საქმე # 330100121004263651
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №579აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი გ., 579აპ-22 3 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით:
1.1. გ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს 2020 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( ი. კ-ს 2020 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 29 მარტის ი. კ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 29 მარტის ი. კ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (რ. კ-ა და ს. ლ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (რ. კ-ა და ს. ლ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (გ. გ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ. ს-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ხ-ა და ნ. ხ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ხ-ა და ნ. ხ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ა და თ. მ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 24 მარტის გ. მ-ა და თ. მ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ლ. ა-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. თ-ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ. თ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ი. კ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ვ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ვ. ს-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ს-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ. ს-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (შ. ც-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შ. ც-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დ. ქ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დ. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ა. ტ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ა. ტ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ. ა-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნ. ა-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ლ. კ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ლ. კ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარმა - თანაბარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 21 იანვრიდან.
1.2. გ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (16 ეპიზოდი); ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2 ეპიზოდი); კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (16 ეპიზოდი); კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 30 აპრილს გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ი. კ-ს ონლაინკაზინო ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე N…, რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათი N…, საიდანაც 1 340 ლარით შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 30 აპრილს გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ი. კ-ს ონლაინკაზინო ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე N…, რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათი N…, საიდანაც 1 340 ლარით შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 29 მარტს გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ს. ბ-ს ონლაინკაზინო ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე N…, რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათი N…., საიდანაც 860 ლარით შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 29 მარტს გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ს. ბ-ს ონლაინკაზინო ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე N…, რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს „ს-ს“ პლასტიკური ბარათი N…, საიდანაც 860 ლარით შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 26 აპრილს, 16:10 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს რ. კ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ ელექტრონულ ანგარიშზე N…, სადაც ფიქსირდებოდა მისივე სს ,,თ-ს“ პლასტიკური ბარათი და მისი მეუღლის - ს. ლ-ს სს ,,თ-ი“ ბანკის პლასტიკური ბარათები, საიდანაც რ. კ-ს თანხა - 290 ლარი, ხოლო მისი მეუღლის - ს. ლ-ს 20 ლარი, გადარიცხეს მისსავე ,,ა-ის“ ანგარიშზე N…, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით რ. კ-ს მიაყენეს მორალური და მნიშვნელოვანი მატერილური ზიანი, ხოლო ს. ლ-ს - მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 26 აპრილს, 16:10 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს რ. კ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ ელექტრონულ ანგარიშზე N…, სადაც ფიქსირდებოდა მისივე სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათი და მისი მეუღლის - ს. ლ-ს სს ,,თ-ი“ ბანკის პლასტიკური ბართები, საიდანაც რ. კ-ს თანხა 290 ლარი, ხოლო მისი მეუღლის - ს. ლ-ს 20 ლარი, გადარიცხეს მისსავე ,,ა-ის“ ანგარიშზე N…, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით რ. კ-ს მიაყენეს მორალური და მნიშვნელოვანი მატერილური ზიანი, ხოლო ს. ლ-ს - მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 18 მარტს, 06:21 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. გ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის N…. გვერდზე, რომელზეც ფიქსირებული, მისი სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან 5150 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ, გ. მ-ს სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით გ. გ-ს მიაყენეს მორალური და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 18 მარტს, 06:21 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. გ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის N… გვერდზე, რომელზეც ფიქსირებული, მისი სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან 5150 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ, გ. მ-ს სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით გ. გ-ს მიაყენეს მორალური და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 20 მარტს, 01:17 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. ს-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდზე, რომელზეც ფიქსირებული, მისი მეუღლის, ნ. შ-ს სს „თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 200 ლარით შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდეგ გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ, გ. მ-ს სს „ს-ს“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ. უშუალოდ დანაშაულის შედეგად ნ. შ-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო გ. ს-ს - მორალური ზიანი.
· 2020 წლის 20 მარტს, 01:17 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთახმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. ს-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდზე, რომელზეც ფიქსირებული, მისი მეუღლის, ნ. შ-ს სს „თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 200 ლარით შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდეგ გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ, გ. მ-ს სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. უშუალოდ დანაშაულის შედეგად ნ. შ-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო გ. ს-ს - მორალური ზიანი.
· 2020 წლის 29 მარტს, 02:39 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთახმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს მ. ხ-ს კუთვნილ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდზე, სადაც ფიქსირებული მისი დედის, ნ. ხ-ს სს „თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 860 ლარით შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ, გ. მ-ს კუთვნილ სს ,,თ-ი’’ ბანკის პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით მ. ხ-ს მიაყენეს მორალური, ხოლო ნ. ხ-ს - მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 29 მარტს, 02:39 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთახმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს მ. ხ-ს კუთვნილ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდზე, რომელზეც ფიქსირებული მისი დედის, ნ. ხ-ს სს „თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 860 ლარით შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ, გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ი ბანკის’’ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით მ. ხ-ს მიაყენეს მორალური, ხოლო ნ. ხ-ს - მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 24 მარტს, 03:20 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. მ-ს კუთვნილ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდსა და თ. მ-ს N… გვერდზე. გ. მ-ს გვერდზე ფიქსირებული, მისივე სს ,,ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან ეტაპობრივად 1220 ლარით შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს თ. მ-ს ანგარიშზე N…, ხოლო შემდეგ გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით გ. მ-ს მიაყენეს მატერიალური ზიანი, ხოლო თ. მ-ს - მორალური ზიანი.
· 2020 წლის 24 მარტს, 03:20 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. მ-ს კუთვნილ ონლაინკაზინო ტოტალიზატორ ,,ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდსა და თ. მ-ს N… გვერდზე. გ. მ-ს გვერდზე ფიქსირებული, მისივე სს ,,ს-ს“ პლასტიკური ბარათიდან ეტაპობრივად 1220 ლარით შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს თ. მ-ს ანგარიშზე N…, ხოლო შემდეგ გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით გ. მ-ს მიაყენეს მატერიალური ზიანი, ხოლო თ. მ-ს - მორალური ზიანი.
· 2020 წლის 17 მარტს, 04:10 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ლ. ა-ს კუთვნილ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ,,კ-ის“ მომხარებლის N… გვერდზე, სადაც ფიქსირებული, ლ. ა-ს სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან 4025 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ლ. ა-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 2020 წლის 17 მარტს, 04:10 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ლ. ა-ს კუთვნილ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,კ-ის“ მომხარებლის N… გვერდზე, სადაც ფიქსირებული, ლ. ა-ს სს „ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან 4025 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ლ. ა-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 2020 წლის 17 მარტს, 01:56 საათზე, გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ და გ. მ-ა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. თ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ ელექტრონულ ანგარიშზე N…, სადაც ფიქსირებული, მისივე სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 881 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით გ. თ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 17 მარტს, 01:56 საათზე, გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ და გ. მ-ა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. თ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ ელექტრონულ ანგარიშზე N…, სადაც ფიქსირებული, მისივე სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 881 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით გ. თ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 16 მარტს, 10:37 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ი. კ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე N…, სადაც ფიქსირებული, მისივე სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 395 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 16 მარტს, 10:37 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ი. კ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე N…, სადაც ფიქსირებული, მისივე სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 395 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ი. კ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 28 აპრილს, 13:08 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ვ. ს-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის N… გვერდზე, სადაც ფიქსირებული, მისივე სს ,,ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან ეტაპობრივად 1645 ლარით შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ვ. ს-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 28 აპრილს, 13:08 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ვ. ს-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „ა-ს“ მომხმარებლის N… გვერდზე, სადაც ფიქსირებული, მისივე სს ,,ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან ეტაპობრივად 1645 ლარით შეავსეს ბალანსი, საიდანაც თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,ს-ს“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით ვ. ს-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 24 მარტს, 18:10 საათზე, გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ და გ. მ-ა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს მ. ს-ს კუთვნილ ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ ,,კ-ის“ ელექტრონულ ანგარიშზე N…, სადაც მიბმული იყო მისივე სს ,,თ-ს“ და სს,,საქართველოს ბანკის’’ პლასტიკური ბარათები, ეტაპობრივად თანხა, სულ 455 ლარი, გადარიცხეს მისსავე მომხმარებლის გვერდზე N…, ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს ,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ.
· 2020 წლის 24 მარტს, 18:10 საათზე, გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ და გ. მ-ა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს მ. ს-ს კუთვნილ ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორ ,,კ-ის“ ელექტრონულ ანგარიშზე N..., სადაც მიბმული იყო მისივე სს ,,თ-ის“ და სს,,ს-ის’’ პლასტიკური ბარათები, ეტაპობრივად თანხა, სულ 455 ლარი, გადარიცხეს მისსავე მომხმარებლის გვერდზე N...., ხოლო შემდეგ თანხა გადაიტანეს გ. მ-ს კუთვნილ, სს,,თ-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ.
· 2020 წლის 24 მარტს, 17:55 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ც-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის N... გვერდზე, რომელსაც განკარგავდა შ. ც-ი. გვერდზე ფიქსირებული შ. ც-ს „ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან 881 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდგომ თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს „საქართველოს ბანკის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით შ. ც-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 24 მარტს, 17:55 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ც-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის N... გვერდზე, რომელსაც განკარგავდა შ. ც-ი. გვერდზე ფიქსირებული შ. ც-ს „ს-ის“ პლასტიკური ბარათიდან 881 ლარით ეტაპობრივად შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდგომ თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით შ. ც-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 12 აპრილს, 15:17 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს დ. ქ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის N... გვერდზე. გვერდზე ფიქსირებული სს „თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 335 ლარით ეტაპობრივად ჯერ შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდგომ თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ დ. ქ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 12 აპრილს, 15:17 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთახმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს დ. ქ-ს ონლაინკაზინო და ტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის N... გვერდზე. გვერდზე ფიქსირებული სს „თ-ის“ პლასტიკური ბარათიდან 335 ლარით ეტაპობრივად ჯერ შეავსეს ბალანსი, ხოლო შემდგომ თანხა გადარიცხეს წინასწარ მომზადებულ გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ დ. ქ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ა. ტ-ს ინტერნეტტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე (მომხმარებლის სახელი “...” პინკოდი N...), რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს „ტ-ის“ პლასტიკური ბარათი, საიდანაც ბრალდებულებმა 3910 ლარით შეავსეს ა. ტ-ს ინტერნეტ ტოტალიზატორის ბალანსი, ხოლო შემდეგ 400 ლარი წააგეს აზარტულ თამაშებში, 2300 ლარი კი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდგომ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ა. ტ-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ა. ტ-ს ინტერნეტტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე (მომხმარებლის სახელი “...” პინკოდი N....), რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს „ტ-ის“ პლასტიკური ბარათი, საიდანაც ბრალდებულებმა 3910 ლარით შეავსეს ა. ტ-ს ინტერნეტ ტოტალიზატორის ბალანსი, ხოლო შემდეგ 400 ლარი წააგეს აზარტულ თამაშებში, 2300 ლარი კი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ა. ტ-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 12:13 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. ა-ს ინტერნეტ ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე (მომხმარებლის სახელი ,,...” პინკოდი ...), რომელზეც მას მიბმული ჰქონდა ,,ვ-ის“ პლასტიკური ბარათი (ანგარიშის ნომერი GE..., პლასტიკური ბარათის ნომერი....), საიდანაც ბრალდებულებმა 5 ლარით შეავსეს ინტერნეტტოტალიზატორის ბალანსი, რომელზეც დაზარალებულს ჰქონდა 25 ლარი, ხოლო შემდეგ 29 ლარი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით გ. ა-ს მიადგა მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 27 მარტს, დაახლოებით 12:13 საათზე, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს გ. ა-ს ინტერნეტ ტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე (მომხმარებლის სახელი ,,...” პინკოდი ...), რომელზეც მას მიბმული ჰქონდა ,,ვ-ის" პლასტიკური ბარათი (ანგარიშის ნომერი GE..., პლასტიკური ბარათის ნომერი ...), საიდანაც ბრალდებულებმა 5 ლარით შეავსეს ინტერნეტტოტალიზატორის ბალანსი, რომელზეც დაზარალებულს ჰქონდა 25 ლარი, ხოლო შემდეგ 29 ლარი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით გ. ა-ს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 28 მარტს, 12:22 საათიდან 12:27 საათამდე დროის შუალედში, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ა-ს ინტერნეტტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე, რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათი (ანგარიშის ნომერი GE...), საიდანაც ბრალდებულებმა 1050 ლარით შეავსეს დაზარალებულის ინტერნეტტოტალიზატორის ბალანსი, ხოლო შემდეგ 1050 ლარი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ნ. ა-ს მიადგა მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 28 მარტს, 12:22 საათიდან 12:27 საათამდე დროის შუალედში, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ნ. ა-ს ინტერნეტტოტალიზატორ „ა-ის“ მომხმარებლის გვერდზე, რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს ,,თ-ის“ პლასტიკური ბარათი (ანგარიშის ნომერი GE...), საიდანაც ბრალდებულებმა 1050 ლარით შეავსეს დაზარალებულის ინტერნეტტოტალიზატორის ბალანსი, ხოლო შემდეგ 1050 ლარი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ნ. ა-ს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
· 2020 წლის 28 მარტს, 14:00 საათიდან 14:05 საათამდე დროის შუალედში, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ლ. კ-ს ინტერნეტტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის გვერდზე (სახელი ,,....” პინკოდი ...), რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს ,,ს-ის“ პლასტიკური ბარათი (ანგარიშის ნომერი GE..., ბარათის ნომერი ...), საიდანაც ბრალდებულებმა 143 ლარით შეავსეს დაზარალებულის ინტერნეტტოტალიზატორის ბალანსი, ხოლო შემდეგ 143 ლარი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N..., რასაც შემდეგ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ლ. კ-ს მიადგა მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის 28 მარტს, 14:00 საათიდან 14:05 საათამდე დროის შუალედში, გ. მ-ა და გამოძიებით დაუდგენელმა რ-ს ფედერაციის მოქალაქემ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, უნებართვოდ შეაღწიეს ლ. კ-ს ინტერნეტტოტალიზატორ „კ-ის“ მომხმარებლის გვერდზე (სახელი ,,...” პინ კოდი ...), რომელზეც მას მიბმული ჰქონდა სს ,,ს-ის“ პლასტიკური ბარათი (ანგარიშის ნომერი GE..., ბარათის ნომერი...), საიდანაც ბრალდებულებმა 143 ლარით შეავსეს დაზარალებულის ინტერნეტტოტალიზატორის ბალანსი, ხოლო შემდეგ 143 ლარი გადარიცხეს გ. მ-ს კუთვნილ, სს „ს-ის“ პლასტიკურ ბარათზე N…, რასაც შემდეგ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ლ. კ-ს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. მ-ს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4.1. პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, სს ,,ს-ან“, ,,თ-ან“, შპს ,,...“, შპს ,,...“ გამოთხოვილი ინფორმაციებით, მოწმეების - ი. კ-ს, ს. ბ-ს, რ. კ-ს, ს. ლ-ს, გ. გ-ს, ნ. შ-ს, გ. ს-ს, ნ. ხ-ს, მ. ხ-ს, გ. მ-ს, ლ. ა-ს, გ. თ-ს, ი. კ-ს, ვ. ს-ს, მ. ს-ს, შ. ც-ს, დ. ქ-ს, ა. ტ-ს, გ. ა-ს, ნ. ა-ს, ლ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ზ. ნ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. მ-ს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. მ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გ. მ-ს შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორს.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება (მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული), ქმედების ჩადენის სახე და ხერხი (ჩადენილია დანაშაულის არაერთი ეპიზოდი), სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და მსჯავრდებულ გ. მ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი