საქმე # 330100121004630585
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1000აპ-22 ქ. თბილისი
კ-ა ე., 1000აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ ე. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის ზაფხულიდან 2021 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში ე. კ-ა მეგობარ გოგონასთან - ა. მ-ნ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, როგორც პირადად, ასევე ტელეფონის საშუალებით, უთვალთვალებდა, ძალადობდა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, აიძულებდა, შეესრულებინა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედებები და ემუქრებოდა ძალადობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ: ე. კ-ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, „სცოდნოდა თავისი ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა, დამორჩილებოდა მის ნება-სურვილს. ზემოაღნიშნული დროის პერიოდში ე. კ-ა ა. მ-ს სისტემატურად აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-ში და სამსახურის მისამართზე - ქ. თ-ი, ლ-ს ქუჩაზე მდებარე კლინიკა „მ-ნ“ და ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას. უთვალთვალებდა, თუ როდის გამოდიოდა ა. მ-ი ქუჩაში და მოულოდნელად ხვდებოდა სახლთან ან სამსახურთან. ე. კ-ა მობილური ტელეფონით სხვადასხვა ნომრიდან სისტემატურად ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ა. მ-ს და ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას. 2021 წლის 27 იანვარს ე. კ-ა სამსახურთან დახვდა ა. მ-ს, რომელიც ძალის გამოყენებით აიძულა, ჩამჯდარიყო ავტომობილში, რომელსაც თვითონ მართავდა და გაჰყოლოდა, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ მოიყვანა ცოლად და მიჰყავდა აფხაზეთში, თუმცა ქ. ხ-ნ მობრუნდა. ასევე, 2021 წლის თებერვალში ე. კ-ა სახლთან დახვდა ა. მ-ს, რომელიც ძალის გამოყენებით აიძულა, ჩამჯდარიყო ავტომობილში, სადაც დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების სხეულის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. ასევე, 2021 წლის 25 მარტს ე. კ-მ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად, სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა ა. მ-ი, აიძულა, ჩამჯდარიყო ავტომობილში, რომელსაც თვითონვე მართავდა, წაართვა ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები და მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულებდა ყოფილიყო მასთან ქ.თ-ს ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისას. ე. კ-ს ქმედებებით ა. მ-ი განიცდიდა ტანჯვას.
· 2021 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, ქ. თ-ი, ლ-ს ქუჩაზე მდებარე კლინიკა „მ-ნ“ ე. კ-ა ავტომობილით დახვდა სამსახურიდან გამოსულ მეგობარ გოგონას - ა. მ-ს, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით აიძულა, ჩამჯდარიყო ავტომობილში და გაჰყოლოდა. კერძოდ, ე. კ-ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, „სცოდნოდა თავისი ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა, დამორჩილებოდა მის ნება-სურვილს. ე. კ-მ მკლავზე ხელი მოჰკიდა და ძალის გამოყენებით აიძულა იგი ჩამჯდარიყო ავტომობილში და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით აიძულა გაჰყოლოდა მას, ეუბნებოდა, რომ მოიყვნა ცოლად - მოიტაცა და მიჰყავდა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ა. მ-ა შეძლო ე. კ-ს დარწმუნება, დაებრუნებინა სახლში, რის შემდეგაც ე. კ-მ ა. მ-ი მიიყვანა სახლში, რა დროსაც დაემუქრა ფიზიკური ძალადობით, თუ ამ ფაქტის შესახებ განაცხადებდა. ე. კ-ს ქმედებებით ა. მ-ა განიცადა ტანჯვა.
· 2021 წლის თებერვალში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-სთან, ე. კ-ა დახვდა სახლიდან გამოსულ მეგობარ გოგონას - ა. მ-ს, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით აიძულა, ჩამჯდარიყო ავტომობილში, სადაც დაემუქრა სხეულის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: ე. კ-ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, „სცოდნოდა თავისი ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ., უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა, დამორჩილებოდა მის ნება- სურვილს. ავტომობილში ყოფნისას ე. კ-ა ეუბნებოდა ა. მ-ს, რომ თუ მასთან არ ექნებოდა ურთიერთობა, გადაასხამდა მჟავას და მოკლავდა, ასევე დაუხოცავდა ოჯახის წევრებს. ე. კ-ს მუქარა ა. მ-ა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 25 მარტს, დღის საათებში, ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-ში მდებარე ა. მ-ს სახოვრებელ სახლში მივიდა ე. კ-ა, რომელმაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით აიძულა ა. მ-ი, გაჰყოლოდა მას. კერძოდ, ე. კ-ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, „სცოდნოდა თავისი ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა, დამორჩილებოდა მის ნება- სურვილს. ე. კ-მ ფეხი დაარტყა ა. მ-ს სახლის კარს, სახლში შესვლისას ა. მ-ს ხელი დაარტყა მხარში, დააგდო დივანზე, შემდეგ წაართვა მობილური ტელეფონები, აიღო მისი ხელჩანთა, პირადი ნივთები და აიძულა ა. მ-ი, გაჰყოლოდა და ჩამჯდარიყო მის ავტომობილში. ე. კ-ა ა. მ-ნ ერთად, რომელსაც არ აძლევდა ავტომობილიდან გადასვლის უფლებას, მთელი დღის მანძილზე გადაადგილებდოდა ავტომობილით თ-ს ქუჩებში და აიძულებდა ყოფილიყო მასთან ერთად, ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე ავტომობილის მართვისა და მანევრირების მკვეთრი შეცვლით და ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით. ე. კ-მ ა. მ-ი სახლში დააბრუნა საღამოს საათებში. ე. კ-ს ქმედებებით ა. მ-ა განიცადა ტანჯვა, ხოლო მხარში ხელის დარტყმის შედეგად - ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 25 მარტს, დღის საათებში, ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-ში მდებარე ა. მ-ს სახოვრებელ სახლში, ე. კ-ა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დაემუქრა ა. მ-ს მოკვლით და სხეულის დაზიანებით, კერძოდ: ე. კ-ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, „სცოდნოდა თავის ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ., უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა, დამორჩილებოდა მის ნება-სურვილს. ასევე ე. კ-ა ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-დან თ-ს ქუჩებში ავტომობილით გადაადგილებისას მოკვლით და სხეულის დაზიანებით ემუქრებოდა ა. მ-ს. ე. კ-ს მუქარა ა. მ-ა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ე. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ე. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ე. კ-ს შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2021 წლის 25 მარტს, დღის საათებში, ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-ში მდებარე ა. მ-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა ე. კ-ა, რომელმაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით აიძულა ა. მ-ი, გაჰყოლოდა მას. კერძოდ, ე. კ-ს მიაჩნდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა, „სცოდნოდა თავისი ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა, დამორჩილებოდა მის ნება- სურვილს. ე. კ-მ ფეხი დაარტყა ა. მ-ს სახლის კარს, სახლში შესვლისას ა. მ-ს ხელი დაარტყა მხარში, დააგდო დივანზე, შემდეგ წაართვა მობილური ტელეფონები, აიღო მისი ხელჩანთა, პირადი ნივთები და აიძულა ა. მ-ი გაჰყოლოდა და ჩამჯდარიყო მის ავტომობილში. ე. კ-ა ა. მ-ნ ერთად, რომელსაც არ აძლევდა ავტომობილიდან გადასვლის უფლებას, მთელი დღის მანძილზე გადაადგილდებოდა თ-ს ქუჩებში და აიძულებდა მას, ყოფილიყო მასთან ერთად, ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე ავტომობილის მართვისა და მანევრირების მკვეთრი შეცვლით და ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით. ე. კ-მ ა. მ-ი სახლში დააბრუნა საღამოს საათებში. ე. კ-ს ქმედებებით ა. მ-ა განიცადა ტანჯვა, ხოლო მხარში ხელის დარტყმის შედეგად - ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 25 მარტს, დღის საათებში, ქ.თ-ი, თ-ს ქუჩა №...-ში მდებარე ა. მ-ს საცხოვრებელ სახლში ე. კ-ა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დაემუქრა ა. მ-ს მოკვლით და სხეულის დაზიანებით. კერძოდ, ე. კ-ა თვლიდა, რომ მას, როგორც მამაკაცს, ჰქონდა ქალზე უპირატესი უფლება, რომ ა. მ-ი, როგორც ქალი, მას უსიტყვვოდ უნდა დამორჩილებოდა, „ცოდნოდა თავისი ადგილი“, იყო მისი საკუთრება, უკონტროლებდა თითოეულ ნაბიჯს - სად მიდიოდა, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ., უკრძალავდა სხვადასხვა მოქმედებას, უკრძალავდა გარკვეულ ადგილებზე ყოფნას და აიძულებდა დამორჩილებოდა მის ნება- სურვილს. ასევე ე. კ-ა ქ. თ-ი, თ-ს ქუჩა №...-დან თ-ს ქუჩებში ავტომობილით გადაადგილებისას მოკვლით და სხეულის დაზიანებით ემუქრებოდა ა. მ-ს. ე. კ-ს მუქარა ა. მ-ა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.2. ე. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
4.3. ე. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მას შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან საქართველოს სსკ ის 59-ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ე. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 მარტიდან.
5. კასატორმა - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი), 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 27 იანვრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულმა ე. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენის გაუქმება მისი დამნაშავედ ცნობის ნაწილში და გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. კასატორმა - პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე. კ-ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ე. კ-ს გამართლების თაობაზე უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდებში ე. კ-ს ბრალეულობა.
9. პროკურორი ლაშა გამყრელიძე საკასაციო საჩივარში ე. კ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების დამადასტურებელ მტკიცებულებად და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლად უთითებს დაზარალებულ ა. მ-ს, დაზარალებულის მეგობრებისა და ახლო ნათესავების ჩვენებებზე, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ა. მ-ს ჩვენების გარდა, სასამართლოს წინაშე დაკითხული არცერთი მოწმის ჩვენებით არ დგინდება, რომ ა. მ-ი მსჯავრდებულ ე. კ-ს მხრიდან განიცდიდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ან/და უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ასევე შესაძლოა, გამოეწვია დაზარალებულის იძულება, ცხოვრების წესი შეეცვალა მნიშვნელოვნად.
10. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, აღნიშნავს, რომ, მართალია, ამგვარი ტიპის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან, მაგრამ დაზარალებულის ჩვენების გასაზიარებლად აუცილებელია აღნიშნული ჩვენება გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს ამ ჩვენების ნამდვილობა.
11. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ადევნების, 2021 წლის 27 იანვრის იძულების, 2021 წლის თებერვლის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ეპიზოდებთან მიმართებით, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რაც დაადასტურებდა ე. კ-ს მიერ ა. მ-ს მიმართ ადევნების, იძულების, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტს, ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია; მხოლოდ ერთი მოწმის (დაზარალებულ ა. მ-ს) პირდაპირი ჩვენება კი არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
12. იმისათვის, რომ პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში, აუცილებელია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდეს ე. კ-ს მიერ დაზარალებულის მიმართ დროის ხანმოკლე პერიოდში სისტემატური შეურაცხყოფის ანდა უკანონო თვალთვალისა და არასასურველი კომუნიკაციის ფაქტები, რაც საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება განსახილველ საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით 2021 წლის 27 იანვარს იძულებისა და 2021 წლის თებერვალში სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტები, მეტიც: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და განსხვავებულად ან საერთოდ ვერ აღწერენ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით.
13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე. კ-ს მიერ ა. მ-ს ადევნების, 2021 წლის 27 იანვარს იძულების, 2021 წლის თებერვალში სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ე. კ-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოიცავს საფუძვლების, არგუმენტებისა და მტკიცებულებების სათანადო განხილვის უფლებას (ECTHR, Krasulya v. Russia, 2007, 12365/03). ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ასპექტი სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილად მიაჩნია. მართალია, არ არის აუცილებელი ყოველ არგუმენტს ამომწურავი პასუხი გაეცეს, მაგრამ სათანადოდ უნდა იყოს განხილული განსასჯელის ძირითადი არგუმენტები (ECTHR, Van de Hurk v. Netherlands, 1994 , 16034/90. ECTHR, Torija v. Spain, 1994, 18390/91. ECTHR, Gradinar v. Moldova, 2008, 7170/02).
15. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ე. კ-ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში ე. კ-ს ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ ა. მ-ა და მოწმეების - დ. დ-ს, მ. კ-ს, მ. მ-ა და სხვათა ჩვენებები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სანდოობის თვალსაზრისით დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენება შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან - 2021 წლის 25 მარტის ეპიზოდებთან მიმართებით შეესაბამება მოწმეების ჩვენებებს, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულ ა. მ-ა და მოწმე დ. დ-ს ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. ა. მ-ა დეტალურად და თანმიმდევრულად მიუთითა შემთხვევის ადგილზე, 2021 წლის 25 მარტის მოვლენების განვითარების შესახებ, მათ შორის - ე. კ-ს მიერ დ. დ-ს დარეკვისა და მსჯავრდებულის დედის ნახვის მომენტებთან მიმართებით. მოწმემ დაადასტურა, რომ ე. კ-მ იძულებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ჩასვა ავტომობილში, მთელი დღის განმავლობაში ატარა თ-ს ქუჩებში და მოგვიანებით დატოვა სახლში; ამასთან, ემუქრებოდა მჟავის შესხმით.
17. დაზარალებულ ა. მ-ს მიერ განმარტებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებს სრულად ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... ექსპერტის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი (ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, სახლში ჭაღი ჩამოგდებული იყო, ხოლო ავტომობილიდან დაზარალებულის ხელჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები ამოიღეს). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 25 მარტის ეპიზოდთან მიმართებით ა. მ-ს ნახვის ფაქტს ასევე ადასტურებს მოწმე - მსჯავრდებულის დედა - მ. კ-ა.
18. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ე. კ-მ ა. მ-ს წაართვა მობილური ტელეფონები, აიღო მისი ხელჩანთა, პირადი ნივთები, აიძულა გაჰყოლოდა და ჩამჯდარიყო მის ავტომობილში; ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ე. კ-ა ა. მ-ს არ აძლევდა ავტომობილიდან გადასვლის უფლებას, მთელი დღის მანძილზე გადაადგილდებოდა თ-ს ქუჩებში და აიძულებდა ა. მ-ს ყოფილიყო მასთან ერთად, ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე ავტომობილის მართვისა და მანევრირების მკვეთრი შეცვლით და ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ ე. კ-ს არგუმენტაციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 მარტის ეპიზოდი) გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ ე. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი