საქმე N 110100120004077261
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №984აპ.-22 12 იანვარი, 2023 წელი
ბ–ა ა., №984აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ბ–სია (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვის მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ექვსი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 22 სექტემბერს, ზუსტი დრო დაუდგენელია, თ-ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ს. გ–სის კუთვნილ, 1500 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ს. გ–ს მიადგა 1500 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.3. 2020 წლის 2 ივლისს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–სია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. გ–ს კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ნ. გ–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.4. 2020 წლის 20 აგვისტოს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–სია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. ც–სის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც მ.ც–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.5. 2020 წლის 3 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე. ც–ს კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ე. ც–სეს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.6. 2020 წლის 4 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ. ა–სის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც რ. ა–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
1.7. 2020 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. წ–ს კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ი. წ–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით ა. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ა. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 ივლისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდით) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით შემცირებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი და ა. ბ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის, ჯარიმის მოუხდელი ნაწილი - 3000 ლარი და საბოლოოდ ა. ბ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა - 3000 ლარი.
2.2. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ–მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (ხუთი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 22 სექტემბერს, ზუსტი დრო დაუდგენელია, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ს. გ–სის კუთვნილ, 1500 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ს. გ–ს მიადგებოდა 1500 ლარის ქონებრივი ზიანი, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან ადგილზე ამხილეს თ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
2020 წლის 2 ივლისს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. გ–სის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ნ. გ–სეს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2020 წლის 20 აგვისტოს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ. ც–ის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც მ. ც–სეს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2020 წლის 3 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–სია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ე. ც–სის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ე. ც–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2020 წლის 4 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ. ა–სის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც რ. ა–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2020 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ გ–ში არსებული საძოვრიდან, ქურდობისთვის ნასამართლევი ა. ბ–ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი. წ–სის კუთვნილ, 2000 ლარად ღირებულ, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ძროხას, რითაც ი. წ–ს მიადგა 2000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. ს–ა-მ–მ და მ. კ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 6 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ა. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. მოცემულ საქმეზე სისტემატურად და არსებითად ირღვეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და ასევე - ა. ბ–ს უფლებები, კერძოდ: ა. ბ–ა 2020 წლის 22 სექტემბერს დააკავეს წ–ს ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან კილომეტრ-ნახევარში და ხელბორკილდადებული გადაიყვანეს სამმართველოს შენობაში. თუმცა ადგილზე დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ და მისთვის უფლებები არ განუმარტავთ, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მოთხოვნები. დაკავების ოქმში დაკავების საფუძვლად მითითებულია მიმალვის საფრთხე, რაც მოკლებულია საფუძველს, რადგან პოლიციელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ა. ბ–ა მათ გაჰყვა ნებაყოფლობით და რამდენიმე საათი ელოდებოდა, სანამ მის დაკავებას პროცესუალურად გააფორმებდნენ. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ გამოძიება დაიწყო ა. ბ–ს მიერ ძროხის ქურდობის ფაქტზე. ნაქურდალი ძროხა კი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციელ ზ. ლ–სგან ამოიღო ბ. ს–მ. მოწმე პ. კ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს დაინახეს, რომ მამაკაცს ბაწრით მიჰყავდა პირუტყვი საძოვარზე, რომელიც მათ დანახვაზე გაუშვა და გადენა საძოვრებისკენ. აღნიშნული მამაკაცი იყო ა. ბ–სია, რომელიც კ. ნ–ს ნებაყოფლობით გაჰყვა გამოსაკითხად, თვითონ კი პირუტყვს დაედევნა დასაჭერად. შემდეგ პირუტყვი ყოველგვარი საპროცესო დოკუმენტის შედგენის გარეშე გადასცა პოლიციელ ზ. ლ–ს. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე კ. ნ–მ. მოწმე ზ. ლ–მემ დაადასტურა, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მას პ. კ–მ გადასცა ძროხა. გარკვეული ხნის შემდეგ მასთან მივიდა ბ. ს–მე, რომელსაც ჩააბარა ეს ძროხა, რაზეც შედგა ამოღების ოქმი. თუმცა ის ფაქტი, რომ პ. კ–მის მიერ პირუტყვის ზ. ლ–სთვის გადაცემის შესახებ არ შედგენილა რაიმე დოკუმენტი, წარმოშობს ეჭვს. ამასთან, გაუგებარია, სავარაუდო შემთხვევის ადგილიდან თითქმის ორ კილომეტრში ამოღებულ ძროხასთან რა კავშირი აქვს ა. ბ–ს. გარდა ამისა, არ არსებობდა ძროხის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების საჭიროება. შესაბამისად, ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა უკანონოდ. დაზარალებულებმა: ე. ც–მ, მ. ც–მ, ნ. გ–მ, რ. ა–მ, ი. წ–მ და ს. გ–მ დაადასტურეს მათ საკუთრებაში არსებული ძროხების დაკარგვის ფაქტი, თუმცა ძროხების დაკარგვის შესახებ მათი განცხადებები, ან ამ ფაქტზე 2020 წლის 22 სექტემბრამდე გამოძიების დაწყების შესახებ ბარათები საქმეში განთავსებული არ არის. გარდა ამისა, დაზარალებულებისთვის ამოსაცნობად არ წარუდგენიათ მოპარული, დაკლული ძროხების ტყავები, რადგან გამოძიებას ისინი არ მოუპოვებია. დაზარალებულთა ჩვენებებით ქურდობაში ა. ბ–ს ბრალეულობა არ გამოკვეთილა. ყველა მათგანი იმეორებდა პოლიციის თანამშრომლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მათი ძროხები ა. ბ–ს მოუპარავს. მოწმე ვ. პ–მ განმარტა, რომ მას ა. ბ–მ მიჰყიდა ორი სული საქონელი. ყიდვისას მან ნაყიდ ძროხას, ა. ბ–სა და მის პირადობის მოწმობას გადაუღო ფოტო, თუმცა დაზარალებულებს არ ამოუცნიათ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ძროხა ან მისი საყურე. მოწმე მ. მ–მ კი დაადასტურა, რომ მან ა. ბ–სგან შეიძინა საქონელი, რა დროსაც ა. ბ–ს პირადობის მოწმობასა და ძროხასთან ერთად გადაუღო ფოტოსურათები. აღსანიშნავია, რომ ამ მოწმეთა განმარტებით, სხვა შემთხვევაში გამყიდველს, ძროხასა და პირადობის მოწმობებს ფოტოებს არ უღებდნენ, რატომ გადაუღეს ამ შემთხვევაში, არ იციან, რაც ჰბადებს ეჭვს მათი ჩვენებების სანდოობის მიმართ. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებები ქურდობის ფაქტის დასადასტურებლად არის ირიბი და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწმე მ. ა–ის ჩვენებით დადგინდა, რომ რემონტისთვის სჭირდებოდათ თანხა, რის გამოც ა. ბ–ს სთხოვეს, გაეყიდა მათი კუთვნილი საქონელი - ერთი თეთრი ძროხა საყურით და ერთი შავი ძროხა საყურის გარეშე. ვინაიდან თანხა არ ეყოთ, აკაკის სთხოვეს სახლში მიეყვანა საქონლის შემსყიდველი პირი, თუმცა ამ ჩვენებაზე სასამართლომ არ იმსჯელა, მითუფრო, რომ ა. ბ–მ განმარტა, რომ იგი სწორედ ამ პერიოდში დაუკავშირდა მ. მ–ს, რომელიც დაკავებული იყო პირუტყვის შესყიდვით და დაიბარა გ–ში, რათა მიეყვანა სიდედრის სახლში და ეჩვენებინა გასაყიდი საქონელი. მოლაპარაკების ეს მომენტი გამოძიებამ, მ. მ–სის დახმარებით, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით პოლიციის კონფიდენტია, გამოიყენა ბრალდების ხელოვნურად შესაქმნელად, ვინაიდან იმ პერიოდში რაიონში გახშირებული იყო საქონლის ქურდობა, ა. ბ–ა კი წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. ა. ბ–ს დაპატიმრების შემდეგ რაიონში ძროხის ქურდობის ფაქტები არ შეწყვეტილა. კასატორი ასევე უთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით არ დასტურდება ა. ბ–ს ბრალეულობა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ დაზარალებულთა მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება და არა - ვითარების აღდგენა. ა. ბ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას კი დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან ექსპერიმენტის დაწყების წინ გამომძიებელს ხმამაღლა არ წაუკითხავს ა. ბ–ს გამოკითხვის ოქმი და მასში ასახული ინფორმაცია ბრალდებულს არ დაუდასტურებია. ექსპერიმენტის მონაწილენი მიდიოდნენ არა ა. ბ–ს კარნახით, არამედ - საკუთარი ინიციატივით. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, მითუფრო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტზე დართულ ფოტოსურათებში ჩანს, რომ ა. ბ–სია ხელბორკილით მიმაგრებული ჰყავს პოლიციელ პ. კ–მეს, რომლის მონაცემებიც ოქმში შეტანილი არ არის. ა. ბ–ს ბრალეულობა არ დასტურდება არც სასაკლაოს ჟურნალში დაფიქსირებული მონაცემებით. კასატორის პოზიციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N987აპ.-07 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ,,ალბათობის თუნდაც მაღალი ხარისხი სამართლებრივად არასოდეს არ არის საკმარისი საფუძველი ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებულად და სარწმუნოდ მიჩნევისთვის, რასაც შეიძლება ბრალდება დაეყრდნოს და რის საფუძველზე პირი შეიძლება იქნეს მსჯავრდებული“. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება მხოლოდ საეჭვო და არასანდო მტკიცებულებებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებისა და მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 2 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ა. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების ჩვენებებზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს ე. ც–მ საძოვარზე გადენა შვიდი სული საქონელი, რომელთაგან ერთი, რომელსაც ყელზე ეკეთა ზარი და იყო დაბირკული, უკან არ დაბრუნდა. რამდენიმე დღეში, მას პოლიციიდან შეატყობინეს, რომ მისი საქონელი ჩაბარებული იყო ე.წ. „ბ–ში“. აღნიშნულით მას მიადგა - 2000 ლარის ზიანი. დაზარალებულ მ. ც–სის ჩვენებით კი დადგინდა, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს მან საქონელი, რომელიც იყო დაბირკული და ყურზე დამაგრებული ჰქონდათ ნომრები, გადენა საძოვარზე. თუმცა მუქი წაბლისფერი ძროხა, საშუალო ზომის რქებით, უკან აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი საქონელი ჩაბარებული იყო ე.წ. „ბ–ში“. აღნიშნულით მას მიადგა - 2500 ლარის ზიანი. დაზარალებულ ნ. გ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს მან კუთვნილი, თეთრი ფერის საქონელი, მოკლე რქებითა და ყურზე ,,ბირკით“ გადენა საძოვარზე, მაგრამ იგი უკან აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით შეიტყო, რომ 2020 წლის 3 ივლისს მისი საქონელი ჩაუბარებიათ ე.წ. „ბოინში“. მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს - 2000 ლარს. დაზარალებულ ს. გ–სის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს მან საძოვარზე გადენა საქონელი. დაახლოებით დღის მეორე ნახევარში ქუჩაში ნახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გამოკითხეს საქონლის შესახებ. მან დაუდასტურა, რომ საქონელი ეკუთვნოდა მას. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ძროხა იყო მოპარული და დაკავებული ჰყავდათ პირი. დაზარალებულ რ. ა–ს ჩვენებით კი დადგინდა, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს სამი სული საქონელი გადენა საძოვარზე, საიდანაც ერთი, შავი ფერის, რომელსაც ყურთან ჰქონდა გამობერილი, უკან არ დაბრუნებულა. მან დაიწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. ამიტომ დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარის შესახებ. მას მიადგა 2500 ლარის ზიანი. როგორც მისთვის არის ცნობილი, საქმეში განთავსებულია ფოტოსურათი, რომელზეც მის საქონელთან ერთად ასახულია ა. ბ–სია. დაზარალებულ იოსებ წიქორიძის ჩვენებით კი დადგინდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს მან ე.წ. „ქ–ს“ საძოვარზე გადენა ოთხი სული საქონელი, რომელთაგან ერთი, რომელსაც ჰქონდა განმასხვავებელი ნიშანი და გვერდზე ემჩნეოდა „გამობურცული“, რაც დარჩა ნემსის გაკეთების შემდეგ, სახლში არ დაბრუნებულა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი საქონელი ჩაბარებული იყო ე.წ. „ბ–ში“. მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დაზარალებულები ვერ უთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირზე, არ გამორიცხავს ა. ბ–სიას ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მათ საძოვარზე გადენეს კუთვნილი საქონელი, რომელთა ნაწილიც შინ არ დაბრუნებულა, მოგვიანებით კი შეიტყვეს, რომ ისინი ჩაბარებული იყო ე.წ. ,,ბ–ში“. ამასთან, დეტალურად აღწერეს დაკარგული საქონელის ნიშან-თვისებები და მათი დაკარგვით გამოწვეული ზიანის ოდენობა. მათ საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითეს იმ ადგილებზე, სადაც გარეკეს თავიანთი საქონელი, რომელთა ნაწილი შინ არ დაბრუნებულა.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ა. ბ–ს საძოვარზე, მისგან რამდენიმე კილომეტრში, ნანახი ძროხის ქურდობის მცდელობასთან კავშირი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - კ. ნ–ეისა და პ. კ–მის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს მოძრაობდნენ სოფელ გ–ს საძოვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნეს ა. ბ–ა, რომელსაც მიჰყავდა ძროხა, მაგრამ მათ დანახვაზე გადენა საძოვარზე. გასაუბრებისას შეკითხვაზე მათ ა–მ უთხრა, რომ ეს ძროხა მოპარული ჰყავდა. პ. კ–ე წავიდა ძროხის დასაჭერად, კ. ნ–ე კი დარჩა აკაკისთან. მოწმეთა განმარტებით, ძროხას ჰქონდა განმასხვავებელი ნიშანი, კერძოდ, რქა ჰქონდა მოტეხილი. იმ დროს, როდესაც კ. ნ–ეე ესაუბრებოდა ა-ს, წითელი ფერის სამარშრუტო მიკროავტობუსით მივიდა მ. მ–სე, რომელმაც კითხვაზე უპასუხა, რომ მოსახლეობისგან იძენდა პირუტყვს და ამ ადგილზე დაიბარა ა. ბ–მ. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქონელი, რომელიც ა. ბ–სიამ მათი დანახვისას გადენა საძოვარზე, ეკუთვნოდა მოქალაქე ს. გ–სეს. ამასთან, მოწმე პ. კ–მ დაადასტურა, რომ მას თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს ა. ბ–ს მიერ საძოვარზე გადენილი საქონელი და სწორედ ის დაიჭირა, რომელიც გადენა ა–მ. მოწმე ზ. ლ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს ხელმძღვანელობისგან დაევალა, წასულიყო სოფელ პატარა ჭ–ს ტერიტორიაზე და დახმარებოდა თანამშრომელს. ადგილზე მისულს დახვდა პ. კ–მე, რომელსაც ხელით ეჭირა რქამოტეხილი საქონელი, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ეკუთვნოდა ს. გ–ს. პ. კ–მ მას გამომძიებლისთვის გადასაცემად დაუტოვა საქონელი. რამდენიმე ხანში ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც მისგან ამოიღო ზემოაღნიშნული საქონელი. მოწმე რ. გ–ს ჩვენებით კი უტყუარად დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს გადაამოწმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ნაკარნახევი საქონლის საყურის კოდი და დადგინდა, რომ საქონელი ეკუთვნოდა ს. გ–სეს. აღნიშნული გამყარებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წერილით, რომლითაც დგინდება, რომ თ–ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული ვაქცინაცია-იდენტიფიკაციისას, 2019 წლის სახელობით სიებში მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით ........., დაფიქსირებულია სოფელ ჭოგნარში მცხოვრებ ს. გ–ზე. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ბ–ს მიერ ს. გ–სის კუთვნილი ძროხის ქურდობის მცდელობის ფაქტი.
5.6. სხვა მოპარულ საქონელთან ა. ბ–ს კავშირის გამოსაკვეთად საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ვ. პ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 3 ივლისს მასთან მაღაზიაში მივიდა ა. ბ–ა და ჰკითხა, ხომ არ სურდა საქონლის შესყიდვა, რაზეც დათანხმდა და წაჰყვა ქ.ქ–ში, .......ის ქუჩა N..-ში, საიდანაც ა–მ გამოიყვანა საქონელი და აჩვენა. მან ა. ბ–სგან 800 ლარად შეიძინა თეთრი ფერის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ძროხა), რომელიც იყო საშუალო შეხორცების, თეთრი ფერის, საშუალო ზომის მსხვილი რქებით. ძროხას ყურზე ჰქონდა რეგისტრაციის აღმნიშვნელი ნიშანდება, ე.წ. ,,ბირკა“ ნომრით ........... გარდა ამისა, მან ა. ბ–ს ძროხასთან ერთად, ასევე მის პირადობის მოწმობას გადაუღო ფოტოსურათი. მან ა–გან შეძენილი ძროხა იმავე დღეს ჩაიყვანა ქ.ქ–ში, ნ–ს ქუჩაზე არსებულ შპს ,,ქ–ს“ სასაკლაოზე. ამასთან, მითითებულ დღეს კ. კ–სგან იყიდა ორი სული პირუტყვი და ა. ბ–სიასგან შეძენილ ძროხასთან (ბირკის ნომრით .........) ერთად შეიყვანა და დაკლა ამ სასაკლაოზე. სასაკლაოს სარეგისტრაციო ჟურნალში სამივე ძროხა გატარდა კ. კ–სის სახელსა და გვარზე, რადგან მან დაუშვა მექანიკური შეცდომა, არ გაითვალისწინა, რომ სხვადასხვა პირისგან ჰყავდა შეძენილი და ა. ბ–სიასგან შესყიდული ერთი სული ძროხა, ყურზე დამაგრებული საყურე - ბირკით ......., შპს „ქ–ში“ ცხოველის დაკვლის აღრიცხვის ჟურნალში გაატარებინა კ. კ–სის მონაცემებით. მოწმის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ სამივე ძროხას ყურზე დამაგრებული ჰქონდა თავისი ე.წ. ,,ბირკა“ და ისინი ჟურნალში გატარდა მათი ინდივიდუალური აღმნიშვნელი ნომრებით. 2020 წლის 4 სექტემბერს მას დაუკავშირდა ა. ბ–ა და ჰკითხა, ხომ არ სურდა კიდევ ერთი ძროხის შეძენა. იგი მოგვიანებით მივიდა ა. ბ–ს სახლში, საიდანაც ა–მ ქუჩაში გამოიყვანა ერთი სული, მოშავო ძროხა, რომელსაც ყურზე არ ჰქონდა ე.წ. „ბირკა“, რაზეც უთხრა: ,,ძროხას ე.წ. „ბირკა“ მოძვრა, აგერ მაქვსო“ და ხელზე გადსცა ე.წ. „ბირკა“ ნომრით 12905703. მან აკაკისგან 1100 ლარად შეიძინა აღნიშნული ძროხა. ა. ბ–ს პირადობის მოწმობას და თვითონ ა. ბ–სიას ძროხასთან ერთად გადაუღო ფოტო. აღნიშნული ფოტოები ინახება მის ტელეფონში. ა. ბ–სგან წამოყვანილი ძროხა იმავე დღეს შეიყვანა შპს „ქ–ს“ სასაკლაოზე, სადაც დაკლეს 2020 წლის 6 სექტემბერს. ძროხა ცხოველთა დაკვლის აღრიცხვის ჟურნალში გაატარეს მისი მეგობრის - რ. ბ–სის სახელზე ა. ბ–ს მიერ მიცემული „ბირკის“ ნომრით ............. მოწმის ჩვენება გამყარებულია მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლითაც დასტურდება, რომ ტელეფონის მეხსიერებაში არსებულ ფოტოგალერეაში 2020 წლის 4 სექტემბერს, 16:10 საათზე, დაფიქსირებულია ა. ბ–ს პირადობის მოწმობის ფოტო, 2020 წლის 4 სექტემბრის 17:20 საათზე დაფიქსირებულია ფოტო, რომელზედაც აღბეჭდილია ა. ბ–ა შავი ფერის ძროხასთან ერთად. მისივე განმარტებით, ამ ფოტოებზე მითითებულ დროს მან ა. ბ–სგან შეიძინა შავი ფერის პირუტყვი და დაიტოვა მონაცემები ფოტოსურათების სახით. გარდა ამისა, მოწმე ვ. პ-ის ჩვენება თანხვდენილია მოწმეების - რ. ბ–სა და კ. კ–ს ჩვენებებთან, კერძოდ: რ. ბ–სის ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს ვ. პ–მ შეიძინა საქონელი, რომელიც ე.წ. „ბ–ში“ მის სახელზე გატარდა და დაიკლა 2020 წლის 6 სექტემბერს. შესაბამისად, ფორმა N.. ამოიწერა მის სახელზე. მოწმე კ. კ–მ კი დაადასტურა, რომ მან ვ.პ-ეს მიჰყიდა ორი სული საქონელი, რომლებსაც ჰქონდათ ე.წ. „ბირკა“.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ. მ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს მას დაუკავშირდა ა. ბ–ა და შესთავაზა საქონლის შეძენა, რაზეც დასთანხმდა. მეორე დღეს მივიდა გ–ში მდებარე საძოვარზე, სადაც ა–გან 800 ლარად შეიძინა საქონელი, რომელიც მიიყვანა ე.წ. „ბ–ში“ და მიჰყიდა ნ. კ–ს. 2020 წლის 3 სექტემბერს კვლავ დაუკავშირდა ა. ბ–ა, რომლისგანაც გ–ში მდებარე საძოვარზე კვლავ 800 ლარად შეიძინა საქონელი, რომელიც მიიყვანა ე.წ. „ბ–ში“ და მეორე დღეს დააკვლევინა. 2020 წლის 15 სექტემბერს ა. ბ–მ ისევ შესთავაზა საქონლის ყიდვა. იგი მივიდა საძოვარზე და ა–სგან 950 ლარად შეიძინა ძროხა, რომელიც მიჰყიდა ნ. კ–ს. 2020 წლის 21 სექტემბერს მას დაუკავშირდა ა. ბ–ა, რომელსაც მოგვიანებით დასთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა შეთანხმებულ ადგილზე მისვლისას ა–ი არ დახვდა. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გამოკითხეს. მან პოლიციელებს უთხრა, რომ საქონლის შესაძენად ელოდებოდა ა. ბ–ს. მან ა–სგან შეძენილი პირველი და მესამე საქონელი მიიყვანა შპს „ქ–ის“ ე.წ. „ბ–ში“, ხოლო მეორე - შპს „ნ–ს“ ე.წ. „ბ–ში“. მ. მ–სის ჩვენება გამყარებულია მოწმე მ. ჩ–ს ჩვენებით, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 3 სექტემბერს მ. მ–სემ მიუყვანა წითელ-ჭრელი ფერის, 250 კილოგრამამდე საქონელი, რომელსაც ყურზე ჰქონდა ნიშანი ე.წ. „ბირკა“. მან მ–ს გადაუხადა 3800 ლარი. მ–მ უთხრა, რომ საქონელი შეიძინა ა. ბ–სგან და აჩვენა ა–ს პირადობის მოწმობისთვის გადაღებული სურათი. მან აღნიშნულის საფუძველზე ამოწერა ფორმა N... მოწმე ნ. კ–ს ჩვენებით კი უტყუარად დადასტურდა, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს მ. მ–სემ „ბ–ში“ მიიყვანა საქონელი, რომელსაც ფეხები ჰქონდა თეთრი, გაშლილი რქები, ხოლო ყურზე - ე.წ. „ბირკა“. მან მ–ს გადაუხადა 1550 ლარი. 2020 წლის 15 სექტემბერს მ–მ მას კვლავ მიუყვანა საქონელი, რომელშიც გადაუხადა 1550 ლარი. საქონელს არ ჰქონდა ე.წ. „ბირკა“, მაგრამ ჰქონდა ნიშანი - გვერდზე გამობერილი. მოწმე ნ. კ–ს ჩვენება გამყარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რა დროსაც მან შპს ,,ქ–ს“ ,,ბ–ს“ ეზოში მიუთითა ადგილზე, სადაც მან 2020 წლის 20 აგვისტოს მ. მ–საგან იყიდა ერთი სული ღია წაბლისფერი ძროხა, რომელსაც ჰქონდა გაშლილი რქები და წინა, ორივე ფეხზე თეთრი ფერის ბეწვი, ხოლო 2020 წლის 15 სექტემბერს - ერთი სული მოწითალო ფერის ძროხა, რომელსაც მარჯვენა მხარეს, ფეხის ზემოთ, ბეჭთან ჰქონდა ,,გამობერილი ბურთივით“. ასევე მიუთითა შპს ,,ქ–ს“ ,,ბ–ზე“, სადაც 2020 წლის 24 აგვისტოს დაკლა მ. მ–სგან 2020 წლის 20 აგვისტოს ნაყიდი ერთი სული ძროხა, ხოლო 2020 წლის 17 სექტემბერს დაკლა მისგანვე 2020 წლის 15 სექტემბერს ნაყიდი ერთი სული ძროხა. მოწმე ი. კ–ს ჩვენებით კი უტყუარად დადასტურდა, რომ 2020 წლის 3 ივლისს ვ. პ–მ, ხოლო 2020 წლის 4 სექტემბერს, 6 სექტემბერს, 24 აგვისტოს და 17 სექტემბერს - ნ. კ–მ საქონლის სასაკლაოზე დასაკლავად შეიყვანა საქონელი. ერთის გარდა, ყველას ჰქონდა ე.წ. „ბირკა“, იმ ერთს კი ჰქონდა ნიშანი - გვერდზე გამობურცული. ნ. კ–მ უთხრა, რომ ეს საქონელი იყიდა მ–სგან და მასთან გაერკვია, რატომ ჰქონდა გამობურცული. აღნიშნულზე მ–მ უთხრა, რომ ეს იყო ნანემსარი. მან ნანემსარი ვერ უპოვა, თუმცა ბეჭთან აშკარად ეტყობოდა შესიება. მოწმის განმარტებით, გამოძიებამ ე.წ. ,,ბირკები“ ვერ ამოიღო, რადგან იმ დროს სურსათის სააგენტოსთვის იყო ჩაბარებული. მოწმე ფ. ჭ–მ კი დაადასტურა, რომ საქონლის საყურეების შეგროვებას და განადგურებას ახდენს სურსათის სააგენტო და ცხოველზე სხვისი საყურის გამოყენება დაუშვებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მ. მ–სის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადასტურდა 2020 წლის 21-22 სექტემბერს მასთან ა. ბ–ს ტელეფონიდან შემავალი და გამავალი ზარი. ასევე, ფოტოგალერეაში მოთავსებულია 2020 წლის 15 აგვისტოს, 14:20 საათზე დაფიქსირებული ა. ბ–ს პირადობის მოწმობის ფოტო, 2020 წლის 20 აგვისტოს, 12:59 საათზე დაფიქსირებული ა. ბ–ს ფოტო მის პირადობის მოწმობასთან ერთად, რომლებზეც მ. მ–სემ განმარტა, რომ ამ ფოტოებზე დაფიქსირებულ დროს მან ა–საგან შეიძინა ძროხები და როგორც მეპატრონისგან, დაიტოვა მონაცემები ფოტოსურათების სახით. პირუტყვის რეალიზაციის აღწერის რვეულის დათვალიერების ოქმით კი დგინდება, რომ მ. მ–სემ მითითებულ პერიოდში - 2020 წლის 20 აგვისტოს, 3 სექტემბერსა და 15 სექტემბერს მოახდინა პირუტყვის რეალიზაცია, რომელიც, მისივე განმარტებით, შეიძინა ა. ბ–სგან. საგამოძიებო ექსპერიმენტისას კი მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც 2020 წლის 20 აგვისტოს ა. ბ–სგან იყიდა ერთი სული ღია წაბლისფერი ძროხა, რომელსაც ჰქონდა გაშლილი რქები და წინა, ორივე ფეხზე თეთრი ფერის ბეწვი, 2020 წლის 3 სექტემბერს ა. ბ–სგან იყიდა ერთი სული თეთრ და წითელ ბეწვიანი (ჭრელი) ძროხა, რომელსაც თავზე წინიდან ჰქონდა თეთრი ფერის ბეწვი მრგვალად, ხოლო 2020 წლის 15 სექტემბერს ა. ბ–საგან იყიდა ერთი სული მოწითალო ფერის ძროხა, რომელსაც მარჯვენა მხარეს, ფეხის ზემოთ, ბეჭთან ჰქონდა ,,გამობერილი ბურთივით“.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ი–ს რეგიონული სამმართველოს 2020 წლის 9 ოქტომბრის N........ მიმართვაზე, რომლითაც დადგენილია, რომ: 1) მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით ........, დაფიქსირებულია თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მცხოვრებ ნ. გ–სის სახელზე და დაიკლა ქ.ქ–ში, ნ–ს მე-.. ჩიხი, ..-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე შპს „ქ–ი“; 2) მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით ........, დაფიქსირებულია თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მცხოვრებ ე. ც–სის სახელზე და დაიკლა ქ.ქ–ში, ნ–ს N..-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე შპს „....“; 3) მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით ........., დაფიქსირებულია თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ში მცხოვრებ მ. ც–სის სახელზე, და დაიკლა ქ.ქ–ში, ნ–ს მე-3 ჩიხი, N..-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე შპს „ქ–ი“; 4) მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით ........., დაფიქსირებულია წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ პ–ში მცხოვრებ ბ. ტ–ს სახელზე და დაიკლა ქ.ქ–ში, ნ–ს მე-.. ჩიხი N..-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე შპს „ქ–ი“; 5) მსხვილფეხა პირუტყვი, საყურე ნიშნით ............, დაფიქსირებულია ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში მცხოვრები გ. გ–ს სახელზე და დაიკლა ქ.ქ–ში, ნ–ს მე-.. ჩიხი, N..-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე შპს „ქ–რი“. ამასთან, შპს ,,ქ–ს“ აღრიცხვის ჟურნალების დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2020 წლის ივლისის თვის ,,ცხოველების დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმებისა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის ჩატარების აღრიცხვის ჟურნალში“ 57-ე ნომრად 3 ივლისის თარიღით კ. კ–სის სახელზე პ/ნომრით .......... გატარებულია სამი სული პირუტყვი, რომელთა ბირკის ნომრებია: ........., .......... და ............. 2020 წლის აგვისტოს ,,ცხოველების დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმებისა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული-სანიტარული ექსპერტიზის ჩატარების აღრიცხვის ჟურნალში“ 413-ე ნომრად 24 აგვისტოს თარიღით ნ. კ–ს სახელზე გატარებულია ერთი სული ძროხა, ბირკის ნომრით ........ 2020 წლის სექტემბრის ,,ცხოველების დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმებისა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული-სანიტარული ექსპერტიზის ჩატარების აღრიცხვის ჟურნალში“ 91-ე ნომრად 6 სექტემბრის თარიღით ბ–ე რ–ს სახელზე გატარებულია ერთი სული ძროხა, ბირკის ნომრით ...... და 2020 წლის სექტემბრის ცხოველების დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმებისა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული - 23 სანიტარული ექსპერტიზის ჩატარების აღრიცხვის ჟურნალში“ 271-ე ნომრად ნოდარ კობახიძის სახელზე გატარებულია ერთი სული ძროხა, ბირკის ნომრით ......... 2020 წლის 29 სექტემბრის შპს ,,.........-ის“ დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ ჟურნალში 4 სექტემბრის თარიღით მე-2 ნომრად ა. ბ–ს სახელზე გატარებულია ერთი სული პირუტყვი, ბირკის ნომრით ..........
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულებმა 2020 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში დაკარგეს საქონელი, რომელთაგან მხოლოდ ორს არ ჰქონდა ე.წ. „ბირკა“, თუმცა მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყო განმასხვავებელი ნიშნით. მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ მათი საქონელი ჩაბარებული იყო საქონლის სასაკლაოზე. მოწმეების - მ. ჩ–ს, ნ. კ–ს, ვ. პ–სა და მ. მ–სის ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ 2020 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ა. ბ–სგან სხვადასხვა დროს შეიძინეს საქონელი. ამასთან, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები თანხვდენილია, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან, ასევე, სხვა მტკიცებულებებთან და სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს მათი სისწორე, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება მოწმეთა და დაზარალებულთა მხრიდან რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ თითქოსდა, მოწმე მ. ა–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2020 წელს სახლის გასარემონტებლად საჭირო თანხისთვის სიძეს - ა. ბ–ს მისცა უფლება, გაეყიდა ოჯახის კუთვნილი ორი სული საქონელი - თეთრი ფერის, რომელსაც ჰქონდა ე.წ. „ბირკა - საყურე“ და მოყავისფრო-მოშავო, რომელსაც საყურე არ ჰქონდა. ვინაიდან თანხა არ ეყოთ, ა–ს სთხოვა გაეყიდა კიდევ ერთი სული საქონელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწმის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, რის გამოც ვერ გადაწონის ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე