Facebook Twitter

საქმე # 330100115692159

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №558აპ-22 ქ. თბილისი

გ. გ. 558აპ-22 25 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - გიორგი გაგნიძის, მსჯავრდებულ ლ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ს–სა და მსჯავრდებულ ი. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. გ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

- თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

- თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2. ზ. დ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

- თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

- თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

1.3. ლ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები;

1.4. ი. ვ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–სა და ზ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. შპს „რ–ი“ (ს/ნ ..........) დარეგისტრირდა 2002 წლის 10 მაისს, რომლის დამფუძნებლები იყვნენ: გ. გ–სე (25%), თ. პ–ი (25%), ვ. ზ–ი (25%) და რ. მ–ი (25%). საწარმოს დირექტორი დაფუძნების დღიდან არის გ. გ–სე. შპს „რ–ი“ ამხანაგობა „ს...-ის “დაკვეთით, რომელიც იყო 3444 კვ.მ მიწის ნაკვეთის მეპატრონე, ......... უ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 2005 წლიდან აშენებდა საცხოვრებელ სახლს, საიდანაც 18% წარმოადგენდა ამხანაგობის, ხოლო 82% - შპს ,,.....სის“ საკუთრებას. 2007 წლის 20 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე, საზოგადოებას შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ნაცვლად „რ–ისა“, ეწოდა „.....სი“. დღეის მდგომარეობით, შპს “.....სის“ დამფუძნებლები არიან - თ. პ–ი (25%), შპს „ს–ი (75% -რეგისტრირებული ა–ში). შპს „რ–ის“ (შემდგომში შპს „.....სის“) დირექტორმა გ. გ–სემ და ამავე საწარმოს იურისტმა ზ. დ–მ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხებსა და ქონებრივ უფლებებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. გ–მ და ზ. დ–მ შეადგინეს და 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან - ნ. ხ–თან, დ. გ–სთან, ზ. ყ–თან, დ. ბ–სთან, ჯ. გ–თან, ი. ბ–სთან, ნ. თ–სთან, მ. თ–სთან, ლ. ს–სთან, მ. ძ–თან, მ. ჯ–სთან, გ. გ–თან, დ. ფ–თან, ნ. ნ–სთან, ფ. მ–სთან, ნ. ნ–თან, ლ. გ–თან, ნ. ს–სთან, ნ. კ–სთან, გ. დ–თან, გ. მ–სთან, რ. მ–სთან, ც. ი–სთან, ლ. გ–სთან, ე. მ–თან, ქ. მ–თან, მ. წ–თან, ლ. კ–თან, ი. გ–სთან, ა. ჩ–სთან, ვ. მ–სთან, გ. ტ–სთან, თ. პ–სთან, ლ. მ–თან, მ. ქ–თან, ხ. ფ–სთან, გ. ბ–სთან, ნ. კ–სთან, ზ. ჯ–სთან, ნ. ც–სთან, ბ. რ–თან, ვ. მ–სთან, ნ.თ–სთან, ნ. მ–სთან, მ. ჯ–თან, ნ. გ–სთან, ნ. ლ–სთან, პ. შ–სთან, ვ. ჩ–სთან, გ. კ–სთან, რ. ლ–სთან, მ. კ–სთან, ტ. რ–თან, დ. დ–თან, ე. ც–სთან, თ. კ–თან, ლ. ღ–თან, ნ. გ–სთან, რ. ა–სთან, მ. პ–თან, ზ. კ–სთან, მ. ძ–თან, ს. ს–სთან, რ. ს–თან, დ. ბ–სთან, ა. კ–სთან, ი. კ–სთან, ა. გ–თან, გ. რ–სთან, გ. ბ–თან, გ. გ–სთან, გ. ფ–თან, გ. ჯ–სთან, გ. მ–თან, ე. ჯ–სთან, თ. გ–სთან, ლ. ნ–სთან, მ. შ–სთან, მ. გ–სთან, მ. მ–თან, რ. ზ–თან, უ. ბ–სთან, ი. გ–სთან, ლ. შ–თან, მ. ჯ–თან, გ. დ–სთან, ი. კ–სთან, ც. დ–თან, შ. კ–სთან, მ. კ–სთან, ვ. ბ–თან, ი. კ–სა და დ. მ–თან გააფორმეს ხელშეკრულებები ქ. თ–ი, .......ის უ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის „ა“ და „ბ“ ბლოკში განთავსებული საცხოვრებელი ბინების გადაცემის თაობაზე.

გ. გ–სესა და ზ. დ–სიას განზრახული ჰქონდათ, მოქალაქეებთან მოტყუებით დადებული ხელშეკრულებები გამოეყენებინათ დიდი ოდენობით ფულადი თანხებისა და ცალკეული მოქალაქეების დიდი ოდენობით ქონებრივი უფლებების დასაუფლებლად, არ მოახდინეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნაწილი ბინების მოქალაქეებისთვის გადაცემა და 2008-2009 წლებში ხსენებული საცხოვრებელი ბინები დატვირთეს იპოთეკით, შემდეგ კი გაასხვისეს სხვა პირებზე. ასევე, გ. გ–მ და ზ. დ–მ მოტყუებით დატვირთეს იპოთეკით გ. ბ–ს, ნ. კ–ს, ზ. ჯ–ის, ნ. ც–ს, ბ. რ–ს, ვ. მ–ს და ნ. თ–ს კუთვნილი ბინები, რითაც მოტყუებით დაეუფლნენ მითითებული მოქალაქეების ქონებრივ უფლებებს. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ხერხებით, გ. გ–სე და ზ. დ–ა მოტყუებით, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ზემოხსენებული მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებსა და ასევე მიიღეს დიდი ოდენობით ქონებრივი უფლებები, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს ჯამურად - 4 415 540 აშშ დოლარის, 37 820 ევროსა და 48 400 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, კერძოდ: ნ. ხ–ს - 25 200 აშშ დოლარი, დ. გ–ს - 39 200 აშშ დოლარი, ზ. ყ–ს - 35 280 აშშ დოლარი, დ. ბ–ს - 68 400 აშშ დოლარი, ჯ. გ–ს - 75 424 აშშ დოლარი, ი. ბ–ს - 53 200 აშშ დოლარი, ნ. თ–ს - 38 000 აშშ დოლარი, მ. თ–ს - 32 800 აშშ დოლარი, ლ. ს–ს - 25 260 აშშ დოლარი, მ. ძ–ს - 47 000 აშშ დოლარი, მ. ჯ–ს - 52 200 აშშ დოლარი, გ. გ–ს - 38 450 აშშ დოლარი, დ. ფ–ს - 31 660 აშშ დოლარი, ნ. ნ–ს - 45 120 აშშ დოლარი, ფ. მ–ს - 112 000 აშშ დოლარი, ნ. ნ–ს - 35 100 აშშ დოლარი, ლ. გ–ს - 71 100 აშშ დოლარი, ნ. ს–ს 47 244,4 აშშ დოლარი, ნ. კ–ს - 54 600 აშშ დოლარი, გ. დ–ს - 100 000 აშშ დოლარი, გ. მ–ს - 37 800 აშშ დოლარი, რ. მ–ს – 35 000 აშშ დოლარი, ც. ი–ს 45 000 აშშ დოლარი, ლ. გ–ს - 93 800 აშშ დოლარი, ე. მ–ს - 84 120 აშშ დოლარი, ქ. მ–ს - 32 800 აშშ დოლარი, მ. წ–ს - 28 000 აშშ დოლარი, ლ. კ–ს - 23 000 აშშ დოლარი, ი. გ–ს - 34 760 აშშ დოლარი, ა. ჩ–ს - 16 800 აშშ დოლარი, ვ. მ–ს - 15 000 აშშ დოლარი, გ. ტ–ს - 31 000 აშშ დოლარი, თ. პ–ს - 30 000 აშშ დოლარი, ლ. მ–ს - 10 000 აშშ დოლარი და 48 400 ლარი, მ. ქ–ს 18 500 აშშ დოლარი, ხ. ფ–ს - 17 000 აშშ დოლარი, ლ. შ–ს - 132 000 აშშ დოლარი, მ. ჯ–ს და გ. დ–ს - 64 000 აშშ დოლარი, გ. ბ–ს - 28 700 აშშ დოლარი, ნ. კ–ს - 6 300 აშშ დოლარი, ზ. ჯ–ს - 30 000 აშშ დოლარი, ნ. ც–ს 3 500 ევრო და 5 000 აშშ დოლარი, ბ. რ–ს - 74 730 აშშ დოლარი, ვ. მ–ს 38 540 აშშ დოლარი, ნ. თ–ს - 45 200 აშშ დოლარი, ნ. მ–ს - 16 000 აშშ დოლარი, მ. ჯ–ს - 35 550 აშშ დოლარი, ნ. გ–ს - 49 400 აშშ დოლარი, ნ. ლ–ს - 54 000 აშშ დოლარი, პ. შ–ს - 48 200 აშშ დოლარი, ვ. ჩ–ს - 50 400 აშშ დოლარი, გ. კ–ს - 20 000 აშშ დოლარი, რ. ლ–ს - 58 000 აშშ დოლარი, მ. კ–ს - 44 000 აშშ დოლარი, ტ. რ–ს - 55 550 აშშ დოლარი, დ. დ–ს - 37 500 აშშ დოლარი, ე. ც–ს - 49 500 აშშ დოლარი, თ. კ–ს - 61 000 აშშ დოლარი, ლ. ღ–ს - 59 000 აშშ დოლარი, ნ. გ–ს - 173 750 აშშ დოლარი, რ. ა–ს - 60 000 აშშ დოლარი, მ. პ–ს - 85 500 აშშ დოლარი, ზ. კ–ს - 38 800 აშშ დოლარი, მ. ძ–ს - 62 000 აშშ დოლარი, ს. ს–ს - 34 320 ევრო, რ. ს–ს - 108 000 აშშ დოლარი, დ. ბ–ს - 51 750 აშშ დოლარი, ა. კ–ს - 32 255 აშშ დოლარი, ი. კ–ს - 5 877 აშშ დოლარი, ა. გ–ს - 26 000 აშშ დოლარი, გ. რ–ს - 82 200 აშშ დოლარი, გ. ბ–ს - 66 000 აშშ დოლარი, გ. გ–ს – 21 000 აშშ დოლარი, გ. ფ–ს - 36 000 აშშ დოლარი, გ. ჯ–ს – 46 000 აშშ დოლარი, გ. მ–ს 27 000 აშშ დოლარი, ე. ჯ–ს - 34 500 აშშ დოლარი, თ. გ–ს - 33 000 აშშ დოლარი, ლ. ნ–ს - 53 100 აშშ დოლარი, მ. შ–ს - 40 500 აშშ დოლარი, მ. გ–ს - 32 600 აშშ დოლარი, მ. მ–ს - 20 000 აშშ დოლარი, რ. ზ–ს 84 000 აშშ დოლარი, უ. ბ–ს - 95 400 აშშ დოლარი, ი. გ–ს - 29 200 აშშ დოლარი, ი. კ–ს - 30 000 აშშ დოლარი, ც. დ–ს - 100 000 აშშ დოლარი, შ. კ–ს - 159 520 აშშ დოლარი, მ. კ–ს - 39 200 აშშ დოლარი, ვ. –ს - 25 000 აშშ დოლარი, ი. კ–ს - 45 000 აშშ დოლარი, დ. მ–ს - 30 000 აშშ დოლარი.

2.2. შპს „.....სის“ (შპს „რ–ის“ სამართალმემკვიდრე) დირექტორმა გ. გ–მ და ამავე საწარმოს იურისტმა ზ. დ–სიამ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. გ–მ და ზ. დ–მ, ი. ჩ–სას (ი. ვ–სის) და ლ. კ–ის დახმარებით, 2008 წლის 1 აპრილს ნოტარიუს ლ. გ–ნთან მოტყუებით გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - მ. რ–თან, ნ. ძ–თან, დ. კ–სთან, ლ. გ–თან (ლ. ლ–სთან), მ. რ–სთან და მ. ს–სთან, რომლის მიხედვითაც, შპს „.....სის“ დირექტორმა გ. გ–სემ მითითებული მოქალაქეებისგან ისესხა ფულადი თანხა, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ–ში, .......... უ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადარბაზო N.., სართული N.., ბინა N... სინამდვილეში კი, ხსენებული უძრავი ქონება, 2008 წლის 18 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, გ. გ–სისა და ზ. დ–სიას მიერ, ი. ჩ–სას (ი. ვ–სის) და ლ. კ–სის მონაწილეობით, დატვირთული იყო იპოთეკით - ი. გ–სის, შ. წ–სისა და მ. ბ–სის სასარგებლოდ და არ წარმოადგენდა უფლებრივად უნაკლო ნივთს. მოქალაქეებთან მოტყუებით დადებული 2008 წლის 1 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ. გ–სე და ზ. დ–სია, ი. ჩ–სას (ი. ვ–სის) და ლ. კ–სის დახმარებით, მოტყუებით დაეუფლნენ მ. რ–სის კუთვნილ - 21 000 აშშ დოლარს, ნ. ძ–სის - 11 000 აშშ დოლარს, დ. კ–სის - 3 000 აშშ დოლარს, ლ. გ–სის (ლ. ლ–სის) - 5 000 ევროს, მ. რ–სას - 7 000 აშშ დოლარს და მ. ს–სის - 3 000 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–სისა და ი. ვ–სის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

3.1. შპს „.....სის“ (შპს „რ–ის“ სამართალმემკვიდრე) დირექტორმა გ. გ–სემ და ამავე საწარმოს იურისტმა ზ. დ–მ განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. გ–სემ და ზ. დ–მ, ი. ჩ–სას (ი. ვ–სის) და ლ. კ–სის დახმარებით, 2008 წლის 1 აპრილს ნოტარიუს ლ. გ–თან მოტყუებით გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - მ. რ–სთან, ნ. ძ–სთან, დ. კ–სესთან, ლ. გ–სთან (ლ. ლ–სთან), მ. რ–სთან და მ. ს–სთან, რომლის მიხედვითაც, შპს „.....სის“ დირექტორმა გ. გ–სემ მითითებული მოქალაქეებისგან ისესხა ფულადი თანხა, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ–ში, ...... უ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადარბაზო N.., სართული N.., ბინა N... სინამდვილეში კი, ხსენებული უძრავი ქონება, 2008 წლის 18 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, გ. გ–სისა და ზ. დ–სიას მიერ, ი. ჩ–სას (ი. ვ–სის) და ლ. კ–სის მონაწილეობით, დატვირთული იყო იპოთეკით - ი. გ–სის, შ. წ–სა და მ. ბ–სის სასარგებლოდ და არ წარმოადგენდა უფლებრივად უნაკლო ნივთს. მოქალაქეებთან მოტყუებით დადებული 2008 წლის 1 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ. გ–სე და ზ. დ–ა, ი. ჩ–ს (ი. ვ–სის) და ლ. კ–ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლნენ მ. რ–ს კუთვნილ - 21 000 აშშ დოლარს, ნ. ძ–სის - 11 000 აშშ დოლარს, დ. კ–სის - 3 000 აშშ დოლარს, ლ. გ–ს (ლ. ლ–ს) - 5 000 ევროს, მ. რ–სას - 7 000 აშშ დოლარს და მ. ს–სის - 3 000 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

4.1. გ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 35000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი - დაზარალებულების: მ. რ–ს, ნ. ძ–ს, დ. კ–ს, ლ. გ–ს, მ. რ–ს, მ. ს–სის ეპიზოდი) - ჯარიმა 30 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 35 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2014 წლის 24 ივნისიდან - 2015 წლის 16 მარტის ჩათვლით, გ. გ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 30 000 ლარი;

4.2. ზ. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 25300 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი - დაზარალებულების: მ. რ–ს, ნ. ძ–ს, დ. კ–სის, ლ. გ–სის, მ. რ–ს, მ. ს–სის ეპიზოდი) - ჯარიმა 20 000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 300 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2014 წლის 1 ოქტომბრიდან - 2014 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ზ. დ–სიას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარი;

4.3. ლ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2014 წლის 24 ნოემბრიდან - 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, ლ. კ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 ლარი;

4.4. ი. ვ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2014 წლის 24 ნოემბრიდან - 2014 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, ი. ვ–სეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 ლარი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ, მსჯავრდებულმა ი. ვ–მ და მისმა ადვოკატმა თ. ჯ–მა, ასევე მსჯავრდებულ ლ. კ–ის ადვოკატმა გ. ს–სიამ, კერძოდ:

5.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულების - გ. გ–სისა და ზ. დ–სიას მიმართ, ბრალდების პირველ ეპიზოდში, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;

5.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ი. ვ–სა და ლ. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5.3. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ და მოითხოვა, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულების - ი. ვ–სა და ლ. კ–სის მიმართ დარჩეს უცვლელად;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი გაგნიძემ, მსჯავრდებულ ლ. კ–სის ადვოკატმა გ. ს–მ და მსჯავრდებულ ი. ვ–ის ადვოკატმა თ. ჯ–მა, კერძოდ:

7.1. პროკურორი გიორგი გაგნიძე ითხოვს მსჯავრდებულების - გ. გ–სისა და ზ. დ–ს მიმართ, ბრალდების პირველ ეპიზოდში, სასჯელის გამკაცრებას და მათთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ხანგრძლივი ვადით;

7.2. ადვოკატები - გ. ს–სია და თ. ჯ–სი ითხოვენ, შესაბამისად, ლ. კ–სისა და ი. ვ–სის გამართლებას;

7.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებლები წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ზ. დ–მ და მსჯავრდებულ გ. გ–სის ადვოკატმა ვ. კ–მემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება ზ. დ–სა და გ. გ–სის მიმართ.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: ადვოკატებმა - გ. ს–ამ და თ. ჯ–სმა, რომლებმაც ითხოვეს ლ. კ–სისა და ი. ვ–ის გამართლება; ბრალდების მხარემ კი გაასაჩივრა მხოლოდ მსჯავრდებულების - გ. გ–სა და ზ. დ–სიას მიმართ ბრალდების პირველ ეპიზოდში შეფარდებული სასჯელის ნაწილში, დამძიმების კუთხით, რასთან დაკავშირებითაც, დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებლები, რომლებითაც ითხოვს ზ. დ–სიასა და გ. გ–სის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვებას.

9.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და მსჯავრდებულების - გ. გ–სისა და ზ. დ–სიას საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს მათ მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მათი მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და დავის საგანია -მსჯავრდებულების გ. გ–სა და ზ. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა;

9.2. ლ. კ–სა და ი. ვ–სის ადვოკატების საკასაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ლ. კ–მა და ი. ვ–მ ჩაიდინეს თუ არა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

10. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულების - გ. გ–სისა და ზ. დ–სიას მიმართ სასჯელის დამძიმებას (ჩადენილი დანაშაულის პირველ ეპიზოდთან მიმართებით), საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც გ. გ–სა და ზ. დ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის განსაზღვრა განაპირობეს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

10.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულებმა - გ. გ–მ და ზ. დ–მ აღიარეს დანაშაულის ჩადენა და სრულად ცნეს თავი დამნაშავედ.

10.4. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).

10.5. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც დაცვის მხარის მტკიცებას ლ. კ–სა და ი. ვ–ის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:

11.1. მსჯავრდებულ ლ. კ–სის ადვოკატი გ. ს–ა საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არცერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება ლ. კ–ის კავშირი დანაშაულთან; დაცვის მხარის მტკიცებით, ლ. კ–სი იყო შუამავალი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა გამსესხებელსა და მსესხებელს. ხელშეკრულების გაფორმებისას იურიდიული კონსულტაცია და დოკუმენტაციის გადამოწმება ნოტარიუსის ვალდებულება იყო და არა მისი. ლ. კ–სათვის არ იყო ცნობილი პირველადი იპოთეკის არსებობის შესახებ და არც იყო ვალდებული, ამის შესახებ სცოდნოდა. მოწმეებმა, ნ. ძ–ის გარდა, გამორიცხეს ლ. კ–სთან ნაცნობობა და კავშირი.

11.2. მსჯავრდებულ ი. ვ–ის ადვოკატი თ. ჯ–სი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მსჯავრდებული ვერ შეასრულებდა ნოტარიუსის ფუნქციას, რადგან სწორედ ნოტარიუსის ვალდებულებაა, გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, გამომძიებელი იყო ტენდენციური, რომელმაც მოახერხა ცრუ და არასწორი ჩვენებებით შეექმნა ე.წ. ,,მტკიცებულებები“ ი. ვ–სის წინააღმდეგ. მოწმე ი. გ–სემ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემასა და ცრუ ჩვენებაში, კერძოდ, 2013 წლის 1 აგვისტოს, მოწმის სახით დაკითხვისას, მან განმარტა, რომ N.. ბინის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წარმოადგინა სამშენებლო კომპანიამ, ხოლო 2014 წლის 20 ოქტომბერს დამატებით დაკითხვისას განმარტა, რომ ,,ლ–მ და ი–მ აჩვენეს, როგორც ბინა, ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც დასტურდებოდა, რომ ეს ბინა იყო სამშენებლო კომპანიის საკუთრება“. ცრუ ჩვენების გამაგრების მიზნით მანვე განმარტა, რომ ,,სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს ი. ჩ–სამ და ლ. კ–სმა“. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის არქივიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაზე, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი მოამზადა და წარადგინა სამშენებლო კომპანიამ და მისმა წარმომადგენელმა კ-მ. ასევე დოკუმენტურად დასტურდება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაარეგისტრირა თავად ი. გ–მ. აღნიშნულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, დამატებით დაკითხვისას კითხვა არ დაუსვამს გამომძიებელს.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორების ამ არგუმენტაციას, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

13. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ ი. ვ–ს ადვოკატ თ. ჯ–ს მტკიცებაზე, რომ გამოძიების ეტაპზე გამომძიებელი იყო ტენდენციური, რომელმაც მოახერხა ცრუ და არასწორი ჩვენებებით შეექმნა ე.წ. ,,მტკიცებულებები“ ი. ვ–სის წინააღმდეგ. კასატორი სადავოდ ხდის მოწმე ი. გ–სის ჩვენების უტყუარობას მის მიერ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე მიცემულ ინფორმაციაზე მითითებით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება) და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა, როგორც საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენის, ასევე - არსებით სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით თითოეული მოწმისათვის სასურველი კითხვების დასმის, მოწმეთა მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის, რელევანტურობის თუ კანონიერების, მოწმის სანდოობის შემოწმების/შედავების) გამოკვლევის შესაძლებლობა.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „იმის განსაზღვრისას, საჭიროებდა თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმე ი. გ–მ დაადასტურა ის გარემოება, რომ ი. ვ–სემ დაიბარა ნოტარიუს ლ. გ–თან და 2008 წლის 18 მარტს გააფორმეს ხელშეკრულება, ი. ჩ–სამ და ლ. კ–სმა დაათვალიერებინეს ბინა, მათვე აჩვენეს საჯარო რეესტრის ამონაწერი და აუხსნეს, რომ ბინა არ იყო დატვირთული იპოთეკით, ასევე მოწმე შ. წ–სემ განმარტა, რომ ი. ვ–სე და ლ. კ–სი იყვნენ შუამავლები, რომლებთანაც დააკავშირა ი. გ–მ. უნდა გაეფორმებინათ იპოთეკური სესხი კომპანია შპს „.....სისთან“. ი. ვ–მ და ლ. კ–მა აჩვენეს ბინა N.. და ამონაწერი, რომ ბინა რეგისტრირებული იყო კომპანიის სახელზე და არ იყო დატვირთული იპოთეკით. ი. ვ–სეს, ლ. კ–სს და გ. გ–სეს არ უთქვამთ მისთვის, რომ ბინას ჰყავდა მესაკუთრე. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბინა იყო შპს „.....სის“ საკუთრება. 2008 წლის 18 მარტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ ბინას ჰყავდა მესაკუთრე. 2009 წლამდე ელოდებოდნენ თანხის დაბრუნებას, ხოლო შემდეგ მიმართეს საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც ბინა გადასცა მათ. მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც დადგინდა, რომ იმავე ბინაზე, მათი იპოთეკის შემდგომ იყო სხვა იპოთეკაც; დაზარალებულმამ. რ–მა განაცხადა, რომ ნათესავმა ი. ვ–მ, რომელსაც იცნობს 15 წელია, უთხრა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „.....სის“ სჭირდებოდა თანხა და შეეძლო ჩაედო. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 1 აპრილს, რომლითაც შპს „.....სის“ გარკვეული სარგებლით ასესხა თანხა. პირდაპირ მივიდნენ ნოტარიუსთან, ბინა არ უნახავს და ხელშეკრულების გაფორმების დროს საჯარო რეესტრის ამონაწერი არ მოუთხოვია. ი. ჩ–სა, ლ. კ–სი და თ. რ. ითვლიდნენ თანხას. ი. ვ–ს უნდა სცოდნოდა და მას უნდა მოეგვარებინა ყველაფერი. თავად იცოდა, რომ ქონება იყო უფლებრივად უნაკლო, თუმცა როგორც გაირკვა, ბინას ჰყავდა პირველი რიგის იპოთეკარები; დაზარალებულმა ლ. ლ–მ განმარტა, რომ ი. ვ–სე არის მისი მეზობელი, რომლისგანაც ცნობილი გახდა შპს „.....სის“ შესახებ. 2008 წელს შპს „.....სთან“ ნოტარიუსთან გააფორმა ხელშეკრულება და გარკვეული სარგებლით გადასცა თანხა. ხელშეკრულების დადებისას ბინა იპოთეკით თუ იყო დატვირთული, მისთვის არ იყო ცნობილი. ხელშეკრულების გაფორმებამდე მისთვის არავის უთქვამს, რომ ბინას მესაკუთრე ჰყავდა. იპოთეკით დატვირთვისას ბინა ნანახი არ ჰქონდა, შემდეგ ნახა. საჯარო რეესტრში გაიგო, რომ ბინას ჰყავდა პირველი რიგის იპოთეკარები, ხოლო თავად იყო მეორე რიგის იპოთეკარი. აღნიშნულის შემდეგ შპს „.....სთან“ გააფორმა მეორე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2500 აშშ დოლარი გადასცა ი. ვ–სეს; ასევე დაზარალებულმა მ. რ–სამ განმარტა, რომ ი. ვ–მ შესთავაზა ხელშეკრულების დადება შპს „.....სთან. უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო საცხოვრებელი ბინა, რომელიც, როგორც იცოდა, იყო უფლებრივად უნაკლო. ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 1 აპრილს. მოგვიანებით გაარკვია, რომ ბინას ჰყავდა პირველი რიგის იპოთეკარები, ხოლო თვითონ იყო მეორე რიგის იპოთეკარი. ამის თაობაზე მისთვის არავის არ უთქვამს; დაზარალებულმა დ. კ–მ განმარტა, რომ ი. ვ–მ უთხრა კომპანია შპს „.....სის“ შესახებ, რომელსაც სჭირდებოდა თანხა და სურვილის შემთხვევაში დაეხმარებოდა თანხის სანაცვლოდ ბინის იპოთეკით დატვირთვაში, რის საფუძველზეც დაიტვირთებოდა კომპანიის კუთვნილი ბინა, რაზეც იგი დასთანხმდა. 2008 წლის 1 აპრილს მივიდა სანოტარო ბიუროში და გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც არ იყო მითითებული, რომ ბინა იპოთეკით იყო დატვირთული. შესაბამისად, არ იცოდა აღნიშნულ ბინაზე პირველადი იპოთეკის არსებობის თაობაზე. მოგვიანებით ლ. კ–სმა უთხრა, რომ თავადაც არ იცოდა იპოთეკის არსებობის შესახებ; დაზარალებულმა ნ. ძ–მა ასევე განმარტა, რომ ი. ვ–სეს არ იცნობს, თუმცა ლ. კ–სთან მეგობრობს დაახლოებით 20 წელია. 2008 წლის 1 აპრილს ლ. კ–მა დაიბარა სანოტარო ბიუროში, სადაც გაფორმდა ხელშეკრულება. დაზარალებულის განმარტებით, იგი ენდობოდა ლ. კ–სს და არც საბუთები გადაუმოწმებია და არც ბინა უნახავს. ლ. კ–სგან იცოდა, რომ ქონება იყო ნივთობრივად უნაკლო და მას არ გადაუმოწმებია. რომ სცოდნოდა, ბინას პირველადი იპოთეკარები ან მეპატრონე ჰყავდა, კომპანიას თანხას არ გადასცემდა და არ გააფორმებდა ხელშეკრულებას; დაზარალებულმა მ. ს–მ კი განაცხადა, რომ მეგობარმა თ. ო-მ დააკავშირა შპს „.....სთან“ და გააცნო ი. ვ–სემ. გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული იყო ბინა, თუმცა საჯაროო რეესტრის ამონაწერი არ უნახავს; გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნოტარიუს ლ. გ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ გ. გ–სე და ზ. დ–სია იყვნენ შპს „.....სის“ და შპს „რ–ის“ დირექტორები, რომლებიც ფიზიკური პირებისგან იღებდნენ სესხებს, რის სანაცვლოდ ტვირთავდნენ ფირმის სახელზე არსებულ უძრავ ქონებებს. ი. ვ–სე და ლ. კ–სი იყვნენ შუამავლები. მათ მიჰქონდათ საბუთები და მიჰყავდათ იპოთეკარები. მის მიერ არის გაფორმებული 2008 წლის 18 მარტისა და 2008 წლის 1 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. სანოტარო ბიუროში დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება აქვს მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინეს შუამავლებმა. ფირმის კრების ოქმები უკვე ინახებოდა მასთან, შესაბამისად, ფირმის წარმომადგენელს მისი დამატებით წარდგენა აღარ სჭირდებოდა. ის მხარეებს შორის მოლაპარაკებას არ ესწრება, მასთან მიდიან მხოლოდ შეთანხმების შემდგომ და აფორმებს იურიდიულად. მხარეები ეცნობიან ხელშეკრულების პირობებს და შემდეგ აწერენ ხელს. მითითებული ხელშეკრულებების გაფორმების დროს საჯარო რეესტრის ამონაწერი გაიცემოდა უვადოდ, შესაბამისად, მხარეებისგან არ ითხოვდა ახალი ამონაწერის წარდგენას. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ აღნიშნულ ქონებაზე უკვე იყო გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება. მოწმემ დაცვის კითხვაზე განმარტა, რომ ნოტარიუსი არ გამოითხოვს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, მას მხარე გამოითხოვს, მასთან წარსადგენად.

16. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა და სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და მოწმე ი. გ–სის ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით პირდაპირ დასტურდება, რომ მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ 2008 წლის 18 მარტისა და 1 აპრილის ხელშეკრულებების გაფორმებაში. მათთვის ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 1 აპრილის ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებობდნენ პირველი რიგის იპოთეკარები და ეს ინფორმაცია დაუმალეს დაზარალებულებს. მსჯავრდებულებს ბრალდების მხარე ედავება არა იმას, რომ მათ ფუნქციებში შედიოდა იურიდიული კონსულტაცია, ან ხელშეკრულების მომზადება, ან ვალდებულები იყვნენ, სცოდნოდათ პირველი რიგის იპოთეკარების შესახებ, არამედ იმას, რომ 2008 წლის 18 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათთვის უკვე ცნობილი იყო ამის შესახებ და რამდენიმე დღის შემდეგ, 1 აპრილს, იმავე ბინაზე ხელშეკრულების გაფორმებისას, პირველი რიგის იპოთეკარების შესახებ ინფორმაცია დაუმალეს მათ მიერვე მიყვანილ დაზარალებულებს. კერძოდ, გ. გ–სემ და ზ. დ–მ, ი. ვ–სისა და ლ. კ–სის დახმარებით, 2008 წლის 1 აპრილს ნოტარიუს ლ. გ–თან მოტყუებით გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. რ–სთან, ნ. ძ–სთან, დ. კ–სთან, ლ. გ–სთან (ლ. ლ–სე), მ. რ–სასა და მ. ს–სესთან, რომლის მიხედვითაც, შპს „.....სის“ დირექტორმა გ. გ–სემ მითითებული მოქალაქეებისგან ისესხა ფულადი თანხები, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა თ–ში, ....... უ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, N.. სადარბაზოში, N.. სართულზე, ბინა N..-ში. სინამდვილეში კი, ხსენებული უძრავი ქონება 2008 წლის 18 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ. გ–სისა და ზ. დ–სიას მიერ, ი. ვ–სა და ლ. კ–ს მონაწილეობით, დატვირთული იყო იპოთეკით - ი. გ–სის, შ. წ–სისა და მ. ბ–სის სასარგებლოდ და არ წარმოადგენდა უფლებრივად უნაკლო ნივთს (მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებულებს, მათ შორის, ლ. კ–სმა და ი. ვ–მ განუმარტეს, რომ ქონება იყო უფლებრივად უნაკლო).

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესს და იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარე არ ითხოვს ი. ვ–სის და ლ. კ–სთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სასჯელის სამართლიანობის გადასინჯვის შესაძლებლობას.

18. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - გიორგი გაგნიძის, მსჯავრდებულ ლ. კ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ს–სა და მსჯავრდებულ ი. ვ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ჯ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე