Facebook Twitter

საქმე # 330100121004738562

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

№914აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი

მ-ე ო, 914აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ო. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით - ჩაეთვალოს პირობითად, იმავე - 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.

ო. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით ჩაეთვალოს პირობითად, იმავე 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით;

ო. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 6 თვით;

ო. მ-ეს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

ო. მ-ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი (შინაპატიმრობა) ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ო. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით, რაც ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

3. ო. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 15 მაისიდან 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით.

4. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს;

5. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:

ჭ. ც--ნ ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

ო. მ-ისგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერი მფლობელს;

ქ. თ-ი, ზ-ს ქუჩა N-, ბინა 2--ში დ. დ-–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

ფოტოსურათები 6 ცალ ელექტრონულ დისკზე, დაულუქავი და ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქ. თ–ი, ა-ა 2-ის დასახლებაში, გ. ტ-ის ქუჩა N- „ა“-დან ამოღებული ნამწვის ნიმუში, დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, განადგურდეს;

4 დისკი - 4 პაკეტად და ერთი დაულუქავი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

თ–ი, ხ–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სიგარეტები და სანთებელები, ერთი გასაღებების ასხმა და ე.წ. „ფრჩხილების საკვნეტი“ მოთავსებული ზურგჩანთაში, რომლებიც დალუქულია პოლიეთილენის პაკეტში 27/10/3 და ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თამბაქოს გაუხსნელი შეკვრა დალუქული სპეც. პაკეტში ნომრით FCD753012, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული, ნ. ჩ-ა და ო. მ-ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული, რომლებიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, განადგურდეს;

6. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი