გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-171-864-03 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის სახაზინო საწარმოო “ნ.” (ამჟამინდელი შპს “მ. ს.”) 2000წ. თებერვალში გააფორმა ქვეიჯარის ხელშეკრულება შპს “ამ. ....”-თან მიწის ნაკვეთის ქვეიჯარით გადაცემის შესახებ. შპს “ა. ....”-ის დირექტორი ვ. გ-ი სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, 2000წ. თებერვალში შეუთანხმდა შემდეგ პირებს: ი.კ-ს, ე.ხ-ს, თ.ხ-ს, ნ.ს-ს, ი.ილიაევს, ბ.ქ-ს, ი.დ-ს, ე.ხ-ს, გ.ზ-ეს, გ.დ-ს, გ.ბ-ს, ე.ი-ს, ა.ვ-ს, თ.ო-ეს, რ.ზ-ს, ლ.ხ-ს მ.ი-ს, ხ.ი-ს, ჯ.ბ-ს, ე.დ-ს, ე.დ-ს, ს.ი-ს, მ.ბ-ს, ა.ვ-ს, მ.ი-ს, შ.ხ-ს, მ.ზ-ს, ზ.ი-ს, ც.ი-ს, ვ.კ-ს, მ.გ-ი, რ.ვ-ს, მ.ც-ს, გ.ბ-ს, ე.დ-ს, შ.ს-ს, გ.ს-ს, ე.ს-ს, ე.რ-ს, ნ.კ-ს, მ.კ-ს, ნ.კ-ს, ე.ჭ-ეს, ლ.ო-ს, ვ.ბ-ს, ბ.ნ-ეს, შ.მ-ეს, მ.ს-ს, ნ.კ-ას, ე.ქ-ს, ე.ქ-ს, ნ.ქ-ს, თ.ზ-ეს, ნ.ზ-ეს, ს.კ-ს, დ.წ-ეს, ს.ნ-ს, მ.თ-ს, ლ.მ-ს, მ.მ-ს, ლ.ზ-ეს, ი.მ-ს ვ.კ-ს, ლ.ი-ს, ლ.ბ-ს, თ.ჩ-ს, ლ.ჩ-ს, დ.ხ-ს, ზ.კ-ს, მ.შ-ს, მ.ხ-ს, ლ.ტ-ს, ჟ.ს-ს, ჟ.ს-ეს, მ.ფ-ს, მ.კ-ს, ნ.მ-ეს, თ.ხ-ს, ც.ჟ-ს, ზ.ზ-ს, მ.ხ-ს, მ.ქ-ს, ლ.გ-ს, თ.გ-ს, ც.ფ-ს, თ.ჭ-ეს, ლ.ბ-ს, ი.ე-ს, ნ.ტ-ს, ს.ი-ს, ვ.პ-ს.
შპს “ა. ...-ის” დირექტორი ვ. გ-ი და ზემოხსენებული პირები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ შესასრულებელი სამუშაოს ხასიათზე და შრომის ანაზღაურების რაოდენობაზე. მის მიერ ნაწილობრივ ანაზღაურდა ხელფასი, მაგრამ 2000წ. ივნისიდან მან შეწყვიტა ხელფასის გადახდა, რის გამოც მათ 2001წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს “ა. ....-ის” დირექტორ ვ.გ-ის, მესამე პირის შპს “მ. ს.” დირექტორ ნ.ბ-ის მიმართ და მოითხოვეს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა. მოპასუხე შპს “ა.-....-ის” დირექტორ ვ. გ-ს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 5204 ლარის გადახდა. მათ შორის: ი. კ-ის სასარგებლოდ _ 800 ლ; ლ. ხ-ის – 640 ლ; თ. ხ-ის – 240 ლ; ნ. ს-ის – 240 ლ; ი. ი-ის – 240 ლ; ი. დ-ის – 248 ლ; ე. ხ-ის – 100 ლ; გ. ზ-ის – 100 ლ; მ. ქ-ის _ 602 ლ; ე. ი-ის – 1202 ლ; ა. ვ-ის – 16 ლ; თ. ო-ის – 16 ლ; რ. ზ-ის – 16 ლ; ლ. ხ-ის – 16 ლ; მ. ი-ის – 20 ლ; ჯ. ბ-ის – 16 ლ; ე. დ-ის – 20 ლ; ე. დ-ის – 20 ლ; ს. ი-ის – 12 ლ; მ. ბ-ის – 16 ლ; ა. ვ-ის – 12 ლ; ხ. ი-ის – 16 ლ; შ. ხ-ის – 16 ლ; მ. ი-ის – 16 ლ; მ. ზ-ის – 20 ლ; ზ. ი-ის – 16 ლ; ც. ი-ის – 20 ლ; ვ. კ-ის – 16 ლ; მ. გ-ის – 120 ლ; მ. ბ-ის – 20 ლ; რ. ვ-ის – 20 ლ; მ. ც-ის – 20 ლ; მ. ბ-ის – 20 ლ; ე. დ-ის – 20 ლ; შ. ს-ის – 8 ლ; გ. ს-ის – 8 ლ; ე. ს-ის – 8 ლ; ე. რ-ის – 8 ლ; ნ. კ-ის – 8 ლ; მ. კ-ის – 8 ლ; ნ. კ-ის – 8 ლ; ე. ჭ-ის – 8 ლ; ლ. ო-ის – 4 ლ; ე. ბ-ის – 4 ლ; ბ. ნ-ის – 8 ლ; შ. გ-ის – 8 ლ; მ. ს-ის – 8 ლ; ნ. კ-ას – 8 ლ; ე. ქ-ის – 8 ლ; ე. ქ-ის – 8 ლ; ნ. ქ-ის – 4 ლ; თ. ზ-ის – 8 ლ; ლ. ზ-ე – 8 ლ; ს. კ-ის – 8 ლ; დ. წ-ეს – 8 ლ; ს. ნ-ის – 8 ლ; მ. თ-ის – 8 ლ; ლ. მ-ის – 8 ლ; მ. მ-ის – 8 ლ; ლ. ზ-ის – 8 ლ; ი. მ-ის – 8 ლ; ლ. ი-ის – 8 ლ; ვ. კ-ის – 8 ლ; ლ. ბ-ას – 8 ლ; თ. ჩ-ის – 8 ლ; ლ. ჩ-ის – 4 ლ; დ. ხ-ის – 8 ლ; ზ. კ-ის – 8 ლ; მ. შ-ის – 8 ლ; მ. ხ-ის – 8 ლ; ლ. ტ-ის – 4 ლ; ჟ. ს-ის – 8 ლ; ჟ. ს-ის – 8 ლ; მ. ფ-ის – 8 ლ; მ. კ-ის – 8 ლ; ნ. მ-ის – 8 ლ; ი. დ-ის – 8 ლ; თ. ხ-ის – 8 ლ; ც. ჟ-ის – 4 ლ; ზ. ზ-ის – 4 ლ; მ. ხ-ის – 4 ლ; მ. ქ-ის – 4 ლ; ლ. გ-ის – 4 ლ; თ. გ-ის – 4 ლ; ც. ფ-ის – 4 ლ; თ. ჭ-ის – 4 ლ; ე. დ-ის – 8 ლ; ა. ვ-ის – 4 ლ; მ. ი-ის – 8 ლ; ხ. ი-ის – 8 ლ; ც. ი-ის – 8 ლ; ზ. ი-ის – 4 ლ; ლ. ბ-ის – 8 ლ; ს. ი-ის – 8 ლ; ი. ე-ის – 8 ლ; ე. დ-ის – 8 ლ; მ. ზ-ის – 4 ლ; ნ. ტ-ის – 8 ლ; მ. ბ-ის – 8 ლ; რ. ზ-ის – 4 ლ; ა. ვ-ის – 4 ლ; მ. გ-ის – 4 ლ; ს. ი-ის – 10 ლ; ვ. პ-ის – 10 ლარი.
შპს “ა. ...-ის” დირექტორმა ვ.გ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა შპს “ა.-...-ს” და შპს “მ. ს.” სოლიდარულად მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ 5204 ლარის გადახდა, კერძოდ: ი. კ-ის სასარგებლოდ 800 ლ; ე. ხ-ის სასარგებლოდ 640 ლ; თ. ხ-ის სასარგებლოდ 240 ლ; ნ. ს-ის სასარგებლოდ 240 ლ; ი. ი-ის სასარგებლოდ 240 ლ; ი. დ-ის სასარგებლოდ 248 ლ; ე. ხ-ის სასარგებლოდ 1000 ლ; გ. ზ-ის სასარგებლოდ 100 ლ; მ. ქ-ის სასარგებლოდ 602 ლ; ე. ი-ის სასარგებლოდ 1202 ლ; ა. ვ-ის სასარგებლოდ 16 ლ; თ. ო-ის – 16 ლ; რ. ზ-ის – 16 ლ; ლ. ხ-ის – 16 ლ; მ. ი-ის – 20 ლ; ჯ. ბ-ის – 16 ლ; ე. დ-ის – 20 ლ; ე. დ-ის – 20 ლ; ს. ი-ის – 12 ლ; მ. ბ-ის – 16 ლ; ა. ვ-ის- 12 ლ; ხ. ი-ის – 16 ლ; შ. ხ-ის 24 ლ; მ. ი-ის – 16 ლ; მ. ზ-ის – 20 ლ; ზ. ი-ის – 16 ლ; ც. ი-ის – 20 ლ; ვ. კ-ის – 16 ლ; მ. გ-ის – 12 ლ; მ. ბ-ის – 20 ლ; რ. ვ-ის – 20 ლ; მ. ც-ის – 20 ლ; მ. ბ-ის – 20 ლ; ე. ვ-ის – 20 ლ; შ. ს-ი – 8 ლ; გ. ს-ი – 8 ლ; ე. ს-ი – 8 ლ; ე. რ-ეს – 8 ლ; ნ. კ-ის – 8 ლ; მ. კ-ას – 8 ლ; ნ. კ-ს – 8 ლ; ე. ჭ-ეს – 8 ლ; ლ. ო-ს – 4 ლ; ე. ბ-ს – 4 ლ; ბ. ნ-ეს – 8 ლ; შ. გ-ეს – 8 ლ; მ. ს-ს – 8 ლ; ნ. კ-ას – 8 ლ; ე. ქ-ს – 8 ლ; ე. ქ-ას – 8 ლ; ნ. ქ-ას – 4 ლ; თ. ზ-ეს – 8 ლ; ლ. ზ-ეს – 8 ლ; ს. კ-ს – 8 ლ; დ. ნ-ეს – 8 ლ; ს. ნ-ს – 8 ლ; მ. თ-ს – 8 ლ; ლ. მ-ს – 8 ლ; მ. მ-ს – 8 ლ; ლ. ზ-ეს – 8 ლ; ი. მ-ს – 88 ლ; ვ. კ-ს – 8 ლ; ლ. ი-ს – 8 ლ; ლ. ბ-ას – 8 ლ; ლ. ჩ-ს – 8 ლ; ლ. ჩ-ს – 4 ლ; დ. ხ-ს – 8 ლ; ზ. კ-ს – 8 ლ; მ. შ-ს – 8 ლ; მ. ხ-ს – 8 ლ; ლ. ტ-ს – 4 ლ; ჟ. ს-ს – 8 ლ; ჟ. ს-ეს – 8 ლ; მ. ფ-ას – 8 ლ; მ. კ-ას – 8 ლ; ნ. მ-ს – 8 ლ; ი. დ-ს – 8 ლ; თ. ხ-ს – 8 ლ; ც. ჟ-ს – 4 ლ; ზ. ზ-ას – 4 ლ; მ. ხ-ს – 4 ლ; მ. ქ-ს – 4 ლ; ლ. გ-ს – 4 ლ; თ. გ-ას – 4 ლ; ც. ფ-ას – 4 ლ; თ. ჭ-ეს – 4 ლ; ე. დ-ას – 8 ლ; ა. ვ-ს _ 4 ლ; მ. ი-ას – 8 ლ; ხ. ი-ას – 8 ლ; ც. ი-ას – 8 ლ; ზ. ი-ას – 4 ლ; ლ. ბ-ს – 8 ლ; ს. ი-ას – 8 ლ; ი. ე-ს – 8 ლ; ე. დ-ას – 8 ლ; მ. ზ-ს – 4 ლ; ნ. ტ-ს – 8 ლ; მ. ბ-ს – 8 ლ; რ. ზ-ას – 4 ლ; ა. ვ-ს – 4 ლ; მ. გ-ს – 4 ლ; ს. ი-ს – 10 ლ; ვ. პ-ს – 10 ლ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს სკ-ს 930-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას. მოცემული ხელშეკრულებით შპს “მ. ს.” მიერ 932-ე მუხლით გათვალისწინებული შენატანი განხორციელდა იჯარით აღებული მიწისა და მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სასაწყობო შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლების გადაცემით, ხოლო “ა. ....-ის” მიერ მომსახურების გაწევით, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შემოსავლების განაწილების წესი.
პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს სკ-ს 581-ე მუხლით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებას, რადგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა საიჯარო ქირა. შპს “მ. ს.” დირექტორმა ნ.ბ-მა განმარტა, რომ თუ შემოსავლით მოგება არ მიიღებოდა, იგი არანაირ ქირას “ა. ....-დან” ვერ მიიღებდა. აღნიშნულის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მხარეების მიზანს წარმოადგენდა დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება და ხელშეკრულების შესაბამისად მოგების განაწილება.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ორი იურიდიული პირის მიერ შექმნილმა ამხანაგობამ, მოსარჩელეებთან დადო სკ-ს 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მენარდეებმა იკისრეს ვალდებულება შეესრულებინათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ხოლო შემკვეთმა ამხანაგობამ – იკისრა ვალდებულება გადაეხადა მენარდისათვის შეთანხმებული საზღაური, კერძოდ, მუშებისათვის დღეში 4 ლარი, ხოლო ბრიგადირების, მძღოლებისა და სხვა მუშაკებისათვის სხვადასხვა ოდენობის საზღაური. ამხანაგობის მიერ დაიფარა შესრულებული სამუშაოების ნაწილი და დასაფარი დარჩა მუშებისათვის 16-17-18 ივნისს, 20-24 ივნისს, 10-20 ივლისს, 25-27 ივლისს ჩატარებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი თანხა და აგროპერსონალზე გასაცემი 8 თვის ხელფასი მთლიანად, ამხანაგობის დავალიანებამ შეადგინა 5204 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა და მოსარჩელეების მხრიდან შესრულებული სამუშაოები მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სკ-ს 937-ე მუხლის თანახმად ამხანაგობის ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოსარჩელეების მიერ საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო შპს “მ. ს.”. ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები _ შპს “ა. ....” და შპს “მ. ს.” სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელეების წინაშე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “მ. ს.” დირექტორმა ნ.ბ-მა.
კასატორი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ქვეიჯარის ხელშეკრულება, რაც სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად. სკ-ს 931-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების პირობები, რაც მხარეების მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა, ისინი ერთობლივ საქმიანობას არ აპირებდნენ, არც უკისრიათ ვალდებულება მხარეთა მიერ საქმეების ერთობლივად გაძღოლის თაობაზე, ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალების პასუხისმგებლობაზე, რადგან მათ შორის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ რაიმე მიზნის მისაღწევად არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. მხარეებს შორის შეთანხმებული და დადებული იყო საიჯარო ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ შპს “ა. ....-სა” და შპს “მ. ს.” შორის გაფორმებული ხეშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებად იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული საიჯარო ქირა. საქმეში წარმოდგენილია შპს “მ. ს.” და შპს “ა.-....-სს” შორის დადებულ ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ შპს “ამირანი 2000” ყოველი სამეურნეო წლის დასაწყისში სახაზინო საწარმო “ნერგს” (ამჟამინდელ შპს “მ. ს.”) გადაუხდის ქვეიჯარით აღებულ 203 ჰექტარ მიწის გადასახადს, იმ დროისათვის დადგენილი ოდენობით და მიღებული მოგების 20 პროცენტს. სკ-ს 581-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსააზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოხსენებული მუხლი, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია არ მისცა მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ შეთანხმებას მიწის გადასახადის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება იჯარის ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებულ სხვა პირობებს ითვალისწინებდა თუ არა.
სააპელაციო სასამართლომ შპს “ა. ....-სა” და შპს “მ. ს.” შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩათვალა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად ისე, რომ არ იმსჯელა სკ-ს 931-ე მუხლის მეორე ნაწილში იმპერატიულად მითითებული ყველა პირობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თუ არა. ამ ნორმის თანახმად, თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს ა. მონაწილეთა დასახელებას და მისამართს; ბ. მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ. მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ. მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს; ე. მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესს; ზ. საქმიანობის ხანგრძლივობას; თ. ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარკვევას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შპს “მ. ს.” მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ნაწილის დაკისრებისა და დავის სწორი გადაწყვეტისათვის.
ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ. ს.” დირექტორის _ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.