Facebook Twitter

¹ ას-149-838-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლო აღმასრულებლის 2001წ. 7 ნოემბერის ¹1/01-13 განკარგულების შესაბამისად გამართულ განმეორებით საჯარო აუქციონზე დ. შ-მა და გ. ც-ამ შეიძინეს ქ.თბილისში ... მდებარე მ. ბ-ას სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინა. ბინის 2/3 ნაწილის მესაკუთრე გახდა დ. შ-ი, ხოლო 1/3 ნაწილისა-გ. ცანავა.

2002წ. 7 მარტს დ. შ-მა და გ. ც-ამ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მ. ბ-ას მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ საჯარო აუქციონზე ბინის გასხვისების შემდეგ მოპასუხემ ბინა ნებაყოფლობით არ გაათავისუფლა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

მ. ბ-ამ შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე.

მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი სხდომის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 17 ივნისს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ დაკმაყოფილდა სარჩელი.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხეს უწყება ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით; იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც რაიმე ცნობა წარმოუდგენია გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.

იმავე სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინებით დ. შ-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბოკუჩავას წარმომადგენელმა ნ. ყ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 ნოემბრის სხდომაზე დაკმაყოფილდა მ. ბ-ას წარმომადგენლის ნ. ყ-ის შუამდგომლობა მისი მარწმუნებლის ავადმყოფობის გამო საქმის გადადების თაობაზე.

2002წ. 20 დეკემბრის განცხადებით მ. ბ-ას წარმომადგენლმა ნ. ყ-მა განმეორებით მოითხოვა საქმის გადადება მისი ავადმყოფობის გამო, რაც დაკმაყოფილდა.

2003წ. 11 თებერვალს საქმის განხილვა კვლავ გადაიდო 12 მარტისათვის სხდომაზე მ.ბ-ას გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

მ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაცი პალატის განჩინების გაუქმებას, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო უწყება მას არ ჩაბარებია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დამტარებლის მიერ 2002წ. 12 ივნისს შედგენილი აქტის თანახმად იგი მ. ბ-ასათვის სასამართლო უწყების ჩასაბარებლად გამოცხადდა ქ.თბილისში ... მდებარე ¹51 ბინაში. ადრესატი სახლში არ აღმოჩნდა, ხოლო მისმა შვილმა და დედამ უარი განაცხადეს სასამართლო უწყების ჩაბარებაზე.

ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2002წ. 17 ივნისს 11.00 საათზე დასტურდება მ. ბ-ას რწმუნებულის ნ. ყ-ზე ჩაბარებული უწყებით.

ამრიგად, მ. ბ-ას და მის წარმომადგენელს ნ. ყ-ს სასამართლო უწყება ჩაბარდათ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მიუხედავად გაფრთხილებისა აპელანტი და მისი წარმომადგემნელი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.

ცნობა რწმუნებულ ნ. ყ-ის ავადმყოფობის თაობაზე, გაცემულია 2002წ. 24 თებერვალს, ხოლო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა ხუთი თვის შემდეგ 2002წ. 17 ივნისს.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნდა მოპასუხისა და მისი რწმუნებულის დაუსწრებლად საქმის განხილვის კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.