Facebook Twitter

საქმე # 330100121005357111

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №939აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ვ. 939აპ-22 20 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა არასრულწლოვან მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენზე ვ. ბ-ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ბ-ს მიმართ;

3. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე