Facebook Twitter

საქმე N 330100121005018199

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №773-აპ.-22 10 ნოემბერი, 2022 წელი

თ. ლ–ე, 773აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ თ. ლ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით პ. ც–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თორმეტი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნტებითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. დ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. ღ–სას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. გ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. კ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. ნ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. ძ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. დ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით ნ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. წ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (კ. ს–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (თ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და პ. ც–ეეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ც–ეეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

1.2. თ. ლ–სე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ა–სის ეპიზოდი) - ჯარიმა 36400 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხასი) ლარი;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (კ. ს–სის ეპიზოდი) - ჯარიმა 36400 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხასი) ლარი;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 36400 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხასი) ლარი;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 36400 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხასი) ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა ერთმა თანაბარბა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, თ. ლ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 36400 (ოცდათექვსმეტი ათას ოთხასი) ლარი;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2021 წლის 20 ოქტომბრიდან - 2022 წლის 28 თებერვლამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თ. ლ–ს სასჯელი შეუმცირდა - 30000 (ოცდაათი ათას) ლარამდე.

1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ც–სა და თ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 21 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ პ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

1. 2021 წლის იანვარში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლების და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ე შეუთანხმდა ა. დ–სს, რომ მიაგირავებდა ქ. თ–ი, ნ–ს №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას 14000 (თოთხმეტი ათას) აშშ დოლარად, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა მომდევნო დღეს. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თ–ში, ........ს გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ს ოფისში, ა. დ–სსა და პ. ც–ეეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება ქ. თ–ში, ნ–ს №.., №..-ში მდებარე ი. კ–სის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც ა. დ–მა პ. ც–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი (16493 ლარი და 50 თეთრი). პ. ც–ე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ა. დ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს (16493 ლარი და 50 თეთრი). ა. დ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თ–ში, ნ–ს №.., №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან, რის შედეგადაც ა. დ–სს მიადგა 16493 (თექვსმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. 2021 წლის ივნისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა მ. მ–სს, რომ 14000 (თოთხმეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, რისთვისაც „ბეს“ სახით წინასწარ მოსთხოვა ფულადი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 26 ივნისს. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 19 ივნისის დღის საათებში, ქ. თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, მ. მ–სა და პ. ც–ეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №13-ში მდებარე რ. კ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც პ. ც–ის მითითებით მ. მ–სმა ფულადი თანხა - 4225 ევრო (5000 აშშ დოლარი) იმავე დღეს გადარიცხა მ. გ–სის სს „........ ბანკის“ ანგარიშის ნომერზე - .............. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქ. თ–ში, სავაჭრო ცენტრ „.........ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოტყუებით დაეუფლა მ. მ–სის კუთვნილ ფულად თანხას 4225 ევროს. მ. მ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თ–ში, .........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან, რის შედეგადაც, მ. მ–სს მიადგა 15840 (თხუთმეტი ათას რვაას ორმოცი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. 2020 წლის აპრილში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა შ. და მ. ჯ–სებს, რომ 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 27 აპრილს თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ის ოფისში, მ. ჯ–სსა და პ. ც–ეეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თბილისში, ..........ს ქუჩა N..-ში მდებარე რ. ბ–ს საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც შ–ა და მ. ჯ–ებმა პ. ც–ეს გადასცეს ფულადი თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მ. ჯ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს, საიდანაც დაუბრუნა მხოლოდ 6500 (ექვსი ათას ხუთასი) აშშ დოლარი, ხოლო მ. ჯ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ნ–სის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც გადაცემული 500 (ხუთასი) აშშ დოლარი დაბრუნებია უკან. აღნიშნული ქმედებით, მ. ჯ–ს მიადგა 1602 (ათას ექვსას ორი) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. 2021 წლის ივნისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა თ. მ–სეს, რომ 14000 (თოთხმეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 28 ივნისამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 22 ივნისს, თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, თ. მ–სესა და პ. ც–ეეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე რ. კ–სეს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც თ. მ–მ პ. ც–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი (9495 ლარი და 90 თეთრი). პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. მ–ს კუთვნილ ფულად თანხას - 3000 (სამი ათას) აშშ დოლარს (9495 ლარი და 90 თეთრი). თ. მ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან, რის შედეგადაც თ. მ–სეს მიადგა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის (9495 ლარი და 90 თეთრი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

5. 2021 წლის თებერვალში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ე შეუთანხმდა დ. ა–სს, რომ 13000 (ცამეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, მ–ს გამზირის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 20 თებერვლამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 10 თებერვალს, თ–ში, ..........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, დ. ა–სსა და პ. ც–ეეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, მ–ს გამზირი №-ში მდებარე ე. ქ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც დ. ა–სმა პ. ც–ეეს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი (16580 ლარი და 50 თეთრი). პ. ც–ე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დ. ა–ის კუთვნილ ფულად თანხას 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი (16580 ლარი და 50 თეთრი), ხოლო დღემდე დ. ა–სთან არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, მ–ს გამზირი №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან, რის შედეგადაც დ. ა–სს მიადგა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის (16580 ლარი და 50 თეთრი) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

6. 2021 წლის ივნისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლების და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა ნ. ჩ–სს, რომ 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ...............ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და მოსთხოვა აღნიშნული თანხის წინასწარ გადაცემა, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 11 ივნისს. შეთანხმებისამებრ, ნ. ჩ–სმა სამ ეტაპად, 2021 წლის 7 ივნისს, 2021 წლის 8 ივნისსა და 2021 წლის 11 ივნისს, თ–ში, ............ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ს ოფისში, პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა ჯამურად - 14200 დოლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნ. ჩ–ს კუთვნილ ფულად თანხას - 14200 დოლარს, საიდანაც მხოლოდ 2000 დოლარი დაუბრუნა ნ. ჩ–ს, ხოლო 12200 დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და დღემდე არ გაუფორმებია იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ...............ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე. აღნიშნული ქმედებით, ნ. ჩ–სს მიადგა 38567 (ოცდათვრამეტი ათას ხუთას სამოცდაშვიდი) ლარისა და 86 (ოთხმოცდაექვსი თეთრის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

7. 2020 წლის ივლისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლების და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა ლ. ღ–ს, რომ 10000 (ათი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხა - 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2 კვირის განმავლობაში. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 20 ივლისს თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში ლ. ღ–სა და პ. ც–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე ი. მ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც ლ. ღ–მ პ. ც–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2020 წლის 21 ივლისს კი დარჩენილი ფულადი თანხა - 7000 (შვიდი ათასი) დოლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ლ. ღ–სას კუთვნილ ფულად თანხას - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო ლ. ღ–სთან დღემდე არ გაუფორმებია იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან. აღნიშნული ქმედებით ლ. ღ–სას მიადგა 30672 (ოცდაათი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

8. 2021 წლის ივნისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ე შეუთანხმდა მ. გ–სეს, რომ 12000 (თორმეტი ათას) აშშ დოლარად მიჰყიდდა თელეთში მდებარე რ. ლ–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით - 81.03.04.839. 2021 წლის 04 ივნისს თ–ში, პ–ს ქუჩა N..-ში მდებარე მ. ლ–ს სანოტარო ბიუროში მ. გ–სა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - რ. ლ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება თ–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით - 81.03.04.839, რის სანაცვლოდაც თ–ში, .........ს ქუჩა N..-ში მ. გ–მ პ. ც–ს გადასცა 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მ. გ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 12000 (თორმეტი ათას) აშშ დოლარს, რაც მესაკუთრის - რ. ლ–სთვის არ გადაუცია და არც მ. გ–სთვის გაუფორმებია ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქმედებით, მ. გ–სეს მიადგა 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის (37828 ლარისა და 80 თეთრის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

9. 2021 წლის ივნისში, პ. ც–ე სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, შეუთანხმდა თ. ა–ს, რომ 14000 (თოთხმეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ............ს ქუჩა №1, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხა - 5600 (ხუთი ათას ექვსასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 11 ივნისამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 4 ივნისს, თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, თ. ა–სა და პ. ც–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თბილისში, ...............ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე რ. კ–სეს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც თ. ა–მა პ. ც–ის მოთხოვნით, ორ ეტაპად - 2021 წლის 4 ივნისსა და 5 ივნისს, ფულადი თანხა ჯამურად - 5600 (ხუთი ათას ექვსასი) აშშ დოლარი გადარიცხა მ. გ–სის კუთვნილ „....... ბანკის“ ანგარიშის ნომერზე - ........... პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ. ა–ს კუთვნილ ფულად თანხას, ხოლო თ. ა–თან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თბილისი, ...............ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო გადაცემული თანხიდან პ. ც–მ თ. ა–სს დაუბრუნა მხოლოდ 3500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედებით თ. ა–ს მიადგა 6466 ლარისა და 11 თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

10. 2021 წლის ივნისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა მ. წ–სს, რომ 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ........ის ქუჩა N.., კორპუსი N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხა - 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 30 ივნისამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 8 ივნისს, თ–ში, ......ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ის ოფისში მ. წ–სა და პ. ც–ეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება ქ. თ–ი, ...........ის ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა ..-ში მდებარეიმ მომენტისთვის ი. ს–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც, მ. წ–სმა პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა - 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარი და 500 (ხუთასი) აშშ დოლარი (1578 ლარი და 45 თეთრი). პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მისსავე ოფისში მოტყუებით დაეუფლა მ. წ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 3600 (სამი ათას ექვსას) ლარსა და 500 (ხუთას) აშშ დოლარს. მ. წ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, .......ის ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც გადაცემული თანხები დაბრუნებია უკან, რის შედეგადაც მ. წ–სს მიადგა 5178 ლარისა და 45 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

11. 2021 წლის აპრილში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეემ დაითანხმა ა. მ–სი, რომ 16000 (თექვსმეტი ათას) აშშ დოლარად იპოთეკით დაეტვირთა კუთვნილი - თ-ში, ა.ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, საიდანაც 6000 აშშ დოლარს გადასცემდა თავად ა. მ–სს, ხოლო 10000 აშშ დოლარს აიღებდა პ. ც–ეე, ყოველთვიურ პროცენტს - 480 აშშ დოლარს გადაიხდიდა პ. ც–ეე, ხოლო 6 თვის შემდეგ ა. მ–სს დაუბრუნებდა კუთვნილ 10000 დოლარს და ბინა დაუბრუნდებოდა ა. მ–სს. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 20 აპრილს თ–ში, ........ის ქუჩა N..-ში მდებარე მ. დ-ლის სანოტარო ბიუროში ა. მ–სსა და ლ. ს–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ლ. ს–მ გადაიხადა 16000 აშშ დოლარი, საიდანაც 6000 აშშ დოლარი აიღო ა. მ–სმა, ხოლო 10000 აშშ დოლარი პ. ც–მ. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ა. მ–ს კუთვნილ ფულად თანხას - 10000 აშშ დოლარს და არ გადაუხდია ყოველთვიური პროცენტი 480 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით, ა. მ–სს მიადგა 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის (34359 ლარის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

12. 2020 წლის ნოემბერში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა ი. კ–ს, რომ 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ........ის გამზირის N.., ბინა N..-შიმდებარე საცხოვრებელ ბინას, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა უმოკლეს ვადაში. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 18 ნოემბერსა და 24 ნოემბერს თ–ში, .......ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, ი. კ–სესა და პ. ც–ეეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ქ. ........ის N.., ბინა N..-ში მდებარე რ. ს–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც ი. კ–მ პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა ჯამურად - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი. კ–სის კუთვნილ ფულად თანხას 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც დაუბრუნდა მხოლოდ 6000 აშშ დოლარი, ხოლო ი. კ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ....... N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე. აღნიშნული ქმედებით, ი. კ–ს მიადგა 4000 (ოთხი ათასი) დოლარის (13277 ლარი და 20 თეთრი) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

13. 2020 წლის ივლისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ე შეუთანხმდა თ. ნ–სეს, რომ 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, ........., მე-.. მიკრო რაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2020 წლის 18 ივლისამდე. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 08 ივლისს, თ–ში, ........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ს ოფისში, თ. ნ–სესა და პ. ც–ეეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება ქ. თ–ში, .......ს, მე-.. მიკრო რაიონის, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, რის სანაცვლოდაც თ. ნ–მ პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა ჯამურად - 5700 (ხუთი ათას შვიდასი) ლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. ნ–ს კუთვნილ ფულად თანხას 5700 (ხუთი ათას შვიდასი) ლარი, საიდანაც დაუბრუნდა მხოლოდ 300 აშშ დოლარი, ხოლო თ. ნ–სესთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, .........ო, მე-.. მიკრო რაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე. აღნიშნული ქმედებით, თ. ნ–ს მიადგა 5400 (ხუთი ათას ოთხასი) დოლარის (16498 ლარისა და 08 თეთრის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

14. 2021 წლის თებერვალში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა ი. ძ–ს, რომ მიაგირავებდა თ-ში, ა. ქ. N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2020 წლის 30 მარტამდე. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის მარტში, თ–ში, ........ის გამზირზე №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, ი. ძ–სა და პ. ც–ეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე ნ. ბ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც, ი. ძ–მ პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი. ძ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 15000 (თხუთმეტი ათას) აშშ დოლარს, საიდანაც დაუბრუნდა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, ხოლო ი. ძ–სესთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება ქ. თ–ი, ა–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე. აღნიშნული ქმედებით, ი. ძ–სეს მიადგა 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი (19959 ლარის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

15. 2020 წლის ივნისში, სხვისი კუთვნილი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა მ. დ–სს, რომ 12000 (თორმეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, დ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2020 წლის 5 ივლისამდე და ბინაში შეუშვებდა 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის სრულად გადახდის შემდეგ. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 27 ივნისს თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ს ოფისში, მ. დ–სა და პ. ც–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ი, .........ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, რის სანაცვლოდაც მ. დ–სმა პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, რის შემდეგაც 2020 წლის 30 ივნისს, დაუკავშირდა პ. ც–ეე და უთხრა, რომ იპოვა უკეთესი ბინა, მდებარე - ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში, რისთვისაც კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის 30 ივნისს, თ–ი, ..........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ს ოფისში, მ. დ–სის თხოვნით, მის დედამთილს - მ. მ–სა და პ. ც–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, .....ის ქუჩა N..-ში მდებარე ო. გ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. სანაცვლოდ, მანანა მ-მა პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მ. დ–ს კუთვნილ ფულად თანხას ჯამურად - 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარს. მ. დ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, .........ს ქუჩა N..-ში, ო. გ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე და არც გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან. აღნიშნული ქმედებით, მ. დ–სს მიადგა 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის (36667 ლარის და 20 თეთრის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

16. 2021 წლის მარტში, პ. ც–ეე და თ. ლ–სე სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით შეუთანხმდნენ თ. გ–სიას, რომ 33000 (ოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარად მიჰყიდიდნენ თ–ში, თ–ს ქუჩა №...., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადახდა, ხოლო ბინის გაფორმებას შეჰპირდნენ უახლოეს პერიოდში. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 14 მარტსა და 2021 წლის 15 მარტს, ორ ეტაპად, თ–ში, ........ის გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, ერთი მხრივ, თ. გ–სიას, ხოლო მეორე მხრივ - პ. ც–ეესა და თ. ლ–სეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ-ში, თ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე ჟ. ა–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც თ. გ–მ პ. ც–სა და თ. ლ–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა ჯამურად - 23000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ეე და თ. ლ–ე მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებულად ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ თ. გ–ს კუთვნილ ფულად თანხას - 23000 (ოცდასამი ათას) აშშ დოლარს, ხოლო თ. გ–სთან დღემდე არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება თ–ში, თ–ს ქუჩა №.., №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან. აღნიშნული ქმედებით, თ. გ–ს მიადგა 76369 (სამოცდათექვსმეტი ათას სამას სამოცდაცხრა) ლარისა და 20 (ოცი) თეთრის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

17. 2021 წლის თებერვალში, სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, პ. ც–ეე და თ. ლ–სე შეუთანხმდნენ კ. ს–სს, რომ 14000 (თოთხმეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდნენ თ–ში, .......ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვეს ფულადი თანხის გადახდა, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდნენ 2021 წლის 27 თებერვლამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის თებერვალში, თ–ში, .........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, ერთი მხრივ, კ. ს–სს, ხოლო მეორე მხრივ - პ. ც–ეესა და თ. ლ–სეს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე ა. შ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც, კ. ს–მა პ. ც–სა და თ. ლ–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო აღნიშნული ფაქტიდან 2 დღეში - 1000 (ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ე და თ. ლ–სე მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ კ. ს–სის კუთვნილ ფულად თანხას - 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარს. კ. ს–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ........ს ქუჩა №1, №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და არც მის მიერ გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან. აღნიშნული ქმედებით, კ. ს–სს მიადგა 26400 (ოცდაექვსი ათას ოთხასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

18. 2021 წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში, სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, პ. ც–ე და თ. ლ–სე შეუთანხმდნენ გ. ა–სს, რომ 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებდნენ ბინას, მდებარე თ–ი, ........ის გამზირი №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და წინასწარ მოსთხოვეს აღნიშნული ფულადი თანხის გადახდა, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდნენ 1 კვირის განმავლობაში. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 5 აპრილს, თ–ში, ..........ის გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ის ოფისში, ერთი მხრივ, გ. ა–სს, ხოლო მეორე მხრივ - პ. ც–სა და თ. ლ–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ...........ის გამზირი №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ნ. გ–ი-დ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც გ. ა–სმა პ. ც–ეესა და თ. ლ–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ე და თ. ლ–სე მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ გ. ა–სის კუთვნილ ფულად თანხას - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარს. გ. ა–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ-ში, ........ის გამზირი №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო გადაცემული თანხიდან დაუბრუნდა მხოლოდ 1000 (ათასი) აშშ დოლარი (3417 ლარი და 30 თეთრი). აღნიშნული ქმედებით, გ. ა–ს მიადგა 30755 (ოცდაათი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 70 (სამოცდაათი) თეთრის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

19. 2021 წლის მარტში, სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, პ. ც–ეე და თ. ლ–სე შეუთანხმდნენ ი. წ–ს, რომ 13000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარად მიაგირავებნენ თ–ში, ...............ს გამზირი №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვეს ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდნენ 2021 წლის 10 აპრილამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 20 მარტსა და 25 მარტს, თ–ში, ........ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ეის ოფისში, ერთი მხრივ, ი. წ–სს, ხოლო მეორე მხრივ - პ. ც–სა და თ. ლ–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, ...............ს გამზირი №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე ნ. გ–ი-დ–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც ი. წ–სმა პ. ც–ეესა და თ. ლ–სეს ხელზე გადასცა ფულადი თანხა - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ეე და თ. ლ–სე მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ ი. წ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარს. ი. წ–სთან დღემდე არ გაფორმებულა იპოთეკის ხელშეკრულება თ–ში, ...............ს გამზირის №..., კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და უფრო მეტიც, აღნიშნული ბინა თ. ლ–სემ და პ. ც–ეემ ამავდროულად მიაგირავეს გ. ა–სს. აღნიშნული ქმედებით, ი. წ–სს მიადგა 6673 (ექვსი ათას ექვსას სამოცდაცამეტი) ლარისა და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

20. 2019 წლის დეკემბერში, სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა ნ. კ–სეს, რომ გაუფორმებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით მ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 83.06.331), წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 1 თვის ვადაში. შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 24 დეკემბერს თ–ში, ......ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ის ოფისში, ნ. კ–სა და პ. ც–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება მ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე ჰ. ა–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 83.06.331), რის სანაცვლოდაც ნ. კ–სემ პ. ც–ეეს ხელზე გადასცა ფულადი თანხა - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნ. კ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო ნ. კ–სესთან დღემდე არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მ-ის რ-ის სოფელ კ–ში მდებარე, ჰ. ა–სის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 83.06.331) და არც გადაცემული თანხა დაბრუნებია უკან. აღნიშნული ქმედებით, ნ. კ–სეს მიადგა 5752 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

21. 2020 წლის აგვისტოში, სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, პ. ც–ეემ დაითანხმა ნ. მ–სე ამ უკანასკნელის კუთვნილი, თ–ში, ნ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნ. ლ–სთვის მიგირავებაზე 40000 (ორმოცი ათასი) ლარად, შემდეგი პირობებით: 2022 წლის 4 აგვისტომდე ნ. მ–ის კუთვნილ ზემოაღნიშნულ სახოვრებელ ბინაში იცხოვრებდა ნ. ლ–ა, ხოლო პ. ც–ეე ნ. მ–სეს ყოველთვიურად გადაუხდიდა 250 (ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარს; 2022 წლის 4 აგვისტოს გირავნობის თანხას - 40000 (ორმოცი ათასი) ლარს პ. ც–ე გადასცემდა ნ. ლ–ს, ხოლო ნ. ლ–აა საცხოვრებელ ბინას დაუბრუნებდა ნ. მ–სეს. შეთანხმებისამებრ, 2020 წლის აგვისტოში, ლ–ში, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნ. მ–სა და ნ. ლ–აას შორის გაფორმდა სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის თანხად განისაზღვრა 40000 (ორმოცი ათასი) ლარი, ხოლო ნ. ლ–მ პ. ც–ს გადასცა ფულადი თანხა ჯამურად - 13000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ეე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნ. მ–სის კუთვნილ ფულად თანხას, ასევე 2021 წლის 21 მაისიდან ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარი მისთვის აღარ გადაუხდია. აღნიშნული ქმედებით, ნ. მ–სეს მიადგა 40000 (ორმოცი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

22. 2021 წლის იანვარში, სხვისი კუთვნილი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, პ. ც–ეე შეუთანხმდა გ. მ–სს, რომ 14000 (თოთხმეტი ათას) აშშ დოლარად მიაგირავებდა თ–ში, თ–ს ქუჩა №..., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას, წინასწარ კი „ბეს“ სახით მოსთხოვა ფულადი თანხის გადახდა, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას შეჰპირდა 2021 წლის 10 თებერვლამდე. შეთანხმებისამებრ, 2021 წლის 28 იანვარს, თ–ში, ......ის გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პ. ც–ს ოფისში, გ. მ–სსა და პ. ც–ს შორის გაფორმდა „ბეს“ ხელშეკრულება თ–ში, თ–ს ქუჩა №..., ბინა №..-ში მდებარე ჟ. ა–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, ამ უკანასკნელის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რის სანაცვლოდაც გ. მ–სმა პ. ც–ს ხელზე გადასცა ფულადი თანხა - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. პ. ც–ე მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა გ. მ–სის კუთვნილ ფულად თანხას - 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო გ. მ–სთან დღემდე არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება თ–ში, .....ს ქუჩა №..., №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე და გადაცემული თანხიდან დაუბრუნდა მხოლოდ 8500 (რვა ათას ხუთასი) აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედებით, გ. მ–ს მიადგა 4945 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდახუთი) ლარისა და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა პ. ც–მ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ. პროკურორმა მოითხოვა მსჯავრდებულების - პ. ც–ეისა და თ. ლ–სის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა პ. ც–ეემ მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების განსაზღვრა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ პ. ც–ს სააპელაციო საჩივარი, ხოლო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

პ. ც–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თორმეტი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნტებით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. დ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. ღ–სას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. გ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. კ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. ნ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ი. ძ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. დ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით ნ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. წ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ნ. კ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. მ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (კ. ს–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და პ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

თ. ლ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ “ ქვეპუნქტებით (გ. ა–სის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (კ. ს–სის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ “ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ლ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ თ. ლ–სეს განაჩენის აღსრულება გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ 1 (ერთი) წლით.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 11 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ და მოითხოვა პ. ც–სა და თ. ლ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ პ. ც–ეის მიმართ მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ხოლო თ. ლ–სის მიმართ მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სასჯელის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 11 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ლ–სის ადვოკატმა გ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ განსაზღვრული სასჯელის ძალაში დატოვება.

3. კასატორების პოზიცია:

3.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამრთლოს განაჩენი ლმობიერია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ორივე მსჯავრდებულის - პ. ც–სა და თ. ლ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ: მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით განსაზღვრულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგქნა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მითითებული მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. პროკურორი მიიჩნევს, რომ პ. ც–სა და თ. ლ–სის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა უნდა შეიცვალოს მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთით, შემდეგ გარემოებათა გამო: 1) ყურადღება უნდა გამახვილდეს დანაშაულის ჩადენის ხერხზე. მსჯავრდებულებმა ბოროტად ისარგებლეს დაზარალებულების ნდობით, მათთან მოტყუებით გააფორმეს ხელშეკრულებები, დაარწმუნეს ისინი სანდოობაში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დიდი ოდენობით ფულად თანხებს; 2) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს, როგორც კერძო, ასევე, ზოგადი პრევენციის გარანტი, რაც მიიღწევა მაშინ, როდესაც დანიშნული სასჯელი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან თანაზომიერია; 3) მსჯავრდებულ პ. ც–ს ან/და თ. ლ–სეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გასჩენიათ გულწრფელი სინანულის განცდა, ხოლო სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურდა მათ მიერ დამამძიმებელ გარემოებებში თაღლითობის ჩადენა. თვეების მანძილზე მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილია არაერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი, რამაც დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა ათეულობით დაზარალებულს. დანაშაულის სიმრავლიდან გამომდინარე, ასევე მისი სისტემატური ხასიათიდან და თავად მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასჯელის ლმობიერი სახე, მაშინ როდესაც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მაღალია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც; 4) თ. ლ–ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც 4 (ოთხი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, არ არის დასაბუთებული სხვა მსჯავრდებულთან გამოყენებულ სასჯელთან მიმართებითაც კი. მაგალითისთვის, მსჯავრდებულ პ. ც–ს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით. ცალკეულ ეპიზოდებს შორის არის მსგავსება და ორივე მსჯავრდებულმა ჩაიდინა თაღლითობა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. ამდენად, მსჯავრდებულ თ. ლ–სის მიმართ უფრო მეტი ვადით უნდა გამოყენებულიყო თავისუფლების აღკვეთა, მისი პიროვნული მახასიათებლების, სისტემატური ხასიათისა და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით; 5) პ. ც–სთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ იგი ნასამართლევია თაღლითობისთვის და დანაშაულთა ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პირობებში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, რატომ შეარჩია სასამართლომ ყველაზე ლმობიერი - შთანთქმის პრინციპი სასჯელის დანიშვნისას, როდესაც მსჯავრდებული აშაკარად მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ. იგი, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რადგან დაუფლებული თანხებით უფრო მეტი სარგებელი ნახა, ვიდრე 7 წლით თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული დანაკლისია. ამდენად, გაუმართლებელია „ორმაგი შთანთქმის“ გამოყენება, როდესაც დანაშაულს 22 დაზარალებული ჰყავს და მათ გააჩნიათ სამართლიანი პრეტენზია ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორის პოზიციით, პ. ც–სა და თ. ლ–ს მიმართ გამოყენებული სასჯელები არ პასუხობს კანონის მოთხოვნას სასჯელის მიზნობრიობის შესახებ, რის გამოც სასჯელი უნდა შეიცვალოს და ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. ადვოკატის საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება თ. ლ–სათვის სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრის ნაწილში, რამდენადაც მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა დაეწყო ზიანის ანაზღაურება. ასანაზღაურებელი ზიანის ჯამური ოდენობა შეადგენს - 133524 ლარს, ხოლო სოლიდარული გადახდით თ. ლ–სის მიერ ზიანის გადასახდელი თანხა შეადგენს - 66762 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, თ. ლ–სემ დაიწყო ზიანის ანაზღაურება, კერძოდ ნოტარიუსის დეპოზიტზე გ. ა–სის სასარგებლოდ განათავსა ჯამურად - 1250 აშშ დოლარი, ხოლო თ. გ–სიას სასარგებლოდ განათავსა ჯამურად - 1300 აშშ დოლარი, კ. ს–სის სასარგებლოდ განათავსა ჯამურად - 650 აშშ დოლარი. დაცვის მხარე გეგმავს ეტაპობრივი გადახდებით დაასრულოს თ. ლ–სის წილი სოლიდარული პასუხისმგებლობის შესრულება და ზიანის ანაზღაურება. მოცემული ეტაპისათვის ანაზღაურებულია ზიანის თანხა 11300 ლარი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენმა თ. ლ–სეს საშუალება მისცა დაუბრუნდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოხდეს მისი რესოციალიზაცია. მან მუშაობა დაიწყო თეატრში, ჰყავს მეუღლე, დაუბრუნდა ოჯახს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაიწყო ზიანის ანაზღაურება დაზარალებულთათვის, რაც მისი პატიმრობაში ყოფნით ფიზიკურად შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ თ. ლ–სეს სასჯელის სახით განუსაზღვრა 4 წელი პენიტინციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო ორი წელი პირობითი სასჯელი, ამავე განაჩენით თ. ლ–სეს გადაუვადდა ამ განაჩენის აღსრულება მშობიარობის შემდეგ ერთი წლის ვადით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ თ. ლ–სემ მოიხადოს თავისუფლების აღკვეთა, ეწინააღმდეგება ყველა არსებულ შიდა სამართლებრივ ნორმას და პრინციპს. როცა უკვე ერთი წლის ბავშვი მიჯაჭვული იქნება დედას, მისი მშობლისგან მოწყვეტის შემდეგ, ადვილად წარმოსადგენია, როგორც დედის, ისე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით, სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, ყოველგვარ არგუმენტაციას არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ლ–სის სასჯელის დამძიმების თაობაზე, რადგან თ. ლ–სე არ არის ნასამართლევი, აღიარა ბრალდება და უდავოდ ცნო სასამართლოში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოხატა მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და რეალურად დაიწყო კიდეც ზიანის ანაზღაურება, მუშაობს და არის ფეხმძიმედ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულია ისეთი მკაცრი სასჯელი, რაც არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. სამართლის შეფარდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით ფასდება. შესაბამისად, სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისა თუ საზოგადოებისათვის). საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გამოყენებული სასჯელის მიზანშეწონილობის თაობაზე და დამატებით ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის არგუმენტაციას სასჯელის დამძიმებასთან მიმართებით. სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებებია: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტის ხელყოფის ინტენსივობა და თავად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები. განსახილველ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო ბუნება და მისი სიმძაფრე გამოხატულია თავად დანაშაულის ჩადენის ხერხში. მსგავსი ტიპის დანაშაულებზე მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენების ტაქტიკა, ბუნებრივია, მიუთითებს მათ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, უნარებსა და შესაძლებლობებზე მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში. თუმცა, აქვე სამართლიანად უნდა მიეთითოს, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხი თავისთავად შეესაბამება კანონმდებლის მიერ კონკრეტული დანაშაულისათვის დადგენილ სანქციათა სახეებს, ხოლო ხელყოფის ინტენსივობა კი პროპორციულად უნდა აისახოს სასამართლოს მიერ თანაზომიერი სანქციის ზომის შერჩევაში.

4.4. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში, ორივე მსჯავრდებულის მიმართ მიღწევადია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პ. ც–სა და თ. ლ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, სიმრავლე, ქმედებებში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, გამოწვეული ზიანის ოდენობა და დაზარალებულთა სიმრავლე, მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება შეესაბამება სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის მიზნებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პ. ც–სა და თ. ლ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულები თავისი არსითა და მართლსაწინააღმდეგო ბუნებით თანაბარი საშიშროების შემცველია, შესაბამისად ბრალეულობის ხარისხი და ქმედებებში გამოხატული ნება ორივე შემთხვევაში თანაბარი სიმძაფრით არის წარმოდგენილი, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის სახის დიფერენცირებულად შერჩევის წინაპირობა.

4.5. სასჯელის ზომის განსაზღვრისას კი სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, სასჯელის ინდივიდუალიზაციის მნიშვნელობას თითოეული მსჯავრდებულისათვის დამახასიათებელი პიროვნული თუ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ პ. ც–ეეს, თ. ლ–საგან განსხვავებით, გააჩნია პიროვნული მხარის უარყოფითი მახასიათებელი - ქმედებების ჩადენა პირობით გამოსაცდელ ვადაში, რაც მის მიმართ განხილულ უნდა იქნეს, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოება და პროპორციულად აისახოს სასჯელის შედარებით მკაცრი ზომის განსაზღვრაში. რაც შეეხება თ. ლ–სეს, სააპელაციო სასამართლომ მართლებულად იმსჯელა მისი განსაკუთრებული პირადი მდგომარეობის - ორსულობის, როგორც სასჯელის ზომისა და მისი მოხდის წესის განსაზღვრისას გასათვალისწინებელ გარემოებაზე. ასევე, დანაშაულის აღიარებისა და თანამშრომლობის ფაქტორი, იძლეოდა საკმარის წინაპირობას, მსჯავრდებულ თ. ლ–სათვის დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლისათვის. სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის და ეს გარემოება გამოყენებული იქნეს მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, რადგან სასჯელის მკაცრი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის დაფუძნება ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმზე სცილდება სასჯელის მიზნებს: დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სასჯელს სამაგიეროს მიზღვის დატვირთვას სძენს. ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის რესტიტუცია შესაძლებელია დადებითად აისახოს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სანქციაზე მისი შემსუბუქების კუთხით და არა - პირიქით. პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტების საპირწონედ, არსებობს მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების, მტკიცებულებების უდავოდ ცნობისა და მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობის საგულისხმო ფაქტორები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის ეკონომიურობას და ამავდროულად, ხაზი გაუსვა მსჯავრდებულის ნებას, დახმარებოდა მართლმსაჯულებას ჭეშმარიტების დადგენაში. ამდენად, ვინაიდან თ. ლ–სე ნასამართლევი არ არის და აღიარა დანაშაული, სხვა დამამძიმებელი გარემოების არარსებობის პირობებში, არსებობს მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებისა და მისი ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის საფუძველი. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება პრიორიტეტულია ყოველთვის, როდესაც არ არის გამოკვეთილი მსუბუქი სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების აშკარა შეუსაბამობა სასჯელის მიზნებთან.

4.6. რაც შეეხება დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს და მსჯავრდებულთა მიმართ დასანიშნი სასჯელის მიმართ დაზარალებულების შესაძლო კრიტიკულ პოზიციას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არის არა სამაგიეროს მიზღვა ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ - ახალი დანაშაულის პრევენცია და რესოციალიზაცია. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას კი, ბუნებრივია, ხელს უნდა უწყობდეს პროპორციული სასჯელი, ვინაიდან სასჯელზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, როგორც საერთოდ საზოგადოებაში მსჯავრდებულის უსაფრთხო ინტეგრაცია, ისე კონკრეტული დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა რესტიტუცია. სწორედ ამიტომ, თავად სასჯელის სახე და ზომა არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულთა საკუთრების უფლების დროული და ეფექტიანი აღდგენისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხერხი, დაზარალებულების ნდობის ბოროტად გამოყენება და მათთვის ზიანის მიყენება, თავისთავად მიუთითებს საკუთრების ხელყოფის საშიშროების მაღალ ხარისხზე და ეს გარემოებები თანაბრად აისახა კიდეც ორივე მსჯავრდებულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელის ყველაზე მკაცრ სახეში, ამასთან არ არსებობს სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების წინაპირობები.

4.7. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პ. ც–ს მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, დაცულია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნები. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა შეკრებისა თუ შთანთქმის პრინციპს შორის პრიორიტეტი ყოველთვის უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობისათვის სასარგებლო მიდგომას, როდესაც არ არსებობს ხანგრძლივი ვადით მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლაციის გარდაუვალი აუცილებლობა. ამასთან, მსჯავრდებულ პ. ც–ს განსაზღვრული აქვს ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე, რომელიც თავისთავად გამოიწვევს მისი საზოგადოებისაგან დიდი ხნით იზოლაციას და სასამართლოს რწმენით იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის კანონშესაბამისი ქცევის მნიშვნელობასა და საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის გაცნობიერებისათვის. დაუშვებელია მსჯავრდებულის პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაში იმაზე მეტი ინტენსივობით ჩარევა, ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია სასჯელის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ თ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ–სის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე