Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-121-812-03 3 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 12 ნოემბერს ნ. ო-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა. იმის შესახებ, რომ აწ გარდაცვლილი ს. დ-ი იყო მისი მეუღლე.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ნ. ო-ესა და ს. დ-ს შორის 1983წ. 5 თებერვლიდან ქორწინებაში ყოფნის შესახებ.

2002წ. 19 მარტს სასამართლოს მიმართა ზ. გ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი ს. დ-ის ერთადერთ კანონისმიერ მეორე რიგის მემკვიდრეს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამარლოს 2002წ. 8 მაისის განჩინებით ზ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა თანახმად სსკ-ს 422-ე მუხლისა.

ზ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 მაისის განჩინება.

ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და ნ. ო-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დარჩა განუხილველად და დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ წარადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

ნ. ო-ის წარმომადგენელმა კ. გ-მა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, მაგრამ მოგვიანებით ნ. ო-ის წარმომადგენელმა თ. ბ-ემ წარმოადგინა მორიგების აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს, დარწმუნდა მხარეთა მორიგების აქტის ნამდვილობაში და მიაჩნია, რომ იგი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით.

ნ. ო-ე თანახმაა ზ. გ-ეს გადაუხადოს 18000 ამერიკული დოლარი, სანაცვლოდ კი ზ. გ-ე თანახმაა ს. დ-ის სახელზე რიცხული ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... გადაიფორმოს ნ. ო-ემ, როგორც ს. დ-ის მეუღლემ.

ბინის გადაფორმების ხარჯები ეკისრება ზ. გ-ეს.

საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება, რადგან არ ირღვევა კანონით დაცული ვისიმე ინტერესები.

სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მხარეები მორიგდნენ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ნ. ო-ემ ზ. გ-ეს უნდა გადაუხადოს 18000 ამერიკული დოლარი, სანაცვლოდ კი ზ. გ-ე უზრუნველყოფს ს. დ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის ს. დ-ის მეუღლის, ნ. ო-ის სახელზე გადაფორმებას.

ბინის ნ. ო-ის სახელზე გადაფორმების ხარჯები გაიღოს ზ. გ-ემ.

გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

საქმის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.