Facebook Twitter

საქმე # 330100121004739098

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №775აპ-22 ქ. თბილისი

კ. გ., 775აპ-22 21 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. გ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოების გათვალისწინებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. გ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ც-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. შ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. გ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. ხ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ნ. ბ-სა და გ. ბ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. წ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ე-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. თ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. კ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ დ. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ნ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ჩ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ა-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ჯ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ბ. გ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ჯ--ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ვ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ. ა--ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელებმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

გ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 29 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოცი ეპიზოდი).

გ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 22 თებერვალს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ზ. გ-ს კუთვნილ ავტომანქანა „მიცუბიშის“ (სახელმწიფო ნომრით - ...), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ შეიძენდა ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 1000 აშშ დოლარად და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხელზე გადასცა 200 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდას შეჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც არ გადაუხადა დარჩენილი თანხის ნაწილი, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ზ. გ-ს მიადგა 2645.52 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 11 იანვარს, ... ყოფნისას, თ. ც-ს დაუკავშირდა და შესთავაზა მისი კუთვნილი ავტომანქანის ყიდვა. გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა თ. ც-ს კუთვნილ ავტომანქანა „ჰიუნდაის“ (სახელმწიფო ნომრით - ...), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ შეიძენდა ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 600 აშშ დოლარად და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე 2021 წლის 12 იანვარს წაიყვანა ზემოაღნიშნული ავტომანქანა ... მიმდებარე ტერიტორიიდან, რის შემდეგაც არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად თ. ც-ს მიადგა 1982.1 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ვ. შ-ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „მიცუბიშის“ (სახელმწიფო ნომრით - ...), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას შეიძენდა 600 აშშ დოლარად და ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით წაიყვანა, ხოლო თანხის გადახდას მოგვიანებით დაჰპირდა, რის შემდეგაც არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ვ. შ-ს მიადგა 1979.22 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2020 წლის 31 ოქტომბერს, ..., გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ა. გ-ს კუთვნილ ავტომანქანა „ბმვ-ს“ (სახელმწიფო ნომრით - ...), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას შეიძენდა 2400 ლარად, რომელიც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა, ხოლო თანხის გადახდას შეჰპირდა მოგვიანებით, ეტაპობრივად. შემდეგ გ. კ-მ გადაიხადა თანხის ნაწილი, მხოლოდ - 900 ლარი, რის შემდეგაც ა. გ-თან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ა. გ-ს მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2020 წლის 16 სექტემბერს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა დ. ხ-ს კუთვნილ ავტომანქანა „ოპელს“ (სახელმწიფო ნომრით - ...), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ავტომანქანას შეიძენდა 300 აშშ დოლარად და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხელზე გადასცა 100 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდას შეჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც არ გადაუხადა დარჩენილი თანხის ნაწილი, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად დ. ხ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი - 630.92 ლარის ოდენობით.

- 2021 წლის 6 აპრილს, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ნ. ბ-სა და გ. ბ-ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „ფორდს“ (სახელმწიფო ნომრით - ...), კერძოდ: ისინი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას შეიძენდა 900 ლარად და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც მათ არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დააბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ნ. ბ-სა და გ. ბ-ს მიადგათ 900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2020 წლის ნოემბერში, … მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ი. წ-ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „პეჟოს“ (სახელმწიფო ნომრით - …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 1300 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ი. წ-ს მიადგა 1300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის აგვისტოში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა მ. ე-ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „მიცუბიშის“ (სახელმწიფო ნომრით - …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 1000 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მათთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად მ. ე-ს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის აგვისტოში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ვ. თ-ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „მიცუბიშის“ (სახელმწიფო ნომრით: …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 1600 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც სრულად არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ვ. თე-ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის სექტემბერში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ლ. კ-ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „ფორდს“ (სახელმწიფო ნომრით - …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 700 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ლ. კ-ს მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის ოქტომბერში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა დ. მ-ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „როვერს“ (სახელმწიფო ნომრით - …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 1500 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც გ. კ-მ არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად დ. მ-ს მიადგა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის სექტემბერში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ე. ნ-ს საკუთრებაში მყოფ ავტომანქანა „ნისანს“ (სახელმწიფო ნომრით - AA-190-GA), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 1000 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა სრულად, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ე. ნ-ს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის შემოდგომაზე, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ლ. ჩ-ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „ოპელს“ (სახელმწიფო ნომრით - …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 800 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც სრულად არ გადაუხადა შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ.ს ქმედების შედეგად ლ. ჩ-ს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2019 წლის სექტემბერში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ. წინასწარი განზრახვით, თაღლითურად დაეუფლა ა. მ-ს მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „ბმვ-ს (სახელმწიფო ნომრით: …), კერძოდ: იგი მოატყუა, რომ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას 650 ლარად შეიძენდა და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე წაიყვანა ავტომანქანა, ხოლო თანხის გადახდას დაჰპირდა მოგვიანებით, რის შემდეგაც გ. კ-მ არ გადაუხადა ავთანდილ მეტრეველს შეთანხმებული თანხა, მასთან გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და არ დაუბრუნა ავტომანქანა. გ. კ-ს ქმედების შედეგად ა. მ-ს მიადგა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2020 წლის 28 ნოემბერს გ. კ. … მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა თანხის სამომავლოდ გადახდის პირობით, ა. ა-სგან მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 1426 (ათას ოთხას ოცდაექვსი) ლარად ღირებულ „როვერის“ მარკის ავტომობილს, ნომრით: …, კერძოდ: ა. ა-ს შეუთანხმდა, რომ სამ დღეში გადასცემდა 100 აშშ დოლარს, ხოლო შემდგომი 4 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, თუმცა ავტომობილის დაუფლებისთანავე გ. კ.-მ გაწყვიტა მასთან კონტაქტი, თანხა არ გადაუხადა და ავტომობილი უკან არ დაუბრუნა, რითაც ა. ა-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2020 წლის დეკემბერში გ. კ. … მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა თანხის სამომავლოდ გადახდის პირობით, მოტყუებით დაეუფლა ა. ჯ-ს კუთვნილ, 2000 (ორი ათასი) ლარად ღირებულ „როვერის“ მარკის ავტომობილს, ნომრით: …, კერძოდ: ა., ა. და გ. ჯ-ებს შეუთანხმდა, რომ მათი ოჯახის კუთვნილი, ზემოხსენებული ავტომობილის სანაცვლოდ, 4 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაუხდიდა 500 ლარს, თუმცა ავტომობილის დაუფლების შემდეგ გ. კ-მ აღარ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, შემდეგ მათთან გაწყვიტა კონტაქტი, თანხა არ გადაუხადა და ავტომობილი უკან არ დაუბრუნა, რითაც ა. ჯ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 27 იანვარს გ. კ. … მდებარე … დასახლებაში, … მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა თანხის სამომავლოდ გადახდის პირობით, ბ. გ-სგან მოტყუებით დაეუფლა 1300 (ათას სამას) ლარად ღირებულ „ფორდის“ მარკის ავტომობილს, ნომრით: …., კერძოდ: ბ. გ-ს შეუთანხმდა, რომ ერთი თვის განმავლობაში გადაუხდიდა ზემოხსენებულ თანხას, რის შემდეგაც ავტომობილი გახდებოდა მისი საკუთრება, თუმცა გ. კ-მ გაწყვიტა მასთან კონტაქტი, თანხა არ გადაუხადა და ავტომობილი უკან არ დაუბრუნა, რითაც ბ. გ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 13 მარტს გ. კ. …ქუჩაზე, თითქოსდა პირადი სარგებლობისთვის, თანხის სამომავლოდ გადახდის პირობით, ი. ჯ-სგან მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 3300 (სამი ათას სამასი) ლარად ღირებულ „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილს, ნომრით: …. კერძოდ: ი. ჯ-ს ნდობის მოსაპოვებლად თავდაპირველად გადასცა 330 ლარი და ასევე შეუთანხმდა, რომ 4 თვის განმავლობაში გადაუხდიდა დარჩენილ თანხას. თანხის სრულად გადახდამდე ი. ჯ-მ აუკრძალა გ. კ-ს ავტომობილის გასხვისება ან ნაწილებად დაშლა, თუმცა გ. კ-მ გაწყვიტა მასთან კონტაქტი, დარჩენილი თანხა აღარ გადაუხადა და ავტომობილი უკან არ დაუბრუნა, რითაც ი. ჯ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 18 მარტს გ. კ. … მიმდებარე ტერიტორიიდან, თანხის სამომავლოდ გადახდის პირობით, გ. ვ-სგან მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 1995 (ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარად ღირებულ „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილს, ნომრით: …, კერძოდ: გ. ვ-ს შეუთანხმდა, რომ მეორე დღესვე გადაუხდიდა ავტომობილის ღირებულების თანხას, რის შემდეგაც ავტომობილი რეგისტრაციიდან მოიხსნებოდა, თუმცა გ. კ-მ გაწყვიტა მასთან კონტაქტი, თანხა აღარ გადაუხადა და ავტომობილი უკან არ დაუბრუნა, რითაც გ. ვ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 3 აპრილს გ. კ. … მიმდებარე ტერიტორიიდან, თანხის სამომავლოდ გადახდის პირობით, გ. ა-სგან მოტყუებით დაეუფლა დაახლოებით 700 (შვიდას) ლარად ღირებულ „ფორდის“ მარკის ავტომობილს, ნომრით: …, კერძოდ: გ. ა-ს შეუთანხმდა, რომ სამ დღეში გადაუხდიდა 300 ლარს, ხოლო 2021 წლის 20 აპრილს გადასცემდა დარჩენილ 400 ლარს, თუმცა გ. კ-მ მასთან კონტაქტი გაწყვიტა, თანხა აღარ გადაუხადა და ავტომობილი უკან არ დაუბრუნა, რითაც გ. ა-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ზ. გ-ს, თ. ც-ს, ვ. შ-ს, დ. ხ-ს, ნ. ბ-სა და გ. ბ-ს, ი. წ-ს, მ. ე-ს, ვ. თ-ს, ლ. კ-ს, დ. მ-ს, ე. ნ-ს, ლ. ჩ-ს, ა. მ-ს, ა. ა-ს, ა. ჯ-ს, ბ. გ-ს, გ. ვ-ს, გ. ა-ს ეპიზოდები) - თითოეული ეპიზოდისათვის - 5-5 (ხუთ-ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დაზარალებულების - ა. გ-სა და ი. ჯ-ს ეპიზოდებში, თითოეული ეპიზოდისათვის - 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელებმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 29 აპრილიდან.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ გ. კ.ს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით სააკასაციო სასამართლო ითვალისწინებს როგორც სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებებსა და მსჯავრდებულ გ. კ-ს ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს, მათ შორის მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (დანაშაულის აღიარება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, წარსულში არ არის ნასამართლევი, ორ დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს 1 (ერთი) წლით უკვე შეუმსუბუქა საბოლოო სახით შეფარდებული სასჯელი), ასევე მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმესა და ეპიზოდთა მომეტებულ სიმრავლეს და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია, სრულად შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და, ამდენად, არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი