ არსებობს და იგი რეალურად შემცირდა.
აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას,მაგრამ არ გათვალისწინებულა ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შეიქმნა რამდენიმე სამინისტროსა და დეპარტამენტის გაერთიანების შედეგად და ყველა დაწესებულებაში განხორციელდაძირეული რეორგანიზაცია. აღნიშნულისგამო, როგორც დ. ნ-ის, ასევე, სხვა თანამდებობებიც გაუქმდა და დანარჩენი თანამშრომლებიც გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან შტატების შემცირების მოტივით, მხოლოდ მოხელეთა მცირე ნაწილი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად, იმ საფუძვლით, რომ არ შეჩერებულიყო სამინისტროს მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. გათავისუფლების დროს ყველა მოხელე და მათ შორის, მოსარჩელე დ. ნ-იც გაფრთხილებულ იქნა იმის თაობაზე, რომ თუ მათ სურდათ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სხვა თანამდებობაზე მუშაობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 29-30-ე მუხლების შესაბამისად, თანამდებობის დაკავება მოხდებოდა საკონკურსო წესით, სადაც მათ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაიკავებდნენ შესაბამის თანამდებობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ვერიქნებოდა გამოყენებული სამუშაოზე უპირატესი დარჩენის პრინციპი და ამდენად, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა ვითომდა დარღვევებზე საქალაქო სასამართლოს მითითება არამართებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 20 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობისა და დ. ნ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2004წ. 30 დეკემბერს დ. ნ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაპალატას, რომლითაც არ ცნო მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, «მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე». მოპასუხე ვალდებული იყო, შეეთავაზებინა რეორგანიზაციის შემდეგ ახალშექმნილ განყოფილებაში არსებული, იმავე ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, რაც მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა, ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხემ არ იხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოსკანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლებით, ასევე იგნორირება გაუკეთა პროფკავშირებს, ვინაიდან მისი დათხოვნის საკითხი არ შეათანხმა მასთან და ისე გამოსცა გასაჩივრებული ბრძანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას, ასევე მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯებისა და იძულებითი განაცდურის _ 1893 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დ. ნ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დეტალურად არ იყო გამოკვლეული ის გარემოება, თუ რეალურად, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება მოცემულ სამინისტროში, მაშინ, როდესაც, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ოთხი ორგანიზაციის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ფინანსთა და ეკონომიკის ერთიანი სამინისტრო, რასაც შედეგად მოჰყვა ყველა ორგანიზაციაში შტატების შემცირება, შესაბამისად, შეიცვალა ახლად შექმნილ თანამდებობათა ფუნქციები, საქალაქო სასამართლომ ისე აღადგინა მოსარჩელე დ. ნ-ი მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს სოციალური სფეროს, ფინანსური განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომ არ გაარკვია, იყო თუ არა ისეთი საშტატო ერთეულები აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, სადაც შეიძლებოდა დ. ნ-ის აღდგენა მისი სპეციალობის მიხედვით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს მიერარ იქნა გამოძახებული და დაკითხული არც გაუქმებული და არც ახლად შექმნილი სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რასაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და საშუალებას მისცემდა სასამართლოს, უფრო დეტალურად და სწორადგანეხილა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შედეგადმუშაკთა განთავისუფლების კანონიერების საკითხი.
აღნიშნული განჩინებას საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ის წარმომადგენლმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და არაკანონიერია, მის სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად, რომელი საფუძვლით იხელმძღვანელა სასამართლომ საქმის ხელახლა დაბრუნებისას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 105-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგამოუკვლევია, რაკატეგორიის სპეციალისტი იყო დ. ნ-ი, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო მისი შრომის წიგნაკისა და პირადი საქმის ასლები, საიდანაც, კასატორის მოსაზრებით, ირკვეოდა მისი სპეციალობა, პროფესიონალიზმი და ახლად შექმნილ სამინისტროში ჩამოყალიბებულ იმ საშტატო ერთეულთან შესაბამისობა, რომელზედაც აღდგენას იგი ითხოვდა, საქმეში მოიპოვება ასევე განაცდურისამსახველი დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალქო სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 23 აგვისტოს ¹27 ბრძანება და დ. ნ-ი აღდგენილ იქნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს სოციალური სფეროს და ფინანსების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დ. ნ-ის სარჩელი, შეგებებული და დამატებითი სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასისა და ხელფასზე დანამატის და ასევე ადვოკატის მომსხაურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დ. ნ-ის სარჩელი, შეგებებული და დამატებითი სააპელაციო საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტრომ 2004წ. 28 მაის, დ. ნ-ი ერთი თვით ადრე გააფრთხილა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა 2004წ. 23 აგვისტოს, თითქმის 3 თვის შემდეგ, რომლითაც დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც: «მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ». დ. ნ-ის გათავისუფლების ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილი _ «მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან შტატებით გათვალიწინებული თანამდებობათა შემცირებისას», მაშინ, როდესაც ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ «დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს ამავე კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნის საფუძვლეზე». «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე», აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო ვალდებული იყო დ. ნ-თვის შეეთავაზებინა რეორგანიზაციის შემდეგ ახლად შექმნილ განყოფილებაში არსებული, იმავე ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.
ამასთან, ზემოთ მითითებული კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, «საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონს და ამავე დროს აწესრიგებს ამ კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებს, კერძოდ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებითYგამოირჩევიან». სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, დ. ნ-ი სწორედ ასეთ საჯარო მოხელეთა რიცხვს მიეკუთვნება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ძველი და ახალი საშტატოგანრიგების შედარებით ირკვევა, რომ საბიუჯეტო სამსახურს შეეცვალა მხოლოდ სახელი, დაერქვა «საბიუჯეტო სამმართველო», თანამდებობათა რაოდენობა იგივე დარჩა, ხოლო დ. ნ-ს ადრე დაკავებულ თანამდებობას შეეცვალა სახელი და მთავარი ეკონომისტის ნაცვლად ახალ საშტატაო განრიგში ეწოდა მთავარი სპეციალისტი. ფაქტობრივად, დ. ნ-ის საშტატაო ერთეული არ შემცირებულა, მას მხოლოდ სახელი შეეცვალა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოსარჩელის გათავისუფლების დროს დაირღვა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 108-ე მუხლისმოთხოვნა, რაც არასწორია, ვინაიდან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთთვიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის, რაც სამინისტროს მიერ დაცულ იქნა. სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა სამინისტროს მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა და ამასთან დაკავშირებით, სრულიად არასამართლიანად არ გაიზიარა ის არგუმენტი, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტში საუბარია სხვა, ანუ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, ხოლო კასატორის განმარტებით, თანამდებობაზე დანიშვნა რეგულირდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 15-36-ე და 29-36-ე მუხლების თანახმად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა უფლება ახალ თანამდებობაზე დასანიშნად გამოეცხადებინა კონკურსი, ვინაიდან მოსარჩელეები, ფაქტობრივად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კი არ ასაჩივრებდნენ, არამედ იმ ფაქტს, რომ ისინი არ დაინიშნენ ახალ თანამდებობაზე. აღნიშნულ სიტუაციაში კი სამინისტროს ჰქონდა უფლება, გამოეცხადებინა კონკურსი.
სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შეიქმნა რამდენიმე სამინისტროსა და დეპარტამენტის გაერთიანების შედეგად და ამდენად, ყველა დაწესებულებაში განხორციელდა ძირეული რეორგანიზაცია. აღნიშნულის გამო, როგორც მოსარჩელის, ასევე სხვა თანამდებობებიც გაუქმდა, და ამდენად, დანარჩენი თანამშრომლებიც გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების გამო და მხოლოდ ყოფილ მოხელეთა მცირე ნაწილი კონკურსის ჩატარებამდე დაინიშნა მოვალეობების შემსრულებლად, იმ საფუძვლით, რომ არ შეჩერებულიყო სამინისტროს მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება.
გამომდინარე აქედან, მოხელეთა გათავისუფლების დროს ვერ იქნებოდა გამოყენებული სამუშაოზე უპირატესი დარჩენის პრინციპი, რადგან თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა არ რეგულირდება მითითებული ნორმით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ საბიუჯეტო სამსახურიადრე დაყოფილი იყო სხვადასხვა სექტორებად დარგების მიხედვით და შესაბამისად, მოხელეებს შორის დანაწილებული იყო მოვალეობები, რომ საშტატო განრიგში აღარ არსებობს ხელისუფლების, მმართველობითი და სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსების განყოფილება, ეროვნული მეურნეობისა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილება. სასამართლოს მიერ არც სამმართველოს აგების სრულიად სხვა სტრუქტურაზე იქნა გამახვილებული ყურადღება, რომ ნაცვლად რამდენიმე სექტორისა, არსებობს ორი განყოფილება, რომელთა თანამშრომლებმაცუნდა შეასრულონ რამდენიმე სექტორისა და დამატებითY სხვა განყოფილებების მიერ ადრე შესასრულებელი სამუშაო, ე.ი. მოხდა თანამდებობათა ფუნქციონალური დატვირთვის სრული ცვლა. აქედან გამომდინარე კი ცხადად ჩანს, რომ ის თანამდებობა, რომელსაც დ. ნ-ი ასრულებდა აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროში, აღარ არსებობს და იგი რეალურად შემცირდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლაგანსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ეკონომიკისა დაფინანსთა სამინისტროსა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ნ-ი 1983 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დადებია, მიღებული აქვს სიგელი და მადლობები.
2004წ. აგვისტოში აჭარის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა რიგი სამინისტროების რეორგანიზაცია. აჭარის ა/რ ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ტურიზმისა დაკურორტების დეპარტამენტის ბაზაზე რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ა/რფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2004წ.23 აგვისტოს ¹პ-27 ბრძანებით მოწინააღმდეგე მხარე დ. ნ-ი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოსკანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას, მისი მხრიდან ზემოაღნიშნული მოსამსახურის გათავისუფლებისას კანონის მოთხოვნათა დაცვის თაობაზე და მიიჩნევს რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველინაწილი მოხელის გათავისუფლების შესაძლებლობას მართლაც უკავშირებს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების ფაქტს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყურადღებას მიაქცევს ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
დადგენილია და აღნიშნულზე პრეტენზიას არ წარმოადგენს თავად კასატორი _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის დათხოვნა მოხდა შეთავაზების გარეშე, რითაც იმთავითვე დაირღვა ზემოაღნიშნული მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2004წ. 26 აგვისტოს ¹87 ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საჯარო მოსამსახურეების დანიშვნა უნდა განხორციელებულიყო საკონკურსო წესით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება გასაჩივრებული ბრძანებისკანონიერად მიჩნევის საფუძვლად, ვინაიდან კასატორი _ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდა «საჯაროსამსახურის შესახებ» კანონის 29-ე მუხლის დაცვით მოხელეთა სამინისტროში მიღებასა და ზემოაღნიშნული ბრძანების რეალიზების ფაქტს, მით უფრო, რომ მითითებული ბრძანების გამოცემიდან გასულია წელიწადზე მეტი. ამასთან, საყურადღებოა, რომ დ. ნ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტი.
შესაბამისად, კასატორ აჭარის ა/რ ფინანსთადა ეკონომიკის სამინისტროს პრეტენზიები ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.
იმავდროულად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას კასატორის მხრიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი განსაზღვრავს გაფრთხილების მინიმალურ ვადას, რომლის დარღვევაც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განაპირობებს მოხელისათვის ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასის გაცემის ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დ. ნ-ის გათავისუფლება გაფრთხილებიდან 3 თვის ვადაში არ წარმოადგენს გასაჩივრებული ბრძანების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაშისაკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ @»საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ზემოაღნიშნული 97.2 მუხლი, რომელიც დ. ნ-თან მიმართებაში კასატორის მიერ დარღვეულია, თავისი შინაარსით წარმოადგენს იმპერატიულ (ამკრძალავ) ნორმას და დაუშვებელია მითითებული ნორმის თავისუფალი ინტერპრეტაცია, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და წარმოადგენს მითითებული აქტის ბათილობის უპირობო საფუძველს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური აუცილებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.Aაჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ.11 ივლისის გადაწყვეტილება:
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებასაბოლოოა და არ საჩივრდება.